აღდგომა მრევლით, სასაფლაოები უხალხოდ და დიდი ქალაქების ზღუდეები

      კორონას რიცხვები მსოფლიოდან და საქართველოდან კვლავ დღის მთავარი ამბავია. მოცემულ მომენტში - დადასტურებული შემთხვევა - 306, გამოჯანმრთელებული - 71, გარდაცვლილი - 3. მთელი მსოფლიოსთვის იგივე მაჩვენებლები - 2 006 513 დადასტურებული, 501 758 - გამოჯანმრთელებული, 128 886 გარდაცვლილი. დღეს საქართველოში ყველა საპატრიარქოსა და მთავრობის შეთანხმების გახმიანებას ელოდებოდა. ამ მიმართულებით მთავარი ამბავი ასეთია - 21:00 სთ-ზე მივა მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე და 06:00-ზე წამოვა. პატარა ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. აღდგომის შემდეგ - 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 აპრილი, 2020

      მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული 2 მძიმე პაციენტი კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველაზე პატარა პაციენტი თავს ყველაზე კარგად გრძნობს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა შეიყვანეს. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მყოფ 40 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ქობულეთის მერი - ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი შემთხვევა დაემატა. ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ვემზადებით. ლევან რატიანი მოსახლეობას - ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს - დადგა დრო, ერთმანეთს დავცილდეთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. კლინიკაში შემოსული კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტიდან, რამდენიმე ექიმია. სახელმწიფო რწმუნებული - ლენტეხი პროდუქტით, მედიკამენტებით და საწვავით დროულად მარაგდება, საგაზაფხულო სამუშაოებიც მიმდინარეობს - კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რუსთავის მერი - რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა არ გაზრდილა. ლალი ტურძელაძე - ვირუსი ახლა ბობოქრობს, შემდეგ დაწყნარდება, ამასობაში ვაქცინაც შემოგვეშველება და შეგვეძლება დაბადების დღეებზე, სასაფლაოზე, ეკლესიაში სიარული, ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. ლალი ტურძელაძე - რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ხუთის - ძალიან მძიმე. მარინა ენდელაძე - თუ მოსახლეობამ არ გაითავისა რეკომენდაციები, მდგომარეობა შეიძლება, დრამატულად განვითარდეს, თანაც ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს.

      ჩაკეტილი ქალაქები - განისაზღვრა სია, ვის არ ეხება თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები - 1. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; 2. საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; 3. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; 4. ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას; 5. ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას; 6. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას; 7. სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას; 8. მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; 9. სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა); 10. საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას; კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; 11. საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. 12. დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს. კახა კალაძის განცხადებით, კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება.

      თბილისი იცლება სააღდგომოდ - კახა კალაძე - თბილისელებს მინდა ვთხოვო, შეამოწმონ სახლები, ყურადღება მიაქციონ ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის გამორთვას.

      ბაზრების სიყარული - ალექსანდრე მოწერელია - ქუჩებში ხალხმრავლობაა, ბაზართან პოლიციის მობილიზება დაგვჭირდა - თუ ასე გაგრძელდა, ზუგდიდის ბაზრის დაკეტვა მოგვიწევს.

      უპრობლემო პატიმარი - ირაკლი ოქრუაშვილი - პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს - 2-3 თვეში ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება.

      კორონა, მრევლი და მოახლოებული აღდგომა - დეკანოზი შალვა კეკელია - აღდგომა დღეს ვაპირებთ დისტანციის დაცვას, ვამზადებთ შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ. გიგა ბოკერია - მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესეს, თუმცა ყველაზე მსხვილი კონფესიის დიდ ნაწილზე არ გავრცელდა - ეს შეზღუდვებს უაზროს ხდის. მეუფე გერასიმე - ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება, ეკლესიაში პირიქით, მოდიან ადამიანები, რომ განიკურნონ სულიერად და ხორციელად. მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე და სააღდგომო მსახურების შემდეგ, ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. სასურველია, რომ სადღესასწაულო ტრაპეზი არ გაიმართოს - არაფერი ირღვევა, თუ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც არ გავალთ საფლავზე. დეკანოზი ჟურნალისტს - თქვენ მაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ არ გჭირთ კორონავირუსი და მე არ მაავადებთ? ანდრია ჯაღმაიძე - დიდ ტაძრებს პირბადეებს მივაწვდით, ხვალ დარიგება დაიწყება, თუმცა იმდენი არ გვაქვს, რომ ყველას ეყოს და ვიცით, რომ ბევრი ტაძარი ზრუნავს თვითონ. კახა კალაძე - ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ვრცელდება ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ადამიანზე - არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება. ნიკა მელია - ნებისმიერი შეკრება შეიცავს ვირუსის მასიურად გავრცელების საფრთხეს - ამ სიმართლეს პრინციპულად არ ამბობს ხელისუფლება, ამ სიმართლის აღიარება არ სურს საპატრიარქოს - სიმართლის თქმას გაურბის ოპოზიციის ნაწილი. საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელთან კონტაქტში მყოფ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე - რეკომენდაციების გათვალისიწინება დიდი დოზით მოხდა. პაატა იმნაძე - გადავარჩინოთ ეკლესია, ნუ წახვალთ იქ, განმეორდება იტალია.

      დევნილთა სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1500-მდე დევნილს გაუწევს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldWideCovid19: რიო დე ჟანეიროს გუბერნატორს კორონავირუსი დაუდგინდა. ვლადიმერ ზელენსკი - დარჩით სახლში აღდგომას, კიევ-პეჩორში მომხდარმა ცხადყო, რომ ვირუსმა ეროვნება და რელიგია არ იცის. დონალდ ტრამპი - ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში მაშინ იყო, როცა მითხრეს, რომ სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა. რუსეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 28 ადამიანი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1111-მდე გაიზარდა. აშშ-ის ხელისუფლებამ ავიაკომპანიების დასახმარებლად 25 მილიარდი დოლარი გამოყო. მოსკოვში ტრამპის გადაწყვეტილებას, ჯანმო-სთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე, ეგოისტური მიდგომა უწოდეს. აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 1253-მდე გაიზარდა. იტალიაში კორონავირუსით 24 საათის განმავლობაში 578 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულება გასცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - დასაკარგი დრო არ არის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფოკუსირებულია, გადაარჩინოს სიცოცხლე.

      ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდება.

      გერმანიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც აშშ-ის ძალებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 115

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters