ისევ ბუნება თუ გვიშველის, მაგრამ მაინცდამაინც არც ის გვწყალობს, მხოლოდ მცირე და ხანმოკლე წვიმა იწინასწარმეტყველეს - 11 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი. წინა დღეებთან შედარებით, დღეს საზოგადოება უფრო გამრავალფეროვნდა და ოთხი სხვადასხვა აქცია პარალელურად გაიმართა. აქედან, აქციები ერთმანეთის საპირისპიროდაც იმართებოდა - ესაა დემოკრატია!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 ივლისი, 2019/

      აქციები გვიან ღამიდან და ამ დრომდე. თუკი აქამდე, 20 ივნისის აქცია არ სრულდებოდა, ამჯერად სამი თუ ოთხი აქცია ერთდროულად გაიმართა. შსს-მ თავი დაიზღვია და ჯერ კიდევ ხუთ საათზე განაცხადა - შსს - ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

      აქცია პირველი - ეხებოდა რუსთავი ორს - საკვირაო გადაცემაში, რუსთავი ორის ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს გინება გაუგზავნა, რასაც პირველი აქცია მოჰყვა რუსთავი ორის წინ. მამუკა ბახტაძე - რაც ვიხილეთ „რუსთავი 2"-ის ეთერში, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ქარტია - ტელეკომპანია “რუსთავი2-ის“ გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. არჩილ თალაკვაძე - რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. სერგი კაპანაძე - მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს რომ აშლის ხოლმე ფეისბუქზე. ნინო ბურჯანაძე - მსგავსი პრეცედენტი, რაც დღეს გიორგი გაბუნიამ გააკეთა, მსოფლიო პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიაში არ არსებობს. ამასთან, ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას გამოძიების სასწრაფო ჩატარებას და შესაბამისი ზომების გატარებას სთხოვს. კახა კალაძე - დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ნიკა გვარამია - არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. ირაკლი კობახიძე - რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, ეს იყო კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს „შპანა” მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. მიხეილ სააკაშვილი - რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. დავით ზალკალიანი - მკაცრად ვგმობთ „რუსთავი 2“-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას. „რუსთავი 2“-ის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. „რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიას პროვოკაციაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა „რუსთავი 2“-ის შენობის მიმართულებით კვერცხები და ცოცხები ისროლეს. „რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი ნივთების სროლას აგრძელებს. „რუსთავი 2“-ის შენობასთან შეკრებილები ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. „რუსთავი 2“-ის ოპერატორმა სამსახური დატოვა. „რუსთავი 2“-თან შეკრებილი მოქალაქეები სკანდირებენ: „ბოდიში არ გვინდა“, „გვარამია წადი“, „გაბუნია წადი“. „რუსთავი 2“-თან შეკრებილებსა და ამავე არხის ჟურნალისტებს შორის ინციდენტი მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა - დილამდე. ნიკა გვარამია - ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე, როგორც ხელისუფლება. „რუსთავი 2“-თან შეკრებილები სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ, გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს. „რუსთავი 2“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა. ნიკა გვარამია - ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, დაცული იყოს არხის უსაფრთხოება. გიგი უგულავა - გაბუნიას შეეშალა და ახლა პუტინის ქართველი გავრილოვები შეტევაზე გადმოდიან რიგითი გახარიას გადასარჩენად. კახა კალაძე - ძალიან უსუსურად გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს. გია ხუხაშვილი - დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს. დუმის დეპუტატი - საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად დაეშვა ფსკერზე, რომ ძნელია რაიმე გაგვიკვირდეს - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა „გაიყინოს“. სერგეი კალაშნიკოვი - პუტინის მიმართ ქართველი ჟურნალისტის ხულიგნურ საქციელს ჩვენმა სახელმწიფომ არ უნდა უპასუხოს - ამაზე რეაგირება მის დონეზე დაშვებას ნიშნავს. ეკა ბესელია - ყოველგვარი სტანდარტის დარღვევა იყო, რაც გიორგი გაბუნიას გადაცემაში ისმოდა - ვინ როგორ გამოიყენებს ამ თემას ეს მეორე საკითხია. ლევან ვასაძე გიორგი გაბუნიაზე - ვგმობთ უხსენებელი ჟურნალისტის არაკაცურ საქციელს. კახა კუკავა - ან დასრულდება „მეხუთე კოლონა“ საქართველოში, ან „მეხუთე კოლონა“ დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს. აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლება ჩაებღაუჭა გიორგი გაბუნიას განცხადებას როგორც მაშველ ხავსს და ჩათვალა, რომ მოიპოვა მორალური პლატცდარმი. კომუნიკაციების ეროვნული კომისია - დაუშვებელია, გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. გია ვოლსკი - პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ცივილიზაციურ ჩარჩოებს. არჩილ თალაკვაძე - ვერავინ, მათ შორის, ვერც „რუსთავი 2“ და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს საქართველოს განვითარებას და დასავლეთში ინტეგრაციის გეგმას. ნინო ბურჯანაძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ეს იყო სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სამარცხვინო სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. გია ვოლსკი - ომი საქართველოს არ დაუწყია, ეს ათასჯერ არის ნათქვამი - ყველა წინაპირობა შეუქმნა სააკაშვილმა რუსეთს აგრესიისთვის. რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან. სერგი კაპანაძე - ხელისუფლებას, როგორც ჩანს, თავის თავში გადალახული აქვს წითელი ხაზი და აპირებს შეტევა გააგრძელოს „რუსთავი 2“-ზე. გიორგი კანდელაკი - როგორ შეიძლება, რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის?! - ეს არასერიოზულია. თინა ბოკუჩავა - აბსურდი და იმბეცილობაა იმის ძახილი, რომ ამა თუ იმ სახელმწიფომ დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადების გამო, შეიძლება საომარი მოქმედებები დაიწყოს. რომან გოცირიძე - ერთი ჟურნალისტის უმსგავსო საქციელი დიდი ლუსტრაციის ეფექტის მქონე აღმოჩნდა. ნათია თურნავა - არავინ მეგულება, ვისაც შეიძლება გიორგი გაბუნიას უხამსი, მავნებლური და ყოველგვარ ზღვარს გადასული პროვოკაცია მოეწონოს. გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. დავით მათიკაშვილი - გიორგი გაბუნიას განცხადების ფონზე მილიონნახევარი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთში შეიძლება ბუნებრივ მძევლად აღმოჩენილიყო - ამ ყველაფერზე ვინმემ იფიქრა? „რუსთავი 2“-ის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ - საპროტესტო აქცია განახლდა. ნიკა გვარამია შსს-ს - ალაგმეთ თქვენი „ბანდერლოგები“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და მთელ ხელისუფლებას. დღის მთავარი პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, სხვა პოზიციებზე იყო. აქციის მონაწილეებმა „რუსთავი 2“-ის ეზოში ქათამი გაუშვეს. სოსო რობაქიძე - სანამ არ დაისჯებიან გვარამია ან გაბუნია, ფეხი არავინ უნდა მოიცვალონ აქციიდან.

      აქცია მეორე - პრაიდი, ღირსების მარში - დავიწყოთ შორიდან - საპატრიარქომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ „ღირსების მარშის“ დაანონსებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა - მრავალგზის განგვიცხადებია და ამჟამადაც აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას. შევთხოვთ ღმერთს, შეგვეწიოს, რათა ჩვენმა ხალხმა ეს განსაცდელიც მშვიდობით განვლოს“. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. „ღირსების მარშის“ ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არასდროს იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი. ამიტომაც, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები და LGBT წარმომადგენლები, ამას რაიმე სახის ექსცესი არ გამოუწვევია; ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ, როგორც ყველას, არ ეზღუდებათ თავიანთი უფლებების რეალიზება; მაგრამ, როდესაც აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი „ფასეულობების“ პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება. ლევან ვასაძე - არ დავიღლებით, „პრაიდს“ არ ჩავატარებინებთ. გურამ ფალავანდიშვილი - გვინდა, რუსთაველის გამზირზე დავდგეთ და მთავრობისგან მოვითხოვოთ, აიკრძალოს ბილწი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე სასულიერო პირებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. ლევან ვასაძე - თუ პროვოკაციას ექნება ადგილი, მივალთ და საკადრის პასუხს გავცემთ. ე.წ. ღირსების მარშის მოწინააღმდეგეებმა დედაქალაქის მერს სთხოვეს, პარლამენტის წინ განთავსებული ბანერები გაიტანონ. პარლამენტთან მოშიმშილე ბექა ბასილაია - სამღვდელოების მხრიდან უაღრესად ქრისტესმიერი საქციელია მოშიმშილე ადამიანების დაშლის და ალაგების მოთხოვნა. ლევან ვასაძე - პრაიდს არ ჩაგატარებინებთ, გინდა ახტით და გინდა დახტით. ლევან ვასაძე „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ მიღებას მოითხოვს. პარლამენტთან მიმდინარე „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეების აქციას ლევან ვასაძე და „ქართული მარშის" წარმომადგენლები შეუერთდნენ. დეკანოზი დავით ისაკაძე - არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ საქართველოში ვერ შეძლეს და ვერც მომავალში შეძლებენ. ეკა ბესელია - კომბლებით და მათრახებით სიარული არ მგონია, რომ ჯანსაღი ამბავი იყოს. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ინციდენტი მოხდა. ლევან ვასაძე - ქართველებო, კაცებო, ქალბატონებო, არ გვინდა ის მეთოდები, რომლითაც ეს დემონები ოპერირებენ - ვერაფერს გაგვიბედავენ, დიდი დიდი, თავზე რაღაც სათამაშო გადმოგვიფრინონ. გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენთვის მიუღებელია დაანონსებული პრაიდის გამართვა, მაგრამ რა გავაკეთოთ თუ სადღაც გამოვარდებიან. ლევან ვასაძე - „თბილისი პრაიდი“ გადაიქცა თბილისი ჰაიდად - ეს არის კუკუდამალობანა, თავის გაბითურება მათი მხრიდან. ლევან ვასაძე - „თბილისის პრაიდის“ მონაწილეები საბოლოოდ „გაფარჩაკდნენ“. ემზარ კვიციანის მცდელობას, გაერღვია პოლიციის კორდონი და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გადასულიყო, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ლევან ვასაძის განცხადებით, 2 ძირითადი მოთხოვნა აქვთ - გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შემუშავდეს გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

      აქციების გამყოფად კვლავ პოლიცია - პოლიციამ ორი აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტების პრევენციის მიზნით, რუსთაველის გამზირი ავტობუსებით გადაკეტა. დაპირისპირების გამო, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან ორი პირი გაიყვანა - ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეებმა ერთანეთს ბოთლებიც ესროლეს. შსს - ცნება, "ეს ჩემი ადგილია", ამ შემთხვევაში არასწორია, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია.

      აქცია მესამე - პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებსა და „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებს შორის ინციდენტი მოხდა. გიგა მაქარაშვილი „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებზე - აქციას, ადგილსა და დროს გვართმევენ, შსს ვალდებულია დაიცვას გამოხატვის თავისუფლება. საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, არ გადაინაცვლონ პარლამენტის წინ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავდნენ და შეჩერდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონის გამო, პროტესტის გამოხატვა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან უწევთ. ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ანტისაოკუპაციო აქციაზე კიდევ ერთი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მამა პეტრე - მმკ არის ყველაზე დიდი უზნეობა და ამორალიზმი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება - მოვედი იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ვემიჯნები ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში ძალადობას, უზნეობას, ამორალიზმს და ყველაზე მეტად - ვემიჯნები იმ ადამიანების გუნდს, დაჯგუფებას, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობას მიმართავს და ანადგურებს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, ანადგურებს მომავალ თაობას.ე.წ მმკ არის ყველაზე დიდი უზნეობა და ამორალიზმი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვინაიდან ქრისტეს სახელით ყველაზე დიდი მოძალადეები, ყველაზე დიდი კაცთმოძულეები არიან“.

      აქცია მეოთხე - უფრო მსვლელობა ჰქვია, მაგრამ მაინც - „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მსვლელობა გამართეს. გიორგი თაბაგარი - თბილისი პრაიდი შედგა! ყველა იმ საშინელების მიუხედავად, რისი გავლაც გასული კვირების განმავლობაში მოგვიწია. სამივე ღონისძიება, რაც დაგეგმილი იყო, მშვიდობიანად დასრულდა და იმისიც მჯერა, რომ მარათონული-5 თვიანი პროცესის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით წინ. მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით! შსს-სთან პარტიზანული პრაიდი 19:00-ზე გაიმართა. აქტივისტებმა გიორგი გახარიას გადადგომა მოითხივეს იმის გამო, რომ შსს მშვიდობიანი ადამიანების უსაფრთხოებას არ იცავს.

      უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დღეს რისკების მიუხედავად ჩვენ გვერდით იდგა

      ბარიერები საპარლამენტოდ - არჩილ თალაკვაძე - ნულოვანი ბარიერი რეალურ შანსს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს, ერთადერთი შეიძლება არ მოსწონდეს იმ ჯგუფს, ვინც ცდილობდა ოპოზიციაშიც ჰქონოდა ექსკლუზივი. სერგი კაპანაძე - ცვლილებებმა არ უნდა გააუარესოს პატარა პარტიების მდგომარეობა მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" მილიარდერის დაფინანსებაზეა. ირაკლი კობახიძე - ნულოვანი ბარიერის პირობებში ბლოკებზე საუბარი უბრალოდ არასწორია. თინა ბოკუჩავა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ბლოკების და 3-პროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რატომ არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებულ დოკუმენტზე უმრავლესობიდან მხოლოდ 93 დეპუტატის ხელმოწერა. ხათუნა გოგორიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ის ამას ზეწოლის გარეშე გააკეთებდა. ალეკო ელისაშვილი - „ნაცმოძრაობამ" ლამის თვალები დაგვთხარა პროპორციული არჩევნების პრეზენტაციაზე რატომ მიხვედითო და თავად „ოცნებასთან“ ერთად, ლოპოტას ტბაზე არჩევნებზე მსჯელობენ. რომან გოცირიძე - გამორიცხული არ არის პროპორციულ სისტემაზე მაჟორიტარები იმას ლაპარაკობდნენ, რაც „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში გულში აქვს.

      რეზოლუცია ეუთოში - სოფიო ქაცარავა - რუსეთის მიერ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა - ეს არის პრინციპული და მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ასახავს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის მიხედვით ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო ნორმები და სამართალი", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე; აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას.

      ეკონომიკის შველა - ნათია თურნავა - ტურისტული ბიზნესის ყველაზე მოწყვლადი სეგმენტისთვის - მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას უზრუნველვყოფთ. რაკლი ლექვინაძე - დღეს ბიზნეს გარემოს გამოწვევაა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება და ლარის კურსი.

      რუსული პასუხები - რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო - ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. რუსი დეპუტატი - ქართველი ხალხი პოლიტიკური და სატელევიზიო ბნელეთის მოციქულების მძევალი აღმოჩნდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება - ეს საქართველოს უბედურებაა. დიმიტრი პესკოვი - რაც მოხდა, დიდი სირცხვილია ქართველებისთვის. მარია ზახაროვა - სააკაშვილი ხელისუფლებისთვის იბრძვის და „რუსთავი 2“ მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია. „რია ნოვოსტი“ - რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვა „ჩრდილოვან“ გადარიცხვებს ხელს შეუწყობს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გამოხტომა ცინიკური პროვოკაციაა - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმეს ეს. გენადი ზიუგანოვი - საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის ინიციატორები უნდა დაისაჯონ. რუსეთის დუმის სპიკერი მიიჩნევს, რომ საჭიროა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, გიგი წერეთლის რუსეთში მიპატიჟება. რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინის და წყლის მიწოდების აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. რუსეთის დუმის წევრები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ. რამზან კადიროვი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ პუტინს და რუსეთს ბოდიში მოუხადოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 27

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

George: ივლისი 8, 2019||11:34pm

ალუდაც იდიოტი ყოფილა, ჯოყოლასავით - მკვდარს ხელი არ მოაჭრა ?(  გამყიდველი და არაპატრიოტი ! ვერ გააპუტივრა ხო მკვდარი-მოსისხლე ვერ მოისაქმა მის საფლავზე? ვაი მას და კვლავ : ვაჟას დედაც ..

ლაშა: ივლისი 9, 2019||9:53pm

მერე იტყვიან, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია არ არისო - ერთდროულად 4-5 აქცია იმართება ერთ ქალაქში და კიდევ 2-3 კიდევ სხვა ქალაქში. ასევე ინტერნეტ, ჰეშთეგ აქციებიც. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ხაზარაძის 12 მეგობარი, სამართლის მცოდნე მოსამართლეები, სპიკერი კონფერენციაზე და მოჩხუბარი დეპუტატი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      დღეეები უფრო საინტერესოდ ვითარდება პოლიტიკურ სარბიელზე, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ ახალზაფხულგამოვლილზე. ცხადია, დასვენებულები უფრო აქტიურებიც არიან, მაგრამ ... ერთი სიტყვით, ხაზარაძემ ლელოს გატანა…

გაგრძელება

მზის  დაბადება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2019.
საათი: 2:00pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად…

გაგრძელება

ახალი მთავრობა გახარიას თაოსნობით, მთავარი არხი და აქციები გადადგომის მიუხედავად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 9, 2019.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ამიტომ არის შემოდგომა ახალი სიცოცხლით სავსე - სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყო სექტემბერი, ერთი კვირაა ქველინიუსი არ დაწერილა და უკვე მთავრობის ცვლილებაა ჩვენს ქვეყანაში. გახარია გადადგა, მაგრამ…

გაგრძელება

მდინარე

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 9, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ყური დამიგდე, მინდა რაღაც გითხრა, - ბუტბუტით მეუბნება მდინარე.

      - რა უნდა მითხრა? -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters