წერილის ძალა ქართულ ბიზნესსა და პოლიტიკაში, ბავშვთა უფლებები და მშვიდობის პოლიტიკა

      საქმიანი მარტი თიბისი ბანკის საპარლამენტი ამბებით დაიწყო. დღის მთავარ სხვა ამბებს შორის ასევე იყო ბავშვთა უფლებები და მისი ქართულად მოდერნიზება, ასევე სამეზობლო თუ საერთაშორისო პრობლემები, მოსამართლეობანა და ივანიშვილის გუნდური შეკრება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 მარტი, 2019/

      თიბისის გამხილავი პარლამენტი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ მივიდნენ. რომან კაკულია „თიბისიზე“ - თუ გინდა, რომ ამ პროცესიდან სუფთად გამოხვიდე, მოვლენები უკან უნდა გადაახვიო და ყველა კითხვას პასუხი გასცე. რომან კაკულია - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით დავშანტაჟდი, რომ თუ ყველაფერს იტყოდა, რაც სათქმელი ჰქონდა, ეს საფრთხის შემცველი იქნებოდა ფინანსური სექტორისთვის. პროკურატურა ადასტურებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე, შესაძლოა, ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხოს. გიორგი მშვენიერაძე - „თიბისიდან" დამფუძნებლების ჩამოშორებას წინ უძღოდა არა პროკურატურის და ეროვნული ბანკის, არამედ არაფორმალური მმართველის განცხადებები. სულხან სალაძე „თიბისი ბანკზე“ - ეს არის საქმე, სადაც კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს პროკურატურამ. მამუკა ხაზარაძე - ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები "თიბისი ბანკს“ არ ეხება. მამუკა ხაზარაძე - ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე. სალომე სამადაშვილი - ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებებს, მათ შორის ანაკლიის პორტის თემაზე. მამუკა ხაზარაძე - როდესაც დავინახეთ, რომ შემოტევა იყო, როგორიც 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, რადგან 4 უწყება ერთდროულად არასდროს შემოსულა, ყველა დოკუმენტაცია მივეცით. ეს მდგომარეობა იგივეა, რომ მამას 27 წლის შვილთან ურთიერთობა აუკრძალო. მამუკა ხაზარაძე - არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ. მამუკა ხაზარაძე - მოვითხოვ დადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი, მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური კომისიაც. ეროვნული ბანკი მე და ბადრი ჯაფარიძეს პრაქტიკულად, გვაშანტაჟებდა. ტყუილია, რომ თანამდებობიდან ვიღაცამ გადამაყენა, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი არ ჩამონგრეულიყო. ყველაზე მყარი და გამჭვირვალე საბანკო სექტორი შევქმენით, ეს იყო სიამაყე, დღეს კი მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით რაღაც მიდის. „ევროპული საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, „თიბისი ბანკის“ საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვოს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო. მამუკა ხაზარაძის თქმით, „თიბისი ბანკზე“ კიბერ შეტევა სავარაუდოდ, იმ ოფისებიდან განხორციელდა, საიდანაც ე.წ. ბოტები იმართება. ბადრი ჯაფარიძე - ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული აქტის ქვეტექსტი არის ის, რომ მე და მამუკა ჩვენივე თავის წინააღმდეგ ვმოქმედებდით. ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტზე - რამდენიმე განცხადებით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გაკეთდა, პროექტს ძალიან დიდი ზიანი უკვე მიადგა. ბადრი ჯაფარიძე - რატომ მოხდა ფორსირებულად 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა და ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ მამუკას და ჩემი სამეთვალყურეო საბჭოში ყოფნა საფრთხეს უქმნის „თიბისი ბანკს“. მამუკა ხაზარაძე - ეტყობა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ხდება ის, რაც ხდება. ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეს - უკაცრავად, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბის, რა დღეშიც ახლა ხართ. მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძეს - უნდა თქვათ, რა ფორმით მიიღეთ წერილი - რატომ არ მიიტანეთ თავის დროზე წერილი პროკურატურაში? მამუკა ხაზარაძე - ამ ქვეყნიდან არ წავალ - თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საკითხს. ირაკლი მეზურნიშვილი მამუკა ხაზარაძეს - „თიბისი ბანკს” ემიჯნებით?! რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გიორგი გახარია გადადგეს. ირაკლი კოვზანაძე - ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი უნდა განვითარდეს. მამუკა მდინარაძე „თიბისიზე“ - გარკვეული პოლიტიკური წრეები სარგებლობენ ამ „ქეისით“. გიგი უგულავა - გიორგი გახარია არის არა შს მინისტრი, არამედ Fixer "დამლაგებელი". რომან გოცირიძე - დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს მართავენ არა ოფიციალური ინსტიტუტები, არამედ ყაჩაღები. სულხან სალაძე - „პანდორას ყუთი“ უკვე გაიხსნა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ დეტალურად უნდა თქვან ყველაფერი! ეროვნული ბანკი „შანტაჟის“ თაობაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას განცხადებით პასუხობს - როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. „კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. მამუკა ხაზარაძე - გახარიასგან მიღებულ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ მაშინ, როცა საგამოძიებო ორგანო შეიქმნება. მამუკა ხაზარაძე მამუკა მდინარაძეს - შედით და ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი. გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეზე - ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. გიორგი გახარია - მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას. გიორგი გახარია მზადაა, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში მივიდეს. მამუკა მდინარაძე - როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი. ირაკლი კოვზანაძე მუქარის წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - მოწმენდილ ცაზე ასეთი წერილი ნაკლებად მოსალოდნელია. ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას" დღეს ახალი „ნაღმი აუფეთქდა", რომელსაც ჰქვია „თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე. დავით ბაქრაძე - რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პირდაპირი ჩართულობა რეკეტში და ამომრჩევლის საარჩევნო მოსყიდვაში. თინა ბოკუჩავა - დიდი ალბათობით, „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა ასევე ორგანიზებული იყო თავად გახარიას მხრიდან. მამუკა მდინარაძე - პარადოქსია, როდესაც კონკრეტულ ფინანსურ სუბიექტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ წესით სთხოვენ ხოლმე პასუხს. პროკურატურა უარყოფს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მეხედვითაც, მან გამოკითხვისას მიუთითა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი. მამუკა ხაზარაძე მუქარის წერილს პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩვენების ამონარიდშიც ახსენებს. ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენებიდან - ასე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე გიორგი გახარიას. დავით უსუფაშვილი - წერილის ხსენებამ გადაფარა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მსგავსი ანალოგი ძნელად მახსენდება ჩვენს ავბედით ისტორიაში. გია ხუხაშვილი - გახარიას პასუხი ძალიან უცნაური და ყალბი იყო.

      ივანიშვილის გუნდის შეკრება - ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. რომან კაკულია - 2012 წელს „ქართული ოცნება“ სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" ტყუილთან, ახლა ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება. შოთა შალელაშვილი - მე უმრავლესობაში ვრჩები, წამსვლელები - წავიდნენ. ზაქარია ქუცნაშვილი - 115-კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა, ამით ქვეყანა არ დაიქცევა.

      მშვიდობის პოლიტიკა და სამეზობლო თუ საერთაშორისო ამბავნარი - სოფო ქაცარავა - ჩვენ ვატარებთ პრინციპულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია სამშვიდობო ინიციატივებზე და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე. დავით ზალკალიანი ვიზიტით რუმინეთს ეწვია. დავით ზალკალიანი რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ალექსი პეტრიაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას გეგმავდეს. აბაშიძე პარლამენტში. ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა. ზურაბ აბაშიძე - კარასინმაც კი დამისვა კითხვა - რით იყო გამოწვეული ის აჟიოტაჟი, რაც ბიძინა ივანიშვილთან ჩემმა შეხვედრამ გამოიწვია. ზურაბ აბაშიძე - სიტყვა პროგრესი, წინსვლა, გაუმჯობესება არასდროს გვიხსენებია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ვამბობთ, რომ ურთიერთობები ჩიხშია შესული. დავით ზალკალიანი – შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფანი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დახურულ ფორმატში მოუსმინეს.

      გაეროსთან აქცია - საქართველოში გაეროს ოფისთან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. საქართველოში გაეროს ოფისის წინ შეკრებილები პარლამენტში ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის განხილვის შეჩერებას და პარლამენტიდან მის გაწვევას ითხოვდნენ.

      რომაელი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი - თუკი ივანიშვილი 2020 წლამდე დარჩება, ჩვენ მივიღებთ მაქსიმუმ 2.5-მილიონიან პენსიონერებითა და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ქმედებები საქართველოს მოსახლეობის დამცირებისკენ არის მიმართული. მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიაში მე ვაშენებდი ახალ სოხუმს. მიხეილ სააკაშვილმა იტალიის პოლიციას და შსს-ს მადლობა გადაუხდა.

      საპენსიო რეფორმა - თბილისს საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ეწვევა.

      გაძვირებული ცხოვრება - „საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში ალკოჰოლზე, თამბაქოზე, სურსათზე, სამედიცინო პროდუქციასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა.

      მოსამართლეობანა - გიორგი მშვენიერაძე - პარლამენტი არ აპირებს დათმოს იუსტიციის საბჭოში „კლანის“ ერთპიროვნული ძალაუფლება, თავად გადაწყვიტონ ვინ იქნებიან ნომინირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. სოფო ვერძეული - პრინციპულია, რა პროცედურებით მოხდება პარლამენტში მოსამართლეების კანდიდატების განხილვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამივე ინსტანციის სასამართლოში ადვოკატების, პროკურორების, მოქალაქეების გამოკითხვა ჩატარდა. მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე დეტალები 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

      ბავშვების ამბები - მატერიალური სიდუხჭირე - სოფო კილაძე - მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი არის მატერიალურად შეჭირვებული, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა არ მოხდება. სოფო კილაძე - ბავშვთა უფლებების დაცვის გარკვეული ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს. ემზარ კვიციანი - ბავშვი თუ ცოტა მკაცრად არ გაიზარდა, არ მგონია მისგან რამე დადგეს ნორმალური - ზედმეტი თავისუფლება ბავშვისთვის დამღუპველია. დიმიტრი ხუნდაძე - ინტერნეტში წელიწადში დაახლოებით, 100 000-მდე პორნოგრაფიული საიტის მიწოდება ხდება და ფაქტობრივად, ბავშვები დაუცველები არიან. სოფო კილაძის განცხადებით, ის ტელევიზიები, რომლებიც სექსუალური ხასიათის, ნარკოტიკებთან, ან ალკოჰოლთან დაკავშირებულ მასალას შესაბამისი ნიშანდების გარეშე გაუშვებენ, დაჯარიმდებიან. ალექსანდრე ერქვანია - აბორტი უნდა ავკრძალოთ და ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი ბავშვთა უფლებებზე. სოფო კილაძე მზრუნველობის ან მეურვეობის გარეშე დარჩენილი ბავშვების დაკავების პროცედურა განმარტა. დეკანოზი დავით ისაკაძე - ბავშვი ჩაისახება თუ არა, ის არის ადამიანი და მისი მოკვლა უნდა ისჯებოდეს კანონმდებლობით.

      სუბელიანის ბრალი - მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. მირზა სუბელიანს პატიმრობის ვადა 4 თვეში ეწურება. ზაზა სარალიძე - წესით, მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ, თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდნენ. პროკურორი - გაუგებარია არგუმენტები, რის გამო მოხდა მირზა სუბელიანისთვის ბრალდების გადაკვალიფიცირება. მირზა სუბელიანის ადვოკატი - მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი ინტერესითაა განპირობებული.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკული პასუხი და ვენესუელა - ჯონ ბოლტონის განცხადებით, აშშ პასუხს გასცემს თუ ვენესუელას ხელისუფლება ხუან გუაიდოს დააკავებს. ჯონ ბოლტონის განცხადებით, ტრამპი მზად არის კვლავ შეხვდეს კიმ ჩენ ინს, როდესაც საამისოდ შესაფერისი მომენტი დადგება. ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი - მთავრობა ხუან გუაიდოსთან მიმართებაში ზომებს მიიღებს.

      ტორნადოს მსხვერპლი - აშშ-ში, ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 174

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

George: მარტი 4, 2019||11:40pm

ხაზარაძემ მომწერა წერილი : თუ მობაილბანკით რეგულარულად ვისარგებლებდი მოვიგები 20 ათას ლარს ! გათამაშება იყო იუთუბზე სადაც ასი ონლაინმაყურებელიც არ იყო ...  სანდო კაცია )

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters