ანაკლიისა და თიბისის გადაჯაჭვულობა, განათლება და მომავლის თავისუფლება, პრეზიდენტების შეხვედრა

      მარტის ამინდმა მარტობა დაიწყო - მზეს წვიმა მოსდევს, წვიმას ქარი, ნამქერ თოვლი და მერე იევ მზე და ასე სულ. არეულია პოლიტიკური ამინდიც და გადანაწილებულია სხვადასხვა მიმართულებებით. კვარცხლბეკიდან არ ჩამოდის ხაზარაძის საქმე, იქვე წამოიწია განათლების მომავლის იდეები

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 მარტი, 2019/

      თიბისი და ანაკლია - გიორგი ქადაგიძე - სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე. გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე - მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. გიორგი ქობულია ანაკლიის პორტზე - გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს პროექტის შესრულება და ეს არ არის დაკავშირებული პროცესებთან, რომელიც მიდის ხაზარაძე-ჯაფარიძესთან დაკავშირებით. გიორგი ქობულია „თიბისი ბანკის" საქმის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას. კახა კალაძე ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილზე - ნებისმიერს შეუძლია ანალოგიური დაწეროს, ღიმილის მომგვრელი იყო, რაც იქ ეწერა - ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი. კახა კალაძე - გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. ლევან გოგიჩაიშვილი ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილ წერილზე - ეს წერილი, ფაქტობრივად, გზაა საბრალდებო სკამისკენ. ირაკლი კობახიძე - საზოგადოება ელოდა ე.წ. კომპრომატს და შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც არასერიოზულია. ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. ლევან დავითაშვილი - რთულია, ისაუბრო წერილზე, რომელსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს. სოფო კილაძე „თიბისი ბანკის" საქმის შესახებ საგამოძიებო კომისიაზე - არ არის ისეთი სერიოზული არგუმენტები, რომ კომისიის შექმნაზე ვიფიქროთ. მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძეზე - პოპულიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი? პროკურატურამ სასამართლოს გიორგი ქადაგიძის მოსამართლეების თანდასწრებით დაკითხვის თაობაზე მიმართა. ოთარ კახიძე - რა უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო კომისიის საწინააღმდეგო, თუ ეს მართლა ერთი ფარატინა ფურცელია?
ვახტანგ ძაბირაძე - „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით ისტორია ვერც მარტივად და ვერც ფრედ ვერ დასრულდება, ის შეიწირავს ან ხაზარაძეს, ან გახარიას. გედევან ფოფხაძე - არც იმას ვამბობ, რომ შს მინისტრი დამნაშავეა და არც იმაზე ვსაუბრობ, რომ მამუკა ხაზარაძე მანიპულირებას ახდენს ბრალდებებით - მინდა ვიცოდე სიმართლე. გიორგი ქადაგიძე - ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს პროკურატურას. ფადი ასლი - ვისაც წერილის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება, ან „თიბისის“ წინააღმდეგ დანაშაულებრივი შეთქმულების ნაწილია, ან ხელს აფარებს „ოცნებას“და მთავრობას. გიორგი ქადაგიძე - გაცილებით დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე, "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა.

      აღრიცხული მიუსაფარები - ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 409 მიუსაფარი ბავშვია აღრიცხული.

      შეუგუებელი ოკუპაცია - მამუკა ბახტაძე - საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, რასთან შეგუებაც შეუძლებელია.

      განათლების საკითხები - მამუკა ბახტაძე - განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის. მამუკა ბახტაძე - როცა ჩვენ მივალთ მშპ-ს 6%-იან ნიშნულზე, საქართველოში იქნება ყველაზე ხარისხიანი სასწავლებლები და აღარ იქნება საჭირო, რომ შვილები საზღვარგარეთ გავაგზავნოთ. მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ ძალიან მალე მსოფლიოში ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას. ირაკლი კობახიძე - ჩვენი გუნდის ინიციატივა, განათლება აქციოს ნომერ პირველ პრიორიტეტად, საუკეთესო პასუხია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. მიხეილ ბატიაშვილი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები პედაგოგის პროფესიას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადს და მიმზიდველს გახდის. როინ მეტრეველი განათლების შესახებ მთავრობის ახალ ინიციატივაზე - უდიდესი საქმეა, ასეთი მასშტაბი არასდროს ყოფილა საქართველოში - განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე - ბახტაძე. გიორგი შარვაშიძე - ძირითადი მიმართულება ხარისხის გაუმჯობესებაა, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან საგანმანათლებლო ევროპულ სივრცეში.

      ჯანდაცვა და მის მომიჯნავედ - ზურაბ ჭიაბერაშვილი - ტყუილია დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის კლინიკები 56 მლნ ლარით დაჯარიმდნენ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ C ჰეპატიტის მკურნალობის შესახებ ინფორმაციის არასწორად ინტერპრეტირება მოახდინა.

      კანონი და სამართალი - კახა კოჟორიძე - ნაზი ჯანეზაშვილს „კლანის“ წევრები ადამიანად არ თვლიან და „არსებად“ მოიხსენიებენ, ამ რეალობაში როგორ შეიძლება ისინი კეთილსინდისიერად მოეკიდონ კანონის განაწესებს. თამარ ჩუგოშვილი - მოსამართლეების არჩევის საკითხზე ირაკლი კობახიძის ინიციატივა პროცესის გამჭვირავლობასა და ინტერესთა კონფლქტის დარეგულირებას უზრუნველყოფს. ბესელიას თემა - ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ საკითხზე ჩემი და ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები ემთხვევა.

      საწვავის ფასი - ლევან დავითაშვილი - 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს.

      ქალი პრეზიდენტები - სალომე ზურაბიშვილი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვას სამაგალითო გზას მიჰყვება. საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა.

      ფიჯი უვიზოდ - საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

      გასაჯარვების თხოვნა - საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართავს.

საზღვარგარეთულები:

      ჩრდილოური შეხვედრა - ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს - ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ.

      უარი რუსულ შეიარაღებაზე - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის შესყიდვაზე უარს არ ვიტყვით - ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.

      ვენესუელას საკითხი - ხუან გუაიდომ მომხრეებს მოუწოდა, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 200

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 8, 2019||11:24am

ფიჯი ყოველთვის დიდი მეგობარი იყო ჩვენი. ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters