Qwelly ბლოგი! - ზამთარი (35)

სტუმრების გაცნობა

      შეამჩნია, რომ ფანჯრებიდან შუქი იმაზე მეტად შემოდიოდა, ვიდრე დილით, როცა თვალი პირველად გაახილა. მერე კარგად დააკვირდა - ფანჯრები გაუწმენდიათ. მიუახლოვდა და იქიდან დაიწყო თავისი მეგობრების ცქერა. ყურებაში იმდენად გაერთო, ვერც კი მიხვდა ფანჯარას როგორ მიაწვა. გაიღო და გადავარდა, ჯერ თოვლში გადაკოტრიალდა და შემდეგ მოლიპულ აივანზე დაეცა. იქაც თოვლი დახვდა, კიდევ მოუწია თოვლში კოტრიალი.

      წუთის წინ სასიამოვნო სიგრილე, უცბად საშინელ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2015 წელი. 7:30pm — 4 კომენტარი
________________

დაზამთრებული დღეებიდან

გოგო.

ისეთი დღეებიც ხომ არის ხოლმე,

როცა ვარსკვლავებიან ზეცას ჩაისუნთქავ

და წვები ნაწვიმარი.

ქარწაღებული.

და გიკვირს, რატომ არ მოდიან

ძვირფასი ადამიანები,

როცა მათ ახსოვხარ,

როცა ალბათ, მათაც ეძვირფასები.

გიკვირს, და მერე მოდის სიზმარი,

რომ დგახარ,და მათი ზურგები

უხმოდ გელაპარაკებიან.

ისუნთქავ კიდევ ერთ ზამთარს.

კიდევ ერთ მარტოობას.

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თეთრი სტუმრები

      მისი გაღვიძება სიხარულის შეძახილით აღნიშნეს, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ, მათ ხომ უფრო ადრე გაიღვიძეს?! მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ ჰქონდა, მთავარი იყო წყურვილი მოეკლა. იწრიალა ოთახში, იბორიალა, ეძება, ბოლოს მიირბინა თავის სარწყულთან და გემრიელად გამოცალა. წყურვილი რომ მოიკლა, გაჩერდა და მძიმედ ამოისუნთქა. ღია კარში წუთისოფლის თეთრი სტუმრები მოჩანდნენ, გაუჩერებლად მოდიოდნენ ზემოდან.

      "ესენი არიან თეთრი სტუმრები?!" - გაიფიქრა - "გუშინ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2015 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

წუთისოფლის დილა

      კაკლის წასაღებად ჭერში შემოპარული ციყვის უყურადღებო ფხაკუნმა გააღვიძა. სიცივე იგრძნო. ლანდების გასარჩევად სამყოფი სინათლე შემოდიოდა თოვლით თითქმისდაფარული სარკმლიდან. ბუხარი მიჩუმათებულიყო, სამაგიეროდ ოთახის კუთხეში დატანებული, მარანში გასასვლელი კარი ჭრიალებდა - იქიდან სულ სიცივე უბერავდა. ნაბადში გაკრულს წამოდგომა ჭირისდღესავით ეზარებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - ასე დარჩენა არ შეიძლებოდა. თვალები მოიფშვნიტა და ოთახს ინტერესიანად მოავლო…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ზამთრის პირის სევდა

      თოვდა. დეკემბრის უკანასკნელი განთიადი დგებოდა. ჯერ კიდევ ეძინა თბილისს. მოქუფრულ ცაზე მთვარეც არსად ჩანდა... სითეთრე ებრძოდა ღამეს. ვეებერთელა ფანტელები ციდან ისე მოისწრაფოდნენ მიწისკენ, თითქოს რაღაც ახალი ამბავი უნდა ახარონო დედამიწას. გადათეთრებულიყო მთაწმინდა, თეთრად შეღებილიყო თბილისის ქუჩები, ისტორიად შემორჩენილი ჩუქურთმიანი აივნები, კრამიტის სახურავებსაც ფერი ეცვალათ, ზამთრის ზღაპრულ ქალაქს წააგავდა თბილისი. აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონები…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2015 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

თოვლის კაცი

kaci, man, qwelly, qwellypost, snow, snowman, tovli, tovlis kaci, winter, zamtari, ბავშვი, ბერიკაცი, ზამთარი, თოვლის კაცი, პოსტი, რტო, ქოხი, ყინვა, ხალხი, ხე

თოვლის კაცი

      მზე თეთრ ნაბადში გახვეულიყო, ციდან ცვიოდა თეთრი ფანტელები და ნაზად ეფინებოდნენ ყველაფერს, რაც კი შეხვდებოდათ გზად. ისე ბარდნიდა, აღარაფერი ჩანდა გარშემო, ადამიანსაც ვერ ნახავდით, ძლიერი ყინვის გამო ყველა თბილ კერას შეფარებოდა. მხოლოდ ერთი კაცი ჩანდა, სოფლის ორღობეში მომავალი, ძონძებით ადვილად მიხვდებოდით რომ გაჭირვებული…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2015 წელი. 2:00pm — 2 კომენტარი
________________

რა მნიშვნელობა აქვს რა დროა

     დღეს 27 იანვარია... მართლმადიდებელთათვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული - წმინდა ნინოს ხსენების დღე... არამართლმადიდებელთათვის იანვრის ერთ-ერთი ბოლო დღე, ყველა ადამიანისათვის სამშაბათი, ზოგისთვის დატვირთული, ზოგისთვის უდარდელი, ზოგისთვის გამორჩეული, ზოგისთვის კი ერთი ჩვეულებრივი დღე "სხვათა ათასთა მრავალთა მსგავსი".

რა მნიშვნელობა აქვს რა დღეა?! რა თვეა?! რა რიცხვია?! მნიშვნელოვანი ის არის როგორ გადის ასობით, ათასობით…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2015 წელი. 11:30pm — 3 კომენტარი
________________

ყინულქვეშა სილამაზე

    რუსმა ფოტოგრაფმა , იური ოვჩინიკოვმა  ყინულის ქვეშ აწარმოა ფოტო გადაღებები. ასეთი უცნაური ფოტოგრაფიით, რომ  მას შემდეგ უფრო დაინტერესდა, რაც მის შვილს ყინული ჩაუტყდა დაბალი სიღრმის მდინარეში და აღმოაჩინა, რომ ყინულის საფარსა და წყალს შორის სიცარიელეა.

შედეგად მიღებული სურათები გეგონებათ არაამქვეყნიურ სამყაროს ასახავსო.…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მარტო შთენილი......

   მარტო მე  შემოვრჩი ცივსა და გაყინულ ზამთარს... ასეა, ყველა მაღალი, ოდესღაც მარტო რჩება! ყველამ თავისი გზა მონახა, მე კიდევ... მეღა შემოვრჩი გაშიშვლებულ ბროწეულის ხეს და ვფიქრობ, რა კარგი იყო ყვავილობა, კვირტობა, შემდეგ ჩვენ ნაყოფად ვიქეცით, გვიხაროდა ერთად ყოფნა, მე და, ჩემს და-ძმებს. ისინი წავიდნენ მე დავრჩი. ახლა სრულიად, უსარგებლო…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ზამთარი და მე

     სამყაროში ყველაფერი ლამაზია.. თოვლის ფანტელებიც კი.. ხშირად ლამაზად მოფრინავენ ლამაზი პარა   ნაზი ფიფქები, მიყვარს თოვლისგან გათეთრებულ ქუჩებში სიარული . ბავშვების ჯრიამული , თოვლი მოსულაო, როცა ვხედავ რომ გარეთ ყველაფერს თეთრი სამოსი აქვს გადაცმული,ასე მგონია თითქოს ყლაფერი თოვლივით სუფთა და ,გულწრფელი.როგორ მინდა ასეთი სუბთა იყოს მთელი სამყარო,მაგრამ თოვლსაც გამოერევა ხოლმე სადგაც შავი ტალახი .ხანდახან მეც მომდომია ბავშვებთან გუნდაობა და მათ სიხარულში ჩარევა…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2013 წელი. 10:00pm — 3 კომენტარი
________________

ის რაც დედამ ბავშვობიდან შემაყვარა

✿✿✿✿✿

       დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.

       შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი -თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: - ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო.…

გაგრძელება

დაამატა jana_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2013 წელი. 11:30pm — 3 კომენტარი
________________

მანამ, სანამ ზამთარში ბეღურები, თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან

      არ მეწერინება. წინასწარ მაპატიე, თუ ბანალური ვიქნები, თუმცა ვიცი, რომ ჩემი სიტყვები შენთვის არასოდესაა ბანალური. იმ დროიდან დავიწყებ, ქუჩაზე ხელჩაკიდებული რომ გადმოგყავდი. ჩვენ შორის ერთადერთი, რაც არ ბალანსდებოდა სიმაღლე იყო სხვამხრივ ყველაფრით ვგავდით ერთმანეთს. მაშინ, როცა რთულცხვრებაგამოვლილი კაცებისა და ქალების როლებს ვირგებდით, ალბათ, ვერც კი წარმოგვედგინა თუ ასე გაგვიჭირდებოდა ქიშმიშებიანი ფუნთუშის სიტკბოდან წიწაკის სიცხარეზე…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2013 წელი. 7:30pm — 1 კომენტარი
________________

ისევ მოვიდა ზამთარი

ისევ მოვიდა ზამთარი

ფიფქებიც ისევ ცვივა

უშენოდ არ ვარ გამთბარი,

უშენოდ ისევ მცივა.

მინდა, რომ იყო ჩემთან,

მინდა, რომ იყო ახლოს,

არ მინდა იყო სხვისი,

არ მინდა იყო კვლავ შორს.

მე ვერ გავუძლებ ტკივილს,

მე ვერ გავუძებ სევდას,

მე ვერ გავიძლებ სხვისთვის

ჩემი ცრემლების დენას.

მე შენთან მინდა მხოლოდ,

შენი ტრფობით ვარ მთვრალი.

მე შენთან მინდა მხოლოდ,

უშენოდ მე ვარ მკვდარი.

ისევ მოვიდა…

გაგრძელება

დაამატა keti ketusia julakidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2013 წელი. 8:00pm — 2 კომენტარი
________________

ცხოვრება

  "ცხოვრება ქურქია შვილო, რომელშიც სულ მცივა... ეს ხალხი, ეს საზოგადოება კი ზამთარს ჰგავს, მათი გამოხედვა, ძუნწად ჩავლილი ნაბიჯები, თვალები, ზამთრის ამინდებივით ცივია, ხოლო ისინი კი ვინც მოწყალებას არ იშურებენ, ზამთარში იშვიათ, თუმცა თბილ და მზიან ამინდებს ჰგვანან..."

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2013 წელი. 11:00am — არ არის კომენტარები
_______________

მმმ ... მინდა

      მინდა იცი რაა? ერთ ლამაზ სოფელში, ძველი ხის სუროებიანი სახლი, ცოოტა ბნელი, ძველებური ავეჯი და ბიბლიოთეკა. პატარა, მოხერხებული მაგიდა, ცხელი ყავა და რამე მართლა კარგი და დიდი წიგნი. თბილი, ნაქსოვი ტანსაცმელი მეცმევა. გარემო წყნარი, მშვიდი უნდა იყოს. კიდევ ბუხარი და შეშის ტკაცა-ტკუცი ნელი, წყნარი თოვა. ღრუბლიანი ამინდი, აი, ისეთი რა, მე რომ მიყვარ, ძაანაც ცივი არა. აი ისეთი დღეს რომაა. თოვლით გადათეთრებული, ქათქათა მიწა.. სიჩუმე, სიწყნარე,…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2013 წელი. 6:30pm — 3 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters