Qwelly ბლოგი! - სიცოცხლე (19)

მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და ამ ბოდიალიდან მიხვდები იმედია რატომაც

მე სიცოცხლე მხოლოდ ტვირთი არ მგონია,

საჩუქარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ.

თუ მიზანი სამყაროს ხსნა არ გვგონია,

ღვთის ბოძებულს, ალბათ ფუჭად ვიყენებთ.

თავის მოკვლა ძნელი იყოს არ მგონია,

მაინც ჩავთვლი არჩევანის სიბეცედ,

მოევლინე ამ ქვეყანას გონიერი,

სულიც მხოლოდ შენთვის გამოიმეტეს

და თუ ამას არ აფასებ სათანადოდ

სულელის მეტს მე ვერაფერს გიწოდებ.

არ მგონია ეს ცხოვრება…

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2018 წელი. 4:30am — 1 კომენტარი
________________

საზრისის ძიებანი

      ხანდახან ვფიქრობ და უკვე უფრო ხშირადაც რა სჯობს, იფიქრო და ეძებო თუ ფიქრისგან და ყოველივე შეგრძნებისგან გათავისუფლდე რათა სიმყუდროვე და სიმშვიდე ჰპოვო. "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა" - ნეტავ თუ არსებობს ეს სხვა?! სად?! და როგორ მიუახლოვდე?! ეჰ, ეგ კი არა ჯერ ის ვერ გაგვირკვევია სიცოცხლე რა არის, ვერც ის სიკვდილი რაა. და ქიმერებს და წარმოსახვებს სდიე როგორია... მაგრამ გინდა არ გინდა საზრისზე, აზრზე, მთავარზე,…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2017 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

სააბაზანო თავგადასავალი

      ტკბილხმოვანებას დავაბრალო, თავმდაბალი კაცის იმიჯი არ მაძლევს მაგის საშუალებას. თან, ვფიქრობ, რეალობასთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვი, რომ პეპელა სააბაზანოში, იმ ერთადერთი ნათელი წერტილის გამო შემოფრინდა, რომელიც საშხაპის თავზე ანათებდა.

      სიმღერაში გართულს, ხელზე პატარა, მაგრამ არა გასლიკულ-გალეული, საკმაოდ ჩაპუტკუნებული პეპელა დამაფრინდა. ფერზე შევატყვე, რომ ნათურაზე გაზრდილი, მოვლილი, კაი ოჯახიშვილი პეპელა იყო.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2016 წელი. 1:26pm — 5 კომენტარი
________________

სიკეთე უფლისგან ბოძებული სიცოცხლეა

      სიკეთე თავად სიცოცხლეა... სიკეთე ადამიანის ცხოვრებაში უპირატესია... რაც ადამიანი არსებობს სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება... ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარი ისაა რომელს მისცემს გაღვივების უფლებას. უდიდესი მეცნიერებაა, იყო…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2016 წელი. 8:38pm — 1 კომენტარი
________________

სიკვდილ-სიცოცხლე აზდაკის გარეშე

      ქუჩაში მიდიოდა ორსული ქალი; ერთი ბავშვი ხელში აეყვანა, მეორეზე ხელი ჩაეკიდა, სულ უფროსი, ასე ექვსიოდე წლის, კაბის კალთაზე ხელჩაფრენილი მიყვებოდა; მომავლისათვის საიმედო სურათმა გენეალოგიური ხის ასოციაცია შემიქმნა.

      გზის გადაჭრისას ქალი ძალიან ფრთხილობდა, მძღოლმაც გამოიჩინა სიფრთხილე.

      ვიღაც მუშა "კაჭკაზე" მარჯვედ ხელებჩაფრენილი ტვირთს მიარბენინებდა ნაბიჯაჩქარებული მეპატრონის ფეხდაფეხ. მუშას სახეზე უნებური, რაღაც…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2016 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ის სიცოცხლეს გავდა...

     2 თვის წინ გოგონა გავიცანი... უფრო სწორად 2 თვის წინ მე "მზეს" შევხვდი, სიფრიფანა, ცისფერთვალა, ქერათმიან გოგონას. ჩემი პირველი ფიქრი მისი დანახვისას იყო: "ღმერთო მაღალო, რა ლამაზია!"

     2 თვის განმავლობაში მე ყოველ დღე ვხვდებოდი ამ მზეს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ასოციაცია მიჩნდებოდა. "ის ქალთევზას გავს" - ვამბობდი ერთ დღეს, "არა ის პეპის გავს" - ვამბობდი მეორე დღეს... დღეს კი მივხვდი, რომ ის ანგელოზს გავდა...

     2 დღის წინ…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2015 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

თვალები ყველაფერს აცოცხლებს!

      სარეკლამო კამპანიის წამოწყების დროს სააგენტოები ცდილობენ რამე ორიგინალური და დასამახსოვრებელი გააკეთონ მითუმეტეს, როდესაც საქმე საქველმოქმედო ორგანიზაციების კამპანიას ეხება.

Qwelly, გაცოცხლება, თვალები, რეკლამა, სიცოცხლე, ქველმოქმედება

კამპანია არა მხოლოდ შთამბეჭდავი უნდა გახდეს, არამედ ხალხს აუხსნას თუ რატომ უნდა გახდნენ ქველმოქმედები.

სააგენტო Saatchi & Saatchi–ს, ამერიკის თვალის ბანკის ასოციაციისთვის…

გაგრძელება

დაამატა David Jafaridze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2014 წელი. 8:00pm — 1 კომენტარი
________________

სიყვარულსა და სიცოცხლეზე

ერთ-ერთ ლიტერატურულ ბლოგზე ვიპოვე, მომეწონა და მინდა გაგიზიაროთ.

       "სიყვარული ჩვენი ცხოვრების ხატია: ერთიც და მეორეც ერთნაირად ემორჩილებიან ბედის ორომტრიალს, გარდატეხებსა და ცვალებადობას. მათი ახალგაზრდობა სიხარულით და იმედითაა აღსავსე: სიყმაწვილის ბედნიერება სიყვარულის ბედნიერების ტოლფასია (სიყმაწვილე ისეთსავე ბედნიერებს გვანიჭებს, როგორსაც სიყვარული). ესოდენ სასიამოვნო…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2013 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აფხაზი გოგოს დღიური (შემზარავი ისტორია)

Qwelly, აფხაზეთი, ბრძოლა, დღიური, ომი, სიკვდილი, სიყვარული, სიცოცხლე

"ო! ღმერთო, ისმინე ვედრება ჩემი!"

      ოი, უფალო, ღმერთო, მამაო ჩვენო ზეციერო, პატრონო, მწყემსო ყოველთა მიწიერთა! რა შეგცოდა მოდგმამ კაცთამან ეგეთი, რომ გახადე ერთმანეთისა სისხლის მსმელად და ხორცის მჭამელად?! რა შეგცოდე, რმერთო, მე უბედურმა ასეთი. რომ ერთმანეთის ხელით დამიხოცო უნდა ჩემი საყვარელი ძმა ნიკო და თემური.

     …

გაგრძელება

დაამატა ალექსანდრე ბებია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2013 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

არ მსურს იქ სიცოცხლე! (პროტესტი სამყაროს)

არ მსურს იქ სიცოცხლე, სადაც სიყვარული მხოლოდ წამიერი არის აგონია.

არც იქ სიყვარული, სადაც სულს სიცოცხლე, მა-მარადიული გრძნობა არ ჰგონია.

სადაც ოცნებები, მწარე რეალობის ცეცხლში ნაცრდებიან.

სადაც ვარსკვლავები ჭექა-ქუხილისას, იმალებიან და ცაზე არ…

გაგრძელება

დაამატა keti ketusia julakidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2013 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

სიკვდილის უბედურებაზედ

      სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2013 წელი. 5:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რა არის სიცოცხლე?

- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდაა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის - ადამიანად არ ყოფნის სევდა.

გოდერძი ჩოხელი

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 5, 2013 წელი. 2:00am — არ არის კომენტარები
_______________

წყურვილი სიცოცხლისა

      რა აღარ სცადა ცხოვრებაში, მაგრამ ბოლოს ყველაფერი სწყინდებოდა. არ მოსწყინდა მხოლოდ ხატვა... მხოლოდ მასში იპოვა თავისი თავი.

Qwelly, blog, starry night, van gogh, wyurvili sicocxlisa, ბლოგი, ვან გოგი, სიცოცხლე, ქველი, წყურვილი

      არ მოსწონდათ მისი "უსაქმურობა". ეუბნებოდნენ, რომ ვერ ხატავდა, ოჯახს არცხვენდა. მოუწოდებდნენ, რომ ძმისთვის მიებაძა. ის ოცნებობდა, რომ ოდესმე "კარგად" დახატავდა და ვინმე იყიდიდა მის ნახატს.

      რამდენიმე პარტნიორი ყავდა. მაგრამ არავისთან გამოუვიდა ურთიერთობა. ძირითადად…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2013 წელი. 2:00am — 4 კომენტარი
________________

რომ არ დავბადებულიყავი

არ დავბადებულიყავი?

მზეს ერთი მოცქირალი მოაკლდებოდა; ჩემს მომავალ მეგობრებს ერთი მეგობარი დააკლდებოდათ;

ჩემს მშობლებს არ ეცოდინებოდათ კიდევ ერთი შვილისადმი სიყვარული;

ჩემს წილ სივრცეს ერთი ყმაწვილი გაუვლიდა. ის ხომ ვერასდროს იგრძნობდა სიყვარულს, თუ ჩემი საბედო იყო.

არ შერჩებოდა ვიღაცის მზერა ჩემზე. მისი მზერა ჩემში გაივლიდა და გლუვ კედელს მიენარცხებოდა.

მაშინ ხომ ჩემი საფლავის ლოდიც არ…

გაგრძელება

დაამატა eko_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 16, 2013 წელი. 12:00am — 6 კომენტარი
________________

ძნელია სიცოცხლე როცა

ფიქრები? - ისევ მაწამებენ;

ოცნება? - რავიცი გაქრა;

დანახვის სურვილი? - შემომრჩა...

იმედის ნაპერწკალი? - ჩაქრა.

უშენოდ ვერ ვძლებდი? - გავძელი.

ძნელია - რა ვუყოთ ახლა?!

ეს სევდა ბოლოს თუ მომიღებს. ვერ გეტყვი, შენ თვითონ ნახავ.

ოცნება? - რავიცი დასრულდა

ფიქრები? - მაწუხებს ახლაც.

რა ძნელი ყოფილა სიცოცხლე, გულს თუ სიყვარული ახლავს.

დაამატა ani gelashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2013 წელი. 2:30am — 3 კომენტარი
________________

ზედმეტი ადამიანის დღიური

      blog, qwelly, ადამიანის, ბლოგი, დღიური, ზედმეტი, რეალობა, სიმართლე, სიცოცხლე, ტურგენევი ვითომ რითია თოთხმეტი დღე უფრო ნაკლები თოთხმეტ წელიწადზე? ან თოთხმეტ საუკუნეზე; ამბობენ, მარადისობის წინაშე ყველაფერი უმნიშვნელოა, დიახ თუ ასეა, მაშინ თავად მარადისობაც უმნიშვნელო რამ ყოფილა.

      წესიერი ადამიანი საკუთარ ავადმყოფობაზე არ ლაპარაკობს.

      მხოლოდ ერთხელ ვიხილე დედა სრულად დამშვიდებული, კერძოდ, მისი გარდაცვალების დღეს, კუბოში.

      ოჰ ბუნებავ! როგორ მიყვარხარ. მეც შენი წიაღიდან გამოვედი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2013 წელი. 6:00pm — 4 კომენტარი
________________

რუსულით ვგრძნობ, ქართულით ვცოცხლობ!

რატომ რუსული? სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ,როგორც კი ხალხში გავედი რუსულად ამალაპარაკეს, რუსულად მიხსნიდნენ, რუსულად აზროვნებას მიმაჩვიეს. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ქართული სულ ჩემთან იყო და იქნება მუდამ! გამოგიტყდებით იმაშიც, რომ ფიქრებიც რუსულად მომდის, რაღაცნაირად მიადვილდება აზრის ჩამოყალიბება .ალბათ დანაშაულადაც ჩამითვლიან, ქართველი, საქართველოში დაბადებული, ქართულად აღზრდილი რატომ რუსულადო?! ბევრჯერ…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2013 წელი. 12:30am — 8 კომენტარი
________________

გატეხილი ადამიანი

გატეხილი ადამიანი, jafo, jafara, blog, qwelly, post, დღიური, ბლოგი, gatexili adamiani, მოთხრობა, დღიური, ჯაფო, ჯაფარა გატეხილი ადამიანი

      სპეციალური გამოშვება! დღეს უმიზეზოდ ქალაქში სამ ადგილას დაჭრეს მოზარდი, რომლის ჯანმრთელობა სტაბილურია. მიმდინარეობს გამოძიება.... ჩვენ შეგვიძლია პირდაპი ეთერში გავესაუბროთ დაზარალებულს...

  - რა მოხდა? ვინ იყვნენ თავდამსხმელები? სხვა დროსაც თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა? რა მიზეზით დაგესხნენ თავს? რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო? თუ…

გაგრძელება

დაამატა David Jafaridze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2012 წელი. 6:00am — 5 კომენტარი
________________

წამი მხოლოდდამხოლოდ ერთი

      წამი მხოლოდდამხოლოდ ერთი... ერთადერთი... და მისი განუმეორებლობით გამშვენიერებული...

      წამი სიხარულის და ბედნიერების... თუმცა წამი ტკივილის და უბედურებისაც...

      ...და მაინც წამი ისევე ტკბილი, როგორც ყოველივე პირველი და უკანასკნელი...

      წამი გულში ჩაღვრილი სითბოსი, როცა დედა თავის ახლადდაბადებულ ბავშვს პირველად იკრავს მკერდზე... წამი მისი პირველი ამოსუნთქვის... პირველი შეხების... პირველი ღიმილის ბაგეზე, თუმცა…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2012 წელი. 2:00am — 7 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

Mmoexp Elden Ring Items: Needle Knight Leda

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 9:49am 0 კომენტარი

2. Additional Locations

Belurat Dungeon: This dungeon contains important clues and messages related to the DLC’s storyline. Defeat the boss and explore thoroughly to Elden Ring Items find valuable items and insights that enrich the narrative.

Castle Ensis: Positioned centrally on the map, Castle Ensis offers significant combat challenges and features a Site of Grace. Summon allies and carefully explore the castle to…

გაგრძელება

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

Qwelly World

free counters