ძველად

- ნათელააააა.... ნათელააააააა!!!

- რა იყო ლამარა, რა დამფრთალი მამალივით კრიახობ ამ დილაუთენია.

- ქალო მიშველე რამე, თორემ გავყავი ბაწარში კისერი.

- რა ბნედა დაგეცა შე არ სასიკვდინე.

- ჩემს ბაღანას დააყარა წითელი კოპლები, აი შენ ბაღანას რომ ჰქონდა მასე. ბატონები ჰყავს ამასაც, მოუკვდეს დედა, მიშველე რაცხა... იგი მწვანე რაცხა რომ გქონდა უნდა მათხოვო ცოტა და ხვალ დავაბარებ აბესალომს და მოგიტანს... არ დაგენანოს გაფიცებ ყომფელს... ხომ იცი არ დაგეკარგება...

- ოხ შენ არ მოუკვდი შენს ყველას... გათხოვებ ქალო აბა რა ჭირად მინდა... მაგი ერთხელ შეეყრება და მეტი არაო და წეიღე... ისე ჯობია სახელი ისწავლო - ბრილიანტის მწვანე. ხომ იცი წითელი ფერი უყვართ ბატონებს და ტკბილეულობა და არ გააბრაზოთ მაგი ბაღანა... ცხონებული აქვსენტის ბადიშს კაი მკურნალობა სჭრიდება, თვარა არ მოგასვენებთ არც ის და არც ამ ბოვშის ბატონები...

- კაი ქალო, ნუ დამზაფრე ერთი... მადლობა ნათელა... ღმერთი არ დაგივიწყებს იცოდე... აბოსალომსაც მოვატანიებ ხვალ...

იგივე სიტუაცია ცოტა მერე

     დეპეშაა სოფლიდან.

     ნათელა გამარჯობა... გოგო მანდ უფრო იშოვი ვიცი... ბრილიანტის მწვანე მჭრდება ჩემო კარგო და აფთიაქში იქნებ იყიდო და გამომიგზავნო... ფული კონვერტში დევს... ჩემს ვაჟიკოს დააყარა. ჩუტყვავილა აქვს და... აბა შენ იცი, გელოდებით წუთი-წუთზე...

იგივე სიტუაცია კიდევ უფრო მერე

- ალოო? გამარჯობა ნათ, როგორ ხარ?

- კარგად ლამრო, შენ როგორ ხარ?

- გოგო ნახე როგორ წვიმს და ბრილიანტის მწვანე ხომ არ გექნება რომ მათხოვო?? ახლა ვერ ჩავალ მაღაზიაში... თუ სახლში ხარ გამოვალ და გამოგართმევ და მერე გიყიდი კარგი?

- რას სულელობ გოგო, რას მიყიდი... უცხოები ხომ არ ვართ...

- კარგი მადლობააა...

იგივე სიტუაცია ნამეტნავად მერე, ანუ ახლა.

SMS:

     აუხ ნათ-ნათ, ანგარიშზე არ მაქვს და შემო რა ოდნოში.

- რა იყო ლამკო, რა გჭირს გოგ?

- რავი ნათუშკი, ჩემს ლოვეს ბატონები აქვს თუ რაღაც და დააყარა მუცუკუნები, ისეთი საყვარლებია, მაგრამ თხევადია და რომ ვეხუტები ბუთქუნობს... მე კი მქონდა მოხდილი, და აღარ მედება, მაგრამ ამას არ მოუხდია თურმე...

- აუუხ, მაგარი სანახავი იქნება ხო?

- კი ჯააააან... გოგო რა წავუსვა ხომ არ იცი?

- ზელიონკას უსმევენ გოგო როგორც ვიცი...

- რა ზელიონკა, რას გოიმობ... რომელი გოდაა?

- აუხ, აი თუ გინდა დავქოლავ ექიმთან და...

...

- რაო ნათ?

- კი, გოგო... პროსტა ზელიონკა კი არა, ბრილიანტის მწვანე ჰქვიებია...

- აუხ... შენ გააქვს?

- არა გოგო... აფთიაქში მაგრად იაფადააო... აბა ჩადი...

- კაი ნათ... ჩემი გული ხარ რა... ჩემი ყველაფერი!

- არაფრის ლამკო...

blog, brilliant green, medical, medicine, qwelly, зеленка, ბრილიანტის მწვანე, განვითარება, ზელიონკა, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მედიცინა, პორგრესი, სამედიცინო სფერო, ქველი

     ავტორისაგან

ისმის კითხვა:

რა ხდება სამედიცინო სფეროში? ბრილიანტის მწვანეც კი ვერ განვითარდა უფრო ეფექტური საშუალებით???

ნახვა: 1042

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მედიცინა, მოსაზრებები, ქველი

ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.

შორენა კენჭოშვილი: დეკემბერი 22, 2012||10:55pm

:D:Dbolo nawiliii magariaa:D:D......

ლაშა: დეკემბერი 22, 2012||10:57pm

:) :) :) :) ვაი, ამ ხუმრობას... :((((

შორენა კენჭოშვილი: დეკემბერი 23, 2012||10:39am

esetii xumrobitt qartuli ikargeba da dzann cudia es....samwuxarott:(

ლაშა: დეკემბერი 23, 2012||11:46am

მოიცა, ვერ მივხვდი... ა, პოსტით და ამ ხუმრობებით მე ვკარგავ ქართულენას???? :( 

შორენა კენჭოშვილი: დეკემბერი 23, 2012||5:00pm

მე შენზე არა მითქვამს ყველა ვიგულისხმე...ყველა ვსაუბრობთ ჟარგონებით....მთლინ საზოგადოების პრობლემაა..ჩემი აზრითთ..

ლაშა: დეკემბერი 23, 2012||5:01pm

აააააა.... ეგ არაფერი... ეგ ერთგვარი პროგრესია... :( რეგრესი მაინც... :D :D :D :D 

საქმე ისაა რომ ამ მწვანეს არ ეშველა არაფერი და ჩემი გასაჭირიც ეგაა... :D :D :D :D :D 

შორენა კენჭოშვილი: დეკემბერი 23, 2012||5:42pm

kii eshvelebaaa..:D:D

ლაშა: დეკემბერი 25, 2012||2:45pm

ჯანდაბას, ნუ იქნება ბტილიანტის მწვანის პროგრესი.... ოღონდ სხვა რამეებსაც და ზოგადად ადამიანებსაც რომ შველოდეს და გამოასწორებდეს, სულ გადავშრეკავდი დედამიწაააააააას... :D :D :D :D :D :D :D :D :D :D 

ino: დეკემბერი 26, 2012||2:41am

სამკურნალო საშუალება არაა ეს "მწვანე სითხე"))))) უბრალოდ ანტისეპტიკური და ანტიმიკრობულ მოქმედება აქვს....მიკრობის გავრცელებას ხელს უშლის..

სამკურნალო ეფექტი რომ ჰ'ქონდეს ..აქამდე იმდენჯერ შეიცვლებოდა )))))შემადგენლობა თუ არა სახელი მაინც :დ

ლაშა: მაისი 26, 2015||1:28am

კახა, როგორ ეთანხმები, ის ამბობს არაა სამკურნალო საშუალებაო :D :P

კარგი ino, იყოს მიკრობების გავრცელების საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ შეუძლება უფრო ეფექტური გამოიგონონ? :(( 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones 2

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The highly anticipated second season of Ubisoft's pirate-themed action-adventure game Skull and Bones Items has finally arrived, unleashing a veritable deluge of new content for players to explore. Titled "Chorus of Havoc," this latest seasonal update promises to stir up the high seas with a host of fresh missions, formidable adversaries, and enticing rewards.

At the heart of this new content lies the introduction of the cunning Hubac twins, a pair of sea lords whose cunning and…

გაგრძელება

As I reflected on my experience

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to POE currency trade showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting for nimble, mobile characters over brute strength alone. This…

გაგრძელება

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters