რეფორმები ორი ფლანგი, ამერიკული დახმარება და საზღვრების გახსის შესაძლებლობა

      სულ მალე, ოპოზიცია სრულად პარლამენტარი გახდება და მისი დიდი თუ მცირე ჯგუფები, სადეპუტატო სავარძლებს მოირგებენ, ჯერ კიდევ განხილვებია. ეს ერთი, ვიწრო თემაა დღევანდელი დღიდან. დღეს ასევე ორი რეფორმა განიხილებოდა, საარჩევნო და სასამართლო. აქაც ოპოზიციას თავისი პრეტენზიები აქვს. გამოზაფხულებულმა ამინდმა თუ თავი მოგაბეზრათ, აგერ, სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. დოლარმაც დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3056 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 25 564 ტესტი ჩატარდა. 29 პაციენტი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 285 ფაქტი გამოავლინა. ჩინურ ვაქცინა „სინოვაკზე“ ამ დროისთვის 3 900 ადამიანია დარეგისტრირებული. პაატა იმნაძე - სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება. ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ -ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ბევრი თბილისელი წავიდა და ხულოში, სამეგრელოს რეგიონებში აიცრა, შეიძლება ჩვენმა აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი. არჩილ თალაკვაძე - ვაქცინებზე წვდომის გაზრდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მხრიდან პროცესის გააქტიურება პირდაპირ აისახება ეპიდვითარებაზე და ეკონომიკურ აქტივობაზე. თენგიზ ცერცვაძე - თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, როცა პირბადეს არ ატარებს და რეგულაციებს არ იცავს, გარდაცვალების შემთხვევებზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებს. კოვიდგადატანილთა დაახლოებით ნახევარზე მეტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი: სისუსტე, კუნთების ტკივილი, დაღლილობა - ასეთმა პაციენტებმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართონ. კორონავირუსით გარდაცვალების მთავარ მიზეზად რჩება ექიმებისადმი დაგვიანებული მიმართვა - ტესტირებას იკეთებენ დროულად, მაგრამ არ ჩქარობენ ექიმთან მისვლას.

      სასამრთლო რეფორმა - ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით NGO-ების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. ანა ნაცვლიშვილი - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განიცადოს არსებითი რეფორმა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიშელის დოკუმენტში კი არა, კონსტიტუციაში ჩაწერილი საკითხების ამობრუნებასაც არ ერიდებიან. გურამ მაჭარაშვილი - მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პარტიებში შეიძლება სუბიექტური შეხედულებები არსებობდეს და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს პარტნიორებსაც იდენტური მოსაზრებები აქვთ. ალუდა ღუდუშაური - რას ნიშნავს მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე ინსტიტუციაში გადაწყვეტილებებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს? - ეს ნიშნავს, რომ ოპონენტებს სამართლებრივი საფუძვლები კარგად არ ესმით. ბადრი ჯაფარიძე - ვიდრე ჩვენ რეფორმებზე არ ვიმსჯელებთ, 26 მაისს დანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია უნდა გადაიდოს. სისხლის სამართალწარმოების პროცესში აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების მიზნით შეხვედრა გაიმართა.

      საარჩევნო რეფორმა - გურამ მაჭარაშვილი - ვიდრე "ნაცმოძრაობა" ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე შევჯერდით. ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები „გააძვრინოს“. კომიტეტებსა და საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა კვოტები იცვლება. ლევან ბეჟაშვილი - "ოცნება" იგნორირებას უკეთებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას და სხვა არასაპარლამენტო პარტიებს და მათი ჩართულობის გარეშე ხდება „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობა. პაატა მანჯგალაძე - არასწორია შეფასება, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ცუდია და არაფრად ვარგა. კახა კუკავა - მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნებზე ბიომეტრიული ვერიფიკაცია მოხდეს, ამის გარეშე „კარუსელებს“ ვერ მოვერევით. თინა ბოკუჩავას განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობა“ აპირებს, რომ საკუთარი ხედვა გაგზავნოს ვენეციის კომისიაში. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უბნების საერთო რაოდენობის 10% გადაითვლება. საჩივრის შეტანის ვადები იზრდება, ამასთანავე საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის წესიც იცვლება. კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება. ანა ნაცვლიშვილი - 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი იქნება ცესკო-ში, ოლქში და უბანზეც - კანონპროექტში არაფერი არის იმის დასაზღვევად, რომ ეს ადამიანები რეალურად იქნებიან პროფესიულები. იაგო ხვიჩია - პარტიებისთვის რთული იქნება ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც ვენდობით და შემდეგ ვთხოვოთ, რომ ტრენინგი გაიაროს, ასეთი ადამიანი ფაქტობრივად ვერ გვეყოლება, ვერ ვიპოვით. ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფოსტალიონის როლში, უნდა ჰქონდეს პირადი პასუხისმგებლობა მის მიერ წარდგენილ ცესკო-ს პროფესიული წევრების სიაზე.

      ამერიკის დახმარება - ირაკლი ღარიბაშვილი - USAID პირველ ეტაპზე, დაახლოებით 67 მლნ დოლარის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ დოლარამდე გაზრდა. კელი დეგნანი - აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეიქმნას შესაძლებლობები, რომელიც გამოწვევებს დაძლევს. USAID საქართველოსთვის 330 მლნ დოლარამდე თანხის გამოყოფის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ლაშა ხუციშვილი - აშშ-სთან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება.

      ჯარის დაბრუნება - ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო. ქართული კონტინგენტი ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა.

      ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკური აქტივობის აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს.

      კარლ ჰარცელი - ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მრავალი წელია მუშაობს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის განვითარების საკითხზე. განათლება ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, ამასთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. ძალიან კარგ ნიშნად ვთვლი იმას, რომ გვაქვს საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც ერთობლივად შემუშავდა სხვადასხვა პარტიის მიერ.

      სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას სატელეფონო ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

      კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო” - ერთადერთი ფაქტორი, რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - რუსეთში კორონავირუსის 8 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 378 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ვაქცინირებულ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის ნებას დართავს. მსოფლიოში კორონავირუსით დღემდე 166 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 147 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

      ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზას ოპერაციის მიზნები არაჩვეულებრივად იქნა მიღწეული. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, სამხედრო გამარჯვება ხელიდან გაშვებულ დიპლომატიურ შესაძლებლობად არ გადააქციოს. იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 88

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters