ორი ოპოზიცია, ჰესი საპროტესტო ტალღა და პრეზიდენტის აქტიურობა

      სითბოსთან ერთად აქციების ანონსები ისმის, მაგრამ რეალურად დღეს მხოლოდ სამი ძირითადი მიმართულება გვქონდა - ოპოზიცია, ძველი, ტრადიციული სახეებითა და ტრადიციული ულტიმატუმებით, ჯერ კიდევ ოპოზიციად ვერ შერაცხული და არ ჩამოყალიბებული ახალი შეკრება გახარიას გარშემო და ცხადია, ნამახვანი ჰესის პრობლემატიკა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 292244, ბოლო დღე-ღამეში - 1030, გამოჯანმრთელებული - 279389, ბოლო დღე-ღამეში - 706, გარდაცვლილი - 3908, ბოლო დღე-ღამეში - 7; კარანტინის რეჟიმში - 155. დოლარის ფასი ლარში - 3.4363.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 32 801 ტესტი ჩატარდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და „გორმედში“ სამედიცინო პერსონალს ხვდება. ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება. ამირან გამყრელიძე - მესამე ტალღას უფრო მომზადებული უნდა დავხვდეთ, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსით, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ვიდრე მეორე ტალღის დროს. გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია იმ რეგულაციების მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში. საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს.

      ნამახვანისთვის ბრძოლა - შსს-ს ინფორმაციით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით, ძმები წულუკიძეების გარდა კიდევ 4 პირი დააკავეს. გიგი უგულავა - ასეთ პირობებში „ნამახვანჰესი“ ვერ აშენდება! 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აიღონ. ვლადიმერ ბოჟაძე - რუსეთიდან სპეციალურად მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც დადის „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე და დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა. გოგი წულაია - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო „რიონის ხეობის მცველებს“, გარეთ რომ ვიყო, აუცილებლად თქვენთან ვიქნებოდი. ვარლამ გოლეთიანი - ჩვენს აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს, შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია. პაატა ცინცაძე - ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

      ოპოზიის ბლოკი - გიგი უგულავა - 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს. გიორგი ბოტკოველი - 15 მაისი ერთად დგომის მაგალითი იქნება. ანზორ ბიწაძე - ოპოზიციის გეგმა არის ორკომპონენტიანი - საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა და საპროტესტო აქციებით ივანიშვილზე ზეწოლა. ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ერთობა დესტაბილიზაციისთვის - ეს არის მათი ლოზუნგი. გიგი უგულავა - პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა არსებითად შეუწყობს ხელს სიტუაციის დეესკალაციას - ხელისუფლება საპირისპირო გზით მიდის. დევიდ კრამერი - ნიკა მელიას დაპატიმრებამ ჩიხი კრიზისად გადააქცია - თუ მელიას არ გაათავისუფლებენ, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს პარლამენტში. გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიციის წყალობით, ოპოზიციურ სპექტრში დიდი თავისუფალი სივრცეა, მაგრამ რამდენად შეძლებს ამის ათვისებას გახარიას გუნდი, ამას მომავალი გვიჩვენებს. კახა კუჭავა - აშშ-ში ისურვებდნენ, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს, ოპოზიცია იხილონ პარლამენტში და ხელისუფლებამაც თავისი მხრიდან აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენ თანხმობაც გვაქვს გაცხადებული. ალექსანდრე მოწერელია - მელია და რურუა პოლიტპატიმრები არ არიან - რადიკალურად განწყობილ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობაც“. გიგი უგულავა - ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე. დავით მათიკაშვილი - ვითომ ოპოზიციური მუხტი, რომელიც კიევიდან, "ნაცმოძრაობის" ბელადის მიერ იმართება, ისევე ჩაიფუშება, როგორც არ გამოვიდა არაფერი დესტრუქციული, რაც მათ მიერ დაიგეგმა. გიგა ბოკერიას განცხადებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ნათქვამი მეორეხარისხოვანია და მთავარი ნაბიჯებია.

      უცნაური ნიუსი - მარტში საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 201 ლარს შეადგენს.

      გახარიას ფრთა - ირაკლი ქადაგიშვილი - თუ გახარიას მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გადაბირებაა, მისი პოლიტიკური მოსავალი მიზერული იქნება, ხოლო თუ ოპოზიციის მიერ მიტოვებული ამომრჩევლის ხმების მოზიდვა სურს, წარმატების პერსპექტივა ექნება. ლელა ქებურია - გახარიას გუნდი ჯერჯერობით გამოიყურება, როგორც „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“. ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე - ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და გაგრძელებაც შესაბამისი ექნება. შალვა კერესელიძე - რაკი მაჟორიტარად „ქართული ოცნების" მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, არ ნიშნავს, რომ მთლიანად „ოცნების" დამსახურებაა - ძალიან ბევრმა პარტიას გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი. ჩვენი გუნდი მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც - მზად ვართ, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ალექსანდრე მოწერელია - ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას „ქართულ ოცნებას“ არ ვურჩევდი - მანდატების დათმობას არ ვაპირებთ! ირაკლი ქადაგიშვილი - ვინც გუბერნატორები ვიყავით და მაჟორიტარად აგვირჩიეს, დეპუტატები გუნდის საერთო დამსახურებით გავხდით - არაგუნდური თამაშით ვერც ერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა. ანა დოლიძე - პარლამენტში 6-7 ადამიანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასმით, ოპოზიციონერი ვერ გახდები - გახარიას პოლიტიკური განსაწმენდელი სულ მცირე 10 საკითხისგან შედგება. თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა გადაწყვიტა, ერთიდან მეორე მხარეს გადმოსხას 6 დეპუტატი და ამით განაცხადოს, რომ ჰყვავის დემოკრატია - რეალური სურათი კი ერთპარტიული პარლამენტია, სადაც კომუნისტი ვოლსკი თავს გადასარევად გრძნობს. არჩილ თალაკვაძე - მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი - მთავარია, ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე.

      პრეზიდენტის ამბები - სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. ვლადიმირ ზელენსკი - ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე კონკრეტული წინადადებები მიიღონ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს. კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ. სომხეთის პრეზიდენტი - საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ინდოეთში კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის საავადმყოფოებში ადგილებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 23 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანიაში კორონავირუსის 29 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იანვრის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსეთში კორონავირუსის 8 944 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა.

      ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.

      მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 20

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2021

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 2, 2021.
საათი: 1:50pm 0 კომენტარი

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ისა

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,

ეპისტოლე, პატრიარქის ეპისტოლე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, სააღდგომო ეპისტოლე 2021,Qwelly, ბლოგი, qwellynews

ქრისტე…

გაგრძელება

ვნებული და გამარჯვებული

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2021.
საათი: 11:40pm 0 კომენტარი

      ვნების სახარებებს მედავითნის გვერდით ვუსმენდი. ცნობისმოყვარეობა მძლევდა და შიგადაშიგ თვალს ვაპირებდი მისი საკითხავებისკენ და ოდესღაც ნასწავლი ხუცური ასოების მოხაზულობებს ვიხსენებდი და სიტყვების ამოკითხვას ვცდილობდი. ბოლო სამი სახარება იყო დარჩენილი. ამ დროს უკვე ის ეპიზოდები იკითხება, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული, ნაცემი, ნაწამები წყალს ითხოვს... „შენი სხეულის თითოეულმა ნაწილმა ივნო ჩვენთვის“ - ამოიკითხა მედავითნემ.…

გაგრძელება

ჯარის იუბილე და კანონებით ჯახი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2021.
საათი: 11:31pm 0 კომენტარი

      წინასააღდგომო ბოლო #qwellynews კვლავ საპარლამენტო კინკლაობას მიეძღვნება. კანონებით ომი დაიწყო პარლამენტში და მთავარმა გუნდმა კვლავ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც კრიტიკის და აშშ-ს საელჩოს შეშფოთების მიზეზიც გახდა. დღეს ასევე იუბილარია ქართული ჯარი და ის უკვე 30 წელს ითვლის. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 308834, ბოლო დღე-ღამეში - 1433, გამოჯანმრთელებული - 289976, ბოლო დღე-ღამეში - 1160,…

გაგრძელება

ამნისტიის კანონი და ჯანდაცვის საათი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღესაც ამნისტია აერთიანებდა ოპოზიციასა და პოზიციას და იგივე ამნისტია აპრობლემებდა ყველაფერს. ასევე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის საათი გამოვიდა პარლამენტში და მას უსმენდნენ. - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 307401, ბოლო დღე-ღამეში - 1551, გამოჯანმრთელებული - 288816, ბოლო დღე-ღამეში - 878, გარდაცვლილი - 4077, ბოლო დღე-ღამეში - 17; კარანტინის რეჟიმში - 221. სულ აცრილია - 41801, დღიურად აცრილია - 1706. დოლარის ფასი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters