Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

მოხატული ტარტები

      ტარტი ალბათ ყველაზე ნაკლებად გურმანული დესერტია, მაგრამ აგერ უკვე რამდენი წელია მისი მორთვა-მოკაზმვა და მოხატვა, მხატვრობის მიმდინარეობად იქცა. კულინარიული ხელოვნება ხოლმე, პირისთვის გემრიელის გარდა, თვალისთვის სანახაობრივს ნიშნავს - თავიდან რომ თვალი ჭამს. ამ ტარტებში, თვალი საერთოდ არ ჭამს. ჯესიკა ლაი კლარკ-ბოინი (Jessica Leigh Clark-Bojin) დისნეის მოყვარე მხატვარია და ხელმაჯრვეობით გამორჩეული.…

ტარტი, მხატვრობა, გაფორმება, არტი, ბლოგი, Qwelly, art

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2019 წელი. 11:23pm — 2 კომენტარი
________________

ვარსკვლავთა მზერა

გაცოცხლებული ქარაგმა

      მრავლისმეტყველია ვარსკვლავთა მზერა; ისე აკვესებენ თვალებს, თითქოს მანიშნებენ, რომ იცოდე, რამდენი რამ გვაქვს შენთვის სათქმელიო.

      მეც მქონდა ვარსკვლავებისთვის სათქმელი. ძალიან მომწონხართ-მეთქი, ვუთხარი მათ. ღამეულ ცას მოციმციმე სხივებს აქსოვთ, კიდით კიდემდე ქარგავთ ბრწყინვალე გირლიანდებით, მაგრამ ეს როდია ყველაფერი...

     …

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სხივების ქარაგმა

გაცოცხლებული ქარაგმა

      როგორ არ ჰგვანან ერთმანეთს მთვარის და მზის სხივები... მთვარის სხივები უმეტესად ძილის წინ მეწვევიან ხოლმე, თვალის ქუთუთოებზე ნაზად მეფერებიან, მამშვიდებენ, ძილს მგვრიან.

      მზის სხივები კი პირიქით, ძილს როდი მაცლიან... თვალის ქუთუთოებში დაუკითხავად იჭრებიან, რა დროს ძილიაო, მაფხიზლებენ.

      ხომ ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მე მაინც ერთნაირად მომწონს მთვარის და…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 31, 2019 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ექსტრემალებს დასდევენ ექსტრემალები

      ადრენალინის მოზღვავება სიცოცხლესთან თამაშით შეიძლებაო და ადრენალინის მოზღვავებაზე დამოკიდებულთა ფოტოებზე აღბეჭდვა, დიდი ხანია ფოტოგრაფთა საყვარელი მიმართულებაა. ექსტრემალებს უკვე დიდი ხანია რედ ბული „აფრთიანებთ“ და ამ დაფრთიანებულ ექსტრემალებს კიდევ, სხვები დასდევენ რომ შემდეგ კონკურსები მოიგონ.

      დავიწყოთ გამარჯვებულით.…

რედ ბული, ექსტრემი, გამარჯვება, ფოტოგრაფია, ბლოგი, Qwelly, extreme

რედ ბული, ექსტრემი, გამარჯვება, ფოტოგრაფია, ბლოგი, Qwelly, extreme

რედ ბული, ექსტრემი, გამარჯვება, ფოტოგრაფია, ბლოგი, Qwelly, extreme

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2019 წელი. 11:24pm — არ არის კომენტარები
_______________

სხივების მსგავსება

გაცოცხლებული ქარაგმა

      როგორ არ ჰგვანან ერთმანეთს მთვარის და მზის სხივები... მთვარის სხივები უმეტესად ძილის წინ მეწვევიან ხოლმე, თვალის ქუთუთოებზე ნაზად მეფერებიან, მამშვიდებენ, ძილს მგვრიან.

      მზის სხივები კი პირიქით, ძილს როდი მაცლიან... თვალის ქუთუთოებში დაუკითხავად იჭრებიან, რა დროს ძილიაო, მაფხიზლებენ.

      ხომ ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მე მაინც ერთნაირად მომწონს…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 26, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სათამაშო დიდები

      ისტორიული თოჯინების სერია საკმაოდ ძველი მოფიქრებაა, ჯერ კიდევ ბარბების გამოჩენამდე არსებობდა ცნობილი პერსონების გასათამაშოების მცდელობები. ჩვენ დღევანდელ გმირს, დიტო ვონს (Dito Von) მომავალში აუცილებლად შევხვდებით, სხვა ნამუშევრების გამო, მაგრამ დღეს მისი თოჯინების პროექტი ჩვენი ყურადღების ცენტრში. ბოლონიაში, იტალიაში მოღვაწე არტისტმა საკმაოდ დახვეწილი და მოხუცი პერსონებისგან, ძალიან საყვარელი და მხიარული საბავშვო სათამაშოები შექმნა.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2019 წელი. 11:09pm — 1 კომენტარი
________________

ილუზიური არქიტექტურა

      მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ, მშვენიერი იდეაა ილუზიური არქიტექტურა. სამწუხაროდ, ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა აგერ უკვე სამი წელია მაგრამ არც გარდაცვალებამე არ იყო ქართული პროექტებით დაკავებული - არ გაგვიმართლა, წარმოშობით ერაყელია და არც ბებია ჰყავდა ქართველი, მაგრამ ამ შემთხვევაში არაა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2019 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ცოცხალი მინდორი

      სიმწვანის სიურეალისტური გამოსახვა ჩვენს ყოველდღიურ, ცოცხალ გარემოში ემერიკ ჩანთიერის (Émeric Chantier) მორიგი გატაცებაა და თავისი სკულპტურები სწორედ ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი. ემერიკმა მწვანე ბუნების, მინდორ-ველების სიურეალიზმი, სკულპტურებით წარმოადგინა - ადამიანები, ცხოველები, მტაცებლები, მოფიქრალები და სხვა. მწვანე გულიც ფეთქავს ისე, როგორც ბუნების მაცოცხლებელი. „ფანტაზირებული ბუნება“ ასე დაარქვა თავის შთაგონებას და…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2019 წელი. 11:03pm — არ არის კომენტარები
_______________

შეხვედრა

ვინ გადაურჩა წარღვნას (დასასრული)

      მსახურებდა ნოე დამრეც ფერდობზე შერჩენილ კიდობანს, დგეში რამდენჯერმე უხდებოდა თოკის კიბეზე ასვლაჩამოსვლა. დილიდან დაღამებამდე ფუტკარივით შრომობდა. შეიძლება დიდი ხელმარჯვეობას ვერ იჩენდა... საქონლის საჩიხი სულ მალე მოირღვა, წამდაუწუმ მისი შეკეთება უხდებოდა. ახლადდადებული ქათმის კვერცხები მზის გულზე დარჩა და გალაყდნენ...…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ორფეხა შინაურები

      ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, ზოგჯერ არც ისე ოთხფეხები არიან. თუ, ყურადღებით დააკვირდებით მათ სურვილებს და მიზნისკენ სწრაფვის საშუელებებს, ადვილად შეამჩნევთ რომ დიდი ადამიანებივითაც შეუძლიათ მოძრაობა. სწორედ, რამდენიმე ასეთი კადრი გახდა ფოტოგრაფ ალექსის რეინადის (Alexis Reynaud) შთაგონების წყარო და ამის შემდეგ, მთელი ფოტოსესია მოაწყო ორ ფეხზე მოარული კატების.…

კატა, ცხოველები, ორფეხები, ფოტოგრაფია, qwelly, qwellynaria

კატა, ცხოველები, ორფეხები, ფოტოგრაფია, qwelly, qwellynaria

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 6, 2019 წელი. 10:23pm — არ არის კომენტარები
_______________

სიზმარი

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      გულიანად გამოიძინა ნოემ ნასმურევზე, ძილში გაატარა არა მარტო მთელი ღამე, დილის უმეტესი ნაწილიც. მზე უკვე მაღლა იდგა, სიზმარი რომ ნახა.

      სიზმარშიც ინახად იჯდა, ლხინობდა ციურ მნათობთა ბრწყინვალე გუნდით გარემოსილი. ტიკჭორაც ხელთ ეპყრა, თავისი ბედნიერი ნაპოვნი, რაღაც მანქანებით რომ ისევ ავსებულიყო. მოულოდნელად…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 5, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ქართული ანი თუ ბერძნული ალფა?!

      არ ვფიქრობდი, რომ ივლისის პირველ ბლოგს რამე ასეთ თემაზე დავწერდი, მაგრამ ყური მოვკარი სიტყვებს - წმინდა წერილიო და რატომღაც თვალიც ტელევიზორისკენ გამექცა.

      ვუსმენ შემდეგ ინფორმაციას - ვციტირებ:

„ბერძნული წყაროსგან განსხვავებით, ქართული წყარო გვეუბნება ...

აქ კადრი არის და ამ კადრში ჩანს გამოცხადების ციტატა:

მე ვარ ანი და ჰოე, იტყვის უფალი ღმერთი. (გამოცხადება…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2019 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

ისევ მონატრება

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      - ალისფერ ღვინოს მაგონებ, თასში ჩამოსხმულს, წინწკლებს რომ ისვრის და შორიდანვე გეთამაშება, - ერთ მშვენიერ დილას ასე მიესიყვარულე ნოე ამომავალ მზეს. ძალიან, ძალიან მოენატრა ღვინო. რაღა თქმა უნდა, ღვინო ყოველთვის ენატრებოდა; წვიმის დროს, ღრუბლების გაფანტვის მერეც... ოღონდ ამის შესახებ სიტყვის ჩამოგდებისგან თავს…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 1, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოზარდების რაციონი მსოფლიოს გარშემო

      დღევანდელ საღამოს ძალიან ბევრი მეფიქრებოდა ჭამაზე ამიტომ ერთი მოგზაური ფოტოგრაფის, გრეგ სეგალის (Gregg Segal) შემოქმედება უნდა გაგიზიაროთ. სამოგზაუროდ ამერიკა, ინდოეთი, მალაიზია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, სენეგალი, არაბეთი და ბრაზილია შეარჩია და დაიწყო მოზარდების რაციონის - კვირეულის ფოტოგადაღება. რა მიირთვით ამ კვირაში? მოდი გადავიღოთ.

      შედეგები ქვემოთ:

1. კავაკანი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 30, 2019 წელი. 11:58pm — არ არის კომენტარები
_______________

ფიქსელებით აწყობილი სკულპტურა

      მართალია ციფრულ სამყაროში ყველა გამოსახულება ფიქსელებად (პიქსელებად) იშლება მაგრამ არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ფიქსელებით აწყობენ გამოსახულებას, რომელიც სულაც არ არის ციფრულ სამყაროში. გამოსახულებას უფრო სწორად - სკულპტურა უნდა ვუწოდოთ. ჩვენი დღევანდელი ხელოვანი გახლავთ ტაივანელი სკულპტორი ჰსუ ტანგ ჰანი (Hsu Tung Han) და მისი შთამბეჭდავი სკუპლტურები.…

ფიქსელი, პიქსელი, სკულპტურა, ბლოგი, არტი, ხელოვნება, Qwelly, art, sculpture

ფიქსელი, პიქსელი, სკულპტურა, ბლოგი, არტი, ხელოვნება, Qwelly, art, sculpture

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 29, 2019 წელი. 10:33pm — არ არის კომენტარები
_______________

კარის მეზობლები

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      „გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე“... ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ნოე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღრუბლები გაიფანტა. თვალწინ ედგა, როგორ ციმციმ დაუშვა ჩიტის ბუდე ქარიშხალმა მიწაზე, ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხით. როცა იქნება, მე და ჩემი კიდობანიც (უკვე ასე მოიხსენიებდა მას) დავეშვებით მიწაზეო. აღარ წვიმს, მზემაც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იდეათა ჭიდილი

   საქართველოში ორი დიდი ძალა სოციოლოგიაში ერთმანეთს Darwin და Dawkins (ეს არ არის ირონია ან სარკაზმი არამედ ეს რეალობაა და ამის შესახებ დაწერილია 137 გვერდიანი წიგნი, სახელად რაც არ უნდა ბანალურად ტრივიალურად ან ფლაგმანურად ჟღერდეს არის ევოლუცია!! ავტორებმა შესანიშნავად მიმოიხილეს უძველესი თეორიებიდან დღევანდელ დღემდე და განიხილეს ეს იდეათა ჭიდილი, მომავლის უტოპიები არათუ უტოპიები არამედ ანტიუტოპიებიც კი და აი თემა საკვირველნი და საოცარნი…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2019 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მონატრება

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      გულისგამწყალებლად გაჭიანურდნენ დღეები. ისევ ისე წვიმდა, განუწყვეტლივ, თანაბარზომიერად. წვიმის წვეთები ჭმუჭნიდნენ წყლით გადავსებულ სივრცეს, წვიმა შხაპუნობდა კიდობნის სახურავზე, რომელიც ერთ წვეთსაც კი არ ატარებდა. ყველაფერი გამორჩეულად მკვიდრი და საიმედო იყო მეფის სასახლესავით ფართო კიდობანზე. ნოე ამაში დღითი დღე…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ალტერნატიული ალპები

      წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან არის, მაგრამ ამჯერად შვეიცარიაში ცხოვრობს, ციურიხში და ისე მოხდა, რომ შვეიცარიის მთავარმა სავიზიტო ბარათმა - ალპებმა - მისი გონება სრულად დაიპყრო. დღევანდელი ჩვენი ხელოვანია ზაკ ვან ბილიონი (Zak van Biljon), ფოტოგრაფი, რომელმაც მაღალი მთების, თეთრი თუ მწვანე-ცისფერი მყინვარების ალტერნატიული ხედვა შემოგვთავაზა - მსუბუქი ვარდისფერი და მკვეთრი წითელი ტონალობა ყოველგვარი მწვანის ნაცვლად. ფოტომანიპულაცია…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2019 წელი. 6:28pm — არ არის კომენტარები
_______________

ვარაუდები

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      გადიოდნენ დღეები, უამრავი წვრილმანი საზრუნავით შევსებული და დატვირთული. ნოე თანდათან გაუშინაურდა კიდობანს, მის ყოველ კუთხე-კუნჭულს გაეცნო. მეტი გულდაჯერება დაეტყო მის ნაბიჯს და მიხრა-მოხრას, თავს მასპინძლად უფრო გრძნობდა, ვიდრე უცხოდ...

      აღარ ჰქონდა იმის შიში, ვინმე თავზე დამადგება და მკითხავს, აქ რა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 1 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

Qwelly World

free counters