Qwelly, აფხაზეთი, ბრძოლა, დღიური, ომი, სიკვდილი, სიყვარული, სიცოცხლე

"ო! ღმერთო, ისმინე ვედრება ჩემი!"

      ოი, უფალო, ღმერთო, მამაო ჩვენო ზეციერო, პატრონო, მწყემსო ყოველთა მიწიერთა! რა შეგცოდა მოდგმამ კაცთამან ეგეთი, რომ გახადე ერთმანეთისა სისხლის მსმელად და ხორცის მჭამელად?! რა შეგცოდე, რმერთო, მე უბედურმა ასეთი. რომ ერთმანეთის ხელით დამიხოცო უნდა ჩემი საყვარელი ძმა ნიკო და თემური.

      შურა-დედა და ჩემი მშობელი დედა ერთად გაზრდილან, გათხოვებაც ერთ კუთხეში გადაუწყვეტიათ. მე და ჩემი ძუძუმტე ნიკო ერთ კვირაში დავიბადეთ. ერთი თვისაც არ ვყოფილვარ, როცა უფალმა წამართვა დედაც და მამაც, მე და ჩემი უფროსი ძმა თემური დავრჩით ობლად. მამა შახტების აფეთქებაში მოყბა, დედა მანქანით დაიღუპა. ბიძებს წავუყვანივართ გასაზრდელად. მე და ნიკოს დედა-შურას მკერდი დაძმურად გაგვიყვია. რომ წამოვიზარდეთ, ბიძებს ბევრი უცდიათ ჩემი გადაყვანა, მაგრამ მე იმდენად ვყოფილვარ შეზრდილი ნიკო და თამუნას, რომ ვერავინ ვერ შეძლო მოეწყვიტა ჩემი გული ამ ოჯახისთვის. ქართულ სკოლაშიც მათი სიყვარულით მოვხვდი. ჩემთან ხშირად დაიოდა თემური და მისი დახმარებით ვეუფლებოდი მშობლიურ ენას. ათი წლის შემდეგ მე უკვე ზემოთ დავიწყე სიარული მათთან და ჩემი სისხლის სითბო და სიტკბო დღითიდღე იგრძნობოდა და იზრდებოდა ჩემს ცხოვრებაში.

      მალე მე შევამჩნიე, რომ მეამაყებოდა ჩემი ეროვნება. მომწონდა ჩვენი ერის სიდინჯე და თავდაჭერა, ახალგაზრდებისაგან უფროსების პატივისცემა. მაგრამ მიხაროდა, რომ მე ვითვლებოდი როგორც საქართველოს მოქალაქედ, ისე აფხაზ ქალიშვილად და არ ვიფიქრებდი არასდროს, რომ მე დღევანდელი დღე მოესწრებოდა ჩემს საამაყო კუთხეს. 18 წელი ისე გავიდა ჩემი ძიძის ოჯახში, ერთი სიტყვაც არ მახსოვს ეთქვათ რამე დამამცირებელი აფხაზეთის მიმართ, პირიქით ყოველთვის აქებდნენ ან ადიდებდნენ ამ ერს. და დღესაც, ღმერთო შენ დაუბრუნე ის ნდობა და სიყვარული ორ, მსოფიოს ყოველ კუთხეში საქებ და სადიდებელ ორ პატარა ერს!

14 აგვისტო

      რომ ვიცხოვრო ორი საუკუნე დღეიდან, არასდროს არ ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან ეს დღე. აქ დაიწყო ჩემი ტანჯვა და წამება. ამ დღიდან ჩემს სახეს არ გაკარებია ერთI უბრალო ღიმილიც კი. ყოველ ღამე შიშში და ლოცვაში ვათენებ დილას. დილით მუხლმოყრილი ვევედრები ღმერთს, შეიწყალოს მონა მისი და დაუბრუნოს მას დაკარგული გონიერება.

      ნიკო და თამუნა, როგორც ყოველთვის, დღესაც გამამხიარულონ გული, მაგრამ ვერაფერს ხვდებიან.

28 ნომებერი

      როგორც იქნა (მოვიცალე), მოვნახე დრო, გამეცნო თქვენთვის ჩემი ვარამი. მე უკვე აღარ ვარ ქართველის ოჯახში. დაუნდობელმა სისხლისღვრამ დამიკარგა ყველა, არც ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა. ქართველთა ნასროლმა ცეცხლმა შუაღამით წამოგვაგდო საწოლიდან: ღამის წყვიდადიდან შემზარავი ჯოჯოხეთური წივილ-კივილიდან უცნობი მამაკაცის ხელმა გამიყვანა. მას შემდეგ ძცემი ძიძის ოჯახზე არაფერი ვიცი, სახლი კი დაინგრა. ჩემი გადამრჩენი აფხაზი ეროვნების იყო. დღეს მე ხიზნულთა წრეში ვარ. ყოველდღიურ შიშსა და ბობვას შევეჩვიე, ახლობლების დაკარგვის კი - ვერაფრით. ყოველდღე ცრემლით გავყურებ დანგრეულ ჩვენს უბანს, ვათვალიერებ ხალხს, იქნებ თემურს ან ნიკოს მოვკრა თვალი, მაგრამ დღემდე ვერააფერი გამიგია.

      დღეს იშვიათი ამბავი მოხდა შტაბში. 18 წლის ვაჟმა თავი მოიკლა. მკვდარს ხელში სისხლიანი სურათი ეჭირა. სურათიდან ლამაზი გოგონა იყურებოდა. სურათს სრულად ეწერა:

"მაპატიე, ეკა მეტი აღარ შემიძლია".

      გავიგე, ეს ბიჭი ქართველ მეზობელ გოგონაზე იყო შეყვარებული; ახლობლები ყველა გასულ დღეებში მიუბარებია მიწისთვის. ზოგიერთმა ისიც კი მოჭორა, მისი საყვარელი გადამთიელებისგან იქნა გაუპატიურებულიო.

      ამ დღეს ხალხში ხშირად ისმოდა წყეული არძინბას წყევლა. მე კი გულშუ , , ამინს ვიძახოდი”.

      საღამოს შტაბში ორი აფხაზი ძმა იქნა დახვრეტილი, რაღაც ამბის გატანა ედებოდათ ბრალად. მათი ცოდვით ახლაც ვერ მოვსულვარ გონს.

      ღმერთო დიდებულო, შენ მოუღე ბოლო ამ ჯოჯოხეთს.

      ამინ!

29 ნოემბერი

      თამუნა და დედა-შურა დღეს დავიტირე. ნაცნობმა მითხრა მათი დაღუპვის შესახებ. ოო! ღმერთო, შენ შემინახე თემური და ნიკომშვიდობითმრომ ჩემს ცხოვრებას რაიმე აზრი ჰქონდეს.

      ქართველთა მხრიდან შეტევები გრძელდება. ყუმბარას ბათქი უკვე არავის აკვირვენს, არც შიშს გამოხატავს ვინმე. ჩემთვის სულერთია სიკვდილი და სიცოცხლე. ჯიშამოსაწყვეტი გადამთიელების ყოველღამინდელი სიმღერები მიკლავს გულს. აუტანელ ზიზხს მგვრივს მათი ხარბი და დაჟინებული მზერა ჩვენი დაძონძილი ხალათის მკერდთა საკინძეებზე. ნეტავი დამთავრდებოდეს ან სიკვდილით, ან სიცოცხლით ეს ჯოჯოხეთი!

30 ნოემბერი

      დღე იყო ძალზე შემზარავი. ამ დღეს დაიმარხა 18 აფხაზი მეომარი და ვერტმფრენით გაიგზავნა 13 გადამთიელის ცხედარი. მათ გაგზავნამდე დაგამთიელებს 15 ქართველი ტყვე უნდა დაეხვრიტათ. მათ შორის ერთ სვანი ვაჟკაცი, რომელიც სილამაზით ძაან ჰგავს ნიკოს, ჩემი მუდარითა და ბიძაჩემის ავტორიტეტით იქნა გადარჩენილი. მე მუხლმოყრილი ვეხვეწე ბიძაჩემს, არ დაეხვრიტათ ეს მზესავით ვაჟკაცი. ის გამოიყვანეს ხელშეკრული. ჯინსის შარვალი და შიშველ მკერდზე ხუჭუჭა თმა, ფართე მხრები და მშვიდი სახე ისე შვენოდა, ასეთი მშვენების მოსპობას, გარდა მხეცისა, ვინ შეძლებს ნეტა! ?ის გამოდიოდა მშვიდად, თითქოსდა დასახვრეტად კი არა. ნადიმზე ეპატიჯებიანო. მან გარშემო მიმოიხედა. თითქოსდა ნაცნობს ეძებსო, და მზერა ჩემზე შეაჩერა. მომეჩვენა, შველას ჩემგან ელოდა. გადამთიელებმა მის თვალწინ დახვრითეს 14 ქართველი. ამ დროს ის ცას შეჰყურებდა, თვალს არიდებდა ამ სანახაობას. დახვრეტილებში ისეთი ახალგაზრდები ერივნენ, რომ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჩავს. სადღაც, გულის სიღრმეში მიხაროდა, რომ ერთ მაინც გადავარჩინე, სულ თვალწინ მიდგას მისი მშვიდი მზერა, ჩემგან მისი გადარჩენის მიზეზიც სწორედ ეს იყო. ამ მზერამ გააბედინა ჩემს გულს. მეთხოვა მისი გადარჩენა . ნეტავ მომცემს ღმერთმა ის ძალა, ვუშველო და დავუბრუნო გულუშიშარი ვაჟკაცი თავის ოჯახს!

3 დეკემბერი

      თემურზე და ნიკოზე კვლავ არაფერი ვიცი. ვერ გამიბედნია საკუთარი გულისთვის მათზე ცუდის ფიქრი. ოო! ღმერთო, შენ დაიფარე ისინი ყოველგვარი უბედურებისგან!

      ჩემს საზრუნავს კიდევ ერთი საზრუნავი დაემატა. შტამბში მოიყვანეს 8-9 თვის ბავშვი ქართველის ოჯახიდან, მშობლები და ახლობლები ომის ქარცეცხლს უმსხვრეპლია. უფროსებმა ახალგაზრდა ქალებს შესთავაზს ბავშვის დედობა ყველამ უარი განაცხადა, ჩვენ ჩვენი გვიჭირსო.

      ბავშვი მთელი ძალით გაჰკიოდა, ითხოვდა დედას და საჭმელს. ქალები ზოგი ზიზხიტაც კი შეჰყურებდა ამ საცოდაობას. ზოგი ქალი ტიროდა მისი ცოდვით, ახლოს კი არ ეკარებოდა იმის შიშით , ბოლომდე მე არ დამრჩესო მოსავლელად. ყველამ გაკვირვებით შემომხედა, როცა თვრამეტი წლის გამოუცდელმა კალიშვილმა ბავშვი გულშჰი ჩავიხუტე. ბიძამაც შავი დღე დამაყენა, მაგრამ ჩემი არ დავიშალე.

      უკვე ღამის 3 საათია. პატარა ნიკოს მშვიდად სძინავს, მე კი ისევ ვლოცულობ: ღმერთო, შენ მანახე ცოცხალი ჩემი ძმა ნიკო და თემური. შენ დაუბრუნე თავის ოჯახს უცნობი ტყვე, სვანი ვაჟკაცი და მომე იმდენი ძალა. გამოვზარდო ჩემი პატარა ნიკო, როგორც გამომზარდა მე ცხონებულმა დედა-შურამ!

4 დეკემბერი

      ჩვენ ქალაქში ბევრი ქართველია დარჩენილი. შიმშილმა შეაწუხა ეს საწყლები. ზოგჯერ ვეხმარები შეძლებისდაგვარად შტაბში მოპარული პურით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

      დღეს ქართველ მამაკაცთა ჯგუფმა უფროს მოაკითხა, შესთავაზეს პური და იარაღი მოგვეცი და თქვენთან დავდგებითო. მეშტაბეს გაეცუნა და უპასუხა: ახლა მშიერი ხართ და ერთგულებას მეფიცებით, გაძხებით, ტყვიას დამიშენთო. ჯგუფს ერთი კაცი გამოეყო და მეშტაბეს უთხრა: გამოგვცადე, ბატონო, და თუ გიღალატებთ, ცოლ-შვილით სად წაგივალთო. მეშტაბეს უფრო გაეცინა და უპასუხა: ის აფხაზი, ვინც აფხაზს ტყვიას ესვრის, არც ქართველის ძმა იქნება და ქართველიც ქართველზე მონადირე ჩემი ერთGული არ იქნებაო.

      უფროსის პასუხმა ხალხი მოთოკა და დაშლა დაიწყეს. მეშტაბემ შეაჩერა და უთხრა, მოეტანათ სია და დაჰპირდა დახმარებას. გადამთიელები შეეკამათნენ, - დახმარება კი არა, ამოწყვეტა უნდა მაგათო, - განაცხადეს. მეშტაბეს კვლავ გაეცინა და უპასუხა:აფხაზეთში არის შემორჩენილი კუთხეები, სადაც ქართველები ინახავენ ჩვენს ხალხს და იმათმადლზე ჩჰვენც უნდა დავეხმაროთ ამათო. აღტაცებული დავრჩი უფროსის პასუხით. იმედი მომეცა იმისა, რომ კვლავ გაიბმება ამ ერთა შორის სიყვარულისა და ნდობის ქსელი.

      ღმერთო, შენ შეუწყვე ამას ხელი! ამინ!

7 დეკემბერი

      ჩვენი ქალაქის ვარამი დღითიდღე იზრდება. აცივდა, ჩამოთოვა და ომმაც ახლოს მოიწია. ნიკოზე და თემურზე არა ისმის რა, გარდა ჭორისა, თითქოს ნიკომ იარაღს მოჰკიდა ხელი და ფრონტს შეუერთდა. თემურზე კი მეჩვენება, ძიძა მიმალავს რამეს. პატარა ნიკო შეუერთდა თავის ბედსა და ახალ დედას. ჩემს ცხოვრებასაც გაუჩდა ერთი მიზანი: მე უკვე დედა ვარ და სიკვდილის უფლება არ მაქვს, სანამ ნიკოს არმონახავს ნამდვილი დედა (თუ უფალმა არ ინება! ). პატარა ნიკოს სიყვარულმა ოდნავ შემიმსუბუქა ჩემი უბედურება. ყველას უკვურს ჩემი სიმარჯვე ბავშის მიმართ და ზოგიერთი მეხმარება კიდეც.

      გადამთიელებმა ტყვეები მოყარეს. მათში 13 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონაც ერია. ბიჭუნა ტიროდა, გოგონა ცდილობდა დაემშვიდებინა, თვითონ კი იცრემლებოდა. ერთი, ეშმაკის მსგავსი გადამთიელი, რომელიც ქალების ტილად ითვლებოდა შტაბში , თვალს არ აშორებდა მათ. გოგონას ბავშვურ სახეს ქალწულობის იერი გადაჰკროდა. გადამთიელმა მახინჯმა თავის ბიჭებს გადაულაპარაკა. ბიჭებმა ბავშვები მახინჯის ოთახში შეიყვანეს, ტყვეები კი ორმოში ჩაამწყდიეს. ბიძასთან ხვეწნამ რო არ გაჭრა, გადამთიელის კარი აცრემლებულმა შევანგრიე. გულამოსკვნით მტირალ გოგონას მახინჯი ხელებით უალერსებდა, ბიჭიU კუთხეში ზურგით იჯდა და შეშინებული სლუკუნებდა.

      მხეცო! - ვუყვირე მახინჯს და გოგოს ხელი მოვკიდე, რომ ოთახიდან გამომეყვანა.

      გადამთიელი ცალი ხელით მწვდა, მისკენ მიმიზდია, კბენით გავუსხლდი ხელიდან და თავში სკამი დავუშვი. მხეცის თვალებში ცოფმა ამოხეთქა. არ ვიცი, რითი დამთავრდებოდა ეს ყოველივე, უცებ კარში მასიკი რომ არ შემოსულიყო, რომელიც შტაბში გამოირჩეოდა თავისი გულკეთილებით და გულადობით.

      მახინჯი გადამთიელი მიხვდა, ფეხზე შეყენებულ თოფთან ხუმრობა რომ არ გაუვიდოდა და ბრაზი ნერწყვით გადაყლაპა. ბავშვები ჩემთან გადავიყვანე და რასაც ბუნტი მოჰყვა და შტაბში უფროსმა ძვლის შეაჩერა ომი. .

9 დეკემბერი

      პატარა ნიკოს მომავალმა შეაფიქრიანა; დღე-ღამე იმას ჩამჩიჩინებს, გადავფრინდე ვერტმფრენით ნათესავებთან, ადლერში, მაგრამ მტკიცე უარზე ვარ, სულ იმის შიშით ვარ, იქნებ ბიკო მოიყვანონ ტყვედ. შიშით ვერ გადამიწყვეტია წასვლა.

      ამ დღეს შტაბში გლოვაა გამოცხადებული გუდაუთიდან ცუდი ცნობების შედეგად. ამას ისიც დაემატა, რომ ბესლახუბის ფრონტიდან სამი ცხედარი მოასვენეს. პირველი მახინჯი გადამთიელის იყო, მეორე - უცნობის, მესამეს ზეწარი უპროსმა ხელის კანკალიდ გადახადა, რომ ყველას დაენახა;ეს კეთილი მასიკასი იყო; ვიტირე მაგრად მიყვარდა ეს ვაჟკაცი როგორც ძმა. ღმერთო, შენ შეუნდე საწყალს, თუ რამე ცოდო ჩაუდენია თავის ცხოვრებაში, შენ მიიღე უფალო მისი წმინდა სული. ამინ! . .

      ხალხში ლაპარაკსაც მოვკარი ყური, თითქოსდა მასიკი მახინჯმა გადამთიელმა მოკლა, გადამთიელი კიდევ მასიკმა, სანამ სისხლისგან დაიცლებოდა, მაგრამ ამის აღიარებას უფროსობა ერიდებოდა.

13 დეკემბერი.

      დილიდან წვიმიანი ამინდი იდგა მთელი ღამე გასაფრენად ვემზადებოდი. ბავშვი დავაძინე და მოსაღამოვდა კოდეც. ლოცვა რომ მოვამთავრე, ნიკოს მივუწექი, რომ ალერსში ჩემი თავი დამვიწყდებოდა. ტანზე არ გამიხდია, რადგან თემურს ველოდებოდი. კარზე ფრთხილი კაკუნი შემომესმა. ფეხაკრეფით გავაღე კარი. თემურის უკან ორი ვინმე დავლანდე. ოო! ღმერთო, დაილოცოს განგება შენი! ბედნიერი ვარ შენი წყალობით, ჩემს სიხარულს საზღვარი არ გააჩნია, დღეს ჩემს გვერდით არიან ჩემი ნიკო და თამუნა, ჩემი თემური და პატარა ნიკო. დედა-შურას სიკვდილი მართლა გამოდგა, მამის შესახებ კი არაფერი იცოდნენ. სანამ ნიკოსა და თამუნას ჩემს პატარა ნიკოს გავაცნობდი, თემურმა ბიძისაგან კიდევ ერთი სიხარული მოიტანა:ხვალ ადლერში ყველა ერთად გავფრინდებოდით, ხუთივე, და ვიცხოვრებდით ხიზანთათვის გამოყოფილ ბინებში, სანამ ომის ქარიშხალი არ ჩადგებოდა.

      გვიან ღამე დავწერე ეს ყოველივ. უკვე ყველას ძინავს, ჩემს გარდა. მე ძილი არ მეკარება, ბედნიერებამ გამომაფხიზლა. ღმერთო, მადროვე და არ წამართვა ეს ბედნიერება! თემურს და ნიკოს ერთმანეთს ჩახუტებულებს სძინავთ თემურის საწოლზე. ღმერთო! ასეთი ჩახუტებული მანახე ჩემი საქართველო და აფხაზეთი. თამუნა პატარა ნიკოს ჩახუტებია. ახლა დავუვლი ყველას, გადავკოცნი მათ და მეც ბედნიერი დავიძინებ თამუნასა და პატარა ნიკოს გვერდით. გმადლობთ, უფალო, ამ ბედნიერებისათვის. არ მოუშალო ყველა მართალ კაცს ასეთი სიხარული! ხვალ საღამოს ადლერში ვიქნები და მოწყვეტილი ვიქნები ამ ყოველდღიურ ჯოჯოხეთს.

      გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ იმ სვან ჭაბუკს ვერაფრით ვერ დავეხმარე. ახალგაზრდა და-ძმა კი დაჭრილ აფხაზ ბიჭებში გაცვალეს. ბიძიას ბევრი ვეხვეწე, იმ სვანს დახმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მითხრა, ეს ბიჭი გუდაუთაში გაცვლაზე გვჭირდებაო.

14 დეკემბერი

      ვუცდით ვერტმფრენს. ურიცხვი ხალხი ირევა. ემზადებიან გასაფრენად. ზოგს უხარია, ზოგს ეშინია, ზოგს კიდეც ცრემლი მოსდის, ენანებათ ახლობლების მოშორება;მეც ვიცრემლები, რაზე, არ ვფიქრობ, მაგრამ მთავარი საფიქრალი მაინც ჩემი ქალაქის მოშორებაა.

      ოო! ღმერთო, გემუდარები და გევედრები 18 წლის აფხაზი ქალიშვილი: შენ შეიბრალე და შეიწყალე ქართველი და აფხაზი ერი, მოსპე ეშმაკი, რომელიც თესავს მათ შორის შუღლს და სიძულვილს, დაუბრუნე ხალხს ის ნდობა და სიყვარული, რაც საუკუნეების მანძილზე უტარებია! აპოვნინე ორთავე მხარეს იმდენი გონიერება, რომ გამოიცნონ ნამდვილი მტერი და მოყვარე! ქართველის სისხლით მოსვრილია დღეს აფხაზი მეომრის ულვაში და აფხაზის სისხლით ფერს იკარგავს ქართველთ სინდისი.

      ოო! ღმერთო ჩემო! შენ შეისმინე დედათა კვნესა, ბავშვთა ცოდვისაგან ლამის ატირდეს კავკასიონაი. მამების ოხვრით შექანებულან მთები და ზღვები, ჩადენილ ცოდვას ვერ ჩამორეცხავს დიდი რიონი.

      ღმერთო, უფალო, შენ გამიზარდე მე ჩემი ნიკო, შენ დამიტოვე ნიკო ცოცხალი, შენ შემინახე მე ჩემი თემური, სოსო, ვარლამი, თეონა, ლია, ნონა, მადონა, შალვა, ბიძინა, ლელა, ალინა და სხვა მრავალი! შენ დაიფარე დაღუპვისაგან საქართველო და მზე აფხაზეთი!

      გამოჩნდა ვერტმფრენიც, ხალხს აჩქარება დაეტყო, აწი ადლერში გავაგრძელებ.

      ვაგრძელებ ადგილზე.

      ხალხი შეშინებულია. რაკეტა გვესროლესო, - აცხადებს მფრინავი. ბევრმა გადაიფიქრა წასვლა. მეც არ მიწევს გული, მაგრამ ბიძა არ მტოვებს. მგონი სვანი ტყვეც მოჰყავთ. დიახ, ეს ასეა, რამდენიმე ტყვეთა შორის ისიც მოჰყავთ; მალე ჩვენ ერთმანეთის გვერდით აღმოვჩნდებით. გულში თითქოს მიხარია. შენ მიხედე პატარა ნიკოს, უფალო, შენ გვამგზავრე მშვიდობით. ვეცდები ვერტმფრენში სვანის გვერდით მოვხვდე, რომ გავიგო მისი ვინაობა, გვარი უკვე ვიცი ქეთევანისგან, ჩხეტიანია, თავისით ჩაბარებული. დანარჩენს აწი დავამატებ. ღმერთო მშვიდობით გვამგზავრე!

      ამინ! . .

      გადმოცემის თანახმად, ვერტმფრენის კატასტროფამ აქ შეწყვიტა დღიურიცა და აფხაზი გოგონას სიცოცხლეც მაგრამ მისი სიცოცხელე, ფიქრები, ოცნება და ნატვრა ირეკლება ჩემში, შენში, ყველა ჩვენგანში, ვისაც მასავით უყვარს საქართველო, აფხაზეთი და სჯერა მათი ხვალინდელი ერთიანობისა. .

ნახვა: 525

ტეგები: Qwelly, აფხაზეთი, ბრძოლა, დღიური, ომი, სიკვდილი, სიყვარული, სიცოცხლე

ნანა ბოკუჩავა,ფილოლოგი, პედაგოგი: აპრილი 1, 2017||9:22am

რას არ უძლებს ადამიანის გული?!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters