კორონას რიცხვები, 2 მლრდ ბიუჯეტიდან და მლოცველი მრევლი ეზოში

      აპრილი დადგაო და წვიმა-ქარი გაძლიერდაო - 3 აპრილამდე ასეა ნათქვამი წინაპართაგან. რაც შეეხება კორონას რიცხვებს ამ დროისთვის - დავიწყოთ საქართველოდან - 117 აღრიცხული შემთხვევა, აქედან 23 განკურნებული. მსოფლიოში - 918,126 და 193, 350 განკურნებული. ყველაზე მეტი, აქტიური პაციენტის ათეული: ამერიკა ~ 192k; იტალია ~ 81k; ესპანეთი ~ 70k; გერმანია ~ 57k; საფრანგეთი ~ 42k; ირანი ~ 29k; დიდი ბრიტანეთი ~ 27k; თურქეთი ~ 15k; შვეიცარია ~ 14k და ნიდერლანდები ~ 14k. სამწუხაროდ, მონაცემები ყოველ წუთში იცვლება ზრდის ტენდენციით. ამასობაში დოლარის ფასია - 3.2413 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 აპრილი, 2020

      კორონას გამოკვლევა და პრევენცია საქართველოში - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახლადშემუშავებული ალგორითმის თანახმად, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც, ან დაავადების სიმპტომები, ან სარისკო ქცევის ისტორია აქვს. ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისით დღეს დაბრუნდნენ - 92 მოქალაქე გამოემგზავრა. დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ ფოთში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - აფხაზეთიდან გადმოსული ქალის შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ბათუმში 70 წლის მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზეა, ინფიცირებული ექთნის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. საქართველოში კორონავირუსზე ტესტებს სამი კატეგორიის პირებისთვის ჩაატარებენ - ვინც კლინიკებს ცხელების სიმპტომებით მიმართავს. ასევე, სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში მუშაობს ან ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში იმყოფებიან. თამარ გაბუნია - ლაბორატორიების მზაობის შეფასება მიმდინარეობს და დაახლოებით 7 ლაბორატორიაა უკვე იდენტიფიცირებული, სადაც შესაძლებელია PCR ტესტირების გავრცელება. 2-3 კვირა დასჭირდება იმას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით რუხის კლინიკა ბაზისური სერვისების მიწოდებისთვის მზად იყოს. ამ დროისთვის საქართველოში ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი გვაქვს. ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, გამოჯანმრთელდა. ლევან რატიანის ინფორმაციით, 62, 79 და 80 წლის პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაატა იმნაძის განცხადებით, მოსაზრება, რომ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით მოქალაქეთა ნაწილმა დაავადება გასულ თვეებში უკვე გადაიტანა, არარეალურია. პროტოკოლი იწერება იმისთვის, რომ სოფელ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა და სოფელ ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა ერთნაირად შეხედოს ერთნაირ საქმეს - სისტემა თუ არ არის, ისე არაფერი გამოვა. ერთადერთი, რაც იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას, არის კიდევ 2 პაციენტი, რომლებზეც ახლა ძალიან ღრმა კვლევა მიმდინარეობს. ლევან რატიანი - ორსული ქალისა და 5 ახალშობილის მდგომარეობა დადებითია. პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე ე.წ ონლაინ კლინიკები მოეწყო. პაატა იმნაძე საკუთარ კოლეგებს ურჩევს, სადაც შესაძლებელია ორკვირიანი მორიგეობის პრაქტიკა დანერგონ. პაატა იმნაძე - გამოჯანმრთლებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში ცნობილია და ამ მეთოდზე ვფიქრობთ. ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმები მოქალაქეების პირველად სამედიცინო შემოწმებას 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ახორციელებენ. პაატა იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე - ჩემი კოლეგა გმირია, ის ემსახურებოდა ფსიქიურად დაავადებულს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი გაძნელებული იყო. თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფომ ექიმების ეკიპირებისთვის საჭირო ასეულობით ათასი ნივთი შეისყიდა და მარაგი მუდმივად ივსება.

      2 მლრდ დასახამრებლად - მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. პრემიერი - ძალიან კარგად გვესმის, რომ ის მკაცრი ღონისძიებები, რომელსაც ვატარებთ, პირდაპირ იქონიებს გავლენას ეკონომიკურ შედეგებზე. მოქალაქეების იდენტიფიცირების შემდეგ, ვინც სამსახური დაკარგა, სპეციალური ღონისძიებები გვექნება მათი დახმარებისთვის. მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 36-37 ლარს იხდიან, ხოლო ბუნებრივ აირზე 92 ლარამდე. დავით ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან კომუნალური ვაუჩერების გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის. მაია ცქიტიშვილი - სახიფათოა ნებისმიერი პოპულისტური განცხადება, რითაც შეიძლება მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე არასწორი მოლოდინები შევუქმნათ. პრემიერისგან მოისმინეთ დაანონსებული ნაწილი ღონისძიებების, რომელზეც ვმუშაობთ - ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას მათზე, ვისაც პანდემიის გამო პრობლემა შეექმნა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მათ მიმართ, ვინც სამსახური დაკარგა, საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება ამ ეტაპზე არ განიხილება. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, როცა 14-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მლრდ-ს გამოყოფა ხდება, გარკვეულ პროგრამებზე თანხების შემცირება მოხდება. მაია ცქიტიშვილი - ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი. მამუკა ხაზარაძე - 2-მილიარდიანი პაკეტი საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადავიტანოთ.

      აგრარული ბაზრის პრობლემა - ალექსანდრე მოწერელია - დღეს რაც აგრარულ ბაზრებში ხდება, სრული უპასუხისმგებლობაა, თუ ისინი რეკომენდაციებს არ შეასრულებენ, დახურვა მოგვიწევს.

      კომენდანტის ღამე - შსს - მოქალაქეები, ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. გიორგი გახარია - მინდა თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, როგორც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელ ღონისძიებებს.

      ცეცხლის გარდამოსვლა - ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან, ტაძარში კი მხოლოდ 15-მდე სასულიერო პირი იქნება.

      ინფრასტრუქტურა ვირუსიანობის ჟამს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

      არაღიარება - საქართველოს საგარეო უწყება მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს.

      რეკომენდაციები პატრიარქისგან - სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი - წირვის ჩატარება საკურთხეველში და მრევლში დისტანციის დაცვა არის ის, რასაც ექიმები ითხოვენ და შევასრულებთ, დანარჩენი მიგვაჩნია ეკლესიის დევნად. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციით დაგეგმავს, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული. პატრიარქი - მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები, ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში - შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

საზღვარგარეთულები:

      #COVID19 - ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას, CNN-ის წამყანს, ქრის ქუომოს კორონავირუსი დაუდგინდა. აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 811-ით გაიზარდა. ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი - მოგვეშველეთ, მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ. აშშ-ის ფედერალურ ციხეებში პატიმრებს მომავალი ორი კვირის განმავლობაში საკნების დატოვება ეკრძალებათ. ანტონიო გუტერეში - კორონავირუსი უდიდესი ტესტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა. იტალიაში კორონავირუსით 66 ექიმი დაიღუპა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 571-მდე გაიზარდა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2777-მდე გაიზარდა. ემანუელ მაკრონი - ხვალინდელი დღე გუშინდელს აღარ უნდა ჰგავდეს - ხელახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ევროპული სუვერენიტეტი. დონალდ ტრამპი - ირანი ან მისი მომხრეები ერაყში ამერიკის ძალებზე თავდასხმას გეგმავენ - ეს თუ განხორციელდება, ირანი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 38

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters