შენი პოეტი,–ისევ ცოცხლობს მუზის ამარა,
და რითმებს კერავს,რითმებს თითქოს გულში დაგლეჯილს,
შენი პოეტი,–ისევ ცოცხლობს ფიქრის ამარა,
მისი საუნჯე?–კალამი და ფურცლის ნაგლეჯი.

შენი პოეტი,–კვლავ შენზედ წერს,ლექსებს მოგიძღვნის
შენი პოეტი,–მთლად ქცეულა შენზე ფიქრებად,
შენი პოეტი,–შენთვის ქარგავს ლამაზ სტრიქონებს
და შენ ჩაგაქსოვს სიყვარულის ლამაზ რითმებად.

შენი პოეტი,–ლამაზ ვარდებს გადრებს,ლამაზს,
შენი პოეტი,–შენზედ აშლის ოცნების აფრებს,
შენი პოეტი,–ყოველ ღამე მოვა შენთან და
მოგიყვება,ყურში,ჩუმად,ჩურჩულით ზღაპრებს.

შენი პოეტი,–ციდან წყვეტავს კაშკაშა ვარსკვლავს,
და შენ გიგზავნის,შენ,ერთადერთს ამ ლექსთან ერთად,
შენმა პოეტმა ხომ გიწოდა ლამაზი ქალი,
და თან შეგრახცა თავისივე პატარა ღმერთად.

შენი პოეტი,–მთელ იმედებს შენზედ ამაყარებს,
ის შენით ცოცხლობს და იცოცხლებს კიდეც მარადის,
შენი პოეტი,–ლამაზ ლექსებს კიდევ დაგიწერს და,
ვერასოდეს გეტყვის იგი,–აბა ნახვამდის!.

„–გთხოვ,მაპატიე უფალო,და შენც,
ზემოთ პოეტი ვუწოდე ჩემს თავს,
ეს მხოლოდ ლექსის რითმად ჯდება და
სულაც არ ვფიქრობ“პოეტი“მერქვას“
|თემო არაბული|

ნახვა: 149

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters