სოციალური სამუშაო პარლამენტში, ხაზარაძის წერილი ლონდონში და ღარიბაშვილის დაბრუნება

      მართალია 66 წლის წინ, დღვანდელ დღეს სტალინი გარდაიცვალა, მაგრამ მგონი ეს ამბავი საერთოდ არავის გახსენებია დღევანდელ მთავარ ამბებში. ანდა რატომ უნდა გახსენებოდათ? საბჭოთა წარსული იქით იყოს და დღეს მთავარ ამბებში ისევ მამუკა ხაზარაძე და მისი წერილი იყო, ასევე ჯანდაცვის და სოც მუშაკების ამბები და დღის მესამე მთავარი მოვლენა - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 მარტი, 2019/

      თიბისის ხმაურიანი საქმე - დავით სერგეენკო მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - გიორგი გახარიას წლებია ვიცნობ, პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა. გაერო-ს კოორდინატორი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ეს იქნება გამოცდა და ტესტი საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ბიზნესგარემოსთვის. დიმიტრი ხუნდაძე - სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს წერილი, რაზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა და ასევე პროკურატურაში ხაზარაძის დაკითხვის ოქმი. საქართველოში შვედეთის ელჩი - მნიშვნელოვანია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ პროცესი სათანადოდ წარიმართოს. აკაკი ზოიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - გახარიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის პარლამენტში მოვიდეს და ამ თემაზე ისაუბროს, დაველოდოთ მას. თამარ ჩუგოშვილი - მე მოვუწოდებ განცხადების ავტორს, გაასაჯაროოს წერილი - ჩვენ უნდა ვნახოთ ეს წერილი. „ევროპულმა საქართველომ“ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ნინო ლომჯარია მუქარის შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე - თუკი დადასტურდა, ამაზე საჭიროა რეგირება არამარტო სახალხო დამცველის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც. სულხან სალაძე ხაზარაძის განცხადებაზე - მუქარაზეც რომ არ იყოს საუბარი და მხოლოდ შეტყობინება იყოს, შსს ის უწყება არ არის, რომელსაც ბანკთან უნდა ჰქონდეს შეხება. ზურაბ ჭიაბერაშვილი - 200 მილიონიდან პროკურატურა დავობს 17 მილიონზე, რომელიც ავთო წერეთლის მიერ გამოტანილ სესხს უკავშირდება - ეს შერჩევითი სამართალია. არჩილ თალაკვაძე - ველოდებით მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის რაც შეიძლება სწრაფად წარმოდგენას პარლამენტში. დიმიტრი ცქიტიშვილი მუქარის შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე - მიჭირს იმის დაშვება, რომ შეიძლება ასეთი ბანალური შეცდომა ვინმემ დაუშვას, მით უმეტეს გიორგი გახარიამ. ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს საფინანსო სექტორის და ჩვენი მოვალეობაა, მოვუფრთხილდეთ მას. მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. მამუკა ხაზარაძე - წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. პროკურორი - ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერს შეუძლია, წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ან ჩანს. პროკურორის განცხადებით, დაიკითხება თუ არა გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი წერილის გაცნობის შემდეგ გადაწყდება. პროკურორი - მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციები - მამუკა ხაზარაძის განცხადება ამყარებს ეჭვებს საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებთან დაკავშირებით. ზვიად კორძაძე - რატომ უნდა მოეგონებინა მამუკა ხაზარაძეს წერილი, იტყოდა რომ „შემომითვალა“, უფრო იოლი არ იყო?

      იურისტების შანსი - ზაქარია ქუცნაშვილი - ყველა იურისტს, ვისაც აქვს 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მიეცემა მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის საშუალება. ეკა ბესელია მოსამართლეებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის წარდგენას მიმდინარე კვირაში გეგმავს. გრიგოლ გეგელია - ივანიშვილი ირაკლი კობახიძის შემცვლელს ეძებს, არის მოსაზრება, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

      ჯანდაცვა პარლამენტში - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს უსმენდნენ. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის ორი დიდი ზომის ბავშვთა სახლია დარჩენილი, რომელიც მალე დაიხურება. დავით სერგეენკო - სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებამ დამანახა, რომ დაგეგმილი ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს. სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება. ელენე ხოშტარიას შეფასებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული ვითარება „კატასტროფულად, ტრაგიკულად, გულის გასახეთქად მძიმეა“. სოცმუშაკი დავით სერგეენკოს - ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ გვიკვდებიან, არის შემთხვევითობის დამსახურება, სად არის ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?! გიგი წერეთელი - სოციალური მუშაობის მიმართულებით კრიტიკისთვის ოპოზიციას დიდი სარბიელი აქვს, ვინაიდან ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს. ყოფილი სოციალური მუშაკი - დედმამიშვილების, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაშორება არ შეიძლება, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა. დავით სერგეენკო - სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ რეჟიმში - მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან ექიმები. დავით სერგეენკო - ყველაფერზე, რაც სამინისტროში ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში ხდება, პასუხისმგებელია მინისტრი. ჯანდაცვის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ წარმოდგენილ თანმდევ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. სოცმუშაკი სერგეენკოს - ფსიქიკური ჯანმრთელობის ადამიანი დაწესებულებაში ჩარიცხვაზე რიგშია 21-ე, მას რომ რამე მოუვიდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება? "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი - ერთი წელი ელოდება ჩვილბავშვიანი მშობელი, რომ სპეციალური პროგრამით ბავშვს საჭმელი შეუძინონ. პროფკავშირების წარმომადგენელი - ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მედიაციის ვადა ამოიწურა და კანონი მათ გაფიცვის საშუალებას აძლევს. დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურ მუშაკებსა და უწყებას შორის მედიაციის ხელშეკრულებას ვადა დღეს გაუვიდა, თუმცა მისი გაგრძელება შეიძლება. აკაკი ზოიძე - საქართველოში ითვლებოდა, რომ ოჯახი არის წმინდა და იქ არავინ ერთმანეთს არ ეხება - დღეს ვხედავთ, რომ ასე არ არის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეექვსე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

      საქართველო საერთაშორისოდ და სამეზობლოდ, ასევე აბაშიძის ამბები - დავით ზალკალიანი - ბრიუსელში შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ თუ რა მიმართულებით ვხედავთ ასოცირების ხელშეკრულების უფრო ეფექტიანად შესრულების გზებს.

      გუნდის შევსება - დიმიტრი ხუნდაძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, გაჩნდება განცდა, რომ თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. დავით ბაქრაძე - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება დაადასტურებს, რამდენად ღრმა პოლიტიკურ, მორალურ და საკადრო კრიზისშია შესული „ქართული ოცნება“. თამარ ჩუგოშვილი - გუნდში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. აკაკი ზოიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - თუ ასე მოხდება, ამას მივესალმები. თინა ხიდაშელი - სადმე რომ დაბრუნდე, იქ ნამყოფი უნდა იყო, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა. საბოლოოდ - ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა! ნინო ლომჯარია მუქარის შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე - თუკი დადასტურდა, ამაზე საჭიროა რეგირება არამარტო სახალხო დამცველის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც. ეკა ბესელია - ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მივესალმებოდი და მას წარმატებას ვუსურვებ. გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილის სახით “ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა. ლევან გოგიჩაიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს სასამართლოსთან და ჩინჩალაძესთან მიმართებაში თავისი პოზიცია დააფიქსიროს. არჩილ თალაკვაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდეს. გრიგოლ გეგელია - ივანიშვილი ირაკლი კობახიძის შემცვლელს ეძებს, არის მოსაზრება, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ხათუნა ლაგაზიძე - ღარიბაშვილის დაბრუნებას „ოცნებაში“ რადიკალური საკადრო ცვლილებები მოჰყვება, რაც განაჩენია კობახიძისთვის, რომელიც გვერდზე გაიწევს.

      თავმჯდომარის მოწინააღმდეგეები - ეკა ბესელია - თუ უმრავლესობა ირაკლი კობახიძეს არ შეცვლის დროულად, მაშინ ამას გავაკეთებთ ჩვენ. ირმა ინაშვილი - თუ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა დაიწყება, მე ამას მხარს დავუჭერ. გია ჟორჟოლიანი - პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე საუბარი შეცდომაა.

      დისკრიმინაციის მიზეზები - ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით მიმართავენ.

საზღვარგარეთულები:

      ევროპული მომავალი - ემანუელ მაკრონი - დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების შესახებ ევროპაში არსებულ კრიზისზე მეტყველებს.

      ვენესუელის საპრეზიდენტო ტახტი - ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სამშობლოში ჩავიდა.

      ამერიკული ხმა - ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს, თუმცა პოლიტიკიდან არ წავა. დონალდ ტრამპმა უკრაინაში არსებული კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. მაიკ პენსი - აშშ ხუან გუაიდოსთან მიმართებაში ნებისმიერ მუქარას ან ძალადობას სწრაფად უპასუხებ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 162

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters