მინისტრი გადადგა, მაგრამ სხვა, დამნაშავეთა ნაწილი დააკავეს და ბრალიც წარუდგინეს, აქციები არ წყდება

      ივლისის პირველი კვირა მიიწურა ივნისის ამბებში და მგონი, სეზონების სესხებაზე თუ მიგება საქმე, ჯერ-ჯერობით პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად ისესხა ივნისმა და ახლა პროცენტებით იხდის. დაკავებების და ბრალის ოფიციალური წარდგენა მოხდა და მინისტრიც გადადგა, მაგრამ სხვა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 ივლისი, 2019/

      დაკავებები და გამოძიება ივნისის აქციებზე, ივლისშიც რომ გრძელდება - შსს-ს მიერ დაკავებული 4 პირის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ცოტნე სოსელია წარსულში რამდენჯერმე იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. ამავე ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბადაღაშვილი ერთი წლის განმავლობაში ძებნილი იყო და არაერთგზის ნასამართლევია. ბესიკ თამლიანს 2006 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და 2018 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო. კახაბერ კუპრეიშვილი რუსეთში 23 ივნისს გაემგზავრა და 25 ივნისს დაბრუნდა მოსკოვიდან. მაკა ჩიჩუა - გახარია უნდა იყოს დიდსულოვანი და უნდა გადადგეს. პროკურატურა - გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები. აქციაზე მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა სიმღერა „არასდროს“ შეასრულეს. მაკა ჩიჩუა - ძალიან მიყვარს ბევრი რუსი ადამიანი, მაგრამ აქ პოლიტიკაა, რომელმაც ჩვენ დაგვღუპა, წაგვართვა ტერიტორია. გიგი უგულავა - ვიღაც საწყალი რომ დაიჭირეს, „მოლოტოვის კოქტეილები“ ჩაუდეს თუ ამოიღეს, აი, ამ საქმის ფარგლებში ვიკითხებით ჩვენ ყველა. „ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე ტრანსფარანტები - „გახარია წადი" გამოფინეს. ეკა გიგაური - ის, რასაც ვხედავთ, არის შერჩევითი სამართალი, სახელმწიფო ცდილობს ბრალი დემონსტრანტებზე გადაიტანოს და თავის დანაშაულებზე რეაგირება არ აქვს. რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლება დაჰყვა რუსეთის ხელისუფლების ნებას და იმეორებს მათ შეფასებას, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. „ნაცმოძრაობის” ინიციატივით, პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდება, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შეფასებას და პასუხისმგებელი პირების დადგენას ითვალისწინებს. ანა დოლიძე - გაუგონარი და სამარცხვინო ვითარებაა, როდესაც შს მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ მისივე უწყება იძიებს დანაშაულებს, სადაც შეიძლება თავად მინისტრის პასუხისმგებლობა იყოს. აქციის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედა - ჩემი შვილი ცდილობდა პოლიციისთვის ფარი წაერთმია, რათა ტყვიებისგან თავი დაეცვა. სოფო ვერძეული - თუ მართლმსაჯულება მოქალაქეებისა და პოლიციელების მიმართ ერთნაირად არ განხორციელდება, გაჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკი გამოყენებულია პროტესტის ჩასაცხრობად. 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულის ძმა - პოლიციელების მიმართ შენიშვნით შემოიფარგლებიან, უბრალო ადამიანს ემოციის გამოხატვისთვის კი შეიძლება დახვრეტაც მიუსაჯონ. ელიზაბეთ რუდი - თბილისის 20 ივნისის მოვლენები მოითხოვს სრულ, დაბალანსებულ და დროულ გამოძიებას. სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებისთვის გასაგებია რას ნიშნავს, ის სამართლებრივ-პოლიტიკური შევიწროება, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ დაიწყო. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ სამართლისა და მართლმსაჯულების რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება. ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 6 ივლისს, 19:00 საათიდან, თავისუფლების მარში იგეგმება.

      მართლმადიდებლობის ფორუმის ამბავზედ - ალექსანდრ გნეზდილოვი - რუსი ოპოზიციონერის განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რუსული დელეგაციის შემადგენლობა „ბევრ ეჭვებს და ვერსიებს აღძრავს“. პარტია „იაბლოკოს“ ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს. რუსი ოპოზიციონერი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგების ვარიანტებზე - ან საქართველო უნდა იქცეს რუსეთის ვასალად, ან რუსეთში უნდა მოხდეს პოლიტიკური ცვლილებები.

      რაგბისტების პროტესტი - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, რომ ქართველ მორაგბეებს რუსულმა კლუბმა კონტრაქტი თბილისის აქციების სოლიდარობისთვის შეუწყვიტა.

      ტურიზმის იღბალი - ეკონომიკის სამინისტროში საქართველო-პოლონეთს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს.

      ჰესის ფული ბიუჯეტში - მესტიის მერი - „ნენსკრა ჰიდროს“ გადასახადების სახით ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი.

      მინისტრის წასვლა - მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს. განათლების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის უფლება-მოვალეობებს ლევან ხარატიშვილი გადაიბარებს. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მისი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება და „არაჯანსაღი აჟიოტაჟის“ ავტორებისგან ბოდიშს ელოდება.

      ჯუზეპეს ფესტივალი - ვერდის ფესტივალს საქართველოში თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებენ.

      თბილისური ამბავნარი - კახა კალაძის განცხადებით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მიწისზედა მეტროს სრული პროექტი წლის ბოლოსთვის იქნება წარმოდგენილი.

საზღვარგარეთულები:

      დახვედრა ვლადიმერს - უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები რომში ვლადიმერ პუტინს საპროტესტო აქციებით დახვდნენ.

      უკრაინის საარჩევნო ჩაშლა - ვლადიმერ ზელენსკის პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 959

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

George: ივლისი 5, 2019||11:34pm

რაგბისტებიც გაპაზორდნენ კათამაძევით : ლელოს დადების მერე -თვალი დახუჭეს, რუსებმა -აიბარგეთ და 4-მდეთქვენი სული არ იყოს რუსეთშიო და ბიჭებმა.... წუწუნი დაიწყეს: პოლიტიკური ჟესტი არ იყოო, რუსეთი ძაან გვიყვარს .. მეგობრული ურთიერთობა გვინდა და ასე შ... (მოკლედ სამი დღე ჩემოდნებზე გაატარებინეს და ბოლო მომენთში *მოწყალე* რუსებმა - დარჩითო ! გახარებულმა ლომგულებმა საპასუხოდ: თვალებს ცხოვრებაში აღარ დავხუჭავთ !! #qwellynews

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters