ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. დოლარმაც დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3126 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 598 ტესტი ჩატარდა. 17 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ივნისის შუა რიცხვებიდან 43 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ მიიღებს, ივნისის ბოლოსკენ კი ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ შემოტანის პროცესი დაიწყება. პაატა იმნაძე - საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ნაკლებად სავარაუდოა.

      ანტიჰესური აქცია - მიხეილ სარჯველაძე - ქალაქის ბლოკირება და პარალიზება არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც რომელიმე მომიტინგეს შეიძლება გააჩნდეს. ვახტანგ ძაბირაძე “რიონის ხეობის მცველებზე“ - საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა, ხალხს დესტაბილიზაცია და არეულობა აფრთხობს - იმედია ამ ახალგაზრდებს ეს ესმით. ირაკლი ღარიბაშვილი - ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი - ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს, გვექნება შესაბამისი რეაგირება. ვარლამ გოლეთიანი პრემიერის განცხადებაზე - საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები” და გვინდა ქვეყნის 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია. კახა კუჭავა - აქციის მონაწილეთა გარკვეული მოწოდებები აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია, თუმცა ულტიმატუმების ენით საუბარი არ წაადგება საქმეს. ირაკლი ღარიბაშვილი - გვახსოვს 90-იანი წლები, როცა ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის - შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა. ვარლამ გოლეთიანი - ქუჩები აუცილებლად გადაიკეტება. არლამენტის თავმჯდომარე დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართონ. დავიწყებთ მსვლელობას „მშრალი ხიდის“ მიმართულებით, გადაიკეტება მოძრაობა. ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას. რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „რიონის ხეობის მცველები“ იმყოფებიან, ალექსანდრე ფალავანდიშვილსა და ზურა ბერძენიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხათუნა სამნიძე - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შეკითხვებს პასუხი გასცეს. ნათია თურნავა - ყველა ვმუშაობთ, რომ სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, რომლის განმტკიცების ერთ-ერთი საფუძველი არის ძლიერი და დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემა. გურამ მაჭარაშვილი - ეჭვები ჩნდება, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს. ანა დოლიძე „ნამახვანჰესზე“- გამოსავალი არის მორატორიუმი და მედიაციის პროცესის დაწყება. „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. გია ვოლსკი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე - ამ აქციების ორგანიზატორებს კონსენსუსამდე მისვლის დიდი სურვილი არ გააჩნიათ. კახა კალაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე - ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა. ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“ - ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია შესწავლილი იქნება. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ბექა დავითულიანი - „ნამახვანჰესზე“ სხვა 75 ჰესის ბედია დამოკიდებული და ამის ჩაშლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას ნიშნავს. ნათია თურნავა - მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს. კახა კუჭავა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე - ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებზე“ - შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა - უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე ვესაუბროთ. არჩილ თალაკვაძე - გზების გადაკეტვა, დედაქალაქის პარალიზება, ვთვლი, რომ არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები. კელი დეგნანი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე - მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა. სოზარ სუბარი - თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ, მაგრამ არც იმას გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები.

      ოპოზიცია გარე შეხვედრებით - დავით სერგეენკო - ნიკა მელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს. სალომე სამადაშვილი - კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა" შემოვა პარლამენტში, რადგან მოგვეცემა შესაძლებლობა, შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე. პრემიერი - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, პარლამენტში შევა თუ არა, ეს მათთვის თანაბრად პრობლემურია. რამაზ საყვარელიძე - პოზიცია, „თუ ხელისუფლება არ გადადგება და არ შეასრულებს იმას, რასაც ვამბობთ, დავანგრევთ მთელ ქვეყანას“, აჩენს ეჭვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივია. ნათია თურნავა - სააკაშვილი ყველაზე უპასუხისმგებლო ძალის ლიდერია - ისინი მზად არიან ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს. ნიკა მელია - შეხვედრებზე მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, რომელიც გულისხმობს, რა გეგმით ვუპირისპირებთ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი რესურსი ამოწურა. ყველას მივესალმები საარჩევნო პროცესში, იქნება ბატონი გახარია? კი ბატონო, იყოს, იქნება ბატონი ვასაძე? იყოს - საერთოდ არ ვაპირებ არც დაგმობას და არც მათთან ბრძოლას. ბატონ ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი.

      ამნისტიაზე შეჯერება - მიხეილ სარჯველაძე - ლოგიკური იქნება თუ შევჯერდებით ამნისტიის ერთ პროექტზე და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების" მიერ. პარლამენტში 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტების განხილვა მიმდინარეობდა. ანა ნაცვლიშვილი - ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არსებობს ნულოვანი შანსი, რომ პოზიციები შეჯერდეს. ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდანაა შემუშავებული, არ ასახავს იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი. ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს. ანა ბუჩუკური - გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს - ის ყველა საკითხს, რაზეც შეიძლება კითხვები იყოს საზოგადოებაში, უპასუხებს. ანრი ოხანაშვილი - თუ ვთანხმდებით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი არ მივიღოთ, კი ბატონო - ეს ამნისტია „ქართული ოცნების“ ინიციატივა არ ყოფილა. კახა კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და საბოლოოდ ამნისტიის შესახებ საერთო კანონპროექტზე შეჯერდებიან. პარლამენტში ამნისტიის შესახებ პროექტის განხილვისას ალუდა ღუდუშაური და ლევან სამუშია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნიკა მელია ამნისტიაზე - ყველაფერი, რაც არაგონივრული იქნება, ძალიან ძვირი, დამატებითი პოლიტიკური ფასის გადახდის წინაშე დააყენებს ხელისუფლებას. ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია - ჯერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამ შეთანხმებიდან გასვლა სურთ.

      გაუყიდავი დოქები - ნათია თურნავა „რიყის დოქებზე“ - თანხა, რაც ის დაუჯდა ბიუჯეტს, შორსაა იმ საბაზრო ფასისგან, რომელიც მასში შეიძლება დღეს გადაიხადოს ინვესტორმა, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას პოტენციურ ინვესტორებთან.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა. სინგაპურში კორონავირუსის „ჩასასუნთქი ტესტი“ დაამტკიცეს. Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 29.1 მილიონ ადამიანს უტარდება. ჯანმო-ს გენერალური დირექტორი - მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ „სკანდალური უთანასწორობაა“, დოზების 75% -ზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის. ნუ დავუშვებთ შეცდომას: ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც მსოფლიო პანდემიის საფრთხის წინაშეა.

      მინსკის გამბედაობა და გამოხმაურება - მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ენტონი ბლინკენი - აშშ მკაცრად გმობს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. სალომე სამადაშვილი - მივმართავ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, ადეკვატური განცხადება გააკეთოს ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით - პარლამენტმა უნდა განიხილოს რეზოლუციის მიღებაც. კახა გოგოლაშვილი - საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსს ფაქტობრივად მადლობა გადაუხადა, რომ საერთოდ მთელი თვითმფრინავი არ დააკავეს და ციხეში არ გაუშვეს. ბელარუსის საგარეო უწყება - დასავლეთი Ryanair-თან დაკავშირებული ინციდენტის პოლიტიზირებას ახდენს. მარია ზახაროვა - შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას „შოკისმომგვრელს“ უწოდებს. შარლ მიშელი - ის, რაც ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია - საჭიროა ძლიერი პასუხი. კახა კუჭავა Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებაზე - სამოქალაქო რეისის იძულებითი დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს. სალომე ზურაბიშვილი - მიუღებელია „რაინეარის“ რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება, ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია. ევროკავშირი ბელარუსს სამი მილიარდი ევროს მოცულობის საინვესტიციო პაკეტს გაუყინავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 94

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters