გავათავე.... მოვრჩი და მინდა ზებულონზე ვისაუბრო, არ ვიცი როგორ დავიწყო.. დავიწყებ და დამეწერინება. მიჭირს ამ ტრაგიკულ გმირზე საუბარი. ზებულონი გახლავთ მთავარი პერსონაჟი რომანში. მის ცხოვრებას ბედისწერა განაგებდა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ლაღი ტკბილი ბავშვობა ქონდა, სწავლის გაგრძელებას აპირებდა, როგორც იოველ ბატონიშვილმა თქვა, ზებულონს შეეძლო ცოდნის კელაპტარი აენთო ქართლში და თავისთან სასწავლებლად მიბარება შესთავაზა... მაგრამ ყველაფერი უკუღმა შემოტიალდა, სოფლის ამაო ბრუნვას ვინ რას გაუგებს?! სწორედ იმ დღეს, როდესაც ზებულონი სასწავლებლად აპირებდა წასვლას, მამა მოუკლეს, სატიკად აწამეს... აბა როგორღა წავიდოდა.. იძულებული შეიქნა შური ეძიებინა, მამის მკვლელები სათანადოთ დაესაჯა.... დასაჯა...მას შემდეგ რაც სიყმაწვილის ჭრელი მინდვრიდან ნაადრევად გამოაძევეს ყველაფერი გამოიცვალა, ძველი ზებულონი გაქრა, პირქუშ კაცად იქცა და გატყიურდა... ბევრი იწრიალა, იწანწალა, ცხოვრებამ ახალი განსაცდელი მოუვლინა, მანუჩარ ბატონიშვილი და ბექა ამილახვარი გაიცნო. ამ დღემ საბოლოოდ განსაზღვრა ზებულონის დარჩენილი ცხოვრება. მას თავიდანვე შეატყვეს, რომ არაადამიანური ძალის პატრონი იყო და ჯარში აიყვანეს. თითქოს ცოტა დამშვიდდა, მაგრამ... ისევ ახალი გასაცდელი დახვდა, შეიყვარა ის ვინც არ, ვერ უნდა შეყვარებოდა.. ყველაფერი ტყუილი გამოდგა, ნამდვილი მხოლოდ სიცოცხლე არსებობს. სიცოცხლე და სიცოცხლის ტკივილი, რომელიც რაოდენ მოუთმენელიც არ უნდა იყოს უნდა მოითმინო.. მისი სიყვარულიც არაამქვეყნიური იყო, ნესტანი ზღაპროს გმირია, ზებულონი კი არაა პრინცი და არც მზე ჭაბუკი. ნესტანიც დაეკარგა, როგორც წმიდა პეპელა, გულის სინატლე.. აბა ამ ქვეყანაში ზღაპარს ვინ გააჩერებდა?!

     "კაცი რომ იბადება მარტო თავის თავისთვის არ იბადებაო".... როგორც ჩანს ზებულონი სხვისთვის დაიბადა, იბრძოლა ქვეყნისთვის, გაზარდა ჭაბუკები, შეასწავლა საბრძოლო ხელოვნება, თავისი კი ყველაფერი დაკარგა, რაც ბავშვობის ტკბილ ბურანს გამოსცდა თავისთვის არ უცხოვროა.. ძალიან ტრაგიკული პერსონაჟია ჩვენი ზებულონი…

    ასევე მინდა ჩემი დიდი მოწონება დავაფიქსირო ბექა ამილახვარის მიმართ, რომელიც ყველას სამშობლოს მოღალატე ეგონა, გული კი მუდამ გამუთქმელი სევდით ქონდა სავსე და თვალები ცრემლიანი, საქართველოში შექმნილი ვიტარებისდა გამო.. ბექამ დაამტკიცა თავისი პატრიოტიზმი და ირანში შაჰს ეახლა სიკვდილისათვის... ქედს ვუხრი კათალიკოსს, რომელმაც ღვივ განათებული გული მახვილს მიუშვირა სამშობლოს გამო..

    მოკლედ ესაა წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ! ზებულონმა იტვირთა, მსახურების, ვალმოხდის, კაცად ყოფნის ტვირთი.

ნახვა: 3442

ტეგები: Qwelly, ამაო, გრძნობები, დღიური, ემოცია, ვალი, ზებულონი, ილურა, მუხთალი, სამშობლო, მეტი...სიყვარული, ტკივილი, ქარჩხაძე, წიგნი, ჯემალ

გიორგი ლოგუა: ივლისი 19, 2014||2:35pm

მშვენიერი წიგნი იქნებოდა, ნამდვილად. მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს მე ეს წიგნი... მათხოვე რა :დ

გიორგი ლოგუა: ივლისი 19, 2014||2:49pm

კი ძალიან ^_^ ხანდახან მთელი დღე ვზივარ და ვკითხულობ ხოლმე :დ როცა მაგარი იდეა მომდის თავში კითხვას თავს ვანებებ და წერას ვიწყებ ხოლმე :დ მართლა ძალიან მიყვარს :)))

თათია: ივლისი 19, 2014||5:11pm

გიორგი სანამ მე ამ წიგნს გათხოვებ, გირჩევნია მეგობრებში მოიკითხო ან ბიბლიოთეკას მიმართო :D :D

Eol Sori: ივლისი 20, 2014||9:21am

“რაკი მათი გმირობა მხოლოდ ამბად გაგვიგია, ასე გვგონია, უჩვეულონი და განსაკუთრებულნი იყვნენ, შუბლზე გამორჩეულობის ბეჭედი ესვათ და სიცოცხლე არად უჩნდათ. ტყუილია. ეს ყველაფერი ჩვენივ მოგონილია. სინამდვილეში ჩვენებრ უბრალო ხალხი იყო. ჩვენსავით სიცოცხლე ერჩიათ სიკვდილს, ჩვენსავით ეშინოდათ ტკივილისადა ზოგჯერ ჭოჭმანობდნენ. მაგრამ რა ექნათ: საქართველოში დაიბადნენ და სხვა გზა არა ჰქონდათ. მადლი უფალს,კაცი თვითონ არ ირჩევს სამშობლოს და თვითონ არ წყვეტს, თუ სად დაიბადოს, თორემ ქართლი აქამდე უდაბური და უკაცრიელი გახდებოდა. ვინ მოიწადინებდა ამგვარ სატანჯველში გაჩენას! ვისაც უკეთესი ბედი აქვს, ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და, თუ მაინცდამაინც ნადირად გადაქცევას მოიწადინებს, შეუძლია კიდეც ნადირად იქცეს, ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმაქართლი თავისი ზურგით უნდა ზიდოს!”

Eol Sori: ივლისი 20, 2014||9:23am

“დანარჩენი ზღაპრები ასე თუ ისე, ერთმანეთს ჰგავდნენ: მძლეთამძლე ჭაბუკი ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლის შემდეგ, ყველა დევს რომ დაამარცხებდა და ყველა დაბრკოლებას გადალახავდა, მზეთუნახავს ირთავდა ცოლად, ხელმწიფედ ჯდებოდა და “ცხოვრობდა ტკბილად და ბედნიერად”. ამ დასასრულს რომ უსმენდა, ზებულონს ისეთი გრძნობდა უჩნდებოდა, თითქოს სული გაებზარა და შიგ სიცარიელე შეეპარა. ამგვარი დასასრული მართლაც დასასრული იყო, ყველაფრის დასასრული, რადგან როცა მზეთუნახავს შეირთავ, ხელმწიფედ დაჯდები და ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობ, მეტი რაღა უნდა მოხდეს?!”

Eol Sori: ივლისი 20, 2014||9:28am

“მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ხანგრძლივი ხეტიალისა და უთვალავი ფათერაკით დაღლილ-დაქანცული, როგორც იქნა, გასცდა ვიწროსა და ბნელ, შმორის სუნით გაჟღენთილ ხვრელს და კაშკაშა სინათლეში მოხვდა, ზებულონმა დაინახა ცისფერი სიკვდილი, რომელიც აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრს გამოეყო, ჭრელ მინდორზე დაეშვა და მისკენ გამოეშურა. ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში, და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა. ასე ახლო ზებულონს სიკვდილი არასოდეს ენახა. მართალია, მთელი ცხოვრება თითქმის მის გვერდით გაატარა, მუდამ ირგვლივ უტრიალებდა, როგორც ფარვანა ალს, საცა არ უნდა ყოფილიყო ყველგან და ყოველთვის გრძნობდა მის საშიშსა და მომნუსხველ სუნთქვას, მაგრამ პირისპირ არასოდეს შეყრია. ახლა თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მათ მზერას ვეღარაფერი გათიშავდა, რადგან შერწყმის სურვილი ორთავეს გარდაუვალი ძალით ეწეოდა ერთმანეთისკენ. ზებულონი ნეტარებით გრძნობდა, რომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მისი გზა საბოლოოდ შეუერთდებოდა სიკვდილის გზას, ისე რბილად შეუერთდებოდა, ისე მშვიდად, ისე მკვიდრად და ზუსტად – პირი პირზე, ნაჭდევი ნაჭდევზე, წიბო წიბოზე – თითქოს მშობელმა დაკარგული შვილი იპოვაო. სულ ახლო რომ მოვიდა, სიკვდილი ერთბაშად შედგა და გაშეშდა. ახლა სამყაროში მხოლოდ მისი ღიმილი მოძრაობდა. ღიმილი უსხეულო და უხილავ სხივებად იღვრებოდა ზებულონის ირგვლივ და ზებულონს, რომელიც ნელ-ნელა იხსნებოდა მასში, ისღა უკვირდა, რომ სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან თეთრ სახეზე სათნოების ნათელი გადასდიოდა. ამის დანახვაზე გაიფიქრა, ეგებ ყველას თავისი საკუთარი სიკვდილი ჰყავს და, ჟამი რომ დაჰკრავს, ის საკუთარი სიკვდილი ეწვევაო. სხეულში ანთებული შუქი სწრაფად იზრდებოდა, ყველა კუთხე-კუნჭულში შედიოდა, ყველა კუთხე-კუნჭულს სინათლედ აქცევდა და გარედან დაფრქვეული ღიმილისკენ მიისწრაფვოდა, რათა მათი შერწყმით სამყაროში განუყოფელი სიმშვიდე დამკვიდრებულიყო.

ახლა ისინი – სიკვდილი და ზებულონი – სადღაც, ძალიან მაღლა, ცის თაღთან ეკიდნენ ერთიმეორის პირისპირ. შუაში მცირე ნაპრალიღა იყო დარჩენილი და, რაწამს ზებულონმა იმ ნაპრალში გადაიხედა, ნაპრალმა მყისვე შეკრა პირი და ცისფერი სიკვდილის ფაფუკი მკლავები ზებულონს რბილად, ნაზად, სათუთად შემოეხვია, როგორც წმინდა და აუმღვრეველი სიყვარული, რომელშიც სიყვარულის მეტი სხვა არაფერი ურევია…ირგვლივ ყველაფერი ისე კაშკაშებდა, თვალით აღარა იხედებოდა რა, და ამის გამო ზებულონი ვერ მიხვდა, სინათლე იყო ეს თუ სიბნელე.”

თათია: ივლისი 20, 2014||4:07pm

giga მეც წავიკითხე "ზებულონის ტრაგედია", მართლა რა არაჩვეულებრივად აქვს გადმოცემული თავისი სათქმელი, არაჩვეულებრივია :)) ჰო, მეც რაღაც საოცარს ვგრძნობდი როცა ვკითხულობდი, სულ ზებულონზე მინდოდა მესაუბრა

თათია: ივლისი 29, 2014||1:29pm

მე ამით მიზიდავს.. ძალიან მიხარია მისი პოპულარობის მომატება, ახალი თაობის აღმოჩენაა ქარჩხაძე! ♥

თათია: ივლისი 29, 2014||2:16pm

ჰო, როგორც ხდება ხოლმე 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters