დათუნამ და მახარემ ერთმანეთი თოჯინების თეატრში გაიცნეს. დათუნა დარბაზში იჯდა, მახარე სცენაზე სრულებდა საოცრად საინტერესო და თანაც სახიფათო როლს. თავზე კოკროჭინა ნაბდის ქუდი ეხურა, ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა. ცქვიტი, მოხერხებული და თანაც მეტად გულკეთილი გახლდათ მახარე, მუიდამ მზად იყო ვინმეს დახმარებოდა და რაიმეთი გაეხარებინა. მთელი წარმოდგენის მანძილზე ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, თავისი სახელი „მახარე“ არ გაემრთელებინა. თიტქოს ეს სახელი საგანგებოდ შეერჩიათ მისთვის.

      დათუნას ძალიან მოეწონა ეს ნამცეცა, მაგრამ ძალზე გამბედავი, ნაბდისქუდიანი ბიჭი, თვალი ერთი წამითაც არ მოუცილებია მისთვის. მახარეს არ გამოჰპარვია დათუნას მეტად ყურადღებიანი მზერა და ყველასთვის შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა სცენიდან, წარმოდგენოს დამთავრების შემდეგ კი დათუნასთან გამოიპარა.

      თურმე სადღაც გაეგო, რომ სწორედ იმ დღეს დათუნას დაბადებოის დღე იყო და უნდოდა მიელოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი მისთვის. ისე ჩქარობდა, ნაბდის ქუდი თეატრის კულისებში დარჩა. თეატრში ბევრი ეძებეს მერე დაკარგული მახარე, მაგრამ ვეღარსად იპოვეს. თავისუფალი მსახიობიც არსად აღმოჩნდა, ყველა რაღაც როლით იყო დაკავებული. თეატრის დირექტორი იძულებული, შეიქნა, თვითონ ეთამაშა მახარეს როლი, რათა წარმოდგენა არ ჩაშლილიყო. ბავშვებს რომ არაფერში შეჰპარვოდათ ეჭვი, დირექტომა ხელებზე და ფეხებზე ძაფები მიიმაგრა ნამდვილ თოჯინასავით.

      ამ დროს კი დათუნასთან დღესასწაული იყო გამართული. ბიჭმა ერთი სულის შებერვით ჩააქრო კრემისვარდებიან ტორტზე დამაგრებული ოთხი სანთელი. ვარდები ისეთი წითელი იყო, ნამდვილი გეგონებოდათ გემრიელად მიირთვა დიდი, წითელვარდიანი ნაჭერი. მახარესაც გაუმასპინძლდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მახარეს ტკბილეული მაინცდამაინც არ უყვარდა, მხოლოდ ტუჩები გაიპრიალა კრემით, ისიც დათუნას ხათრით. სამაგიეროდ ისე გულიანად მიულოცა დათუნას დაბადების დღე, თანაც ისეთი ტკბილი ღიმილი ეხატა ამ დროს სახეზე, რომ ბიჭს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. სულ ოდნავი სიყალბეც რომ გარეოდა ამ მილოცვას, ამას ხომ მაშინვე შეამჩნევდა დათუნა. ყალბი მილოცვებით მხოლოდ უფროსები ტყუვდებიან, უფროსებს სადღა აქვთ სამაგისო ალღო, ერთმანეთისგან განასხვავონ ნამდვილი და მოჩვენებითი.

      - როგორ გამახარე, მახარე - თქვა კმაყოფილმა დათუნამ. მეორე ნაჭერი ტორტიც მიირთვა მადაზე მოსულმა... მასაც ალისფერი კრემის ვარდი ამშვენებდა... და იმავე საღამოს მახარეს თავისი ოთახის თაროზე მიუჩინა ადგილი, სადაც მისი საყვარელი სათამაშოები: ბრჭყვიალათვალებიანი ხავერდის დათუნია და ფრთახატულა ხოხობი წამოსკუპებულიყვნენ. თოჯინების თეატრში დარჩენილი ნაბდის ქუდის მაგივრად დათუნამ მახარეს კამფეტის ქაღალდისგან გაკეთებული ქუდი დაახურა თავზე, რომელიც საოცრად მიმზიდველად ბრჭყვიალებდა.

      ამ ბრჭყვიალა ქუდმა აღტაცებაში მოიყვანა დათუნას ორი ბებია. დათუნას ორი ბებია ჰყავდა. ორივენი უზომოდ გულკეთილები და ჭკვიანები იყვნენ, თუმცა ხანდახან დავა მაინც მოსდიოდა ერთმანეთში. ბებიები უსაზღვროდ კმაყოფილნი იყვნენ დათუნას საოცრად მახვილი, ოთხი წლის ბიჭისთვის უჩვეულოდ მახვილი თვალით... ეჭვიც არ მეპარებოდათ, რომ დათუნას ნამდვილი მხატვრის თვალი და ალღო ჰქონდა, შეუცდომლად არჩევდა ფერებს. თანაც ისეთი აზრები მოსდიოდა ხოლმე, რაც ამქვეყნად არცერთ ბიჭს არ მოუვა თავში. ამ საკითხში ბებიებს დავა არასდროს მოსვლიათ, ორივე დაუჯერებლად ერთსულოვანი იყო.

      რაც ახლა გიამბეთ, ეს ყველაფერი შარშან მოხდა. წელს დათო უკვე დიდი ბიჭი იყო, ხუთი წელი უსრულდებოდა. ბებიები დიდ ფაციფუცში იყვნენ, სადღეობო ტორტი უნდა გამოეცხოთ, რომელზეც უკვე ხუთ სანთელს აანთებდნენ. ადრიან დილით დაიწყეს მზადება. დათუნას ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა. თაროზე წამოსკუპებული მახარე ღიმილით გადმოსქეროდა მძინარე ბიჭუნას და გუნებაში სიტყვებს არჩევდა რათა დაბადების დღე რაც შეიძლება ტკბილად და გულიანად მოელოცა მისთვის.

      უეცრად მახარეს სახე შეეცვლალა, შეშფოთების ჩრდილმა გადაურბინა თვალებში, წითლად მპოღაჟღაჟე ლოყებიც გაუფერმკრთალდა. შეიძლება არც ისე თვალში საცემი იყო ეს ცვლილება, მაგრამ ამას მაშინვე შეამჩნევდა ისეთი მახვილი თვალის მქონე ბიჭი, როგორიც დათუნა იყო, იიდევ კარგი, რომ დათუნას ჯერ კიდევ ეძინა.

      საქმე იმაში იყო, რომ მახარემ ბებიების ლაპარაკს მოჰკრა ყური. ბებიები შეშფოთებით ამბობდნენ, წელს ვარდები ისეთი წითელი აღარ იქნება სადღეობო ტორტზე, როგორც შარშან იყო, ვაითუ დათუნას არ მოეწონოსო. შარშან თავზე საყრელად გვქონდა ალისფერი საღებავი, სწორედ ის, რომელსაც ალისფერი ყვავილისგან ამზადებენ. წელს მისი ნასახიც არსადაა. ერთი პირობა ბებიებმა მოინდომეს რომელიმე ხილის წვენით, მარწყვის ან ალუბლის წვენით შეეღებათ კრემის ვარდები, იმედი გამოთქვეს, იქნებ დათუნას განსხვავება ვერ შეემჩნია, შარშანდელ და წლევანდელ ტორტს შორის, მაგრამ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ეს მოსაზრება უკუაგდეს. ალისფერი ყვავილის წვენით შეღებილი კრემის ვარდები ნამდვილი გეგონება, ისე წითლად ღაჟღაჟებენ, ხილის წვენით შეღებილი მასთან სად მოვა... როგორ შეიძლება ასეთი დიდი განსხვავება შეუმჩნეველი დარჩეს ისეთ ბიჭს, როგორიც დათუნაა, ის ხომ რაღაც არაჩვეულებრივად ერკვევა ფერებში. სხვა ვინმე რომ იყოს, კიდევ მესმის... სინთეზური საღებავი ხომ არ გვეყიდა? - იკითხა რთ-ერთმა ბებიამ. - მისი ხმარება საკვებ პროდუქტებში ნებადართულის ინსტრუქციით.

      მაგრამ მეორემ კატეგორიულად უარყო:

      - ხომ იცი, დათუნა როგორი ალერგიულია, სინთეზურს ვერაფერს ვერ იტანს.

      ამგვარად, ბებიები დიდ გასაჭირში იყვნენ. გამოსაალი ვეღარ მოეძებნათ. ძალიან ეშინოდათ, ვაითუ დათუნას პირიც არ დაეკარებინა წლევანდელი სადღეობო ტორტზე... ამის წარმოდგენისას ორივე ბებიას წნევა უწევდა და გული ცუდად უხდებოდათ.

      მახარემ დაწვრილებით მოისმინა ბებიების მსჯელობა, გაიგო რაშიც იყო საქმე და ღრმად ჩაფიქრდა, სახის გამომეტყველებაც სწორედ ამიტომ შეეცვალა. „როცა სცენაზე ვთამაშობდი, ყველას ვეხმარებოდი და რაიმეთი ვახარებდი“ - ფიქრობდა იგი - „დათუნასაც სწორედ ამიტომ მოვეწონე. სცენაზე მახარე ვიყავი, ახლაც მახარე ვარ... ასეთ კარგ სახელს კი ყველგან გამართლება სჭირდება...“ ასე დაასკვნა და თაროდან ცქვიტად ისკუპა. ხავერდის დათუნიამ გაოცებით დააჭყიტა ღილივით ბრჭყვიალა თვალები. ხოხობმაც ყელი მოიღერა და ნისკარტი გააღო, ალბათ რაღაცის თქმას აპირებდა. მახარემ თითი ტუჩებზე მიიდო, ანიშნა, ჩუმად ყოფილიყვნენ. ღია სარკმელში ნიავმა წამით ააფრიალა ფარდა და ისიც გაინაბა.

      - ალისფერი საღებავის საძებნელად მივდივარ. ვიდრე არ ვიპოვი, არ დავბრუნდები, - წაიჩურჩულა მახარემ. ხავერდის დათუნიამ უხმოდ დაუქნია თავი, არც ხოხობს გაუღია ხმა, ჩვეულ პოზაში გაირინდა. მახარემ ერთი გადახედა სიყვარულით სავსე თვალით ტკბილად მძინარე დათუნას და ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა. ბებიებს არაფერი გაუგიათ, ერთმანეთს რიგრიგობით უსხამდნენ გულის წვეთებს და მისი თვლით იყვნენ გართულნი.

იქ პოულობენ, სადაც არავინ ეძებს

      - ვიპოვით ალისფერ ყვავილს, მაგრამ როგორ?

      ლამის ერთხმად გაიმეორეს დანარჩენებმა და ღრმად ჩაფიქრდნენ. რობიკოც ჩაფიქრდა, რაკი დარწმუნდა, რომ მანამდე ვერ ეღირსებოდა ახალ იდეას, სანამ ალისფერ ყვავილს არ იპოვნიდნენ. თვით შავ ღრუბელსაც კი წამით თავისი დაკარგული წვიმა, რომლის შესახებაც ბუზღუნით გამოუჭედა ყველას ყურები. „დიახ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ვიპოვით ალისფერ ყვავილს - ბუტბუტებდა იგი, შუბლს იჭმუხნიდა და კიდევ უფრო საშიშარ იერს იღებდა: - „მაგრამ როგორ ვიპოვით? საკითხავი აი ეს არის...

      რამდენიმე წუთით მანქანაში სიჩუმე გამეფდა. არავინ არ იძროდა, თითქოს ქანდაკებებად იქცნენო. ფიქრის დანახვა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ალისფერ ყვავილს დაინახავდით ალბათ. რაღაც სასწაულით ამ ძველ მანქანაში ამოსულს, რამეთუ ყველას ფიქრები მას დასტრიალებდა თავს.

      სიჩუმე ქოლგოსანმა დაარღვია.

      - ცხიკ! - ბარაქიანად დააცხინკა მან.

      - სიცოცხლე! - ზრდილობიანად უთხრა მახარემ.

      - გმადლობთ, ცხიკ! ცხიკ! - ისევ დააცხინკვა ქოლგოსანმა და ვეღარც გაჩერდა, - ნამდვილად გავცივდი... ხხიკ! აბა რა დაგემართა, ამდენი ხნის განმავლობაში შავ ღრუბელთან ვარ ჩახუტებული. ცხიკ, ცხიკ, ასეთ სინესტეში ყოფნა... ცხიკ... ცხიკ... სადღა შემიძლია, ახალგაზრდა კი აღარ ვარ, წვერულვაში სულ მთლად გამითეთრდა. ცხიკ, ქოლგას მაინც გავშლი, ცოტათი ვუშველო თავს. ისე სასაცილო შესახედავი კი ვიქნები: სად გაგონილა, მაქნანაში იჯდე და თან ქოლგა გეფაროს თავზე, ცხიკ, ცხიკ...

      ქოლგოსანი ქოლგის გაშლას შეუდგა, სახელურს დაეჯაჯგურა, ახლა ამაზეც აბუზღუნდა, სინესტეში მგონი ჩემი ქოლგაც დაიჟანგაო. თან გაუთავებლად აცხინკვებდა... როგორც იქნა, გაშალა ქოლგა, გაიშალა და... მაშინვე ალისფერი ყვავილის ქორფა ნერგი გამოჩნდა.

      ყველამ გამცვიფრებით დააჭყიტა თვალები, გაოგნებულები შესცქეროდნენ თავიანთი ფიქრების განსახიერებას. ქოლგოსანმა ის-ის იყო პირი დააღო დასაცხიკვებლად, მაგრამ შუა ადგილას შეწყვიტა და შენდეგ აღარ დაუცხიკვებია.

      პირველი ისევ ქოგოსანი მოეგო გონს.

      - ეს როგორ დამავიწყდა, საკუთარი ქოლგა დამეთვალიერებინა - წამოიძახა და შუბლი გამეტებით იტკინა ხელი, - მე ხომ ალისფერი ყვავილით ვრთავდი ჩემს ქოლგას, თესლი ჩავარდნილა რბილ ხავსში.

      ქოლგოსანის ქოგლა თურმე შიგნიდან ხავსის თხელი ფენით ყოფილიყო მოგებული. თი იქ მცენარის თესლი ჩავარდებოდა, სულ ადვილად შეიძლებოდა გაღვიძებულიყო... აკი ასედაც მოხდა, სანამ ჩვენი მოგზაურები სულ სხვაგან ეძებდნენ ალისფერ ყვავილს.

      შავი ღრუბლის სიახლოვემაც შეუწყო ხელი. სინესტით უხვად გაჟღენთილ ხავსში თესლი გაღვივდა და ნერგნაც მოასწრო ამოსვლა.

      - ეს მე არ უნდა დამმართოდა - საკუთარ თავს საყვედურობდა ქოლგოსანი, - ადრეც მომხდარა ასეთი რამ, მინახავს ჩემს ქოგაში ამოსული ნერგი და საკუთარი ხელით გადამირგავს მიწაში. სირცხვილით თავი სადღა გამოვყო. არ გამამხილოთ მაინც...

      - ნუ გეშინია, არავის არაფერს ვეტყვით, - შეჰპირდა მახარე.

      ქოლგოსანი დამშვიდდა და ახლა შავ ღრუბელს მიუბრუნდა.

      მეგონა ცუდი მეზობელი მყავდა, - წამოიწყო მან - თურმე რა სანატრელი ყოფილხარ. შენ რომ არა, როგორ იხეირებდა ალისფერი ყვავილის ნერგი?

      ამ სიტყვებით ქოლგოსანი გადაეხვია შავ ღრუბელს. იამანაც სამაგიეროდ გამოუწოდა მოსახვევნად რბილი, ფუმფულა თითები. თითები, რომელშიაც სულ ჩაეფლო ქოლგოსანი. მახარემ და რობიკომ ხელი ჩაავლეს ქოლგოსანს ღრუბლის თათებიდან დაიხსნეს, თან გულიანად იცინოდნენ, პირველმა გაოგნებამ გაუარათ, ახლა გზა მისცეს სიხარულს. უხაროდათ, რომ ამდენი წვალების და ფათერაკების მიუხედავად (ეს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ამათ ასე ეჩვენებათ) მაინც იპოვეს ალისფერი ყვავილი. მწვანე ველ-მინდვრებს ისევ დაამშვენებდა მისი ღაჟღაჟა ფურცლები, ქპლგოსანი ისევ მორთავდა თავის ქოლგას. მახარეს ტყუილუბრალოდ არ ერქვა სახელად „მახარე“, ეს ხომ დღესავით ცხადი იყო, სცენა თუ ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდებოდნენ მისთვის... და რაც მტავარია, დათუნა უარს არ იტყოდა ტორტის ჭამაზე, კრემის ვარდები ნამდვილი ვარდებივით ლამახები იქნებოდნენ.

      ყველაზე მეტად სწორედ ეს უხაროდათ ჩვენს მოგზაურებს. დათუნა, ასეთი საოცარი ბიჭი, რომლის მსგავსი აზრებიც არავის არ მოსდის მთელი დედამიწის ზურგზე, რა მადიანად მიირთმევდა სადღეობო ტორტს. ამის გახსენებაზე ყველას სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა. თვით რობიკოსაც კი, ამ რკინის კაცს, რაღაც საეჭვოდ უბრწყინავდა თვალები.

      - ახლა მხოლოდ ერთი საკითხი რჩება მოსაგვარებელი, - თქვა ქოლგოსანმა, თან ცრემლებს ბამბასავით თეთრი წვერით იმშრალებდა - მწვანე ნერგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავრგოთ ნოყიერ მიწაში, რათა მალე გაიზარდოს და ალისფერი ყვავილი გაუფირჩქნოს. ალისფერი საღებავიც დასამზადებელია ეს ყველაფერი განა მოესწრება დათუნას გაღვიძებამდე...

კიდევ ერთი ნაპოვნი

      უცბად საშინელი ჭექა გაისმა, ყველანი შიშისგან შეკრთნენ. ქოლგოსანი რაღაც ძალამ ერთ მხარეს გადააგდო, მისი ქოლგა კი მეორე მხარეს.

      ეს შავი ღრუბელი იყო.

      - ვიპოვე! წვიმა ვიპოვე! - გრუხუნებდა იგი, დიდი სიხარულისგან ხმა ვეღარ მოზომა, ისე ჭექდა და ქუხდა, ლამის ყველაფერი დაენგრია. როგორც ვთქვით, სიხარულისგან ყველას ცრემლები სცვიოდა. მათ შორის შავ ღრუბელსაც, ჰოდა შავი ღრუბლის ცრემლები ხომ წვიმაა...

      სიხარული სიხარულზე მოემატა შავ ღრუბელს, როცა საკუთარი ცრემლები, ანი წვიმა იხილა. ვეღარ გაჩერდა, მაღლა ცისკენ აიჭრა, გაიშალა, გაიფოფრმა, ღვარივით წასკდა სიხარულის ცრემლები, ანუ წვიმა. თან საოცრად მაღალი ხმით გრუხუნებდა შიგადაშიგ:

      - წვიმა ვიპოვე! რახანია ვეძებდი და როგორც იქნა, ვიპოვე...

      მანქანიდან გადატყორცნილმა ქოლგოსანმა ძლივს წამოიწია, თუმცა გაბრაზება არ ეტყობოდა. რას იზამ, ცეცხლივით ხასიათი აქვს, მაგრამ გულბოროტი არააო, ბუზღუნებდა შავი ღრუბლის მისამართით. ასე ბუზღუინით გაემართა თავისი ქოლგისკენ, მწვანე ნერგი მარჯვედ ამოაცალა ხავსის ფენიდან და მიწაში ჩარგო. თავსხმა წვიმა არ წყდებოდა, შავი ღრუბელი მთელ ცას გადაეფოფრა, ელვის ისრებსაც არ იბურებდა... ჩვენი მოგზაურები მყუდროდ ისხდნენ მანქანაში, თვალმოუცილებლად შეჰყურებდნენ მწვანე ნერგს და... რა დაინახეს! ნერგი თვალთვალ იზრდებოდა, საოცარი სისწრაფით მატულობდა სიმაღლეები, ყლორტებსაც სყლ უფრო და უფრო ფართოდ შლიდა... ეს კიდევ არაფერი, სულ მალე მის გვერდით უამრავი მწვანე ნერგი აღმოცენდა, ისინიც თვალდათვალ იზრდებოდნენ და იტოტებოდნენ.

      აი უკვე კოკრებიც გამოიღეს მწვანე ნერგებმა და სულ მალე. ალისფერმა ყვავილებმა გაუღიმეს თვალებაქციულ მოგზაურებს.

      არავის არ გაჰკვირვებია, რაც ახლა ნახეს. ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე: შავმა ღრუბელმა ხომ სიხარულის ცრემლებით მოწყდა მწვანე ნერგი... ჰოდა მათ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ, რაღაც საოცრად სწრაფად იზრდებიან და იფურჩქნებიან სიხარულის ცრემლებით მორწყული ყვავილები. და მათ სილამაზით ვერცერთი სხვა ყვავილი შეედრება. ასეთი ლამაზი ალისფერი ყვავილები ჯერ ატრ მინახავსო, აკი ასე თქვა კიდეც ქოლგოსანმა, როცა შავმა ღრუბელმა ბოლოს და ბოლოს შეწყვიტა ცრემლების ღვრა, მის ნაცვლად მზემ გამოანათა. მზის სხივებზე ისეთი ძალით აბრიალდნენ ალისფერი ყვავილები, რომ გუზგუზა კოცონი გეგონებოდათ.

ყველაზე ძვირად იდეა ფასობს

      ყველაფერი თითქოს მოგვარდა, ძალიან ცოტა რამ რჩებოდა გასაკეთებელი, ოღონდ გადიდებაც არ შეიძლებოდა. ქლგოსანიც მაშინვე დაფაცურდა, ალისფერი ყვავილი მოწყვიტა და საოცრად მარჯვე ხელებით იქვე გამოწურა წვენი, რომელიც რობიკომ ჭიქაში მოაგროვა.

      - მოდი, ერთად წავუღოთ დათუნას - უთხრა ქოლგოსანმა - მეც მაინტერესებს იმ ბიჭის ნახვა, რომლის შესახებ უკვე ამდენი რამ ვცი.

      მახარე მაშინვე დაეთანხმა, ორივემ ქოლგას ჩაავლო ხელი. ის-ის იყო ქოლგოსანს ფეხი მაგრად უნდა დაეკრა მიწაზე, რომ რობიკოს ლითონისებურმა ხმამ შეაჩერა.

      - დაიცა, ქოლგოსანო, სადაა შენი დაპირებული ახალი იდეა?

      - ჰო, მართლა, - თქვა ქოლგოსანმა - რამდენი ხანია მინდოდა მეთქვა, კიდევ კარგი გამახსენე. შენი აბრა სადღაა?

      რობიკომ სიტყვის უთქმელად გაუწოდა თავისი ძველი აბრა.

      (ალბათ მკითხველს ემახსოვრება, თუ რა შინაარსის იყო იგი).

      ქოლგოსანმა აიღო აბრა, ძველი წარწერა წაშალა და ახალი დააწერა, რის შემდეგ აბრამ შემდეგი სახე მიიღო:

      იყიდება მანქანა,

      შეუძლია დროში მოგზაურობა.

      ქვემოთ კი მომცრო ასოებით ეწერა:

      სამაგიეროდ სიჩქარე 50 კმ/სთ.

      - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - თქვა ქოლგოსანმა და ახალი აბრა გაუწოდა რობიკოს.

      რობიკოს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა.

      - ეს მართლაც ბრწყინვალე იდეაა - დაიგუგუნა მთელი ხმით. - ახლა კი აუცილებლად გავყიდი მანქანას. ყველაზე დიდი მოთხოვნილება სწორედ ასეთ მანქანებზეა, რომლებსაც დროში მოგზაურობა შეუძლიათ.

      გახარებულმა რობიკომ ყველაფის თავიდან დაწყება გადაწყვიტა, ამ მიზნით კი თავისი მაქნანა ზუსტად იმ დროში დააბრუნა, როცა პირველად განიზრახა მანქანის გაყიდვა. ეს დრო, იღბლად, ზუსტად იმ დროს დაემთქვა, როცა დათუნას ჯერ კიდევ ეძინა, ხოლო ბებიები ის-ის იყო იწყებდნენ ტორტის თადარიგს.

ნახვა: 284

ტეგები: Qwellyland, დრო, ზღაპარი, მგზავრობა

ლაშა: მაისი 24, 2018||10:58am

ალისფერი ყვავილის წვენი კარგი სიტყვა იქნება კულინარიაში. )) თან ეს მოგზაური მანქანაც საინტერესოა. 

nunu qadagidze: მაისი 24, 2018||1:39pm

 როგორც მარკ ტვენი იტყოდა: "კარგი გაცინება ფასი ღირს":)) იმედია ყურადღებას არ მოგვაკლებთ მე და ჩემს დროში მოგზაურებს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters