ხევში ნათქვამი ლექსი ვარ.
მთავ მოდი შემეკამათე.
ნისლში ჩავწექი... შენი ვარ.
კლდის ქიმზე მოლაპარაკე.
ცაო ფიქრები შეჰკარი.
გაღმა... მაჩუქე ფერია...
გერგეტის მთისა მწვერვალი
გრძნობებად შემომერია.
დარიალს ვუხმე ვაჟკაცსა
გულზე იარებს ვხედავდი.
თერგზე ჯირითით გადმოვალ,
ლაღი ოცნების მხედარი.
შეგებებები .... გაკოცებ...
ლოყას ნიავქარს მივანდობ.
შაირით ჩამოგიქროლებ
გრძნობებზე ისე გიამბობ.
მოხევის ფარზე ვემთხვევი.
ლექსით ცა უნდა შეგიმკო.
ნაცვარევს ნისლში გახვეულს
გესიყვარულო... გესიტყვო...
ხევში ნათქვამი ლექსი ვარ...
მთავ მოდი შემეკამათე.
ნისლში ჩავწექი... შენი ვარ.
კლდის ქიმზე მოლაპარაკე.

ნინო წებელდელი

ნახვა: 25

ტეგები: qwelly, ბლოგი, ლექსი, მთა, პოეზია, სამშობლო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters