კორონა ვირუსი ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვაქანებს საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე. ეკონომიკური კრიზისი დოლარის გაძვირებით იწყებაო, ამბობდნენ ექსპერტები - 1 დოლარი - 3.1880 ლარი. ხვალიან ფრენები ყველა მიმართულებით შეწყდება, სინოდმა ზიარების წესი უცვლელი დატოვა.
ქართული კორონა - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44მდე გაიზარდა. შსს-ს მომსახურების სააგენტო დღეიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა დაემატა. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით, სიტუაციური სწავლება ჩაატარა. კორონავირუსის პრევენციისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას რეკომენდაციები შემუშავდა. მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებულ მოზარდებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ რამე განსაკუთრებული არ არის და ყველას პროგნოზი კეთილსაიმედოა. მარინა ენდელაძე - 86 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, საყურადღებო ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. პარლამენტში შესვლაზე კონტროლი მკაცრდება, შენობაში შემსვლელ ყველა პირს, მათ შორის დეპუტატებსაც, სიცხეს გაუზომავენ. ბოლნისის მერია ბროშურას “რეკომენდაციები მშობლების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის” სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ავრცელებს. პოლიციამ საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, 141 ადამიანი გადაიყვანა. ლევან რატიანი - თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია ოჯახი, რომელიც შეკრებაზე იყო, ასევე ცოლ-ქმარი და 80 წლის ქალი, რომელიც ცოლ-ქმრის კლასტერს წარმოადგენს. ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ორი პრეპარატით მკურნალობენ. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი - დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციას - თუ მოხდა ორგანიზმის ინფიცირება, არ უნდა მივეცეთ დეპრესიას. სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა. ირაკლი ჩიქოვანი - სურსათის ობიექტებისა და საკოლმეურნეო ღია ბაზრობების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს. კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება. ეკატერინე ტიკარაძე - ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს, საკარანტინე ზონაში მოთავსდება. პაატა იმნაძე ოჯახის პირობებში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, დაიცვან ოჯახის წევრებისგან იზოლაციის წესები. ეკატერინე ტიკარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება, ეს იქნება „ემერჯენს ცენტრი“. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 3 ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა, ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი მოგზაურობის ისტორია აშშ-ს უკავშირდება. თუ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზი. პაატა იმნაძის განცხადებით, ბაზარზე, შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს. ია ვოლსკი - იწყება პერიოდი, როცა ყველაფერი არ არის ჯანდაცვის მუშაკების ხელში, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვემზადოთ უკვე წინაკრიზისული პერიოდისთვის. გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებების მოსწრება შეიძლება - ვფიქრობ, კრიზისის ის დონე არ იქნება, რომ ამ ცვლილებების განხორციელება ვერ შევძლოთ. გიორგი კახიანი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს, რომ თუ მოქალაქეების მიერ ადგილი ექნება გადაცდომებს, ხელისუფლებას აუცილებელი ზომებისთვის მეტი ბერკეტი ექნება. კახა კალაძე - პულსზე გვიდევს ხელი, თუ ამის საჭიროება იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება. კახა კალაძე უსახლკაროებზე - თუ საჭირო გახდება დამატებითი დროებითი თავშესაფრები შეიქმნას, ამას გავაკეთებთ, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ლილოს თავშესაფარი ცარიელია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირება ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმია. თუ გიორგი ვაშაძეს შეუძლია დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით. აკაკი ზოიძე - ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ტესტირება არ არის პანაცეა - შეჩერების მთავარ მექანიზმად რჩება იზოლაცია. ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დასადგენად ტესტების ჩამტარებელი სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი გაფართოვდება. პრემიერის მხრიდან სამინისტროსთვის დავალება მიცემულია, რომ უნდა განისაზღვროს და დადგინდეს ტესტირების ფასი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. უფასო პირბადეები - 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებს, პოლიციელებს, მებაჟეებს, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს და კონსულტანტებს. “ვენდი” და “დანკინი” მიტანისა და Drive-Tru სერვისით მომხმარებელს უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება. საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. თენგიზ ცერცვაძე - პატარა ზეიმი გვქონდა სამსახურში, ის რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ მას უკვე თვენახევარია ვაკეთებთ. მარინა ეზუგბაია - 44 პაციენტიდან 4-თან მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. „ჯორჯიან ეარვეისმა“ თანამშრომლების 95%-ის უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ გადაწყვეტილება შეაჩერა.
სუფთა ფული - კობა გვენეტაძე - ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები, გადამცვლელი ჯიხურები აგრძელებენ მუშაობას და თავის ფუნქციას საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაშიც შეასრულებენ. გლობალური მოვლენა, რაც მიმდინარეობს, არ აისახა მხოლოდ საქართველოზე, აისახა სხვა ქვეყნებზეც - ჩვენს მეზობელ პარტნიორებშიც ასევე უფასურდება ვალუტა. ფული, რომელიც შედის ეროვნულ ბანკში ორი კვირის განმავლობაში კარანტინში თავსდება, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შევამცირებთ ამ მხრივ ვირუსის გადაცემის რისკს
რომის პაპი - როდესაც კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ცოტა ომის შემდგომი პერიოდი იქნება.
სინოდის სხდომა - საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. დეკანოზი გასწირეთ სიკვდილისთვის?! - აღნიშნული შინაარსის ტრანსპარანტით მსჯავრდებული დეკანოზის ძმა საპატრიარქოსთან მივიდა. იხილეთ სინოდის განჩინება.
ფულის დარიგება - დავით ბაქრაძე - საპენსიო შენატანში რვა თვის შეჩერებით, 130 მილიონი ლარი იზოგება და ის თანხაა, რომლითაც შეიძლება თითოეულ ოჯახზე გაიცეს 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი.
ჩამოკიდება ინტერნეტზე - ექსპერტები შიშობენ, რომ უპრეცედენტო მოხმარებამ, შესაძლოა, ინტერნეტის მიწოდებას პრობლემები შეუქმნას.
სამართალი - სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. დეპუტატებმა ჰააგის სასამართლოში საქართველოს მხრიდან წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს გოჩა ლორთქიფანიძეს მხარი დაუჭირეს.
მსოფლიო კორონა - დონალდ ტრამპი - ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვის გამო ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - თუ ვინმე გიყვარს, ნუ ჩაეხუტები, ეს მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელია. მსოფლიო მედია - მოსკოვში პნევმონიის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის შესახებ რეალურ სურათს მალავს. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა. სამხრეთ აფრიკა, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში მიგრაციის ნაკადის შესაჩერებლად, ზიმბაბვესთან 40-კილომეტრიან ღობეს ააშენებს. მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ემანუელ მაკრონი - ჩვენ კრიზისის საწყის ეტაპზე ვართ. კორონავირუსის გამო აშშ რეგულარულ სავიზო მომსახურებას ყველა ქვეყანაში აჩერებს. დღეიდან საუდის არაბეთში მექა და მედინა დაიხურა
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია