ვაქცინაცია ისეთ ძალებს იკრებს, რომ მალე ყველა აიცრება, ან ვინც არ აიცრება, მარგინალიზდება. ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, სხვა მიმართულებებიც მრავლად იყო - თავდაცვის მინისტრის გამოსვლა, მერე ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის საპარლამენტო ამბები, ასევე ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია და კალაძის წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, ბოკუჩავას და პაპუაშვილის ამბებიც განიხილებოდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 22 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა. თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“ მოვიცვათ მოსახლეობა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში და სოფლის დონეზეც. ჯერჯერობით ახალი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე - „ფაიზერი“ საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს და გვიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი. ზაზა წერეთელი - მსოფლიოში კორონავირუსის „ლამბდა შტამის“ 700 შემთხვევაა დაფიქსირებული და ის ძირითადად სამხრეთ ამერიკაში ფიქსირდება. თენგიზ ცერცვაძე - თუ დაახლოებით 3000-მდე შემთხვევა იქნება და მეტი არა, მაშინ კლინიკური სექტორი გაუძლებს, შემდეგ გადაძაბვა მოხდება. უკვე გაჩნდა კვლევები, რომ კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურიც კი არის. ცერცვაძე „ლამბდა“ შტამზე - ამბობენ, რომ „ინდურ შტამზე” არანაკლებ საშიშია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი - საქართველოში აცრილთაგან 67% ქალია და 33% მამაკაცი. ერთადერთი, რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, არ მინდა, სიტყვა „ჩავარდნა“ გამოვიყენო. გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში „ლოკდაუნის“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას. ივანე ჩხაიძე - ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება - მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით. აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.

      ქვეყნის მთლიანობის მცველი მინისტრი - თავდაცვის მინისტრი - მოსალოდნელია, რომ რუსეთი გააგრძელებს „ბორდერიზაციას“, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას ეროვნული თანხმობის შერყევისა და პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გაწიეთ. ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს. განვითარების გეგმა თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. პრემიერი - შემდგომ წლებში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების გაძლიერებას. შემუშავებული გვაქვს 5 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება - ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობები. მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. მინისტრი კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა პრემიერმა 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა - რამდენი ხანი შეიძლება ეს კითხვა დაისვას, როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს?

      მინისტრი ფინანსების სამარტავად - გიორგი კაკაურიძე - ვაქცინაციისთვის ბიუჯეტში 150 000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული, რითაც 3.800 000 დოზა ვაქცინის შეძენაა შესაძლებელი. სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - თუ დავკარგეთ მაკროფინანსური დახმარება, მისი დაბრუნება-აღდგენის შანსი რეალურად აღარ გვექნება. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ყურძნის სუბსიდირება განახევრდება, კიდევ ერთ წელში კი, სახელმწიფო ყურძენს საერთოდ აღარ დაასუბსიდირებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე - დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის თითოეული მონაწილე სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ. ირაკლი კოვზანაძე - წლიდან წლამდე ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს, წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი გადახრით გვაქვს შედეგი. გიორგი კაკაურიძე - 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნის - ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობისა და პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად. გიორგი კაკაურიძე - თუ ვაქცინაცია არ წავა მაღალი ტემპით, მივიღებთ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით, დაახლოებით, მილიარდნახევრის ზარალის მომტანია.

      არჩევნების მთვლელი თავმჯდომარე და კანდიდატურა - ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ წინასაარჩევნო კაპიტულაცია გამოაცხადა, თავადაც ამბობენ, რომ კალაძეს ვერ მოუგებენ - ხანდახან აქვთ ასეთი ობიექტური შეფასებები. ანა ნაცვლიშვილი - ცესკო-ს კანდიდატებს ნდობა ვერ ექნებათ, რადგან ისინი მოდიან რეპუტაციაშერყეული სისტემის შიგნიდან. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ ძალიან სუსტი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თავი აარიდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ფართო კონსენსუსით დამტკიცებას. ოპოზიცია თვითონვე ამბობს და ჩვენც ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს, რომ ოპოზიციას გაუჭირდება კახა კალაძის კონკურენტული კანდიდატის შერჩევა. მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია დესტრუქციას აპირებს და არ უჭერს მხარს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებთან დაკავშირებითაც არგუმენტი არ აქვთ. კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შრომით, საქმიანობით და განხორციელებული პროექტებით უკან დაგიბრუნოთ ის სიყვარული, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ. კახა კალაძე - ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება - „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება და არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება, იმედია, შემდეგ წრეზე, ოპონენტები ცესკო-ს ამ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ და 2/3-ით იქნებიან არჩეულნი. პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი პროფესიონალი წევრის 100 ხმით არჩევა კვლავ ვერ შეძლო. ლევან ხაბეიშვილი - მითხარით, რა მივიღეთ დედაქალაქში 4 მილიარდის და მოგიყვებით, რა მიიღო კალაძემ, დისერტაციას დავიცავ - არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი - „ადნაკლასნიკებსა“ და „ფეისბუქს“, „მოსკვიჩსა“ და „მერსედესს“ შორის.

      დეპარტამენტის ტექსტები - სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიზი პირდაპირი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ინვესტირება მიზანშეწონილი არ არის. გივი მიქანაძე - აშშ-სთვის ინფორმაციების მიწოდება იმ არგუმენტების გამოკლებით ხდება, რაზეც დასაბუთებული პოზიცია გვაქვს და აქედან გამომდინარე, ძალიან გასაკვირ განცხადებებს ვიღებთ. ბადრი ჯაფარიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის კიდევ ერთი შეგონება მმართველი ძალის მიმართ, რომ მათი ნაბიჯები ანგრევს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს. გიგი წერეთელი - საქართველო შევიდა ძალიან მძიმე ფაზაში, როცა ყოველდღიურად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან ვისმენთ ძალიან ნეგატიურ შეფასებებს. გიორგი ვაშაძე - საქართველოში მართლმსაჯულება მიტაცებული აქვს „კლანს“ და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. დავით ზალკალიანი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, ჩვენი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად. ნათია თურნავა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას.

      პარლამენტის რთულილ ამბები - არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები კახა კუჭავას მიმართავენ, ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები დაგმოს. ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარეს - ქალზე ძალადობა არ შეიძლება, ასწავლეთ და უთხარით თქვენი უმრავლესობის წევრებს, ბატონო კახა. შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს - სპიკერატის ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ახტომა, რუსეთის ჰიმნის ჩართვა, ეს არათუ საპარლამენტო პროტესტია, ეს არის უმსგავსობა. ნინო წილოსანი ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის ეთიკის საბჭოს ფორმატში განხილვას სთავაზობს. ანრი ოხანაშვილი - პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. მამუკა მდინარაძე - სასაცილო მდგომარეობაა, რომ თურმე სხდომათა დარბაზში მაგიდაზე შეხტომა მორალური, მისი აღკვეთა კი ამორალური საქციელი ყოფილა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, შალვა პაპუაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია. კახა კუჭავა „უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმს“ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ირაკლი ქადაგიშვილი ხატია დეკანოიძეს - „ნაციონალური მოძრაობის“ კაცები რომ ამ ქალებს წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია? - ყელში ამომივიდა. შალვა პაპუაშვილი - ჩემი მხრიდან იყო არათუ ძალადობა, არამედ თინა ბოკუჩავასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა. ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავაზე - შეიძლება საღებავი შეესხა, საწამლავი დაესხა - შალვა პაპუაშვილმა დაიცვა პარლამენტის თავმჯდომარე. სალომე სამადაშვილი - კონსტიტუციის დარღვევაა, რომ დღეს შს მინისტრი პარლამენტში არ არის - სრულიად არაადეკვატურია, რომ დღევანდელი სხდომა გომელაურის მოსმენით არ დაიწყო. კახა კუჭავა მედიას - ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე და თქვენი ქმედებებით, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს. ხათუნა სამნიძე - დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ არ გსურდათ ვახტანგ გომელაურისთვის კრიტიკული კითხვები დაგვესვა. კახა კუჭავა - გვქონდა შემთხვევა, როცა შემოსულები შეეცადნენ დარბაზის ბლოკირებას და შემოიჭრნენ კიდეც დარბაზში - ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, რომ ავამოქმედო უსაფრთხოების ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის სხდომის ჩატარებას. მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას - ძალიან წესიერი ადამიანები ვართ, ოჯახში გაზრდილი და ნუ გვასწავლით იმას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან - გელოდებით არჩევნებზე! ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - კლანი არსებობს, რომელიც სასამართლოს კლანური და არაკანონიერი წესით მართავს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ენტონი ფაუჩი ვაქცინირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, დახურულ სივრცეებში პირბადე ატარონ. ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსი კიდევ ორ სპორტსმენს დაუდასტურდა. კვლევა - „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 24 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 796 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ანგელა მერკელი - ყოველი ვაქცინაცია ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დაბრუნებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. Bloomberg - ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 45%, აშშ-ში 48%, დიდ ბრიტანეთში კი 54%.

      ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე საქართველოში ყოფილი ელჩი წარადგინა.

      ჩინეთში წყალდიდობის გამო ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული, დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა.

      რუსული მედია - რუსეთი უკრაინას სტრასბურგის სასამართლოში უჩივის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 166

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters