ოკუპაციით მოტაცებული მღვდელი, თავისუფლების სახლი საქართველოზე, გამოცდები და გენგეგმა

      თებერვლის პირველ რიცხვებში, მზე ნამდვილად არ მოგვკლებია და ნელ-ნელა პოლიტიკურ სიახლეებსიც იგრძნობა სითბო და აქტიურობა. პარლამენტიც თბილისში გადმოვიდა, მმართველი პოლიტიკური გუნდი შეკრებებს აგრძელებს. ოკუპაციაც უკან არ იხევს ხალხს იტაცებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 თებერვალი, 2019/

      დაკავებულ-გათავისუფლებული სასულიერო პირი - სოფელ ნიქოზის განაპირას ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი დააკავეს. შიდა ქართლის გუბერნატორი - ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რომ მამა დავითი უმოკლეს დროში გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. სუს-ი - საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. აფხაზეთის ამბებიც - ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები ამბობენ, რომ ე.წ. საზღვარზე მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც ბინადრობის უფლება ან ფორმა #9 აქვთ.

      პარლამენტის ცხოვრება - დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ირაკლი კობახიძე დეპუტატებს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტის სრულად ძველ ადგილსამყოფელში ამოქმედება, უფრო ეფექტურს გახდის მის საქმიანობას. პარლამენტი თბილისში მუშაობას შეუდგა. სოფო კილაძემ პლენარულ სხდომაზე სამართლადამცავებს მიმართა, პასუხისგებაში მიეცნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გავრცელებაზე პასუხისმგებელი პირები. ოთარ კახიძე უმრავლესობას - მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ სულ ხელისუფლებაში იქნებით, გამოფხიზლდით. სერგი კაპანაძე - ვაპირებ, საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას, რომ ზოგადი უნარების ტესტი კანონით სავალდებულო გახდეს. ირმა ინაშვილი - დღევანდელი ხელისუფლება “წინა რეჟიმის დამნაშავეებს“ ხელს აფარებს. რომან გოცირიძე უმრავლესობას - ავლაბრის სასახლე საბანკეტო დარბაზად გინდათ გადააკეთოთ, თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება საქორწინო დარბაზადაც დაიწყოთ მისი გაქირავება. ირმა ნადირაშვილი - აუდიტის სამსახურს მოვუწოდებ, შევიდეს ჭიდაობის ფედერაციაში და გაარკვიოს რა ხდება იქ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სიღარიბის პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობს. ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ზრუნავს მაღაროელების, მშენებლების და სხვა პროფესიების წარმომადგენლებისთვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე. ირაკლი კობახიძე - წელს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას განვახორციელებთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა უმრავლესობით ოპოზიცია იყო წარმოდგენილი.

      ჩანაწერების საქმე - ფარული ჩანაწერის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი გლდანის მე-8 საპყრობილეს დღეს დატოვებს.

      რეპერის გარდაცვალება - რეპერი „შავი პრინცი“ გარდაიცვალა.

      პოლიტსხდომა - "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

      გენგეგმაში გამარჯვებული - მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა - ამხანაგობა „აქოლისი”, რომელშიც დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 8 საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული.

      სწავლა გამოცდების გარეშე - დიმიტრი შაშკინი - საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია, ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭების და ფულის სანაცვლოდ მისცემენ.

      სასამართლო მაჩალიკაშვილის საქმეზე - სასამართლომ სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი არ დააკმაყოფილა. სუს-ის წარმომადგენელი - მაჩალიკაშვილების სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი - სასამართლომ სუს-ის დამნაშავედ ცნობა ვერ გაბედა. ნიკა მელია - სახელმწიფომ ლოგინში, მობილურით ხელში დახვრიტა თემირლან მაჩალიკაშვილი, რა შუაშია აქ ეს „ჯანდაბა „ნაცმოძრაობა“ და „სისხლისმსმელი“ ნიკა მელია? მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერებს შეიტანს.

      ქვეყანა ხაფანგში - "ფრიდომ ჰაუსის" პროგრამების დირექტორი - მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის - ივანიშვილის და სააკაშვილის ხაფანგში. მთავრობას, პარტიებს, პოლიტიკურ სისტემას სჭირდება, რომ გადაილახოს მიშასა და ბიძინას დუელი. სუს-ის წარმომადგენელი - მაჩალიკაშვილების სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

      მამალაძეების პროტესტი - თორნიკე მამალაძე - საპატრიარქოდან ჯერჯერობით არავინ გამოგვხმაურებია - სამწუხაროდ, თავი არავის შეუწუხებია და თბილი ოთახიდან გამოსვლა არავინ ინება.

      სასწრაფო ხშირად - გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, დეკემბერ-იანვარში, „112“-ში სასწრაფო დახმარების გამოძახების 48 748 შეტყობინება დაფიქსირდა.

      ემოციური სპორტსმენები - მიხეილ ყაველაშვილი - სპორტსმენები ცხელი ემოციით გამოირჩევიან, მაგრამ მთავარია პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს დავუბრუნოთ. ზურა დათუნაშვილი - ჩემი ასპარეზობა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა ფედერაციაში ისევ რჩებიან.

      ტყვია სანელებლებში - სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნედლი რძის და სუნელ-სანელებლების 23 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ნორმას აღემატება.

      ბოიკოტი გაზს - ალეკო ელისაშვილი - თუ ერთი თვის ვადაში „ყაზტრანსგაზი“ 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის სერიოზულ ნაბიჯებს მივმართავთ.

საზღვარგარეთულები:

      პოროშენკოს უკრაინა - პეტრო პოროშენკო სასაზღვრო სამსახურს მიმართავს, არ დაუშვას ქვეყანაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები.

      ვენესუელას პასუხი - ნიკოლას მადურო - ჩვენ არ გვეშინია თქვენი მუქარის, ბატონო დონალდ - სიგიჟეა იმაზე მსჯელობა, რომ ვენესუელაში ჯარს გამოაგზავნით.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 271

ტეგები: qwellynews, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

George: თებერვალი 5, 2019||11:38pm

დავიჯერო ოსებს(რუსებს) ასე მოენატრათ ქართული წირვა მღვდელი რომ გაიტაცეს ? ეხლა რა, მგალობლების ჯერია ? 

George: თებერვალი 6, 2019||5:31pm

მგალობელთა გუნდის გატაცება საინტერესოა, მაგრამ არაორიგინალური - ოლიმპიური გუნდი ხომ გაიტაცეს ოდეზღაც !  აი მართლა ტუ ორიგინალიზმი უნდათ - *მესანთლე* უნდა გაიტაცონ !

George: თებერვალი 6, 2019||9:56pm

შემომწირველებს იქ რა უნდათ ? - ყველა ქალქშია წამოსული ( ხომ ნახე - მამაო თვითონ ხნავდა და თესავდა)...უბრალოდ სტიქაროსანი დაგენანა მესანთლეს კომპანიისთვის ( ისე გეთანხმები - სტიქაროსანი ცოდოა,  მესანთლეს ჯობია ეკონომუსი მიაყოლონ)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters