ადრე უკევ დავწერე, როცა ევროპელები მოდიან, მთელი დღე მათია მეთქი. ამჯერადაც ასე იყო. დღეს კიდევ ერთხელ გვეწვია შარლ მიშელი და მთელი დღეს მის გარშემო დატრიალდებოდა, რომ არა კიდევ ორი უცხოელი სტუმარი - ორი პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის. ეს ყველანი ბათუმში შიკრიბდნენ სამიტზე და დღის მთავარი ამბები მთლიანად მათ დაისაკუთრეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1076 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 19 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 18 194 ტესტი ჩატარდა. 15 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

      შერიგების დესპანი - სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი პროგრესისა და განვითარებისათვის და ყველა გამოწვევის მიუხედავად, ეს გზავნილი უცვლელია. ლევან იოსელიანი ელის, რომ შარლ მიშელის გზავნილები „ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იქნება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით“. შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბ ჯაფარიძე - კოვიდზე ტესტი დადებითია და მიშელთან შეხვედრას ვერ დავესწრები - მიშელის მცდელობა, ხელახლა დაუბრუნდეს ოპოზიცია მოლაპარაკებებს ისე, რომ „ოცნებამ“ წინა „გადაგდებისთვის“ ფასი არ გადაიხადოს, შეცდომა იქნება. გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია - ამაზე მექნება შარლ მიშელთან მსჯელობა. სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომელსაც ჰქვია მიშელის დოკუმენტი. ბადრი ჯაფარიძე - ვისაუბრებთ მიშელის შეთანხმების განხორციელების პროცესზე, იმაზე, თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ. სალომე სამადაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტში მომხდარი ინციდენტით ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე ისაუბრებს იმაზე, რომ არ სრულდება შეთანხმება, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობა ეხება. ვახტანგ მეგრელიშვილი - მიშელის დოკუმენტის შესრულება ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს და მთელი თამაში მდგომარეობს იმაში, რომ ეს ერთმანეთს დავაბრალოთ. ალეკო ელისაშვილი - ვისაც არ ეზარება, 19 აპრილის შეთანხმებას ყველა არღვევს. ხათუნა სამნიძე - კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. დავით ზალკალიანი - იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონშია, დღევანდელი დისკუსია იქნება მიმართული იქითკენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით. ბათუმის „შერატონში“ შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შედგა. ვახტანგ მეგრელიშვილი - შარლ მიშელს ვეწუწუნე „ნაცმოძრაობაზე“ და „ქართულ ოცნებაზე“. საბა ბუაძე - პირდაპირ ქმედებას ველოდები, არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს მიშელის განცხადებები რბილი იქნება. რომან გოცირიძე - ვერ გამოვლენ ასე მშრალად - გომელაურს მოუწევს მოსვლა, მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა, მოუწევს გადადგომა. ხატია დეკანოიძე - შარლ მიშელი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დიდ შეშფოთებას გამოხატავს, ისევე როგორც ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით. ნათია მეზვრიშვილი - შარლ მიშელის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა შეთანხმების მიმართ ერთგულება და ინტერესი. გიორგი ვაშაძე - შარლ მიშელმა თქვა, რომ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და გაცილებით მკაცრი იქნება მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ. ლევან იოსელიანი - შარლ მიშელთან შეხვედრაზე სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელთან გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებაზე, რომელიც უარს ამბობს ევროპულ მომავალზე, ზეწოლის მექანიზმები უნდა გაძლიერდეს. ბადრი ჯაფარიძე - იმედი გვაქვს, შარლ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება შეასრულოს ყველა პირობა. ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის სურვილია, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, ამას არც მიშელთან ჩივილი უშველის და არც არავისთან. ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ - მას ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის მისიით არჩევნებზე. მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება - ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც შარლ მიშელს გავუზიარეთ და ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს. შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობები სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. შარლ მიშელი - 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი, პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი არის უმთავრესი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს - ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა. მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და წინაპირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების. კმაყოფილი ვარ, რადგან შეთანხმების ყველა ხელმომწერი ერთგული რჩება შესრულდეს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო ასახული. მედიის წარმომადგენლები შარლ მიშელს - უნდა იცოდეთ, რომ ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერია, საფრთხის ქვეშ არის ყველა ჟურნალისტისა და მოქალაქის სიცოცხლე, ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი. შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ინდრეკ კანნიკი - რაც მოხდა და ხდება თბილისის ქუჩებში, არ გამიკვირდება, რომ ამ მოვლენების განვითარებაში რუსეთის ხელი აღმოჩნდეს.

      ბათუმის სამიტის სტუმრები - ვლადიმირ ზელენსკი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა. მოლდოვის პრეზიდენტი - ბათუმში შეხვედრაზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, ერთად უფრო ძლიერები ვართ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“, სადაც საერთაშორისო კონფერენცია უნდა გაიხსნას, ჟურნალისტები, არასამთავრობოების წევრები და პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. პრემიერი - ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ. ევროკავშირი და აშშ იყვნენ სამაგალითო პარტნიორები ჩვენი უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით - ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით. 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისთვის ვემზადებით, რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს, ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს - ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში. დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ვლადიმირ ზელენსკი - ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს - სამივე ქვეყანა - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში. პრეზიდენტი - საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი - ეს არის საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში - ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველ თვე მივდივარ - ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ სურვილი, რომ ეს გზა ტრიომ ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ და სრულ, ევროპულ ინტეგრაციას მივაღწიოთ. მოლდოვას პრეზიდენტი - კრიზისებმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ მოლდოვა ჩაითრია - ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან და საჯარო მოხელეებისგან. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულმა ტრიომ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი. მაია სანდუ ასოცირებულ ტრიოზე - გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით, ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო. შარლ მიშელი ასოცირებულ ტრიოს - მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი.

      ანგარიში პარლამენტს - მარიამ ქვრივიშვილი - ივლისის მონაცემებით, შევძელით და აღვადგინეთ პირდაპირი ავიამიმართულებების 72%. შიდა ტურიზმი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა კოვიდ-პანდემიის დროს. კერძო სექტორის თხოვნით და რეისებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, მესტიაში შიდა ფრენების რაოდენობა 3-დან 5-მდე გაიზარდა.

      ჯანდაცვის მინისტრმა კელი დეგნანთან შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან ვაქცინაციის დონაციის საკითხი განიხილა.

      ამოიღლიავება - ალეკო ელისაშვილი - დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, „ამოიჩარა“ თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა. შალვა პაპუაშვილი - თუ რამე იყო ძალადობა, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან მიჭრა და ორ მანდატურთან ჭიდაობა - ამ მიჭრის, ჭიდაობის და დაუმორჩილებლობის აღკვეთა ძალადობა არ არის. გიგი წერეთელი - გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ პარლამენტს არათუ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს, არამედ პრაქტიკულად უფუნქციოა. თამარ კორძაია - თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს - მოვუწოდებთ ეთიკის კომისიას, განიხილოს ეს საკითხი. ანა ნაცვლიშვილი - სასესიო დარბაზში ქალი დეპუტატების მიმართ განხორციელებული არანორმალური მოქმედებები უნდა გახდეს შეფასების საგანი, როგორც ეთიკის საბჭოს, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდან. ვახტანგ მეგრელიშვილი - ყველაზე მეტად ვის აწყობდა, რომ შს მინისტრისთვის არ მოგვესმინა? - „ქართულ ოცნებას“ და თავად მინისტრს, ვინ დაეხმარა, რომ თავიდან აერიდებინა კითხვები? - „ნაციონალური მოძრაობა“.

      ადამ კინზინგერი - ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო.

      დილის შეწყალება - უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. მიხეილ სააკაშვილი - ზელენსკის თვითმფრინავი მხოლოდ მას შემდეგ გამოფრინდა, რაც მეზღვაურების და ბატურინის გათავისუფლება დაუდასტურეს - საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი მეზღვაურებისა და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალების აქტი 17 ივლისს, ვლადიმირ ზელენსკისთან შეთანხმების საფუძველზე გამოსცა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - რუსეთში კორონავირუსის 24 633 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 719 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 171

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters