გამწარებულები მიჰქროდნენ და ჯერ კიდევ ზამთის სიცივე სახეს უყინავდა. თოვლის ქულა მაინც ფიქრობდა იმ სახლზე, იმ მოტაცებაზე, რომელსაც ტარაკანი ასე საზარელ ფერებში უხატავდა წეღან, როცა არც კი უსმენდა, და ახლაღა მოაგონდა მისი სიტყვები - გაგწრთვნიან, მოგაშინაურბენ, დაგიმონებენ.

- ფრთხილად, ურემი მოდის. - მიოდის შეძახებამ გამოაფხიზლა ფიქრებში წასული თოვლის ქულა.

- აქ ჩავიმალოთ ბუჩქებში. - გადასწია მარიამ ბუჩქებისკენ და სამივენი იქ შეძვრნენ.

გაყუჩდნენ. ურემმა ჩაიარა ჭრიალ-ჭრიალით.

- თოვლის ქულა, ცხენი გინახავს აქამდე?

- არა.

- აი, წინ რომ იყო შებმული, აი ეგ არის ცხენი. მაგ საცოდავსაც თავისი ბატონები ჰყავს და ვალდებულია ატაროს აქეთ-იქით, საითაც ისინი ეტყვიან, სიცივესა და სიცხეში.

- არ უვლიან?

- კი, როგორ არ უვლიან, აჭმევენ კიდეც, რომ ღონიერი იყოს, რომ უფრო მეტი სარგებელი ნახონ მისგან, ასე ექცევიან ადამიანები მათთვის გაუგებარ ენაზე მოსაუბრე არსებებს.

- და შენ მეუბნებოდი, რომ მეც ეს მომელის?

- არა, შენ ურემს არავინ დაგადგამს მხრებზე, ეს საშენო საქმე არაა, მაგრამ მაინც მოგიწევს მონობა.

- მაშინ გავიქცეთ ტარაკან, ისეთ ადგილას გავიქცეთ, სადაც თავისუფლები და ბედნიერები ვიქნებით.

- ეგეთი ადგილი არსად არ არის, მხოლოდ უნდა ვირბინოთ, ვირბინოთ და ვეძებოთ.

- და თუ არ არის?

- თავად სირბილშია თავისუფლება და ბედნიერება.

- დაასრულეთ? - ჩაეჩარა მიოდი საუბარში, - წასვლის დროა.

- მომეჭიდე, მზად ხარ?

- გავიქცეთ ჩემო ტარაკანო, გავიქცეთ!

ზამთარი, თოვლის ქულა, მუმუს ატერნატივა, ქველი, ბლოგი, Qwelly, blog, mumu

ნახვა: 136

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური, ზამთარი, თავისუფლება, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ილუზიური არქიტექტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

      მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ,…

გაგრძელება

ყველა თავის წილს ითხოვს, IRI იკვლევს და მოსამართლეები სანთლით საძებარნი არიან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2019.
საათი: 11:39pm 0 კომენტარი

      რა თმა უნდა, არ შეცვლილა ახალი ამბების მეინსტრიმი - რუსთავი ორი დღის ყველაზე პოპულარული და მედიაყურადღებიანი ობიექტია. მართალია ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ახალი…

გაგრძელება

სტრასბურგის სამართლიანობა რუსთავი ორის საქმეზე - ევროპა პროევროპელებსაც არ ინდობს!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      თამამად შეიძლება დღევანდელ დღეს რუსთავი ორის სტრასბურგული განაჩენის დღე ვუწოდოთ, რადგან სიახლეების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. სხვა ნიუსებში კი განათლების საკითხები ისმოდა, ცოტ-ცოტა…

გაგრძელება

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters