დავიწყოთ ტრადიციულად სტატიტიკური მონაცემებით, რომლებიც კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს საქართველოსა და მსოფლიოში - 155 დადასტურებული, აღრიცხული შემთხვევა და აქედან 27 განკურნებული. საღამოს შფოთის მიზეზი იყო, სამედიცინო დახმარების ექიმის დავირუსება. კორონას გამოძახილი მსოფლიოში - 1 080 376, აქედან ~ 228K გამოჯანმრთელებული, ~58K გარდაცვლილი და ~795K აქტიური პაციენტი. ამ ღამით ძლიერ წვიმას გვიწინასწარმეტყველებენ.
კორონას ქართული პრევენცია - კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ დროული რეაგირება განახორციელა. მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში 9 ინფიცირებული პაციენტია, ორი ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგია. მარინა ეზუგბაია - ინფექციურში შემოსული ორი ახალი პაციენტი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტებია, აქედან გამომდინარე, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. თუ დღეში 18-20 ახალ შემთხვევას შევინარჩუნებთ, ეს დიდი ტრაგედია არაა - ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია. დიმიტრი ხუნდაძე - თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები შემდეგ ტკბილ მოგონებად დარჩეს, ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ. პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს. დღეს ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის რეისებით საქართველოს 250-მდე მოქალაქე დაბრუნდა. ლევან რატიანი - მარნეულის კლასტერიდან შემოყვანილი 79 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ლევან რატიანი - კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია - ერთ ახალშობილზე, რომელთანაც ეჭვი გვქონდა კორონავირუსზე, უარყოფითი პასუხი მოვიდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის მდგომარეობა მძიმე არ არის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 20 კლინიკაა მობილიზებული, რომ მიიღოს კორონავირუსის და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძე - 37 გრადუსი არ არის ტემპერატურა და ადამიანი არ უნდა შეშფოთდეს, 37,5 გრადუსიდან უნდა გაიაროს კონსულტაცია. სამედიცინო პერსონალი თავს იცავს ძალიან სტანდარტულად და ეს ჩემმა ყველა კოლეგამ იცის. ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე ჯობია, თუ გასამკაცრებელი იქნება ზომები, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს - დაველოდებით სიტუაციის განვითარებას. სატვირთო ავტომანქანების მძღოლები შეიძლება თავად გახდნენ რისკი სხვისი დაავადების, თუმცა ქვეყნებს შორის ვაჭრობა ვერ გაჩერდება. ლევან რატიანის განცხადებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან მის კლინიკაში გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პრემიერი - აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება. პაატა იმნაძე - ვამბობ, რომ ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც ოქროს სტანდარტია - ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და "ჭრელო პეპელა" არ ვარ. საღამოს მთავარი შფოთი - თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გოგიტიძე - თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერია. კორონავირუსით ინფიცირებულ სასწრაფოს ექიმს ბოლო მორიგეობა 31 მარტს ჰქონდა.
რუსთავის კლასტერი - რუსთავის მერის განცხადებით, საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც რისკის მატარებლად მიიჩნევა. ლევან გოფოძის განცხადებით, რუსთავიდან შეყვანილი ორი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანას არ საჭიროებს.
დამცველის ანგარიში - სერგი კაპანაძე - სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ანა ნაცვლიშვილი - სახალხო დამცველის ანგარიში გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფო სისტემა ავადაა. მამუკა მდინარაძე - სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ 9 თვეზე მეტია ვსაუბრობთ - 20 ივნისს უკანონო ბრძანება გასროლაზე არავის გაუცია. რატი იონათამიშვილი - სახალხო დამცველის ანგარიშით დადასტურებულია, რომ 20 ივნისს ღონისძიებები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა.
კორონა ეკლესიის გარშემო - გადადებული აღდგომა - საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა, აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშვნასთან, მათ შორის საზეიმო ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდება. პატრიარქმა ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა - ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები, გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით). დიმიტრი ხუნდაძე - ვირუსი არ არჩევს საკრებულოს წევრს, თანამდებობას, პოლიტიკურ მრწამსს და გვარიშვილობას, ყველას გვჭირდება სიფრთხილე. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას. სასულიერო პირის განცხადება, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში დილის 6 საათამდე იქნებოდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს ვიღაცას წინასწარ უხარია ეკლესიაში გაჩნდეს ე.წ. კლასტერი, ძალიან სამწუხაროა. ადამიანების ბევრ კატეგორიას ვუთხარით, რომ "დარჩით სახლში", მათ შორის მათაც, ვინც ფრთხილობს, რომ ეკლესიაში შეიძლება დასნეულდე. კახა კალაძე - ეკლესია ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება და მომავალშიც. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება მაშინაც კი, თუ მოქალაქეები ტაძრებში 21:00 საათამდე მივლენ და იქ დილამდე დარჩებიან. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია - სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და მსჯელობა დამთავრდა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს.
Covid19App - "სამოქალაქო მოძრაობა" - აპლიკაციას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ახდენს, სამინისტროს უსასყიდლოდ გადავცემთ.
ქუჩის მორეცხვა - თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. პრემიერმა სოზარ სუბარს დაავალა, დიდი ქალაქების ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს.
ეკონომიკის ფრონტი - ფული, სურსათი კორონას პერიოდში - გიგლა მიქაუტაძე - მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოიძიოს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული ბაზრები. ლევან დავითაშვილი - ჩვენ გვაქვს წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე, რომ საქართველოში ხორბლის მარაგები შეივსოს. მარაგების კუთხით გვაქვს დამაიმედებელი მდგომარეობა, შეფერხება ამ მომენტისთვის არ არსებობს. მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში ხორბლის ჭარბი მოსავალია მოსალოდნელი. სერგი კაპანაძე - რაც არ უნდა თანხები გამოათავისუფლოს ხელისუფლებამ, შეუძლებელი იქნება ეს კრიზისი მხოლოდ ჩვენი სახსრებით დაიძლიოს - მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმაროს ამ რთულ დროს საქართველოს. „სოციალ-დემოკრატები“ ხელისუფლებას სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შექმნას და მასში სავალდებულო შენატანის დაწესებას სთავაზობენ. გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე - ყველა კომპანიას, რომელიც დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს, ექნება საშუალება გააგრძელოს ფუნქციონირება. გიორგი გახარია - ისეთი ადგილობრივი წარმოებები, რომელიც ეფექტურობის კუთხით რამდენიმე წლის წინ აქტუალური არ იყო, დღეს სულ სხვა დატვირთვას იძენს. პრემიერი - დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა. პრემიერი - მთავრობის წევრების და პარლამენტარების მიერ სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის შესაბამის ფონდში გადარიცხვის ინიციატივა სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტია. გიორგი ვაშაძე - სწრაფი დიაგნოსტიკის არ დაწყების გამო დაშვებულმა ფატალურმა შეცდომამ ეკონომიკას ძალიან დიდი უღელი დაადო. მაია ცქიტიშვილი - ვმუშაობთ, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ ინსტუმენტები, რათა საქმიანობა გააგრძელონ. უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს. მაია ცქიტიშვილი განმარტავს, როგორ დაადგენს მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახური დაკარგა. თუ ზომების გამკაცრების აუცილებლობას დავინახავთ, ჩვენ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ. ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, ამიტომ რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარების პაკეტით, რაც ქართულ ბიზნესს უკვე შევთავაზეთ, პირველ რიგში, ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს. ვმუშაობთ, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ ინსტუმენტები, რათა საქმიანობა გააგრძელონ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილზე - ალბათ, ამ დროს სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციებმა გააკეთონ. ყველა ღონისძიება, რომელსაც ვატარებდით, იყო თანმიმდევრული, გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ეს შედეგი. ნათია თურნავა - ათასობით ადამიანმა შეიძლება დაკარგოს დროებით შემოსავალი, ამიტომ „ოცნების“ ინიციატივა სწორი ქმედებაა. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 0%-იანი ზრდა გარკვეულწილად ოპტიმისტურიცაა, სჯობს, ვემზადოთ უარესისკენ და მერე გაგვიხარდეს. მზად უნდა შევხვდეთ ეტაპს, დავეხმაროთ ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს. დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომელიც ყოველთვის ქართველი ერის გვერდით დგას. როგორც კი ამის ობიექტური შესაძლებლობა მოგვეცემა, პროექტ Open Net-საც განვაახლებთ. კახა კალაძე - თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, ჩვენ გავაგრძელებთ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნეს სექტორს. ჯანდაცვის მინისტრი კითხვაზე, დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას - ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან. პაატა იმნაძე - დიდი ეკლესიურობით სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი და ბოლოს როდის ვარ ნამყოფი სააღდგომო ლიტურგიაზე, არ მახსოვს.
დავით ზალკალიანი - მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, ნატო კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას.
პაატა იმნაძე მოქალაქეებს ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენებას ურჩევს
ოკუპირებულები - დიმიტრი მედოევი - საქართველო ცდილობს ეპიდემიის რეალური მასშტაბი დამალოს - ქართული სპეცსამსახურები ცდილობენ ჩვენთან ამ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ.
საზღვარგარეთულები:
#WorldCovid19 - ევროკავშირის კომისარი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლტოლვილთა ბანაკებში კორონავირუსის გავრცელება თავიდან ავიცილოთ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელებს მოუწოდებს, პირბადე ყველამ გამოიყენოს. გაერო-ს გენერალური ასამბლეა მსოფლიოს გლობალური სოლიდარობისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპი - თუ ირანს დახმარება სურს, ჩვენ ამ დახმარებას აღმოვუჩენთ. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 736-მდე გაიზარდა. მსოფლიო ბანკი ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით COVID-19-ით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 486 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 4149-მდე გაიზარდა. ესპანეთში სამსახური 900 000-მა ადამიანმა დაკარგა. კატალონიის სეპარატისტულად განწყობილი მთავრობა მადრიდს სამხედრო დახმარებას სთხოვს. ევროკომისიის ხელმძღვანელი იტალიას ბოდიშს უხდის. ანგელა მერკელი თვითიზოლაციის შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია