რუსუდან ქსნისპირელი'ს ბლოგი (26)

ქალავ გამამყევი

ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ,

მთაში მისავალი წვრილი ბილიკები,

ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო,

შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები.

ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ,

განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს,

განახებ იებს და განახებ ენძელებს

და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს.

ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს,

და დასასრული არ მივცეთ სიარულს,

ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ,

ხანდახან…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2016 წელი. 9:00am — არ არის კომენტარები
_______________

საახალწლო საფიქრალი

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ილია ჭავჭავაძე

       აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 5, 2016 წელი. 4:00pm — 4 კომენტარი
________________

პაპი

ურცხვმა დროებამ დაგიკოჟრა პაპი ხელები

ჯოხს დაჩვეული აჰყვები და ჩაჰყვები ფარას,

სუნთქავ მაგ მთებით, კლდეებით და ცივი ხევებით

მოზამთრდება და ჩამოუვლი ნაცრისფერ ქალაქს.

ხო არ მიბერდები, შეგერია პაპი სითეთრე,

შენს თმაში ზამთარს გამოუჩნდა თოვის წადილი,

პაპი... მანდ მინდა ამ ქალაქში ვერც მე ვისვენებ,

რომ ვცდილობთ ხოლმე, არ გვეპაროს ცხვარში ნადირი.

ჩამოვსხდებოდით გახურებულ ღუმელთან ღამით,

მე წელის ალბათ…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 4, 2015 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქსნური ფოლკლორი - ხალხური რეწვის ნიმუშები ქსნის ხეობიდან

       დღეს, 13 მარტს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიხსნა ქსნის ხეობის სიძვლებიის გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში და მსურველებს საშუალება გექნებათ ნახოთ ის სიძველეები და ნივთები, რომელთაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

რამდენიმე ფოტო გამოფენის…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: მარტი 14, 2014 წელი. 1:30am — 11 კომენტარი
________________

სიგიჟე

წამოდი გავგიჟდეთ,რითმები დავლიოთ,

მთვარე და ვარსკვლავი,მოვკრიფოთ ზეციდან,

თუ რამე ვალაგეთ,ისევე ავრიოთ,

რომ გვცხელა ჩავიცვათ,ვითომ და შეგვცივდა.

რომ გვცივა,მაიკთ ვირბინოთ ზამთარში

ვითომ და არიო პაპა(და)ნაქება,

ლექსები ვეძებოთ,მიყრია დავთარში,

ყველაზე "ბანძობა" ვიხადოთ საქებად.

წყალი ვსვათ იმდენი,რომ დავთვრეთ იქნება,

წამოდი…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ხო... უნდა გავგიჟდე და უკვე მოვრჩები

ხო... უნდა გავგიჟდე და უკვე მოვრჩები,

უნდა ვთქვა რაც სულში ცეცხლივით მინთია,

ნუ მომკლავთ,არ მინდა..მე თვითონ მოვკვდები,

ეს გული ყველაზე დამპალი ნივთია.

და უნდა ვიყვირო,-ვერავინ წაგიყვანს,

შენს ქორწილს შევღებავ წითელი ფერებით,

თავადაც მისული,სიკვდილის ნაპირას,

თვალებზე გაკოცებ.ნასისხლი ხელებით.

თავს დასტრიალებენ შენს საქმროს მაყრები,…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეს – ცხოვრებაა

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ქვია.რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.რაც საკუთარი…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2014 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პატარა სიყვარულის დიდი ზღაპარი

მოდი და სულ ფერად ყვავილებს დაგიკრეფ,

და მერე თმებში ნაწნავად ჩაგიბნევ,

სიყვარულს გაჩუქებ ყველაზე წმინდას და

გპირდები ამ გრძნობით სასახლეს აგიგებ,

მოხვალ?გვირილებით დაგიწნავ ხალიჩას,

მინდა რომ სულ ფერად ფერებში გხედავდე,

მომყვები?-წამოდი და…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2013 წელი. 12:30am — 2 კომენტარი
________________

რუსკას თვალით დანახული ხევსურეთი: მე არ ვარ ხევსური! - მე მიყვარს ხევსურეთი!

               

     მახსოვს  2013 წლის 29 ივნისი იყო პირველად ხევსურეთში რომ წამოვედი.არ მქონდა ნანახი და ხევსურეთი მხოლოდ შატილის კოშკი მეგონა  და მეც მის სანახავად მივდიოდი,თუმცა მანამდე ხევსურული ლექსები,სიმღერები და ხევსურები მიყვარდა....სანამ წავიდოდი მოკლედ გავეცანი მის ისტორიას,რომ მთლად არაკომპეტენტური არ ვყოფილიყავი,თუმცა წინ დიდი სიამოვნება მელოდებოდა.

ორი დღით ვიყავი წასული…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2013 წელი. 1:00am — 8 კომენტარი
________________

გუდანის ჯვარი

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,

თორღვაის ცხენი იქ აბია,

ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია

ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს...



არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო

არ დაგიბერდეს ყმანია

შენს კარზედ აუარებლად

საკლავიც მოგვიყვანია



დიდია გუდანის ჯვარი

თანაც ბევრი ყავს ყმანია

მის კარზედ შემოვკრებილვართ

ფიცვერცხლ ნაჭამი…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 7, 2013 წელი. 2:28am — არ არის კომენტარები
_______________

ერიხ მარია რემარკი (ეს ჩემი გვერდიდან)

Qwelly, ბლოგი, განხილვა, მწერლები, რემარკი, ქველი

      ერიხ მარია რემარკი (Erich Maria Remarque), გერმანელი მწერალი დაიბადა 1898 წელის 22 ივნისს, ქალაქ ოსნაბრიუკში (ქვედა საქსონია). სწავლობდა საეკლესიო სკოლაში, კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, შემდეგ კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ჯარში გაიწვიეს, დასავლეთის ფრონტზე გაგზავნეს. 1917 წელის ივლისში რემარკი მძიმედ დაიჭრა ყუმბარის აფეთქებისას, ომის დასრულებამდე ჰოსპიტალში მკურნალობდა. რემარკს რამდენიმე სასიყვარულო…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2013 წელი. 8:30am — 1 კომენტარი
________________

შემოდგომა–ზამთარი

შემოდგომის თბილი,მზიანი საღამო იდგა.ვუყურებდი ბალახებს გრილი ნიავი რომ აქანებდა და ირწეოდა ოდნავ შესამჩნევად.მიყვარს შემოდგომა რადგან ხასიათით მგავს. მრავალფეროვანი,ხან ცივი, ხანდახან კიდევ თბილი, სევდიანი,მშვიდი,ნაზი . ასეთი ვარ მეც.გოდერძი ჩოხელის ლამაზ მოთხრობებს ვკითხულობდი და ხშირ-ხშირად გავხედავდი ხოლმე ბუნებას.ზოგ ხეს დასცვენოდა ფოთლები ზოგიც კი თავისი ნაყოფითა და ლამაზი ფოთლებით თავს იწონებდა.ძილი მეკიდებოდა მივწექი ჰამაკზე .თვალებში მზე მაჭყიტებდა,მაგრამ…
გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 5, 2013 წელი. 1:56pm — არ არის კომენტარები
_______________

I don't want to fall asleep :)))))

I don't want to miss one smile
I don't want to miss one kiss
I just want to be with you
Right here with you, just like this
I just want to hold you close
Feel your heart so close to mine
And just stay here in this moment
For all the rest of time

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2013 წელი. 12:27am — 2 კომენტარი
________________

ჩემი არ ესმით!

ჩემი არ ესმით!

მსიამოვნებს რომ არ ვარ მასაზე გათვლილი და უხარისხო ფილმივით. ყველა ვერ მიგებს! მიყვარს მარტო ყოფნა იმიტომ რომ ფიქრი თქვენთან საუბარზე გაცილებით შედეგიანია და ვგიჟდები ძილზე, რადგან თქვენი ცხოვრება იმდენად უინტერესოა ჩემი ძილი სჯობს!

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2013 წელი. 11:00pm — 5 კომენტარი
________________

წერილი უცნობ ხევსურს

"დედას რომ ვეუბნები, ხევსურს უნდა გავყვე-მეთქი, ვაი შენს პატრონსო, - მეუბნება

       აბა თბილისში ვინ ვიპოვო ჩემსავით გიჟი, რომ ხევსურეთში წამომყვეს? ვის ავუხსნა, რომ აქედან შორს მინდა. იქ, სადაც ზამთარში გზები იკეტება, იქ, სადაც ვერ იჭერს მობილური, იქ, სადაც არ გადის ინტერნეტი, იქ,სადაც სანთლის შუქზე უნდა…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2013 წელი. 2:30am — 2 კომენტარი
________________

დაკარგული სინდისი

დაკარგულ ოქროს სხვა იპონვის, ესეც კარგია, მაგრამ სინდისი დაკარგული ვის რად არგია?!

ადამიანში ყველაფერი ბერდება ბოლოს, თვით სიკვდილამდე არ ბერდება სინდისი მხოლოდ!

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2013 წელი. 2:00am — 3 კომენტარი
________________

ეს ხომ მონატრებაა...

ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს... 

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა: 

- დილა მშვიდობისა, ქალიშვილო! იები აყვავებულა, ატმები აფეთქებულა, ნუშის სურნელმა გააბრუა სამყარო, გილოცავ გაზაფხულის მოსვლასო! 

ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან უარმაზარი თაიგული დამხვდა: 

- სიყვარულის დღეს გილოცავ, მუდამ შეყვარებული იყავიო! 

ვარდობისთვეს ჩემი დაბადების დღეს ჩემი წითელი ვარდების ზღვაში…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2013 წელი. 1:07am — არ არის კომენტარები
_______________

შენ და ქალაქიც



მახსოვს, კლდის ფხაზე გვედგა არაყი,

იმ დღეს დავტოვე, თბილისის სივრცე,

ჩამოგიშორეთ, შენ და ქალაქი,

ახლა ეს გული, მთებს უნდა მივცე.

მახსოვს შემთვრალი აზრები მქონდა,

ბოთლს, ნახევარი გაუხდა სითხე,

მთვრალი ხევსური, მანდ ქალაქს ფლობდა,

ჭიქადაცლილმა, მტრები რომ გიფრთხე.

ახლა??? ეგ ჟამი წარსულს ჩაბარდა,

ყველა კარები, ცხვირწინ გიხურეთ,

აქ ყველა ღამე,ქეიფს ქარგავს და,

ახლა??? მე და მთებს,შურით გვიყურეთ.

ღამეც მთვრალივით, მოეგდო…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2013 წელი. 6:54pm — 1 კომენტარი
________________

შენი პოეტი



შენი პოეტი,–ისევ ცოცხლობს მუზის ამარა,

და რითმებს კერავს,რითმებს თითქოს გულში დაგლეჯილს,

შენი პოეტი,–ისევ ცოცხლობს ფიქრის ამარა,

მისი საუნჯე?–კალამი და ფურცლის ნაგლეჯი.

შენი პოეტი,–კვლავ შენზედ წერს,ლექსებს მოგიძღვნის

შენი პოეტი,–მთლად ქცეულა შენზე ფიქრებად,

შენი პოეტი,–შენთვის ქარგავს ლამაზ სტრიქონებს

და შენ ჩაგაქსოვს სიყვარულის ლამაზ რითმებად.

შენი პოეტი,–ლამაზ ვარდებს გადრებს,ლამაზს,

შენი პოეტი,–შენზედ აშლის ოცნების აფრებს,

შენი…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2013 წელი. 6:14pm — არ არის კომენტარები
_______________

ბავშვობა

ბავშვობა ხომ ყველაზე კარგი მოგონებაა რაც კი შეიძლება გაიხსენო,არ ვარ დიდი მაგრამ იმისთვის დიდი ვარ რომ,ისევ სახლობანა და დედაშვილობა ვითამაშო.მაგრამ სიამოვნებით დავბრუნდებოდი ბაღში ^^.ალბათ ყველას გახსოვთ,თაროებზე შემოდებული უამრავი სათამაშოები,კუბიკებით აწყობილი უცნაური ფორმის რაღაცეები:დ.ჩაი,წვნიანი,დესერტი,ძერწვა.ეს ყველაფერი უამრავ ბავშვთან ერთად.მომენატრა ეს დრო.ზეიმებისთვის ტანჯვით ნასწავლი ლექსები,ფიფქიის კაბები :დ.მომენატრა…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 20, 2013 წელი. 9:44am — 1 კომენტარი
________________

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters