რამდენიმე დღის წინ facebook-ზე ერთი პატარა შენიშვნა დავწერე, რომლის გარშემოც ორი დღის მანძილზე ვკამათობდით. შენიშვნა პირველი შთაბეჭდილებით იყო დაწერილი, სულ რამდენიმე აბზაცი. კომენტარებიც ცხელ გულზე იწერებოდა და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე დღევანდელი ბლოგიც ამ თემისთვის მიმეძღვნა და ცოტა რამ დამეზუსტებინა.ბლოგში სათაურიც იმ შენიშვნისა დავტოვე. ვინც არაფერი იცის, გეტყვით, რომ საუბარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ პრემიაზე, «წლის საუკეთესო ქართული რომანი», საპრიზო ფონდით 10 00 0 ლარი.

  ძალიან კარგია, რომ კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია გაჩნდა. თანაც ეს პრემია მხოლოდ რომანში გაიცემა. სხვა რა უნდა ინატროს იმედიანმა მკითხველმა, ვინც დროს ბუზღუნსა და ყველაფრის დაწუნებაში კიარა, კითხვაში და სიახლის ძიებაში ხარჯავს, ვინც ელოდება, რომ ერთხელაც მასაც დაუდგება ქართულად წასაკითხი თანამედროვე რომანების გრძელი რიგი, როგორც რომელიმე ფრანგ ან ჩეხ მკითხველს.

   მეც ასე იმედიანად შევეგებე პრემიის გამოცხადებას 29 ოქტომბერს, თუმცა პრეზენტაციიდან ორი დღის შემდეგ, ოფიციალურ განაცხადში აღმოვაჩინე, რომ თურმე 29 ოქტომბერს გამოცხადებულ პრემიაზე ნაწარმოებების წარდგენის ვადა 10 ნოემბერს იწურებოდა, ანუ  გამოცხადებიდან 12 დღეში, გამარჯვებულს კი 30 ნოემბერს გამოავლენდნენ, ანუ ნაწარმოებების ჩაბარებიდან 18 დღეში. ასე ეწერა სხვათა შორის, «24 საათში» დაბეჭდილ სტატიაშიც, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. facebook-ზე ჩემი შენიშვნის გამო წამოწყებული კამათის მსვლელობისას, მეორე დღეს გაირკვა, რომ ოფიციალურ განაცხადში, და შესაბამისად, მედია საშუალებებშიც, გაპარული იყო შეცდომა, და რომ გამარჯვებულს 30 ნოემბერს კი არა, 30 დეკემბერს გამოავლენდნენ. ამ «შეცდომის გასწორებამ» ჟიურის მუშაობის ძალიან ხანმოკლე, 18-დღიანი პერიოდი 48 დღემდე გაზარდა, თუმცა, დამეთანხმებით, არც ეს პერიოდია საკმარისი 2009-2010 წლის მანძილზე დაწერილი რომანების წასაკითხად და შესაფასებლად. ამაში თავად დარწმუნდებით: ახლა მე ჩამოგითვლით იმ რომანების მხოლოდ ნაწილს, რომელიც ორი წლის მანძილზე გამოვიდა საქართველოში და თავად განსაჯეთ, დაძლევს თუ არა ჟიური 48 დღეში ამ წიგნებს (სრული სიამოვნებისთვის გვერდების რაოდენობასაც მივუწერ). მცირე ნაწილს კი მხოლოდ იმიტომ ჩამოვთვლი, რომ მხოლოდ მათ ვიცნობ და ვფიქრობ, რომ მათი წაკითხვა ნამდვილად ღირს, დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით.

ბესიკ ხარანაულის «სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი», 551 გვ.

ნაირა გელაშვილის «პირველი ორი წრე», 783 გვ.

ნაირა გელაშვილის «ჩვენი გრძელი ამბავი», 295 გვ.

ლაშა ბუღაძის «ლიტერატურული ექსპრესი», 288 გვ.

ზაზა ბურჭულაძის «ადიბასი», 197 გვ.

აკა მორჩილაძის «მამლუქი», 103 გვ.

დავით ქართველიშვილის «ახალი წიგნი», 184 გვ.

გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის, «iratta.ru», 208 გვ.

გივი ალხაზიშვილის «მომავალი წარსული», 501 გვ.

ასევე თამაზ ექვთიმიშვილის, ვანო ჩხიკვაძის, ბასა ჯანიკაშვილის, ლაშა იმედაშვილის, დათო ქებაძისა და სხვათა რომანები.ამას დაუმატეთ ის გამოუქვეყნებელი რომანები, რომელიც lib.ge-ს რედკოლეგიაში შევა ელექტრონულად (როგორც პოეტ  ი გიორგი კეკელიძე ზემოხსენებული კამათის მსვლელობისას ამბობდა, 31 ოქტომბერს უკვე 4 ასეთი რომანი იყო შესული lib.ge-ზე, დღეს ალბათ უფრო მეტი იქნება) და ყველაფერი ნათელი გახდება.  მოკლედ, აშკარაა, რომ ძალიან ჩქარობენ ილიას უნივერსიტეტში. თუ მაინცდამაინც წლის ბოლოს უნდოდათ პრემიის გადაცემა, 2010 წლის დასაწყისში მაინც გამოეცხადებინათ ამის შესახებ, რათა, მთელი წლის მანძილზე, როგორც თავად პრემიის ინიციატორები ამბობენ, მართლა დახმარება გაეწიათ ლიტერატურული პროცესისთვის. მთელი ამ დროის მანძილზე ხომ არაერთი რომანი დაიწერებოდა, ბევრი კი დაწყებულ რომანებს დაასრულებდა სპეციალურად პრემიისთვის. ანდა სულაც 2011 წლის ბოლოსთვის გადაედოთ პირველი

ლაურეატის გამოვლენა. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ პირველი წელი, რომელიც სინამდვილეში 1 თვე გამოვიდა და არა წელი, უკვალოდ ჩაივლის პრემიისთვის და ქართული ლიტერატურისთვის... უფრო სწორად, რაღაც ილუზიებს შექმნის.

რას ვგულისხმობ?

რას და იმას, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, თუკი პრემიას სურს მართლა შეცვალოს რაღაცა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ის არ უნდა იყოს დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე, ანუ უკვე არსებულ პროდუქტზე. ამ ტიპის პრემიამ უნდა შეძლოს ის, რომ სპეციალურად მისთვის შეიქმნას ეს ე.წ. პროდუქტი. როცა ასეთ პრემიას აფუძნებ, ე.ი. რაღაც გინდა შეცვალო და ისევე, როგორც ნამდვილი ლიტერატურა აღუდგება ხოლმე წინ რეალობას და ცდილობს თავისი გზით წაიყვანოს იგი, ამ ტიპის კონკურსებსაც შეუძლიათ არსებულ ლიტერატურასთან ჭიდილში გაატარონ თუნდაც რამდენიმე წელი.ბევრმა კარგად იცის რამხელა საფრთხე მოდის პრემიებისგან და კონკურსებისგან, თუმცა არანაკლები საფრთხის მატარებელია თავად ლიტერატურა, უფრო სწორად, ლიტერ  ატურული პროცესის ფასადი. ანდა პროვოკატორი ავტორები ავიღოთ, ამათუიმ პრემიისთვის რომ იბრძვიან. მთელი მსოფლიო სავსეა ასეთი მწერლებით. ეს დაპირისპირება ზოგჯერ მოსაბეზრებელია, ზოგჯერ საინტერესო ინტრიგით და თავგადასავლებით სავსე. ბევრის აზრით სწორედ ასეთ ბრძოლებში იწრთობა მიძინებული ლიტერატურა, სხვები კი ამ «ამაოების» შემხედვარე ხვდებიან მხოლოდ რა არის ნამდვილი ლიტერატურა. და იწყება ის, რაზეც ყველანი ვოცნებობთ, ანუ მწერალი უკვე პრემიის გარეშე ცხოვრებას სწავლობს. რატომ?  იმიტომ, რომ მას უკვე მკითხველი ჰყავს, მან უკვე წერა იცის, კომპლექსები აღარა აქვს, შეელია ძველ ჩანაფიქრებს, გადაყარა ძველი ხელნაწერები, დაივიწყა, გათავისუფლდა წიგნისგან, რომელიც თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიაჩნდა, რომელსაც ამდენი ხანი ეწვალებოდა...

სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება. საქართველოში მწერლების უმრავლესობა იმიტომ ვერ იძვრის ადგილიდან, რომ ვერ თავისუფლდება ასეთი «წიგნებისგან», ვერ გამოდის აკვიატებებიდან.ცოტა გადავუხვიე, ამიტომ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ისევ პრემიაზე ვიტყვი ბოლოჯერ. მიმაჩნია, რომ პრემია ასე არ უნდა დაწყებულიყო. ასეთი სიჩქარის, უყურადღებობისა და უხარისხობის მაგალითები ხომ ისედაც ბევრი გვაქვს თანამედროვე საქართველოში! ეს ხომ არაა რომელიმე მრავალწლიანი ისტორიის მქონე დაღლილი პრემია! ესაა ახალი პრემია, რომლისგანაც ცვლილებებს ველით მკითხველები, ველით, რომ ეს პრემია არ აღიარებს უკვე არსებულს, იმას, რაც ბატონობს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, რითაც ყურები გვაქვს გამოჭედილი, რაც მოგვბეზრდა. ერთი სიტყვით, როგორც facebook-ზე იტყვიან, გავედი ახლა მე და წარმატებებს ვუსურვებ პრემიას, რომელსაც აწმყო არა აქვს, მაგრამ აქვს მომავალი. გული მწყდება, რომ წლევანდელი შედეგები და ლაურეატები ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესონი იქნებიან, ყველაზე ღირსეულმაც რომ გაიმარჯვოს. რატომ? იმიტომ, რომ ამაში არ იქნება თავად პრემიის დამსახურება. სწორედ ამიტომ, მე მომავალი წლის ლაურეატის გამოცხადებას დაველოდები.ახლაკი მართლა გავედი, სანამ სავარაუდო გამარჯვებულის სახელი და გვარი წამომცდე ნია.

                                                           ამონარიდი წიგნიდან ტექსტი და სიმართლე

ნახვა: 181

ტეგები: qwelly, ილიაუნი, კონკურსი, ლიტერატურა, ქართული, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

უფასური ლარის გამაჯანსაღებელი, ბაჩალიაშვილის გზა სიკვდილამდე და კორონა ისევ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როდესაც ქვეყანაში ლარი კურსი განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის და მალე დოლარი მხოლოდ ოცნების სფერო გახდება, ცხადია, დღის მთავარი ამბავი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2140 ლარი იყო დღეს, მაგრამ როგორც მინისტრის გაპარლამენტების დროს ხდება ხოლმე, მხოლოდ პარტიული კამათი, ლანძღვა, ერთმანეთის ავ-კარგის ჩვენება და უშინაარსო ამბების განხილვა იყო. დღის მთავარი ამბავია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters