ევროპული შეფასებები, გამარჯვებულების თავდაჯერებულობა და დამარცხებულების დაანონსებული საპროტესო აქციები

      არჩევნებში გამარჯვებული და და მარცხებული არ არსებობსო, ამბობდნენ, მაგრამ დღეს მაინც ზეიმობდნენ ან მოზეიმეებს დასცინოდნენ, ანდა ზეიმსაც აპროტესტებდნენ და თავად დამარცხებასაც. მოკლედ, ასე თუ ისე, საბოლოოდ დადგინდა რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალი იქნება. ვნახოთ, ექნება თუ არა განსხვავება ლომობაში ძუსა და ხვადს. როგორც ჩანს ბუნებამ არ მიულოცა პრეზიდენტს, რადგან სინოპტიკოსების ინფორმაციით, პირველ დეკემბრამდე გველის - ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 ნოემბერი, 2018 /

      არჩევნების მეორე დღის ამბები ანუ გამოხმაურებები არჩევნებს - საბოლოოდ, გუშინ ღამისშედეგებით, საოლქო კომისიებში ჯამში 261 საჩივარია შესული. თამაზ ნავერიანი - მარნეულში წელს სარჩევნო პროცედურებმა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მარნეულის #59-ე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებსა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ავღანეთში არჩევნები გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. „სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. ლინკოლნ მიტჩელი - აშკარაა, რომ სააკაშვილის გარემოცვის გარდა ის საქართველოში არაპოპულარული რჩება და ნებისმიერს, ვინც მასთან დაახლოებულია, არჩევნების მოგება გაუჭირდება. ირაკლი კობახიძე - მარნეულში ოპოზიციას არ სურდა გადმოტანილიყო დოკუმენტები ოლქში და ავტომობილის გადაადგილებას აფერხებდნენ, თუმცა, ვითარება განიმუხტა. თამარ ჟვანია - ბიულეტენი, სადაც ნება ცხადად არის გამოხატული, არ შეიძლება ჩაითვალოს ბათილად. ზუგდიდის მე-20 უბანზე, სადაც სამაგიდო სიის ნაწილი დაიკარგა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. თბილისის 10-ვე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - სოფელ იმირის #59-ე უბნიდან შემოსულ ოქმს კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს და დოკუმენტს გადაკეთება არ ემჩნევა. ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საქართველოს ყველა ქალაქში, თელავის და რუსთავის გარდა, არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ფრანგული ტელეარხი სალომე ზურაბიშვილზე - ფრანგი საქართველოს სათავეში. დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება. კონსტანტინე კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება. საფრანგეთის საგარეო უწყება - ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჩვენი მტკიცე განწყობის იმედი ჰქონდეს, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ. სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ. გია ხუხაშვილი - ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, ჩვენთვის ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა. პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. საია-ს დამკვირვებლებმა კენჭისყრის დღეს საქართველოს მასშტაბით 78 საჩივარი დაწერეს. ზურაბ აბაშიძე - ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პროგრესი უმთავრესად მოსკოვზეა დამოკიდებული. გრიგორი კარასინი - მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი - ძალადობრივი როტორიკის გამოყენებამ ჩრდილი მიაყენა საარჩევნო კამპანიას და ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას. ნოდარ ხარშილაძე - სალომე ზურაბიშვილის არაპროგნოზირებადობა საქართველომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გამოსცადა. NDI - გრიგოლ ვაშაძის კამპანია ნეგატიური რიტორიკით ხასიათდებოდა. NDI - აქციები სლოგანით “არა მიშას” და “მე ვიცავ თავისუფლებას”, რომელიც უცნობი ჯგუფების ორგანიზებული იყო, ზურაბიშვილის კამპანიის ნარატივს უჭერდა მხარს. პრეზიდენტი - მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე, ამ სტანდარტით არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს! გიორგი მარგველაშვილი - ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს და მზად ვართ, თანამშრომლობა დავიწყოთ საქმის გადაბარების საკითხზე - ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი! ლევან გოგიჩაიშვილი - რასაც მარგველაშვილი საუბრობს, რომ იყო ნეგატიური კამპანია, რა გააკეთა მან, რომ ეს ნეგატიური კამპანია არ წარმართულიყო? კარლ ჰარცელი - ვიზიარებთ შეფასებას, რომ საარჩევნო პროცესი დაზიანდა ერთი მხარის არამართებული უპირატესობის და ორივე მხარის საარჩევნო კამპანიების ნეგატიური ხასიათის გამო. ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ანა გომეში - სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს. გიგა ბოკერია - საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ასეთი კრიტიკული შეფასებები შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება. NDI-ის ანგარიში - ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის. NDI - საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა. ფრანგი ჟურნალისტი - ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს - ბრავო, სალომე ზურაბიშვილს! დღეს ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ! ალეკო ელისაშვილი - მარგველაშვილი ერთხელ აჯანყდა, მერე კი იყო უწყინარად, სალომე ზურაბიშვილი კი გაუგებრობებში გაგვხვევს ყველას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი - არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი - სიურპრიზი იყო, როცა შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე - ეს შეიძლება მივიჩნიოთ ხმების ყიდვად. უკრაინელი დეპუტატი - არჩევნები აბსოლუტურად კონტროლირებადი იყო ხელისუფლების მიერ - იყო სერიოზული პრობლემები, რაც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას. ეუთო-ს დამკვირვებელი - ამომრჩევლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ეს დადებითად შეფასდა, თუმცა ამან გააძლიერა ეჭვები დაშინების შესახებ. ეუთო: 1-ლმა არხმა "ოცნების" მხარდაჭერა და ენმ-ის მიმართ მიკერძოება გამოავლინა.

      გამარჯვებულების მხარე - ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, რომ მათი გზავნილი მიღებულია. სალომე ზურაბიშვილი - ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა, როდესაც გავიგე, რომ პრეზიდენტი გავხდი. გოგა ხაინდრავა - თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაწყდეს, მათთვის „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი. თორნიკე შარაშენიძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე მარგველაშვილზე მეტად გაჯიუტდება - ის ხელისუფლებას უფრო მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა ვაშაძე. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვას ველოდები. სალომე ზურაბიშვილი - ის ურთიერთობა, რომელიც არის დაწესებული კონკორდატში, არის ყველაზე სწორი ჩვენი ქვეყნისთვის.

      დამარცხებულების მხარე - დავით ბერძენიშვილი - ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ძალა. გრიგოლ ვაშაძე დაუმორჩილებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - რაც შტაბში კოლექტიური გადაწყვეტილებით არ გაცხადებულა, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. ხათუნა ლაგაზიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველშიც კი რევოლუციური სცენარის მომხრე იმდენად ცოტაა, რომ ამ სცენარს განვითარება არ უწერია. გიორგი ვაშაძე - ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დაუმორჩილებლობის თაობაზე სააკაშვილის განცხადება ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრებაა. დავით ბაქრაძე - პარტიის სამოქმედო გეგმაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის. გაერთიანებული ოპოზიცია კვირას რუსთაველზე საპროტესტო აქციას გამართავს. გრიგოლ ვაშაძე - რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება. გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. გრიგოლ ვაშაძე - არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ მის შედეგებს. მიხეილ სააკაშვილი - გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის. ალეკო ელისაშვილი - დაიძახოს, აბა, სააკაშვილმა რამდენი ხალხი გამოვა გარეთ? მას გაერთიანებული ოპოზიციაც კი არ ემორჩილება. სააკაშვილი: მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაღიაროთ. სააკაშვილი: ჩამოყალიბდა ახალი მაგარი ლიდერი, მივესალმები ხალხის პრეზიდენტს გრიგოლ ვაშაძეს.

      ჯანდაცვა და სოცდაცვა, აქვე ახალი თაობის პრეპარატები - „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ლაგოდეხში მათ ოფისს ესროლეს. ამირან გამყრელიძე - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ახალი პრეპარატი ჩაერთვება, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 157

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters