სიზმარში აფხაზეთი ვნახე,
წუხელ სოხუმში ვიყავი თითქოს,
ვაიმე, ვისაც კი დავუძახე
ხმა არავინ გამცა და ვერავინ მიცნო,
ხმა მაღლა ვეძახდი ჩემს სიჭაბუკეს
არავინ ისმენდა ჩემს გულწრფელ ძახილს
მერცხალს დანგრეოდა ერდოზე ბუდე,
ხარივით ბღაოდა ჩემი ხის სახლი
ჭიშკარს მივაწექი და ვეღარ გავაღე,
უნდობლად მიცქერდა ეზო
ცრემლი მორეოდა სისხლისფერ ვარდებს,
ასე უბრალოდ და უმიზეზოდ სიცხისგან ენა მიხმებოდა
ეზოში მღეროდა წყარო, გუგუნი გამოვიდა ჭიქა მომაწოდა
წყალი მიირთვიო უცნობო მგზავრო
ჭიქაში ლაჟვარდი ცეკვავდა ლურჯი
შუბლს ხსნიდა ამაყი ოდა
სურათი თუ გაცოცხლდა ვფიქრობდი გულში,
ოდის სურათი უბეში მქონდა
მდინარე რაშოვდას მღეროდა ისევ
და მზე უკოცნიდა ფაფარს,
ჭიშკარდაკეტილ ეზოსთან ვიდექ
დუმილით გავცქეროდი მთა-ბარს
რა ახლოს იყო ჩემთან ნააკვნარი
ჩემი სიყვარული და ტკბილი ნანა,
რატომ არ იღება ჩემი სახლის კარი
ნუთუ ვეღარ მიცნეს განა?
ნუთუ აფხაზეთმა ცრემლი რომ მადინა
არ კმარა თვალებს რომ გამკრა ბინდი?
შენ ხომ ვაჟკაცი ხარ ჩემო აფხაზეთო?
სიზმრად ერთი წუთით მაინც შემირიგდი
ისევ შემირიგდი თქვენიანი მქვია
ხმამაღლა გავძახე სახლსა და მინდორს
მაგრამ ეს ძახილი არავის შეუტყვია
ხმა არავინ გამცა და ვერავინ მიცნო
მერე ავტირდი და თვში წავიშინე
სულ ჩამოვიხოკე სახე
ასე მე ბევრჯერ დავიძინე და
სიზმარში აფხაზეთი ვნახე!!!
არ დავივიწყებთ!!!
მეც აფხაზეთიდან ვარ (სოხუმიდან)... სამწუხაროდ ვერასდროს ჩავალ,სანამ ისევ საქართველოს კუთხე არ გახდება, რადგან მამაჩემი და მთელი ოჯახი ომობდა... :((( მე კი ძალიან მინდა...
ხშირად სიზმარში ტოსკანას ვხედავ ))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:49pm
1 კომენტარი
4 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm
1 კომენტარი
4 მოწონება
უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 14, 2021.
საათი: 10:24pm
0 კომენტარი
6 მოწონება
როცა ქვეყანას ორი ახალი წელი აქვს ნაბახუსევი უფრო დიდხანს გრძელდება და დღის ამბები ცოტა უინტერესო ხდება. დღეს ზეიმის დღე იყო მრავალი მიმართულებით - ბასილი დიდი ხსენების დღე, დროშის დღე, თეატრის დღე და ბითლზის დღეც კი. ჩოხატაურში კი რელიგიური არეულობაა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 244612, გუშინ დილის შემდეგ - 1357; გამოჯანმრთელებული - 228359, გუშინ დილის შემდეგ - 748; გარდაცვლილი - 2867, გუშინ დილის შემდეგ - 21;…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია