განსაკუთრებული კრიზისის დროს, ფილმებზე წერა შესანიშნავი გამოსავალი ყოფილა. არადა დასაწერის მეტი რა არის, აგერ დღეს ახალი წელია და სკოლა-ბაღებშის სწავლა იწყება, ერთი კარგი პოსტი განათლებაზე ურიგო არ იქნებოდა; ქუთაისში 60 000 სტუდენტისთვის უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და მშვენიერი ამბავია განხილვისთვის, მართლა გვჭირდება ის უნივერსიტეტი თუ არა?! წეღან ყური მოვკარი, ოთარ ეგაძე თეატრიდან გაუშვესო, ნეტავ რატომ?! ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლება, სარწმუნოება. წერე რამდენიც გინდა, მაგრამ მე მაინც კინომანიას მივყოფ ხელს, რადგან, სულ რომ არაფერი, პირობას შესრულება უნდა და ისე არ გამოვა საქმე არაფერი დავწერო.

Qwelly, ანტისახელისუფლებო, კინომანია, რაიკომი, ქველი

      საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოური კინო გადაიღო ისე, რომ საბჭოელებს მოეწონოთ (თუმცა, მოწონებაზე ბოლომდე ვერაფერს გეტყვით), ცოტა გასაკვირი ამბავია (თუნდაც, დაკვეთას ასრულებდე).

  • ფილმს ჰქვია გალაკტიონისებურად - მშობლიურო ჩემო მიწავ და საბჭოურად რაიკომის მდივანი. ტიან-შანივით ორი სახელი აქვს.
  • რეჟისორი: რეზო ჩხეიძე;
  • სცენარისტები: რეზო ჩხეიძე და სულიკო ჟღენტი;
  • კომპოზიტორი: გია ყანჩელი.

      ფილმი გადაღებულია 1980 წელს, 2 ორსაათიანი ნაწილისგან შედგება და საკავშირო ეკრანზე მისი ჩვენება 5 წლის ინტერვალით გაიმართა - პირველი ნაწილი 1980 და მეორე ნაწილი 1985 წელს. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია გავიგოთ, "ზემოთ" მოეწონათ თუ არა ფილმი.

      80-იანების პერიოდში, საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ფილმი და საბჭოთა კავშირის ჭკვიანი და მიზანმიმართული მმართველის უკომპრომისო ბრძოლა ბიუროკრატიასთან, უპასუხისმგებლობასთან და მისთანებთან.

      სიუჟეტი მარტივი და კომ.პარტიისთვის გასახარი - მესხეთის რაიკომის (რაიონული კომიტეტი) ახლადარჩეული პირველი მდივანი საკუთარი მხარის აყვავებისთვის წარმოუდგენელ იდეებს სთავაზობს საკუთარ მოსახლეობას. შესასრულებლად დავალებები სხვადასხვა სამმართველოების დირექტორებს ეძლევათ, რაც მათთან დაპირისპირებას იწვევს. ფილმი სავსეა მარტივი სიმბოლოებით - წისქვილებთან მებრძოლი დონ კიხოტი შუა ფილმში; ფრანი; აჩეხილი ვაზი; მიტოვებული სახლი და სოფელი; წყლის მომყვანი მამა-შვილი; სოფლის ზარები; ფილმის დასასრულს, ბარათაშვილის მერანიც გარბის და უკან, ტრაქტორები მიწას ხნავენ და რაიკომის მდივანს თბილისში, ცეკაში (ცენტრალური კომიტეტი) იბარებენ. ჩემი აზრით სასაყვედუროდ და დაკავებული თანამდებობიდან მოსახსნელად (რადგან, მერანის მთელი იდეა ისაა, რომ გაკვალულ გზაზე "ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს" ანუ გიორგი თორელი უნდა მოეხსნათ), თუმცა საბოლოო გამოსვლა მოსკოვში, ამას არ მოწმობს.

      რატომ ვთვლი რომ ფილმი ანტისაბჭოურია? - იმიტომ რომ რეალურად ასეთი რაიკომის მდივნები არ არსებობდნენ (ჩემი აზრით).

      საკითხი ასე დგას - როგორ უნდა დაანახო ხელისუფლებას თავისი მანკიერება? როდესაც ხარ ხელოვანი, შენი ძალა არის შენი პუბლიკა, საზოგადოება, მაყურებელი. ერთი ვარიანტია - ადგე და მხატვრულად აქციო დოკუმენტური მასალა, გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია ყველა ის სისაძაგლე, სიბოროტე, სიმახინჯე რასაც ხელისუფლება სჩადიოდა ან სჩადის. შეუცვალო რეალურ პიროვნებებს სახელები, დოკუმენტური კადრების ნაცვლად, კარგად შერჩეული და სიუჟეტის შეუცვლელად გადაღებული კადრები დადო, და ასე უთხრა შენს მაყრუებელს, რა ცუდია ესათუის ხელისუფლება. ან ადგე და გადაიღო ფილმი, სადაც აჩვენებ, არა იმას თუ როგორია ახლა, არამედ იმას, თუ როგორი უნდა იყოს რეალურად კარგი მმართველი. რეზო ჩხეიძემ მეორე ვარიანტი წარმოადგინა. (ასეთ დროს, საფრთხე შემდეგია: თუ ფილმს იღებ, იმ მმართველობის დროს, რომლის კრიტიკაც გინდა ამგვარი, იდეალისტური მეთოდით წარმოადგინო, ხელისუფლება, შენს ფილმს დახატავს თავის სასიკეთოდ - ანუ, იმას კი არ იტყვის, რაიკომის მდივანი ასეთი უნდა იყოსო - არა, აი ასეთი თავდადებულები ვართ რაიკომის მდივნებიო - ამას გეტყვიან. ამიტომ საჭიროა ჭკვიანი მაყურებელი).

      აბა თავად გაიხსენეთ (მე არ მოვსწრებივარ რაიკომის მდივნებს), იყო ისეთი რაიკომის მდივანი, რომელიც პირველივე სამუშაო დღეს, კაბინეტში შესვლის ნაცვლად, თავის მოადგილეს ეტყვის, მოდი ჯერ სოფელი შემოვიაროთო და მთელ დღეს მხოლოდ სოფლის დათვალიერებას მოანდომებდა და გვიან ღამით, მშიერ-მწყურვალი მივიდოდა სასტუმროში? რაღაც ძალიან მეეჭვება. იყო ისეთი მდივანი, რომელიც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად - იცოდე, ზემოთ პრობლემები შეგექმნება და მოგხსნიანო - უარს არ იტყოდა საკუთარი რაიონის აყვავების უკეთეს მიზნებზე? ანდა ქრთამად მორთმეულ ფულით სავსე ჩემოდანს, მუშტიკრივით უპასუხებდა? ზუსტი პასუხი არ მაქვს, ამიტომ გთხოვეთ გაგეხსენებინათ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ასე არ მოხდებოდა. ანუ რეზო ჩხეიძემ გადაიღო ისეთი რაიკომის მდივანი, რომელიც პრინციპში არც არსებობდა და ხელისუფლების მხირან საზოგადოებაში შექმნილ ასეთი მდივნების ხატს, ჩემი აზრით, დასცინა.

      ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიდგომით, ფილმსაც მეტი მხატვრული ღირებულება ემატება (თუმცა, კონკრეტულად ამ ფილმის მხატვრულობაზე ან მსახიობების ოსტატობაზე ფსონს არ დავდებ) და საყურებლადაც არ კარგავს ესთეტიკას და ვფიქრობ, გავლენაც მხოლოდ პოზიტიური აქვს საზოგადოებაზე. ამიტომ გირჩევთ, ახლადგადაღებული ანტიფაშისტური ქართული სერიალის მინიმუმ 4 სერია გამოტოვოთ და მის ნაცვლად, ნახოთ მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი).

დამატებით რამდენიმე დეტალი ფილმის ნახვის მონდომებისთვის:

  • მთავარ როლს ასრულებს ერთ-ერთი შესანიშნავი რეჟისორი თემურ ჩხეიძე და მისი ორი კინოროლიდან ეს ერთ-ერთია (კარგია, რომ მსახიობობას თავი დაანება);
  • ყანჩელის მუსიკაზე დირიჟორობს და ჰერიო ბიჭებოს მღერის ჯანსუღ კახიძე; (მესხეთის მკვიდრი ყოფილხარ, შენ დაგელოცოს ირგვლივ ცა - თუ გაქვთ ამ ვერსიით მოსმენილი ჰერიო ბიჭებო, იცოდეთ რომ ეს ამ ფილმისთვის და ფილმიდან არის)

      ტრადიციულად, კომენტარებში ველი ნანახის შემდეგ განცდილ ემოციებს.

ნახვა: 1342

ტეგები: Qwelly, ანტისახელისუფლებო, კინომანია, რაიკომი, ქველი

ლაშა: სექტემბერი 28, 2016||1:01am

ფესვებზე მომაგონდა, გრიგოლ რობაქიძე თავის ერთ-ერთ აუდიო მიმართვაში, დაახლოებით მსგავს ისტორიას - როგორ დაავიწყდა სხვა ყველა ენა ერთ-ერთ ქართველ ანარქისტს (ვარლამ ჩერქეზიშვილი) და სიკვდილის წინ მხოლოდ ქართულით დაიწყო საუბარი. გადმოსვენებაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება, ლიმონა დევდარიანს, კი იყო დუმბაძის კირტიკა მის გამო - ნოდარი ქურდულ სამყაროს უწევდა პროპაგანდასო (ილიაუნი ახსენეთ და სწორედ გია ნოდია იყო ამ კრიტიკოსთა ერთ-ერთი წარმომადგენელი). რაც შეეხება აბეზარას და ჭრიჭინას, ნუ მათი საბჭოთა მეხოტბეობა ისეთი აშკარაა რომ არანაირი სტატია არ აქვს მიძღვნილი.

ლაშა: სექტემბერი 28, 2016||1:04am

კიდევ ერთი ფილმს მივამატებ აუცილებლად სანახავებს. სამწუხაროდ, ფელინის ეგ ფილმი ჯერ არ მინახავს (( 

George: სექტემბერი 28, 2016||1:11am

უი ასეთი ავტორიტეტი , როგორც გია ნოდია როგორ გამომჩა ? ( აიდიოტებენ შენი უნი-ს სტუდენტებს და არ მეგონა, რომ შენც შეგეხებოდა ( მიმართულება სოცრეალიზმი შესაძლოა არ მოგვწომდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი წამყვანი და უძლიერესი მიმართულება იყო - მიუხედავად იმისა ჯგერენაია აფასებს თუ არა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ღვაწლს მსოფლიო კინოხელოვნებაში (

ლაშა: სექტემბერი 28, 2016||1:23am

არ ვიცი ვისზე საუბრობთ, მაგრამ ნოდია-ჯგერენაიას ავტორიტეტულობა ჩემზე არ ვრცელდება, განსაკუთრებით კინოხელოვნებაში ))

George: სექტემბერი 28, 2016||1:29am

ამჩნევ, რომ პირველი პუნქტიც არ დამისრულებია და ფსევდოლიბერალური წვრთნა კამათის არგუმენტაციას გიმრავლებს ?( 

George: სექტემბერი 28, 2016||1:44am

დროის ფუჭი ხარჯვაა, დამეთანხმები, ეკამათო ადამიანს, რომელიც *ჩარჩოში ზის* და სათითაოდ განუმარტო შეცდომები ( ერთადერთი ფრაზა ჩანაწერში, რომელიც უკრიტიკოდ შეიძლება დარჩეს - *მე არ მოვსწრებივარ რაიკომის მდივნებს* ( პუნქტებს კი ჩამოგითვლი

ლაშა: სექტემბერი 28, 2016||1:46am

პირველი პუნქტიც რომ არ დაგისრულებიათ ამას რა თქმა უნდა ვამჩნევ, ხოლო ფსევდოლიბერალური წვრთნა რომ კამათის არგუმენტაციას მიმრავლებს ამას ვერა, რადგან არც გეკამათებით, მე უბრალოდ ჩემი სტატიის კრიტიკას ვკითხულობ (დიდი მადლობა ამისთვის, გულწრფელად!) და გზადაგზა კითხვებს ვპასუხობ. თუ ეს კამათია, მაშ მხოლოდ, უპასუხოდ წავიკითხავ კრიტიკას. 

George: სექტემბერი 28, 2016||2:14am

1. ფილმი სრულიად შეესაბამება სოცრეალიზმის სტილს

2. ავტორისთვის უცნობია, რომ საბჭოთა კავშირში (საბჭოთა საქართველოში) დრო არ იდგა ადგილზე და ფილმის გადაღების პერიოდში დაშვებული იყო *ადგილობრივი* პატრიოტიზმი ?

3. წყობა იყო იდეალისტური და არცაა გასაკვირი, რომ ნაცმოს ცინიზმში გაზრდილები უარყოფენ პირველი მდივნების არსებობას (დღევანდელ გუბერნატორებს), რომელიც სავსე ფულით ტომარაზე უარს იტყოდნენ

4. რეჟისურა - აბსოლუტური კონფორმიზმია ( არადა წერ - *შესანიშნავი რეჟისორი თემურ ჩხეიძე*)

5. ფილმის დასასრულს ნატვრაა ( მოსკოვი - ვითარცა სამართლიანი *კრიშა*) : რა თქმა უნდა რეალურ ცხოვრებაში თორელს მოხსნიდნენ

6. კლანური წყობა - მრავალსაუკუნოვანი სისტემაა : არც ვაზი უშველის მას და არც ტურიზმი !

7. (მთავარი) ასეთი და ამაზე უკეთესები  პირველი მდივნები არსებობდნენ ( რაც ძალიან არ მოსწონთ დღევანდელ ურაპატრიოტებს)  რეალურ საქართველოში : მინიმუმ ორის დასახელება შემიძლია -

ჟიული შართავა ( რუსთავის პირველი მდივანი)

ალეკო (ალექსანდრე ) ტოტოჩავა ( ქვემო სვანეთის(ლენტეხის რაიონის) პირველი მდივანი

პ.ს. - ორივე ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და გაწირა თავი ნამდვილი (რეალური) საქართველოსთვის ( ანუ *სარკოზ*- ძახილით სხვებს არ წირავდნენ)

George: სექტემბერი 28, 2016||2:31am

თუ გსურს შინაგანი ამპარტავნების დამარცხება - მოიხსენიე ლოცვებში  გარდაცვლილი ორი რაინდი ( ჟიულის ნათლობის სახელი არ ვიცი, მაგრამ ადვილად გაგიგებ - საპატრიარქოს კომისია თათბირობს მის წმინდანად შერაცხვაზე)

ლაშა: სექტემბერი 28, 2016||2:58am
დიდი მადლობა. აუცილებლად მოვიხსენიებ ორივეს. სადღაც წავიკითხე - ფილმი შევარდნაძეს მიუძღვნესო. კიდევ ერთი ლეგენდაა თუ ნამდვილი ამბავია ?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp Elden Ring Items: Morgott's Cursed Sword Bleed Madness Build

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 12:22pm 0 კომენტარი

Morgott's Cursed Sword Bleed Madness Build

This powerful one-hit level 150+ Madness focused build can be used for the endgame and 1.06 patch running, it is also an evolution of the frenzied acolyte build but is combined with a bit of Elden Ring Items bleeding. If you weren't aware, bleeding and madness both scale off of the arcane stat depending on what you have equipped, for example, if you use Morgott's Cursed…

გაგრძელება

Skull and Bones 2

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The highly anticipated second season of Ubisoft's pirate-themed action-adventure game Skull and Bones Items has finally arrived, unleashing a veritable deluge of new content for players to explore. Titled "Chorus of Havoc," this latest seasonal update promises to stir up the high seas with a host of fresh missions, formidable adversaries, and enticing rewards.

At the heart of this new content lies the introduction of the cunning Hubac twins, a pair of sea lords whose cunning and…

გაგრძელება

As I reflected on my experience

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to POE currency trade showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting for nimble, mobile characters over brute strength alone. This…

გაგრძელება

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters