Qwelly ბლოგი! - ლექსი (53)

უღმერთობა გამეფდა ჩემში

- უღმერთობა გამეფდა ჩემში.

 ეშმაკი მიცინის,

 ღმერთი მიმტირის.

 მე-ს ვეზიზღები,

 მე მეზიზღება .

 ნამდვილმა ხის ნავმაც ნიჩბებს მოუსვა და ... გაფრინდა .. დამტოვა ...

 არ გაფრენილა მხოლოდ შავ-თეთრი ქაღალდის ნავი,

 რომლის მარჯვენა კიდედან ისმის სიცილი,

 მარცხნიდან-ქვითინი ...

 გაყინულ ხელს მიწვდის გაღიმებული,

 გამთბარ ხელს…

გაგრძელება

დაამატა მეფოტოგრაფე._მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2013 წელი. 3:44pm — არ არის კომენტარები
_______________

აი, ლექსი ქველური

მომეცით ხმალი თავს ვანებებ ლექსთა მოყოლას, 
მინდა საქმითაც დავამტკიცო მღერა  ქ ვ ე ლ უ რ ი, 
მარტო ვიბრძოლებ, 
როგორც ძველად ქისტი ჯოყოლა, 
რომ ყველა ყბედებს დავუმოკლო ენა გველური!

დაამატა Mariam May_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2013 წელი. 4:30pm — 3 კომენტარი
________________

შობის მარხვა

მერამდენე შობის მარხვა გაილია

მოლოდინში ლოცვებში და ფიქრებში,

ვნების თასი სიყვარულით დაილია

და ბეთლემი მათენდება ფიქრებში,

არ ვმარხულობ მონანული მამებივით

ღამისთევა არ მტკივდება მუხლებში,

გელი თოვლში იმ გერგეტის სამებივით,

გეხიდები გოლგოთისკენ - უღელში

არ ვარ ჯვარზე გაწირული ავაზაკი,

არც პილატეს დაბანილი ხელები

ცოტა ხანში მოლოდინიც გავა რაკი,

შენს ნაფეხურს რწმენით შემოვევლები,

არც მოწყალე სამარიტელს…

გაგრძელება

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2013 წელი. 6:00pm — 2 კომენტარი
________________

დედა მიყვარს სიცოცხლეზე მეტად!

დედა მიყვარს სიცოცხლეზე მეტად!

ეს სიტყვები ადრეც უნდა მეთქვა,

იგი გახლავთ ჩემთვის გულის ფეთქვა;

სიყვარულის სათავეა დედა!

როცა ზოგჯერ ულევ სითბოს ელი,

ან,როდესაც მოფერება გინდა იმ სიმშვიდეს,

როგორც ყოვლადწმინდა,

ისე მოგფენს დედის თბილი ხელი...

მშობელია ჩემი შემოქმედი მისით ვცოცხლობ,

მისით მიდგას სული!

დედის ღვაწლი არის ერთობ რთული,

როგორ გიძღვნა მადლი ჩემო დედი?!

შენი ფიქრი მე მეხება მუდამ

მიფრთხილდები…

გაგრძელება

დაამატა ruska_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2012 წელი. 7:30pm — 4 კომენტარი
________________

ამ ქუჩის ბოლოს

ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,

მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.

ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,

რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.

გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,

მათი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2012 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გათენდა

შენზე ფიქრებში მომეჩვენა რომ წამი გაჩერდა,

ქარი ამღერდა, გულმა ოცნება გაბედა,

ღრუბელი ცას კვალს აღარ ამჩნევდა,

ფიქრის ზღვაც უფრო აღელდა.

ძველი მოგონება აღსდგა და გამთელდა,

მივხვდი ღიმილი, საღ აზრს მართმევდა.

აწმყოს მაშორებდა, მარბევდა, მაბნევდა....

უნებური სევდა გულს ავსებდა,

და ეს ცხოვრებას მუქ ფერებს აძლევდა,

მომავლის კარიბჭეს დაკეტილს, აღებდა.

შენი გამოხედვა ფრთებს მასხამდა, მაფრენდა..

თითქოს…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2012 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

თუ გაგებუტე, იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე

      სიყვარული-ო, რა მშვენიერი და ამაღლებულია ეს გრძნობა. მე მჯერა სიყვარულის, მაგრამ ცარიელი სიყვარულის არ მწამს, რომელიც მხოლოდ უაზროდ ლაქლაქებს და სიტყვით ვერ ამტკიცებს. გრძნობას მრავალსიტყვაობა არ უყვარს. ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს და მაინც სინამდვილეში რა არის სიყვარული?ამაზე დანამდვილებით ვერავინ ისაუბრებს. სიყვარული სხვადასხვაგვარია: სამშობლოს, ერის, მეგობრების, მშობლებისა და ახლობლების სიყვარული, მაგრამ მათგან განსხვავებული და…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2012 წელი. 6:00pm — 9 კომენტარი
________________

- მიდიხარ? - წადი!

წამოწოლილა გაზაფხული

ბაღებში ატმის,

ტუჩებზე კოცნის კვირტებს

არგაშლილს

ოხერი მარტი,

წერა ამიტანს თუ

გამიტანს

აღარ აქვს აზრი,

-მიდიხარ?

წადი...

ნება შენია,

მე გაგაცილებ,

აბა მეტი რა დამრჩენია...

გთხოვ დამიტოვე…
გაგრძელება

დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2012 წელი. 10:39pm — 2 კომენტარი
________________

ისევ არაფრიდან... ისევ არაფრიდან...

მტკივა სულთან ახლოს, მტკივა არაფერი.

თითქოს არაფერმა ფერი დაიტია,

ფერი იმდენი, რომ მძიმედ დავაბიჯებ

მიწას, მწუხარეს და მაინც იმედიანს.

მტკივა სულთან ახლოს ისე ღრმა ტკივილით,

თითქოს დედამიწა გულში გაარღვია

თვითონ ჩემმა გულმა, გულმა ღიმილივით

თვალს რომ მეფინება ისევ არაფრიდან.

მტკივა ღრმად და ახლოს, ჰორიზონტალურად,

მტკივა ვერტიკალზე…

გაგრძელება

დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2012 წელი. 10:21pm — 2 კომენტარი
________________

დროგადაკარგულნი

ჩვენ ვეძებთ იმას რისი არსებობის

თავადვე არ გვჯერა

სამყარო ახლახან გადაღებეს

მთვარეზე

უფრო თეთრად

ისე

როგორც



მხატვარმა ტილო,

ზოგან საღებავი

ბევრია…

გაგრძელება

დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2012 წელი. 1:29am — 3 კომენტარი
________________

გულო!

გულო!

რაი გჭირს ტიალო,

ჰბორგავ და აღარ მასვენებ,

დადექღა, ნუღარ ტრიალობ,

თორო, ჯოჯოხეთს გაჩვენებ...

დროს გადაუცვდა ჩადრები,…

გაგრძელება

დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2012 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

ხბო ბღავის, დედას ეძახის

ხბო ბღავის, დედას ეძახის, –

რა ჰქნას, რომ ძუძუ სწყურია!

მოდის ნახირი, თან მოსდევს

ქვრივ მარიამას ფურია.

მოსჩანს დელფანა, თან მოაქვს

რძით გატიკნული ცურია.

ხბოსთან სჩანს პატარა სოფო,

უთმენლად უცემს გულია:

რძეს აჭმევს, იმიტომა აქვთ

იმისი სიყვარულია.

ფურმა ხმა მისცა თავის შვილს,

ეზოში ჟრიამულია.

გარს შემოერტყა დელფანას

ქვრივის ოჯახი სრულია.

კატაც კი გამოეგება,

იქვე კუდს იქნევს მურია.

ხარიც თან მოჰყვა, ნიკორა,…

გაგრძელება

დაამატა Nikoloz_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2012 წელი. 1:30am — არ არის კომენტარები
_______________

დამლოცავთ, მამაო?

‎-დამლოცავთ, მამაო?

-ღირსი ხარ, შვილო ჩემო?

-არა, მამაო...

-ღმერთმა დაგლოცოს, ...შვილო...

-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...

-და უძლეველი, შვილო ჩემო...

-რომ მოვკვდები სად წავალ, მამაო?

-სადაც აირჩევ, შვილო.

-ეგ როგორ, მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი ხომ ჯოჯოხეთში მოვხვდები?

-შენც ცოდვას ნუ აირჩევ, შვილო ჩემო და არ მოკვდები ცოდვილი!

-მართალია მამაო, სადაც ავირჩევ იქ…

გაგრძელება

დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2012 წელი. 9:18pm — 2 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters