წლევანდელი ბოლო ზარიც დაირეკა და ცეკოს და გამოძიება კვლა აქტუალურია

      არაფრით გამორჩეული და არაფრით საინტერესო დღეები მიეწყო ერთმანეთს. წყნარი, ნაადრევად მოსული ცხელი ზაფხულის კიდევ ერთი დღე დასრულდა მშვიდად. მშვიდს ვამბობ და ჩვენს ქვეყანას ვგულისხმობ, თორემ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა კი არა, ომი და საშინლებაა. ცვენთან მთავარი ამბავი იყო ცესკოს დაკომპლექტება და საგამოძიებო კომისია, რომელიც შარშანდელ არჩევნებს იძიებს, როცა კარს კიდევ ერთი არჩევნებია მომდგარი. დღეს ბოლოზარების დღეა. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3537 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 032 ტესტი ჩატარდა. 21 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 467 ფაქტი გამოავლინა. ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელიდან ჩამოსულმა სამედიცინო მკვლევარებმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს. საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

      ცესკოს დაკომპლექტება - „ლელომ“ ცესკო-ში წევრი წარადგინა. ნიკა სიმონიშვილი - განცხადება, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მანიპულაციის შესაძლებლობას არ დატოვებს, არასწორი და გადაჭარბებულია. ანა ნაცვლიშვილი - სულ რაღაც 5 თვეში ახალი ტესტი ელოდება საარჩევნო სისტემას, ამიტომ მთავარი ამოცანაა, რეფორმამ ნდობა მოიტანოს სისტემის მიმართ. ბადრი ჯაფარიძე - თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს, არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია, რადგან 10 ახალი წევრი დაინიშნება. გიორგი ვაშაძე საარჩევნო რეფორმაზე - „ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონის რეგისტრაციით ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბა. ირაკლი ქადაგიშვილი - თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი და ამასთან დაკავშირებით ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. სალომე სამადაშვილი - ვისურვებდი, ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავდეს. რატი იონათამიშვილი - ხელის გაშვერა თამარ ჟვანიასკენ არასერიოზულია და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვისაც ეს ტაქტიკა აქვს არჩეული. კარლ ჰარცელი - თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში განხილული არ ყოფილა. სერგო ჩიხლაძე - ჟვანია რომ გადადგეს და ჭიჭიკო დაინიშნოს, ის ხომ იგივე ხაზის გამტარებელი იქნება, მექანიზმი თუ არ შევუცვალეთ? - „ოცნების“ კრიტიკა არ მეზარება, მაგრამ კარგია, რომ თანხვედრა მოხდა საარჩევნო საკითხებში. გურამ მაჭარაშვილი - ჟვანიას ხელმძღვანელობით ჩატარებული არჩევნები მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ და ბოლოს, ოპოზიციამაც ცნო, რომელიც დღეს პარლამენტში ბრძანდება - საუკეთესო არჩევნები არცერთ ქვეყანაში არ ტარდება.

      გამოძიება დაგვიანებულზე - სალომე სამადაშვილი - არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა - ჩვენ გვჭირდება დროის და ენერგიის დახარჯვა იმაზე, რომ „ოცნებამ“ შეცვალოს ის, რაც შესაცვლელია საარჩევნო სისტემაში. ბადრი ჯაფარიძე - საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობების გადანაწილებაზე ოპოზიცია მას შემდეგ დაიწყებს მსჯელობას, რაც პარლამენტში სრულად იქნება წარმოდგენილი. იაგო ხვიჩია - საგამოძიებო კომისიის ერთ სხდომაზე შეიარეთ და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით - პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან. გიორგი ვაშაძე - აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით. არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრები დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. კარლ ჰარცელის შეფასებით, არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ფორმალური კომისია არ არის და მას ასევე სჭირდება ოპოზიციის ჩართულობა. გია ვოლსკი - ზღაპარი, რომ ბიულეტენები შეიძლება მოიპარო, ოქმები გადააკეთო და ოპოზიციის 12 ათასი წარმომადგენელი მოისყიდო, არავის აღარ სჯერა.

      ევროპა ჩვენში - კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა დანიშვნის პროცესზე, რადგან ეს ზრუნველყოფს სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას.

      მერობა შემოდგომაზე - კახა კალაძე მერობის კანდიდატურაზე - როცა იქნება დრო, რომ კანდიდატები დასახელდეს, მეც, პარტიის თავმჯდომარეც პირველები ვიქნებით, ვინც ინფორმაციას მოგაწვდით. სერგი კაპანაძე - თუ მაჟორიტარულ ოლქებში ბევრი ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება, "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას უბრალოდ ვაჩუქებთ - აქ გამოჩნდება, ვის არ აქვს პოლიტიკური სიმწიფე.

      დასკოჩილი გელათი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის ტაძარში კედლის მხატვრობის ნაწილის ჩამონგრევას უარყოფს. გელათის ტაძარში ექსპერტები სასულიერო პირებს შეხვდნენ. თეა წულუკიანი - გელათს არ სცალია სკანდალებისთვის - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან ეს კიდევ უფრო აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს. მოჩვენებაა, რომ გელათში ფრესკები „სკოჩითაა“ დაწებებული, ესაა სპეციალური მასალა.

      „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მშვიდობიან პროტესტს, სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა.

      ბოლოზარი 2021 - მიხეილ ჩხენკელი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება, სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას. კახა კუჭავა - ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას - დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი შესაძლებლობების რეალიზებას მაქსიმალურად შეძლებს და უდიდეს წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს - მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა.

      „საქსტატი“ - პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9% შეადგინა.

      უკრაინაში ე.წ.კანონიერი ქურდი „ლაშა სვანი“ დააკავეს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.54 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული. ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. რუსეთში კორონავირუსის 9 232 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 396 ადამიანი გარდაიცვალა. ჰანს კლუგე - კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის „ინდური ვარიანტის“ წინააღმდეგ. აზერბაიჯანში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი. "ევრონიუსი" - ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების შესახებ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში შეთანხმება მიღწეულია.

      ომი - BBC – „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე დღეში იქნება მიღწეული. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა. ჰეიკო მაასი - ისრაელს მასიური და მიუღებელი თავდასხმებისგან თავის დაცვის უფლება აქვს. გაეროს გენერალური მდივანი - თუკი დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის ბავშვების ცხოვრება დღევანდელ ღაზაში. მედია - ისრაელმა შუამავლებს ოფიციალურად აცნობა, რომ აპირებს შეწყვიტოს ანტიტერორისტული ოპერაცია ღაზას სექტორში. თეთრი სახლი პალესტინასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების თაობაზე ინფორმაციას „დამაიმედებელს“ უწოდებს.

      ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე 500-600 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ იმყოფება.

      ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დონბასში ან ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. ვლადიმერ ზელენსკი - გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების მოხსნა აშშ-ისა და პირადად ბაიდენის მარცხი იქნება, რუსეთისთვის კი სერიოზული გეოპოლიტიკური გამარჯვება.

      ვლადიმერ პუტინი - ყველას სურს სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს, ვინც ამას აპირებს, კბილებს ჩავულეწავთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 108

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters