გრიგოლ რობაქიძის ხმა

გრიგოლ რობაქიძე საბჭოთა კავშირის შესახებ

      მამული გულით გიხმობთ შორეთიდგან ახალგაზრდებო! თუ ჩემი მწერლური ნაქმი უცნობია თქვენთვის, სახელი მაინც გაგეგონებათ ჩემი. შემეკითხებით: რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული ეგზომ მშვენიერი და ტკბილი? მოგითხრობთ. ბოლშევიკები გაჰყვირიან: "ხალხურ დემოკრატიას" ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიც სჩანს: "დემოს" ნიშნავს ბერძნულად ხალხს; მაშასადამე, "ხალხური დემოკრატია" ასე უნდა იკითხებოდეს: "ხალხური ხალხო-კრატია". ვამყარებთ დემოკრატიასო, უფრო მართალი იქნებოდა ეთქვათ: "ვამყარებთ დემონოკრატიასო". ეს არაა ხუმრობა. ადამიანისათვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია - ღმერთი. საბჭოეთში ყოველი რწმენა ზებუნებრივისა დადაგულია ლენინის ქეძაფი სიტყვით: "труположества". ყურები გვაქვს გამოჭედილი, ხალხთა კეთილდღეობისათვის ვიბრძვითო; ამავე დროს, ხალხს, როგორც ცოცხალს კრებულს, ბასრი დანით სახსრებს უხსნიან. ხალხის ალაგს მასაა გამეფებული, რომელშიც პიროვნება, ეს უღვთიერესი მოვლენა, სრულიად ითქვიფება. არავითარი სახე აქ არაა და მაშასადამე არავითარი სახიერი. დილითგან შუაღამემდე გაისმის: "დავეწიოთ, გავუსწროთ!" ხალხი წელზე ფეხს იდგამს და ჭაპან-წყვეტაშია. ყოველი ცალკეული ნუმერია მხოლოდ და ნუმერი - ნაკელი, ასეწოდებულ: "სოციალისტური მშენებლობისათვის". ვამეტებ? დღევანდელი მოდგმა ნაკელად ეფინება ხვალინდელს, ხვალინდელი ასევე უნდა ეფინებოდეს მომავალს და ასე დაუსრულებლად. რაც ნოყიერდება ნაკელით, არის მხოლოდ კოლექტივი-ბნელი და უსახელო. ხალხისთვის რჩეული თავითავს სწირავდა და როგორც გმირი, სახელი მისი ნათელით იფინებოდა მთელი ისტორიის კიდეგანით. საბჭოეთში ქანცმორეული "стахановец", კოლექტივისათვის განწირული, ამოტივტივდება ხოლმე გაზეთების ფურცლებზე და ამ ფურცლებთან ერთად, რომელთაც სხვა მიზნისთვის ხმარობენ, ივიწყება ისე, რომ მისი სახსენებელიც აღარ რჩება.

      მცენარე იზრდება; ქართველთა გენია იტყვის: მცენარე ხარობს. არის სიხარული საბჭოეთის მშენებლობაში? ძველად გლეხი, თითქო მზის თესლებით სავსე, სიყვარულით უახლოვდებოდა მიწას, ვითარ ქმარი, რათა გაენაყოფიერებია მისი საშო. მიწა ნაყოფს გამოიღებდა მადლით, გლეხი სიხარულით თვრებოდა. თუ მონახავთ ასეთ გლეხს, რომელიმე კოლმეურნეობაში, თუგინდ ერთადერთს, სიტყვა უკან წამიღია. ვერ მონახავთ. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშვინაა ადამიანი, როცა იგი თავის-უფალია; თავის-უფლებაა ხვთიური ელემენტი ადამიანში. ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? ა რ ა ვ ი ნ! იქ ყველაფერი აკრძალულია, რაიც არაა ბრძანებული. მბრძანებელი, დღეს რომ ერთი ბრძანებლობს, ხვალ იგი დასახვრეტად მიჰყავთ. ბერიას ხვედრი საბჭოეთში გამონაკლი არაა. იქ იგი ყოველდღიური მოვლენაა. დამხვრეტთ გუშინდელი მბრძანებლისა შიშის ქარი ურბენთ სახსრებში; ფიქრობენ რა, მათაც არ ხვდეთ ეს ბედი. არის ეს დემონოკრატია? შესაძლოა, შემედაოთ ამ დებულების გამო, გარნა ვიცი, რომ სადღაც მიმალულ კუნჭულში თქვენი არსისა დამეთანხმებით. თანხმობას მყისვე მიჩქმალავთ, რადგან შიში აგიყვანთ, მალული აზრი თქვენი, რომ არ იქნას ყურადღებული. საბჭოეთში კაცს შიშის გამო მოსვენებით ვერც კი დაუძინია. ეშინია სიზმარში ბოდვით არ წამოსცდეს გულნადები აზრი რაიმე. ასეთია საბჭოეთის სამოთხე. ეს სამოთხე მივატოვე და არა ნამდვილი სამოთხე, შეუდარებელი სამშობლო ჩვენი. მოწყვეტილი ვარ ჩვენს დედამიწას, ხოლო შორეული ფესვებით მაინც მასთან ვარ. ეს ფესვებია უცხოეთში რომ მაცოცხლებენ. ქალნო და ვაჟნო, ახალგაზრდებო! დღე არაა თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე გულაჩუყებული და თვალცრემმორეული. ვფიქრობ, თქვენში შეჭრილია ბოლშევიზმის განმხრწნელი ძალა. თანვე ამასაც ვიგულვებ, რომ ეს შეჭრა, ძირა ფენებს თქვენი აზრისა, ჯერ კიდევ არ სწვდენია. თუ რა არის ეს ფენები, ამას ერთი მაგალითი ნათლივ დაგისახავთ. იყო ერთი ქართველი, თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდგან იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნეთაგან მოშვენული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი, რა ძალის არიან ძირა ფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. ეს რომ არ ვიცოდე, ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით.

      გულწრფელიღეთ ყურად სიტყვა ესე, სიტყვა, რომელიც წრფელი გულიდგანაა წამოშვებული და მამური გრძნობებით თქვენკენ მოშვებული. დაენდვეთ მხოლოდ და მხოლოდ ღრმას, იდუმალს ამ ძირა ფენებიდგან; იქაა გულის ძგერა და მაჯის ცემა საქართველოსი, იქაა გონმეტყველება მისი. ისმენთ ამ ხმას, თქვენში წამოიჭრებიან წმინდა ნინო, რომელმაც ვაზის ჯვარით გვაზიარა ქრისტეს მცნებას, დავით აღმაშენებელი - ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა, მეფე თამარ, მზიური შარავანდი იმ ხელმწიფებისა, ქეთევან დედოფალი - წმიდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვარისათვის, მესიტყვენი დიდი კარდუსი ჩვენი მითიური ჩვენი მითიური თავრმდგენისა იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩული, შოთა, საბა სულხან ორბელიანი, ილია, აკაკი, ვაჟა; წამოიჭრებიან თქვენში ძლევამოსილებით და მხრებში ამართულთ თქვენ ვერა გძლევთ რა, იყვეს იგი თუგინდ დემონური ძალა ბოლშევიზმისა. დაიმყენით სიტყვა ესე თქვენ ყმაწვილ გულებში, ახალგაზრდებო! ხალას ნერგებო საქართველოს მომავლისა! გესმით? გიხმობთ ქართველი მწერალი, რომელსაც მწერლური გეზით ჯერ კიდევ მარჯით აქვს ამართული მარჯვენათი მზიურ მეწამული ალამი საქართველოსი. ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მთა-ველებს: მზეგრძელ იყავ საქართველო!

ტეგები: Qwelly, literature, აუდიო, გრიგოლ_რობაქიძე, ლიტერატურა, ქველი

ნახვა: 433

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters