აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება. ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით მოთავსებულ პაციენტებს შორის ერთი ექიმია. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანა მიდის რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ თვითკმაყოფილებისთვის მიცემის უფლება არავის აქვს. ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ფულთან ჰქონდათ შეხება. საველე ჰოსპიტალში მყოფ 19 წლის ორსულს და მის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეკატერინე ტიკარაძე - კვირის ბოლოსთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკას დაახლოებით 100 პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება. ვირუსის პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან. პაატა იმნაძე - შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, საქართველოში უკვე იტესტება. ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. სამედიცინო დაწესებულებებმა, სამინისტროს პორტალზე გამოქვეყნებული კითხვარის საშუალებით, თავიანთი პერსონალის ნუსხა უნდა მიაწოდონ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობების მარაგს, როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ასევე უცხოეთიდან ყოველდღიურ რეჟიმში ავსებს. პაატა იმნაძის განცხადებით, მეცნიერული მტკიცებულება, რომ ფულით კორონავირუსი გადადის, არ არსებობს, თუმცა „როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება“. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კორონავირუსიანი პაციენტი და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ეს დაწესებულება დაიხუროს? - პირიქით, ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო. შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება. არსებობს ევროპის და ამერიკის კარგი გამოცდილება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების ძალიან დიდი ნაწილი რჩება სახლში - სხვათაშორის, არც ტესტირებას უტარებენ მათ. „ცხელების ცენტრებზე“ ჩემი კოლეგების ნაწილიც შეშფოთდა - კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით. სწრაფი ტესტები კარგია მაგალითად, მედ-პერსონალის პერიოდული გასინჯვისათვის, ვინც კოვიდიან პაციენტებთან მუშაობს. მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ. დავით ზალკალიანის განცხადებით, მობილიზებული ჰყავთ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები, რათა იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პირველადი დახმარება აღმოუჩინონ და კონსულტაცია გაუწიონ. პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ გამოვლენილა. რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ერთ-ერთ დეპუტატს კი კორონავირუსზე ტესტირება გაუკეთდა და ვირუსი დაუდასტურდა. რუსთავის მერის განცხადებით, საკრებულოს წევრთან, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე კონტაქტი არ ჰქონია. მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, თანამშრომლებმა ყველა ინსტრუქცია დიდი ხანია იციან. კახა კალაძე - ბაზრობებს მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვთ - თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ დაჯარიმებას. ირაკლი კობახიძე - საპატრიარქოსთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში.

      სიცხიანი მგზავრობა - პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ.

      სასურსათო უსაფრთხოება - ბექა ნაცვლიშვილი - მთავრობამ სასურსათო უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.

      ბიუჯეტის შევსება - პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა.

      უარი გადასახადებს - მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადზე სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ.

      ეკონომიკა კორონას ხანაში - ნათია თურნავას განცხადებით, შემოწმდება, როგორ ახდენენ დამსაქმებლები თანამშრომელთა ტრანსპორტირებას და დაცულია თუ არა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები. იმ საწარმოებს, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, წესებისა და გაიდლაინების დაცვას მკაცრად მოსთხოვენ. ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია - მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ონლაინ გაყიდვებზე გადავიდეს. ყველა ბიზნესის საქმიანობა, ვინც შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ წესებს, იქნება დასაშვები. ჩვენ დავაზღვიეთ ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე, შემდეგი ნაბიჯია იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე - ეკონომიკური გუნდი მუშაობს და უახლოეს პერიოდში გვექნება გადაწყვეტილება. ყველამ თავი დაანებოს სპეკულაციებს - ხედავთ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ! ამ ეტაპზე შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, ეს კომპანიები კვლავ იქნება დაშვებული.

      ომბუდსმენიც მუშაობს - სახალხო დამცველმა ყველაზე გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, 2019 წლის ანგარიშში რამდენიმე უწყებას რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის შეფასებით, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველი ანგარიშში იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ მიუთითებს. 2019 წელს განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოვლინდა პერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი უხეში მოპყრობა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, შრომითი ექსპლუატაცია. პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები კვლავ არ არის დამონტაჟებული იმ ადგილებში, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევს ყოფნა. 2019 წელს აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რაოდენობრივი მაჩვენებელი გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით, გაიზარდა. სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერც 2019 წელს შეძლეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების პრევენცია. პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულთა შეწყალებით, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდნენ და სასჯელის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდათ, სიცოცხლის უფლება დაარღვია.

საზღვარგარეთულები:

      WorldCovid19 - ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის ნებართვა გასცა. ნიუ-იორკის გუბერნატორი - არ მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას შევძლებთ, ახალ რეალობას უნდა შევეჩვიოთ. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 663-მდე გაიზარდა. მედია - ამერიკული დაზვერვა აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობამ გამიზნულად დამალა რეალური ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. მაიკ პენსი - ჩვენ რომ ჩინეთის რეალური შედეგები გვცდონოდა, უკეთესად მოვემზადებოდით. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3548-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 369-მდე გაიზარდა. საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც თავშესაფრის 20 მაძიებელს კორონავირუსი დაუდგინდა. ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო პერიოდი 30 აპრილამდე გაახანგრძლივა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 24

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

Qwelly World

free counters