დღევანდელი სიახლეები თავიდან ბოლომდე მიეძღვნება არჩევნების მსვლელობას და ცოტ-ცოტა სხვა ამბებსაც შემოგაპარებთ ჩვენს ამბებში - #qwellynews.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 ნოემბერი, 2018 /

      დავიწყოთ გუშინდელი საღამოს ამბებით - სალომე ზურაბიშვილი პატრიარქმა დალოცა. საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბათუმში დარღვევები არ ფიქსირდება. დავით ბაქრაძე - ხმა მივეცი ცვლილებებს, რადგან ქვეყანას, ხალხს სჭირდება ცვლილებები. გურჯაანში „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მას პოლიტიკური აქტიურობის გამო დაემუქრნენ. ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. „ევროპული საქართველოს“ წევრი - ყიზილაჯლოში, N 49-ე საარჩევნო უბანი პროცედურული დარღვევებით გაიხსნა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე - თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 54 უბანი წესების სრული დაცვით გაიხსნა. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბნის პროცედურული დარღვევებით გახსნას არ ადასტურებს. ოპოზიციამ ფოთში 6 საჩივარი დაწერა - დილის 9 საათის მონაცემებით. თამარ ჩუგოშვილი - მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს და არ დაუშვან პროვოკაციები. ბაღდათის 52-ე საარჩევნო ოლქის მე-12 უბანზე ინციდენტი მოხდა - არასამთავრობო ორგანიზაციის „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“ დამკვირვებელი გიგა გელხვიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. გიგა ბოკერია - დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს. გიორგი ვაშაძე - ის, რაც პირველიდან მეორე ტურამდე ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა. გიორგი ვაშაძე - გურჯაანის რაიონში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. სანდრა რულოვსი - ხმა მივეცი პროევროპულ, მრავალპარტიულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ კანდიდატს. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, გლდანში მათი ჟურნალისტი სცემეს - ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა იქ, სადაც ავტობუსების მეშვეობით ხდებოდა ამომრჩევლების გადაყვანა რეგიონებში. ის იყო მობილური ტელეფონით და კამერით აპირებდა ჩვენთვის ლაივ რეპორტაჟის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც მან ჩართო ტელეფონი, ჩაარტყეს და არ მისცეს გადაღების საშუალება“, - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ. არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებიდან გადმოდიან. საია - ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, ბაღდათის 52-ე საოლქო საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - დილის 10 საათის მონაცემებით. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რუსთავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ელისო შენგელია გააძევეს. გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - დაანებეთ კანონდარღვევებს თავი, ყველაფერს ავსახავთ აუცილებლად. დიდი ბრიტანეთის ელჩი - დარწმუნებული ვარ, არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის. გიორგი ვაშაძე თამარ ჟვანიას მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალება მისცენ. ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ - ქუთაისში, 119-ე საარჩევნო უბანზე უკვე მარკირებული ადამიანები აძლევენ ხმას. ბათუმის მე-17 უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს. საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე - თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში ხმის მიცემას შეძლებს. ბათუმში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ამომრჩეველთა სიები წაართვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ათი საათისთვის არჩევნებში 3 300 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ზუგდიდის 20-ე საარჩევნო უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის" დამკვირვებელი გააძევეს. პრეზიდენტი - ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს არჩევანი. ირაკლი კობახიძე - იმ მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებებია აგრესია, სიძულვილი, სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა. „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის მტკიცებით, სოფელ ვეჯინის 27-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ირაკლი კობახიძე - არჩევნებზე აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება. თამარ ჩუგოშვილი - არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, რაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. თამარ ჩუგოშვილი - კერძო კომპანიები, რომლებიც რეგიონების მიმართულებით სატრანსპორტო გადაყვანას უზრუნველყოფს, ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და ამ მხრივ პრობლემა არავის შექმნია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - გარდაბნის 21-ე საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - 12 საათის მონაცემებით. კახა კალაძე - ხმა მივეცი ბოროტების და ძალადობის წინააღმდეგ. თბილისში, მესამე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. თამარ ჩუგოშვილი - ამომრჩეველთა მობილიზაციაში უკანონო არაფერია - საარჩევნო უბნის გარეთ მობილიზაცია და აგიტაციაც კანონით დაშვებული ქმედებაა. ბიძინა ივანიშვილი - არჩევანი გავაკეთე ღირსების და სამართლიანობის სასარგებლოდ, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს და ძალადობას. ცესკო - დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას. ბიძინა ივანიშვილი - უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან - სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული. „სამართლიანი არჩევნები” - ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 10, ხოლო საოლქო კომისიებში - 5 საჩივარი დააფიქსირეს. ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროცედურულ დარღვევებზე ორი საჩივარი დაიწერა. რუსთავის #39-ე საარჩევნო უბანზე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი ხმის მიცემას კიდევ ერთხელ ცდილობდა. ბიძინა ივანიშვილი - რა თქმა უნდა, ექსცესების მცდელობები იქნება, მისგან, ვისი ხელწერაც ეს არის. გურჯაანში, სოფელ ჭანდრის 45-ე საარჩევნო კომისიიდან ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიციის ჩარევით გაიყვანეს. ილია მეორე - ხმა მივეცით საქართველოს მთლიანობას - საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ირმა ნადირაშვილი - ინფორმაცია გვაქვს, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, ძმები გულორდავები ზუგდიდში ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ, იგივე ხდება წყნეთში. გორის საოლქო კომისიის მონაცემებით, 12 საათისთვის, ამომრჩეველთა 18.76%-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი - 2 საათის მონაცემებით. ირაკლი ღარიბაშვილი - შედეგები, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, მოულოდნელი იყო, თუმცა საბოლოოდ უნდა ეთქვას უარი მოძალადე რეჟიმს. საია - „ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ზაალ უდუმაშვილი - ვაკეში ჩვენს დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხარაგაულში ოპოზიციამ უბანზე არასაკმარისი ბიულეტენების გამო საჩივარი დაწერა. დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელოვნური აჟიოტაჟი შედეგს არ გამოიღებს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი - ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის გამო ჩემი უბნიდან გაძევება უნდოდათ. ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე - კარგი ამინდია, არასამუშაო დღეა და ვსეირნობ - არაფერს ვამოწმებ, არც კომისიის წევრებთან მაქვს კომუნიკაცია. ქუთაისის მერი - ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. თამარ ჩუგოშვილი - არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში დაბალი აქტივობა იქნება. ქუთაისში „ნაცმოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 34,44%-მა დააფიქსირა. მამუკა მდინარაძე - აბაშაში მძიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, როცა საკრებულოს წევრი ხმის მიცემის კაბინაში ამომრჩეველს შეჰყვა. მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საზოგადოება მოატყუოს, თითქოს გარკვეული პირები ხმის მიცემას ყალბი პირადობის მოწმობებით ცდილობდნენ. დავით ჯანდიერი - კენჭისყრა ტოტალური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი აქტივობა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ამომრჩეველი ბოროტებას უარს ეტყვის. ირაკლი კობახიძე - ნათლად ჩანს, რომ სისტემური დანაშაულია, რაც დაგეგმილი იყო „ნაცმოძრაობის“ რუსთავის ოფისში. გიორგი გახარია - არჩევნებთან დაკავშირებით ამ მომენტისთვის უკვე აღძრულია 6 სისხლის სამართლის საქმე. ირაკლი კობახიძე - საზოგადოება ხედავს რას წარმოადგენს გრიგოლ ვაშაძე - მას ქართული საზოგადოება პასუხს დღეს გასცემს. მამუკა მდინარაძე - ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაცმოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ 300 ათასი ხმით. 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31% პროცენტი შეადგინა.

      პრემიერის ტრიბუნა - მამუკა ბახტაძე - განათლების სექტორი უნდა გახდეს დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში, ისე, რომ მას ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი მშპ-ში. ქართული ჯარი არის ყველაზე ფასეული ინსტიტუტი და ბინძურ კამპანიაში მისი შემოყვანის მცდელობა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

      ოქრუაშვილის ინტერვიუ - ირაკლი ოქრუაშვილი - მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილს მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვნიდნენ მეთევზეები. მირჩევნია ახალაია და მერაბიშვილი ახლოს ვნახო, როგორც პირადი მტრები და ისე გავცე პასუხი, ვიდრე სადღაც ციხეში ისხდნენ და სეირის მაყურებელი ვიყო. სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან, რომლებსაც მისი მმართველობის დროს ცხოვრება დაენგრათ. ჩვენ ივანიშვილმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ დღეს იძულებულები ვართ, ვაშაძეს მივცეთ ხმა. „ქართული ოცნება“ არათუ ვერ აშენებს, რაც იყო შექმნილი, იმასაც კი შლის. მთავარი პრობლემა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეშია, ვინაიდან ის აცდენილია რეალობას. დღეს სააკაშვილი არა საფრთხე, არამედ საფრთხობელაა. მირჩევნია ახალაია და მერაბიშვილი ახლოს ვნახო, როგორც პირადი მტრები და ისე გავცე პასუხი, ვიდრე სადღაც ციხეში ისხდნენ და სეირის მაყურებელი ვიყო.

      აკადემიური ცენტრი - მიხეილ ბატიაშვილი - უდიდესი აღიარებაა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გაიხსნება.

საზღვარგარეთულები:

      გაუქმებული შეხვედრა - დონალდ ტრამპმა, ქერჩის სრუტეში მომხდარის გამო, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესაძლოა, გააუქმოს. ვლადიმერ პუტინი - აშშ-მა უარი უნდა თქვას ცალმხრივი სანქციების პოლიტიკაზე და შეხების წერტილები გამოძებნოს.

      ზრდილობიანი თხოვნა - პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს - გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან!.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 281

ტეგები: qwellynews, არჩევნები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

Giorgi: ნოემბერი 28, 2018||6:46pm

#qwellynews: თუკი არჩენვების პირველ ტურში ამომრჩეველთა 46.74%-მა მიიღო მონაწილეობა, მეორე ტურზე, საღამოს ექვსი საათისთვის ეს რიცხვი - 47.31%-ია.

Giorgi: ნოემბერი 28, 2018||8:13pm

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი #qwellynews

ეგზიტპოლის შედეგებით:

იმედი - GALLUP - სალომე ზურაბიშვილი - 58%, გრიგოლ ვაშაძე - 42%

რუსთავი 2 - Edison Research - სალომე ზურაბიშვილი - 55%, გრიგოლ ვაშაძე - 45%

Giorgi: ნოემბერი 28, 2018||8:14pm

#qwellynews: საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია - სალომე ზურაბიშვილი;

ეგზიტპოლის შედეგებით:

  • იმედი - GALLUP - სალომე ზურაბიშვილი - 58%, გრიგოლ ვაშაძე - 42%
  • რუსთავი 2 - Edison Research - სალომე ზურაბიშვილი - 55%, გრიგოლ ვაშაძე - 45%
ლაშა: ნოემბერი 28, 2018||10:30pm

დამარცხებულებს არ ინდობენ )) 

Giorgi: ნოემბერი 29, 2018||12:54am

#qwellynews: შედეგები ხმების 55%-ის მიხედვით:

N5 - გრიგოლ ვაშაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 396217 ხმა (41.76 %)
N48 - სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი - 552666 ხმა (58.24 %)

Giorgi: ნოემბერი 29, 2018||9:35am

#qwellynews: შედეგები ხმების 99.78%-ის მიხედვით:

N5 - გრიგოლ ვაშაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 778 464 ხმა (40.45 %)
N48 - სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი - 1 146 248 ხმა (59.55 %)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters