დღეს ცრემლები არა! მე ღიმილი მაკვირვებს.
სულში ისევ ღელავს და ტალღების ნაპირებს,
ეხეთქება მაშინ, როცა მოსვლას აპირებ 
თანაც ქარიშხალის მე ღრიალი მაშინებს.

დღეს იმედი არა! რეალობა აცილებს,
კმარა, ამდენ დაღლას! გულსაც ისევ აციებს,
როცა თავზე მახვევს და დიდ ადგილს იტევს
სადაც ცარიელი, ფურცლებივით იღებს.

მაშინ, როცა რიჟრაჟივით სადმე,
ანათებდა და წყვდიადში მთვარე,
დაეძებდა სული, შავ-ბნელ ლანდებს
და ხეებში იმალავდა სახეს. 

მეც გზადაგზა ვიფეთებდი სანთელს. 
მაგრამ ღმერთსაც ალალბედად ვენდე,
რომ მე, როცა გავისვრიდი ხელებს
მოებანა , როგორც მაშინ ადრე.

ადრე , უწინ არ მეჯერა ასე,
როგორ, სინანული შენდობისკენ მართე?!
როგორ, როცა გზებზე გვხვდება ბოროტება 
და ლამაზი სახე იწყებს მოგონებას. 

როგორ?! როცა ღამე მე ბალისში ვმარხე
როგორ?! ასე ნუთუ არ მეტყობა რამე?
ვიცი მალე დავეძებდი იმედების ლახვარს.
არა არ მსურს, რომ ვიფიქრო სხვის სურვილით ნადავლს.

მაშინ ცნობად ვერ მივიღე სამყარო. 
ახლა ვფიქრობ, ბევრს და უკვე კი ვნანობ.
სინანულით თვალზე ცრემლი მდენია
მხოლოდ ხატებს, ხატებს დაუნახიათ.

როცა ხალხთან ვჩურჩულებდი ამაოდ.
არ ესმოდათ სიკეთეზე არაფრის!
მე ვუჭვრეტდი გაციებულ სამყაროს 
და ვფიქრობდი ნუთუ ვინმე გაათბობს?

ასე ფიქრით შეწუხებულს მეღვიძა,
სად მენახა სიყვარულის თვალები...
ალბათ ღმერთიც სიბრალურით გვიცქერდა,
როცა ვფლეთეთ ერთმანეთის გულები.

მე კი, ისევ ვსლუკუნებ და ვწუხივარ
იმ სიძულვილს ჩავახშობდი მარადის!
შეიყვარეთ ერთმანეთი მარტივად
და სინანულს ნუ ჩამითვლით ბოდვაში.

M.M

ნახვა: 150

ტეგები: Blog, My, Poetry, Qwelly, არა, ბოდვა, დღე, ლექსი, პოეზია, სინანული, მეტი...ჩემმიერ

ლაშა: ოქტომბერი 20, 2013||9:18pm

ვიმეორებ - სინანული ბოდვა არის როცა სინანულია! :) 

makuna: ოქტომბერი 20, 2013||9:20pm

გასაგებია :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მრავალფეროვანი qwellynews - კვლევები, ჯანდაცვა, პენიტენცია, სამთავრობო ცვლილებები, იმპიჩმენტი, ელჩობა, პროკურატურა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 11:40pm 3 კომენტარი

      ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია,…

გაგრძელება

იღბლიანი მოვლენები

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

   21 ოქტომბერით თარიღდება. როგორია ანარეკლი არაფრის? სწორად გამიგეთ, ეს მომენტია როცა დგახარ და ხედავ დაუსრულებელ სივრცეს, ეს ძლიერი ემოციის მქონე მომენტია, და თუ ზიხარ მაშინ წარმოსახის დიდი ძალის მქონე ხარ, მაგრამ ეს უნდა დაინახო, თუ რა მასშტაბისაა სივრცე, რომელიც დაუსრულებელია და სივრცე რომელიც შენი გონებაა, ის ასეთივეა დაუსრულებელი და ემოციური, პირველად ეს ნისლიან შემოდგომის დღეს ჩანს (ემთხვევა მოვლენას, როცა ადამიანის გონი მუდმივ ხეტიალშია და ნისლზე…

გაგრძელება

ძვირი წამლები ვადის გარეშე, არჩევნები აფხაზეთში და შოთაძე გენპროკურორად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 16, 2020.
საათი: 7:00pm 1 კომენტარი

      როდესაც NDI კვლევას აქვეყნებს, მაშინვე დღის მთავარი ამბავი სწორედ კვლევის შედეგები ხდება, კვლევის პროცესის, კითხვარის, შერჩევის და მთელი წინარე პროცესის გამოუკვლეველად. დღესაც ასე იყო - შედეგების განხილვას, მოწონება-დაწუნებას დაეთმო მთელი დღე. ასევე დღის მთავარი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შოთაძის სავარაუდო დაბრუნება პროკურატურაში - გენერალურ პროკურორად, ასევე სერგეენკოს მინისტრობისას მედიკამენტების ვადაგასულობის…

გაგრძელება

ადამიანის უფლებებზე მორიგი შენიშვნები, უსაქმური შენობა, სემეკის ტარიფოლოგია და გადამდგარი რუსეთი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2020.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      ზამთარი კუდის ქნევას თავს არ ანებებს და ამ შუა ღამისას წვიმა-თოვლი წამოაყარა, ალბათ ნალექი იქნება, მაგრამ სითბო შენარჩუნდება - თოვლს არავინ ელის. ამას გარდა, ქვეყანაში მთავარი თემა, ამჯერად, მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა-რეკომენდაციებია - ადამიანის უფლებები. დღის მეორე თემა, პარლამენტარების თავშეყრის ქუთაისურ შენობას ეხებოდა, ასევე რუსეთის გადამდგარ მთავრობასა და სემეკის ტარიფებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters