თებერვლიდან ჯერ ერთი კვირაც არ გასულა და უკვე რამდენჯერმე შეიკრიბა მართველი გუნდი და დღესაც ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ამას გარდა, დღის მთავარ თემებში აქტიურად განიხილებოდა უზენაესი სასამართლო, ანუ ბოლო პერიოდის საკმაოდ აქტუალური თემა, ასევე განათლების შესახებ პრემიერის მოლოდინები. იყო შვილმკვდარი მამების თემის განახლებაც კომისიითა და პროკურატურით და კალაძის შეფასებები და თბილისური გეგმები. თბილისი მერების ისტორიიდან კი ცუდი ამბავი - დღეს გარდაიცვალა ვანო ზოდელავა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების გაგრძელება - ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძე - მთავარია, ვიმსჯელოთ რაციონალურად, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება. ბექა ოდიშარია - არ ველოდები, რომ ვინმე დატოვებს ჩვენს რიგებს. დიმიტრი ხუნდაძე - მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ვინმე გუნდს დატოვებს. ოთარ დანელია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი, როგორც არის ისე. ლევან გოგიჩაიშვილი - პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება მთლიანად აცდენილია ხალხის სურვილთან. გია გაჩეჩილაძე - სჯობს გუნდის მთლიანობა იყოს შენარჩუნებული, ვისაც არ აქვს ამის სურვილი, იმას ძალით ვერ დააკავებ. გედევან ფოფხაძე - სიმართლე გითხრათ, დღეს უმრავლესობის სხდომაზე მოსვლის სურვილი არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, თითქოს დიალოგს გავურბივართ. ზაქარია ქუცნაშვილი - ჩვენ არავის ვრიცხავთ და არ ვუზღუდავთ თავისუფლებას, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გუნდს გარედან ურტყამდე. ეკა ბესელია - ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს პარტია, დიდი შრომა მაქვს ჩადებული - მოდით, ცოტა ცივი გონებითაც მივიღოთ გადაწყვეტილება. ირაკლი აბესაძე - გულწრფელი არც ეკა ბესელია და მისი მომხრე დეპუტატები არიან და არც მმართველი პარტია ზრუნავს საზოგადოებრივ სიკეთეზე. ეკა ბესელია - ივანიშვილმა თქვა, დავასრულოთ საჯარო დისკუსია და შიგნით ვისაუბროთ - კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს. ლევან გოგიჩაიშვილი - ჩემ თავში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, ამას გავახმოვანებ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. მამუკა მდინარაძე - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გუნდში თითოეული წევრი შენარჩუნდეს. პაატა ზაქარეიშვილი - აშკარად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ყველა რიტუალურ ცეკვას ასრულებს.
კანონები და არასრულწლოვანები - ნათია მეზვრიშვილი - კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების ციხეში გაშვება მარტივია, მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. შსს-მ ქურდობის 4 ფაქტზე 13-14 წლის არასრულწლოვნები ამხილა. 2018 წელს შსს-მ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა. წავკისში ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა.
უზენაესი სასამართლო - მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს შენობასთან აქციას გამართავს. საინიციატივო ჯგუფი - გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს. თინა ხიდაშელი - სასამართლო ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა არ არის არც ერთი ცალი ჩინჩალაძე და ერთი ცალი მურუსიძე, მთავარი პრობლემაა რეპუტაციული სისუსტე. უზენაეს სასამართლოსთან საინიციატივო ჯგუფის წევრების აქცია მიმდინარეობდა. სოსო ბარათაშვილი - დაუშვებელია, უსამართლობისა და უკანონობის ჩამდენი მოსამართლეების სისტემის მსხვერპლად გამოცხადება და მათი უზენაეს სასამართლოში განმწესება. ეკა ბესელია - არასწორია აქცენტები, რომ ვინც ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა ათკაციან სიას, ყველა მტრებად მივიჩნიოთ.
განათლების საუკეთესო შედეგებისთვის - მამუკა ბახტაძე - განათლების სექტორში ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის. პრემიერი - განათლების სისტემასა და მეცნიერებაში პრობლემები ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. მამუკა ბახტაძე - არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული. ჩვენი მიზანია, ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია. მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმების შედეგად სკოლის როლის გაძლიერება და უნივერსიტეტებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება ხდება. კომაროვის ახალი სკოლა დიდ დიღომში აშენდება.
კომისია მაჩალიკაშვილის საქმეზე - მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დეპუტატებს წერილობით მიმართავს. მამუკა მდინარაძე - ვიდრე კარგად არ გავეცნობი მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, საჯარო პოზიციის დაფიქსირებას მოვერიდებოდი.
საპენსიო რეფორმა - „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტი - დაგროვებითი პენსიის სისტემა ამბიციური პროექტია.
დეკანოზის ზიარების სურვილი - დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი - მზად ვარ, მამა გიორგი ვაზიარო - საპატრიარქოს განცხადება კურთხევასავით გამოვიდა. თორნიკე მამალაძე - მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის აზიაროს, მაგრამ ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, რადგან ამის გამო დასჯიან.
სარალიძე პროკურატურაში - ზაზა სარალიძე პროკურორებთან შეხვედრას ითხოვდა. გენერალური პროკურატურა ზაზა სარალიძის პროკურატურაში შესვლას „თვითნებურად შეჭრად“ აფასებს. ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რის საპროტესტოდაც სარალიძემ თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა სარალიძემ სამედიცინო დახმარებაზე უარს განაცხადა. ალეკო ცქიტიშვილი - ყველაფერზე, რაც დღეს მოხდა, პროკურატურაა პასუხისმგებელი. საბოლოოდ, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დღეს გაიმართა. ზაზა სარალიძე - შთაბეჭდილება მრჩება, რომ შალვა თადუმაძეს ჩემი შვილის საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან.
ჭიდაობის ფედერაციული და მოჩხუბარი ამბავი - ომბუდსმენი მიხეილ ბატიაშვილს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევას. ზურაბ დათუნაშვილი - ნინო ლომჯარია ყველაფერში გაერკვა და მხარდაჭერას მიცხადებს.
ცეცხლი კარავში - პარლამენტთან გაშლილ ერთ-ერთ კარავში ცეცხლი გაჩნდა.
კალაძის სამმართველო თბილისი - კახა კალაძე - მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ჩვენი ქალაქი წარმოვაჩინოთ, როგორც საუკეთესო დედაქალაქი, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. თბილისში 17 ოჯახს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება და ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება მოხდება. ახა კალაძე - კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, უნდა გავაძევოთ.
გადაღებილი ტაქსები - ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება. ტაქსების თეთრად გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერს მხოლოდ ის მძღოლები მიიღებენ, რომელთა მანქანებსაც ტექდათვალიერება გავლილი ექნება.
საზღვარგარეთულები:
ამერიკის ანტისოციალისტურობა - დონალდ ტრამპი - ამერიკა არასოდეს გახდება სოციალისტური ქვეყანა. დონალდ ტრამპი - წლების განმავლობაში ნატო უსამართლოდ ეპყრობოდა აშშ-ს, თუმცა, მივაღწიეთ იმას, რომ ალიანსის მოკავშირეებს თავდაცვითი ხარჯები გაეზარდათ.
ვიეტნამი შეხვედრის ადგილი - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს ვიეტნამში გაიმართება.
პაპის აღიარება - რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მონაზონი ქალები მღვდლების მიერ ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და ეს პრობლემა დღეისთვისაც არსებობს. პაპის განცხადებით, ცნობილია შემთხვევა, როდესაც მღვდლებს მონაზონი ქალები სექსუალურ მონობაშიც ჰყავდათ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია