საქართველოს ორი რეგიონი, ბოლნისი და მარნეული კარანტინშია, დოლარის ღირებულება 3,3 ლარზეა მიღწეული, ამინდები გამოარებას გვპირდებიან, ხოლო დავირუსებულთა რაოდენობა 61-ია. მსოფლიო კორონა-შოკშია და გამოსავალი ჯერ არ ჩანს. ამასობაში აფზახები საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 მარტი, 2020

      კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში - მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული. თავდაცვის ძალებმა იცავენ სპეციალურ გამშვებ პუნქტებს. მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო. გიორგი კეკელიძე - ძვირფასო მარნეულელებო და ბოლნისელებო, ახლა თქვენ გჭირდებათ დიდი სიმტკიცე. მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი - საკარანტინო უბნებზე გავდივართ და ვიწყებთ მოსახლეობის შემოწმებას. „ენერგო-პრო ჯორჯია“ - ელექტრიკოსები მუშაობენ, რომ მარნეულის საველე ჰოსპიტალს ელექტროენერგია მიეწოდოს. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი - მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება. შსს - მარნეულსა და ბოლნისში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს უწყების თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. მაია ცქიტიშვილი - ერთ-ერთ ოჯახში შედგა წლისთავი, რაც გახდა ინფექციის გავრცელების მიზეზი - იმედი გვაქვს, რომ საკარანტინო შეზღუდვები მალე დასრულდება. ირაკლი ჩიქოვანი - ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დავალებული აქვთ მარნეულში და ბოლნისში იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას. პაატა იმნაძე - კორონავირუსით დაინფიცირებული მარნეულელი ქალის კონტაქტები უკვე გამოვლენილია. ეკატერინე ტიკარაძე - მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ პაციენტს 100-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი - ვითარება სრულიად კონტროლირებადია და პანიკის ნიშნები არ არის. სოზარ სუბარი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით გადაადგილდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მარნეულიდან შეყვანილია პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა და მისი ანალიზების პასუხი დღეს იქნება ცნობილი. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კლასტერთან კავშირი არ აქვს. სოზარ სუბარი - მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბოლნისსა და მარნეულში მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე ხელი არ შეეშალოთ. მარნეულის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი ყველა პირი სამედიცინო შემოწმებას გადის, ავტომობილებს კი სპეციალური ხსნარით ამუშავებენ. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მარნეულიდან ჩასულ პირებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს პირბადეები ჩაუტანეს. აკაკი ზოიძე - მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი. „ევოლუშენ გეიმინგის“ თანამშრომელი - გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ - სიცხიანი თანამშრომლები აღმოაჩინეს. შსს - მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება - კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები.

      საქართველოს კორონა ამბები - მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი ახალი კლასტერია, აშშ-დან ჩამოვიდნენ, მათ შორის ერთი 15 წლის ბავშვია. ეკატერინე ტიკარაძე - ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შერჩეული ტესტები საქართველოში ხვალიდან გვექნება. მთავრობა უახლოეს ორ კვირაში საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ათენიდან და ლარნაკადან ჩამოიყვანს. მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა სერიოზულია, პრობლემური პაციენტები არიან. სამედიცინო პერსონალის სპეციალური ეკიპირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ყველა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდეს. საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 8 ადამიანი განიკურნა, მათგან 5-მა კლინიკა უკვე დატოვა. ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. „თავისუფალი საქართველო“ - მთავრობის საგანგებო ზომებს მხარდაჭერას ვუცხადებთ. ექიმის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მაია ცქიტიშვილი - თუ არ დავემორჩილებით ამ შეზღუდვებს, გვექნება უფრო მძიმე ვითარება, რომელიც ბევრად რთული სამართავი იქნება. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი - ინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულება არც ერთ პაციენტს არ აქვს. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები იზღუდება. ირაკლი ჩიქოვანი - მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან. ჯანდაცვის მინისტრი - ექიმების შრომამ შედეგი გამოიღო, უკვე 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, 3 პირზე კი ინფორმაციას ველოდებით. ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას და ოთხშაბათიდან შეგვიძლია მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დავიწყოთ. "საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების და საკვების მიწოდებას უზრუნველყოფს. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული 6 პირიდან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ესპანეთში კორონსაგარეო უწყება ესპანეთში გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებაზე - სამწუხაროდ, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვეულებრივი გადმოსვენების პროცედურა ვეღარ მოქმედებს. დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. დავით ზალკალიანმა ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი წარადგინა. ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ხელისუფლების მზაობას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოვუჩინოთ. დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საელჩოები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად ეხმარებიან, მათ შორის პროდუქტების მომარაგებისა და თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში. ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა „ჯორჯიან ეარვეისის" მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს. ნათია თურნავა - ეკონომიკურ გუნდს დავალებული გვაქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოთ, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში. ნათია თურნავა - ნებისმიერი ოფისის მეპატრონეს ევალება, რომ დაიცვას წესები და არ დაუშვას ერთ შენობაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ნათია თურნავა - დღეს სხვადასხვა სასტუმროში 3 ათას ადამიანზე მეტი გვყავს კარანტინში მოთავსებული, ეს აუცილებლობა შემდგომში, ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება. კახეთში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა 392-მდე გაიზარდა, თვითიზოლაციაში კი 373 პირი რჩება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - მარნეულიდან გადმოყვანილ მამაკაცს, არა მარტო პნევმონია, არამედ სეფტიური შოკიც ჰქონდა - ნამდვილად დაგვიანებული მომართვა იყო. სამეგრელოში 329 პირია თვითიზოლაციაში, კარანტინში კი 26 ადამიანი იმყოფება. წყალტუბოში მოხალისეები სათნოების სახლის ბენეფიციარებს და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს საკვებ პროდუქტებს ურიგებენ. დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი - გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის! გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტია ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს და იმ მოქალაქეების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ვისაც საზღვარგარეთ დახმარება სჭირდება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო, ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას. თანამშრომლების ნაწილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. მამუკა ხაზარაძე - მთავრობამ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს და კარანტინი მთელ ქვეყანაში შემოიღოს. ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო.

      დოლარი გარბის - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2389 ლარი გახდა

      მსოფლიოს ბრძოლა კორონასთან - გერმანია ორზე მეტი ადამიანის თავშეყრას კრძალავს. საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 674-მდე გაიზარდა. იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს. ამერიკელი სენატორი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამერიკელ კინოპროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს საპატიმროში კორონავირუსი დაუდგინდა. მეხუთე დღეა ჩინეთში კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. სამხრეთ კორეაში გუშინ კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 194-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 438-ს მიაღწია. გაერო კორონავირუსთან ბრძოლის მსოფლიო ფონდს ქმნის, რომელიც განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება. ირანში ბოლო კვირებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 219 ადამიანი დაიღუპა. ბრაზილიის ფეხბურთის სტადიონები საველე საავადმყოფოებად გადაკეთდება. ესპანეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 410 ადამიანი დაიღუპა. ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსით 602 ადამიანი დაიღუპა.

      არჩევნების გარდაუვალობა - გიგა ბოკერია - კორონავირუსის საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში.

      პრეზიდენტობა აფხაზეთში - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქმედი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანიას „არჩევნებში“ მიღწეულ წარმატებას ულოცავს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს. სოფო კილაძის განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმებს მოქალაქეების დასაცავად ელემენტარული ზომები არ აქვთ მიღებული. ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

საზღვარგარეთულები:

      კანადა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.

      დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს კორონავირუსთან ბრძოლაში თანამშრომლობა შესთავაზა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 25

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

Kakha: მარტი 24, 2020||6:21pm

ოლიმპიური ჩემპიონატი 2021_ში ჩატარდება #ტოკიო #ოლიმპიადა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

RuneScape continues to grow more than ever

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2020.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Naturally the team and I are saddened that some gamers are upset about free spins and some also do not enjoy the capacity to also purchase extra spins, however, the truth is 90% of our members are still enjoying the Squeal of Fortune on a daily basis and RuneScape gold more than 70 percent of our free players use the Squeal of Fortune daily also - which makes it a number of the most widely appreciated content release thus far. Nearly all our players also continue to take advantage of the…

გაგრძელება

ათასეული კორონა და ქება-კრიტიკა საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      მეორედ ათასეულს ზემოთ ანუ 1186 ახალი შემთხევა 24 საათში და რა გასაკვირია, რომ დღის მთავარი ამბავი სწორედ კოვიდ19-ია. მთავრობის განცხადებები, გამოსვლები, გადაწყვეტილებები და კრიტიკა ცუდ მენეჯმენტზე. ამას ემატება კარზე მომდგარი არჩევნები და საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად გაკეთებული მრავალი განცხადება და თავის ქება-სხვების ლანძღვა. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 18663, გამოჯანმრთელებული - 8338, გარდაცვლილი - 143,…

გაგრძელება

ველოარტი ანუ ხელოვნება ველოსიპედით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2020.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters