გამკაცრებები ანონსებიდან რეალობად იქცევა - ხვალიდან, 21:00-დან, საქართველოს დიდ ქალაქებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა იკრძალება. მიზეზი - კორონავირუსის შემთხვევათა მომატება. ამ მხრივ სტატისტიკური მონაცემები ასეთია - საქართველოსთვის მოცემულ დროს - 296 დადასტურებული შემთხვევა, 69 გამოჯანმრთელებული, 3 გარდაცვლილი. მსოფლიოსთვის - 1 980 856 დადასტურებული „ქეისი“, 465 899 გამოჯანმრთელებული, 125 018 გარდაცვლილი. სამწუხაროდ, 14 აპრილი, როგორც დედა ენის დღე, ნაკლებად გაახსენდათ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 აპრილი, 2020

      შემთხვევები, მკურნალობა, კლასტერები - ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - გვყავს 5 ახალი პაციენტი - 13 წლის მოზარდი გამოჯანმრთელდა და გაეწერება. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 6 ახალი პაციენტიდან 5 ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა, ერთის წყარო უცნობია. ქობულეთის მერი - ე.წ. ქობულეთის კლასტერს ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 შემთხვევა უკავშირდება. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსი კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 27 დადასტურებული შემთხვევიდან სამის მდგომარეობა მძიმეა. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა და ინფიცირების წყარო უცნობია. არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, მოსახლეობის თერმოსკრინინგის დროს რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ გამოვლენილა. ლევან რატიანის განცხადებით, მწერები ვირუსის გადამტანი არ არიან. ლევან რატიანი - 62 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან ეწერება - რეანიმაციაში რჩება 5 პაციენტი. ლევან რატიანი - 9 კვირის ორსული ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია - გადამოწმდა ნაყოფიც და მისი მდგომარეობაც სტაბილურია. ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტიდან მართვითი სუნთქვა არც ერთს არ სჭირდება. ლევან გოფოძე - თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმებისა და მედდების ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჭიათურაში, სოფელ ითხვისში ადგილობრივის კორონავირუსით დაინფიცირების გამო, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ჭიათურის მერი - კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა - ქელეხი არ ყოფილა, ერთი შემოვლა გააკეთა, გაჩერდა სოფელში და წავიდა. გიორგი გახარია - ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. გიორგი გახარია - ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID19-ის ინფექციით კიდევ ორი პაციენტი მოათავსეს. მოსალოდნელია დაავადების შემთხვევების მატება, მაგრამ თუ ასეულები არ იქნება და იქნება ათეულები, ადვილად გადავლახავთ, რისთვისაც აუცილებელია, დავრჩეთ სახლში. ამირან გამყრელიძე - განმეორებით დაინფიცირება იშვიათია, თუმცა ამის შემთხვევები არის, ამიტომ ავირჩიეთ ჩინეთის მაგალითი და გამოჯანმრთელებულები ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადიან.

      ჩაკეტილობა და გამკაცრება - მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა იკრძალება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. გიორგი გახარია ზომების გამკაცრებაზე - ყველაფერს უნდა ველოდოთ, რაც არსებული გამოწვევების პროპორციული იქნება. ქვეყანაში სასურსათო მომარაგების პრობლემა არ იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დასრულდა, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს. ჩვენ შეიძლება ეკონომიკა გავხსნათ, კომპანიებს მივცეთ მუშაობის საშუალება, მაგრამ 65 წელს ზემოთ ადამიანები კარანტინში დარჩნენ კიდევ ბევრი თვის განმავლობაში. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს. გია ვოლსკი - უმრავლესობა მხარს დაუჭერს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. მამუკა მდინარაძე - ერთი მხრივ, მოქალაქეთა ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, ეკონომიკის სტიმულირება არის მიზანი, რის გამოც მაქსიმალური შეზღუდვები წესდება. ზვიად შალამბერიძე - ქუთაისი მზად არის, რომ ხვალ, 21:00 საათიდან ჩაიკეტოს შემოსასვლელ-გასასვლელები. გიორგი გახარია - შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ეს შეზღუდვები, რათა მაისის შუა რიცხვებიდან ამ შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნა დავიწყოთ. გიორგი გახარია - ჩვენი ამოცანა ახლა არა ვაჭრობისა და ბიზნესის წახალისება, არამედ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქეების სახლებში შენარჩუნებაა. ამირან გამყრელიძე - ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. ინფექცია უკვე მოსახლეობაში ტრიალებს, მოგიწოდებთ, პირველი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს. დარჩით სახლში, არ გამართოთ თავყრილობები, ვიყოთ ნაკლებად აქტიური წირვა-ლოცვებზე, ყველას გვინდა საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან.

      დავით ბაქრაძის განცხადებით, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად. გიორგი გახარია - 150 ლარი არ არის საკმარისი - შეუძლებელია, საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ.

      პოლიციამ 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 199 ფაქტი გამოავლინა.

      ოქრუაშვილის პატიმრობა - გიორგი ვაშაძე - აშშ-ის საელჩომ ძალიან ნათლად მიუთითა, თუ რა შეთანხმება იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - ამჯერად ხელისუფლებას თაღლითობას და გადაგდებას არავინ აპატიებს. ანრი ოხანაშვილი ოქრუაშვილის საკითხზე - პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში წარმოუდგენელი და დაუშვებელია. უსუფაშვილი - აშშ-ის საელჩოს მოკლე და ტევადი განცხადება ყველა კითხვაზე პასუხია - ოქრუაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის მითითება, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს. რატი იონათამიშვილი - მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის დაუშვებელი და სწორედ ეს წერია შეთანხმებაში. კარლ ჰარცელი - ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პარტიამ მიაღწია.

      კორონა საეკლესიო სივრცეში - კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიცირების გამო, ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის. კასპში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი საპატრიარქოს გარე პერიმეტრის დაცვის თანამშრომელია. გიორგი ვაშაძე - წინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და ამ დრომდე არ ვიცით, რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შესასვლელს აკონტროლებდა, შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონია. მეუფე გერასიმე - სააღდგომო წირვა აუცილებლად ჩატარდება, როგორ ჩატარდება, ამაზე ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქო გააკეთებს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, რომლის მღვდელმსახურს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღდგომის დღესასწაულზე ლიტურგია ჩატარდება. ვისაც მოსვლა უნდა, მათ არ ვეუბნებით, რომ არ მოვიდნენ, უბრალოდ მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ გაფრთხილებების ფონზე, რაც არის. ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის იმის გარანტია, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით. ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელია - მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და თან ვმსახურობთ. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი - არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება. გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს - დარწმუნებული ვართ, ვიპოვით ბალანსს ეკლესიასთან ერთად. გიორგი გახარია - ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს. გიორგი კვირიკაშვილი - აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია. ინფექციონისტი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი სხირტლაძე აცხადებს, რომ ხარების დღესასწაულზე ეკლესიის ყველა მოძღვარი ეზიარა, რის შემდეგაც მამა გიორგი პაპავასთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

      შიდსმა მოიმატა - მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldWideCovid19 - ჩინეთის მედია - რუსეთიდან იმპორტირებული კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებაზე. Human Rights Watch საბერძნეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს მიგრანტი ბავშვები, რომლებიც დაკავების ცენტრებში ან საკნებში იმყოფებიან. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1067-მდე გაიზარდა. რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი კი დაიღუპა. ავსტრიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. „დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის“ ლიდერი კორონავირუსით გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ნიუ-იორკის გუბერნატორი - პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება არ აქვს - ჩვენ არ გვყავს მეფე, ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი. სერგეი ლავროვი - როცა ზოგიერთ ქვეყანაში ჩინეთის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები მესმის, თმები ყალყზე მიდგება. რუსეთი არ აპირებს ევროკავშირს სანქციების მოხსნა სთხოვოს, ის გათვლას საკუთარ ძალებზე აკეთებს. დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს დამოუკიდებლობა სურს, ეს არ მოხდება!

      ჩერნობილის ტყის ხანძარი - ვლადიმირ ზელენსკი - ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კიდევ ორ თანამშრომელს ჩაუტარდა და მათი პასუხი უარყოფითია. ზელენსკი - მე თვალყურს ვადევნებ ჩერნობილის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მადლობელი ვარ მათი გამბედაობის გამო. ხვალ მოვისმენ ანგარიშს სახელმწიფო საგანგებო საქმეების სამსახურის ხელმძღვანელისგან და დასკვნებს მოგვიანებით გავაკეთებთ. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 23

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აპრილი 15, 2020||11:04pm

დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის ლიდერს კორონა მოერია თუ ერდოღანი? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ათასეული კორონიანი საქართველოში, ოცნების სახეები და ფეხბურთელის საქმე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2020.
საათი: 11:09pm 0 კომენტარი

      დღესასწაულის ქველინიუსი ცოტა პოლიტიზირებული და შედარებით ხმაურიანი გამოდგა. ცხადია, ბოლო დღეების და კვირების მთავარი ამბავი ისევ ფეხბურთელის საქმეა, რომელსაც ოპოზიციური მედია აშუქებს, ნაკლებ ოპოზიციური კი აქა-იქ ნიუსებს უთმობს. დღის მთავარი ამბავი პარლამენტარების საქმიანობასაც ეხებოდა და ოცნების შიდა პოლიტ-სახეების საქმეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 ივლისი, 2020

      ქართველი კორონა ათ ასეულს ასცდა…

გაგრძელება

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:00pm 5 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters