რომ დაინახო და გაგიხარდეს,
რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს.
რაღაცა მაინც უნდა გჯეროდეს -
ნაძალადევად რომ არ მღეროდე.
ტყუილუბრალოდ რომ არ იღწვოდე -
რაღაცა მაინც უნდა იცოდე,
რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს -
რომ არ დანებდე მტერს არასოდეს.
დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2015 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამარჯობა! მე არავინ ვარ. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი ვარ. ზოგიც სატანას მეძახის, ზოგს ანგელოზი ვგონივარ, ლამაზი თეთრი ფრთებით. მაგრამ სინამდვილეში არც არავინ ვარ, უბრალოდ არ ვარსებობ. მე უბრალოდ შენ ვარ. აი შენ კი ვერ ხვდები, რომ შენ მე ხარ. ჩვენ განუყოფელნი ვართ...
ძალიან სასაცილოები ხართ ადამიანები. სიბნელეში ცხოვრობთ და სულ სინათლის ნაპერწკალს ეძებთ. გიყვართ მზე, მაგრამ უფრო მეტად მთვარე, რომელიც მზის სხივს ირეკლავს. შეხედეთ რა…
დაამატა roma_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2015 წელი. 1:30am —
2 კომენტარი
________________
იღვიძებს საქართველო, მაგრამ მგონი ისევ ძილი ჯობდა. ღამეს კი არც უძინია თურმე და არც ბევრისთვის მიუცია ძილის უფლება. თავისი და იმ სხვათა უძილობის სასჯელი რამდენიმე ადამიანში საუკუნო ძილით აანაზღაურა. გაღვიძებულთა კითხვები, პასუხები, ახსნა-განმარტებები, დაიწყო მტყუან-მართლის გარჩევა, რატომღაც მიიჩნიეს რომ დამნაშავე ერთ ან რამდენიმე ადამიანს შორის უნდა ეძებონ, ხოდა მთავრობამაც ეს საქმე სასამართლოს გადასცა განსახილველად, დაიწყო ბრალდებათა სესია.…
დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2015 წელი. 7:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წმიდაო, გვიწყალენ,
წმიდაო, გვიფარენ,
წმიდაო, გვინათენ
გზანი სავალნი,
შენდა მავალნი ნათლისანიო,
და აღადგინენ ქმნულნი შენნი,
და განგვარიდენ
გზათაგან ბილწთა, ყოვლადუღირსთა
ცოდვისათაო.
აჰა ესერა, ძმანო, მხილველნი
ქრისტეს გაცემის,
აჰა ესერა, ძმანო, მკიცხველნი
ფიცხელს დაცემის,
საქმეთა ბნელთა ღალატისათა
მოვიძაგებდეთ.
განვიმტკიცებდეთ ფერხთა ჩვენთა.
განვიმტკიცებდეთ,
სლვად…
დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 4, 2015 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაამატა tsira_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 2, 2015 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
რაჭაში მოგზაურობისას, სხვადასხვა ეკლესია მონასტრები მოვილოცეთ. ამ პოსტში ბევრი შესანიშნავი და გასაოცარი ფრესკაა, რომელმაც ნახვისას აღფრთოვანებაში მოგვიყვანა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.…
დაამატა sopia kikacheishvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2015 წელი. 10:00pm —
3 კომენტარი
________________
ირიალურ სამყაროში, უკეთ შეიძლება ისუნთქოს ადამიანმა, ვიდრე იქ სადაც ჰაერის უკმარისობაა..
ამიტომაც ჩემი უკანასკნელი სითბოს ნაგლეჯი მსურს გავაჩეუქო... ყურში ახლოაც ჩამესმის ტაძრის კედელთან მიყუჯული ჩუმი ზლუქუნი.. ზანტად რომ ვაცეცებდი თვალებს და ვცდილობდი დამენახა პატარა ნაგლეჯი, რომ დავრჩენილიყავი... წვიმის ქვეშ გათეთრებულ კედლებს რომ მიუყვებოდი, ტალახში ამოგანგლუულს, სახეზე ფერწასულს, შენი გულის კუნჭულში მიკარგულ "მეს" გაცოცხლებას…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2015 წელი. 11:30pm —
7 კომენტარი
________________
თემა, რომელზედაც ვაპირებ საუბარს, ვფიქრობ, მისი პოპულარობისა და უხეშად რომ ვთქვათ, გაცვეთილობის მიუხედავად, ყოველთვის საინტერესო არის და იქნება.
ესაა ნარკომანია ახალგაზრდებში.
არ ვიცი რა მოვყვე... ჩემს გარშემო არც მაინცდამაინც ბევრი ნარკომანი ცხოვრობს... ქუჩაშიც იშვიათად შევხვედრილვარ, თუ ნარკომანებად არ ჩავთვლით „მომენტი წებოს“ არომატის დამგემოვნებლებს... ერთხელ მე ვნახე „ცოცხალი“ ნარკომანი... უფრო სწორედ მითხრეს ნარკომანიაო.…
დაამატა sopia kikacheishvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2015 წელი. 11:30am —
5 კომენტარი
________________
სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრეპავლობის მარხვა. მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით - 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და…
დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2015 წელი. 9:30am —
არ არის კომენტარები
_______________
ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მკითხა რამდენი წლის ხარო და დაუფიქრებლად ვუპასუხე 52-ის მეთქი. რამდენიმე წამში გავიაზრე, რომ მოვიტყუე. საკუთარი ასაკის დამალვა არ მიცდია, არც ისე ბებერი ვარ, (თუმცაა 80 წლის ასაკშიც ასე ვიტყვი ალბათ) უბრალოდ დამავიწყდა, რომ ერთი წლით გავიზარდე. იქნება არც გავზრდილვარ, უბრალოდ ასაკის აღმნიშვნელ გრაფაში 52-ის…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2015 წელი. 11:21am —
2 კომენტარი
________________
მზე როცა ჩავა, დაბნელდება.. სახილველის დანახვა შეუძლებელი გახდება.
როცა მზე ჩავა, ცივი ქარები გაბატონდებიან და შეუკავებლად დაიწყებენ ბოდიალს ირგვლივ. ააწრიალებენ და აახმაურებენ ყველაფერს, ააშრიალებენ ხეზე შემორჩენილ შემომხმარ, სიცოცხლე მილეულ ფოთლებს და სამუდამოდ მოაცილებენ მშობლიურ ტოტებს. დაენარცხებიან და ისე გაიშლებიან პოხიერ მიწაზე, თითქოს არც კი ყოფილიყვნენ.. ჩაივლის ვინმე მგზავრი, შეხედავს ხეს…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2015 წელი. 4:30pm —
1 კომენტარი
________________
ძლივს მოგისწარი და დაგიჭირე - კინაღამ წყალს არ შემოერიე. წაგიყვანე უფრო შორს, უფრო გულდასმით დაგარიგე, გულდასმით და მკაცრად, - შენ უკვე დიდი კაცი ხარ, რა არის ასეთი გაუგონრობა, როგორც არ უნდა გესმოდეს, რომ ერთ წუთში გამოგიყვან დედასაც! შენ კვლავ დამეთანხმე - ფეხს არ მოიცვლიდი, მაგრამ გამოვბრუნდი თუ არა და შემოვედი წყალში, შენ მიმოიხედე, თითქოს შეგეშინდა მარტოობისა და მაშინვე გამოექანე ჩემკენ. აქაც ძლივს მოგისწარი, წყალში რომ არ…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2015 წელი. 5:30pm —
3 კომენტარი
________________
არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ…
დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2015 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
- უფალო მისმენ?
- გისმენ
- დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა,
მომეცი ძალა, რომ გავუმკლავდე,
ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ,
გული სწრაფად ძგერს უფალო გესმის?
გული რომ მტკივა რატომ არ მშველი?
ღმერთო, მომხედე სული მიკვდება,
ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის?
ღმერთო, ვერ გხედავ, სადა ხარ ნეტა?
თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები?
სიყვარული მკლავს…
დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 7, 2015 წელი. 3:00am —
5 კომენტარი
________________
მაინც რატომაა ასე საშიში კაცთმოთნეობა და მლიქვნელობა, რომ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს: „კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა“ (ფს. 5, 6). – იმიტომ, რომ „ჩვენი სიტყვებით ვატყუებთ მათ, ვის წინაშეც ვმლიქვნელობთ, ხელოვნური ქებით ხელს ვუწყობთ მათ წახდენას, რითაც ვხდებით მიზეზნი მათი მარადიული სასჯელისა, რადგან ისინი გვენდობოდნენ, ჩვენ კი ლიქნით ვაცდუნეთ“ – ამბობს წმ. მამა ბასილი დიდი.
დაამატა makuna_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2015 წელი. 1:30pm —
3 კომენტარი
________________
როგორც ყოველთვის, იმ დღესაც მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა და თავისი თბილი სხივებით სიცოცხლე შთაბერა დღეს და გათენდა 1992 წლის 14 აგვისტოს დილა.
აფხაზეთში წუთიწუთზე ომი უნდა დაიწყოს.
ქალაქ თბილისში, ცნობილი პუბლიცისტის, გრიგოლ ასათიანის ოჯახში ზეიმია.
მისი უმშვენიერესი და ულამაზესი ასული თამარი დაბადების დღეს იხდის.
დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდა გოგონებს შორის უთუოდ გამოარჩევთ იუბილარს. როგორც…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2015 წელი. 9:00am —
8 კომენტარი
________________
- რა არის ცხოვრება?
- არ ვიცი, ალბათ ღმერთის ირონია...
- ღმერთი ირონიულია?
- არა, უფრო ცხოვრებაა ირონიული.
- რატო?
- ვერ გაიგებ ვის როგორად აქცევს...
- არამგონია ცხოვრება ვინმეს ცვლიდეს (თქვა არაგულწრფელად და ჩაფიქრდა)
- მე კი მგონია რომ ცვლის, (წამით გაჩუმდა) ერთ დღეს სოფლელი გოგო ხარ, მეორე დღეს ქალაქში ჩამოთრეული, მესამე დღეს თბილისელ სახლიან უბრალო მანქანიან ბიჭებზე მონადირე.... (გაირინდა…
დაამატა თეონა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2015 წელი. 6:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა ახალი დღე იწყება და ქვეყნიერება ძილს არის მიცემული, მაშინ ცა გაცისკრების, გათენებისფერია.. ზეცას ჩიტები იკლებენ და უხარიათ, ძალზედ უხარიათ... ჩიტების საამო გალობამ გამომაფხიზლა. როგორც დამფრთხალ ჩიტს, ისე ამითრთოლდა გული, როცა მათი საამო გალობა მესმა. სიხარული და რაღაც…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2015 წელი. 6:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ისეთი ღამეებია რთული, როცა კოშმარები კი არ გესიზმრება, თვითონ გადაიქცევი საკუთარი თავის კოშმარად. უძილო, უჰაერო, უსიბნელო (როცა საიდანღაც შუქი გიწვავს ისედაც ამწვარ თვალებს), უსულო ღამეები, რომლებიც გაძლებას გართმევენ, მთელ შინაგანს გტკენენ... და ფიქრობ, არ ჯობია ადგე და ფანჯრიდან გახვიდე? სწორედ მაშინ, როცა მზის პირველი სხივის ნახვას მოასწრებ,…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2015 წელი. 1:00am —
არ არის კომენტარები
_______________
არ ვარ პოლიტოლოგი, მაგრამ ზოგჯერ მსოფლიო პოლიტიკური ამინდი მოითხოვს ამ სფეროს ცოდნას ჩვეულებრივი მოქალაქისგანაც კი!
არ მიყვარს პოლიტიკური განცხადებების კეთება, მაგრამ ამ რეალობის შემყურეს, არ შემიძლია რამე არ ვთქვა!
არ ვარ ქსენოფობი, მაგრამ დღეს ვიგრძენი, რომ მიუხედავად პოლინა გაგარინას მიმართ ჩემი…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2015 წელი. 4:30am —
1 კომენტარი
________________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to POE currency trade showcase my mastery of the game's mechanics.
Moreover, the dodge roll added depth to character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.
YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 4:53am
0 კომენტარი
0 მოწონება
But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to showcase my mastery of the game's mechanics.
Moreover, the dodge roll added depth to POE currency trade character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting…
გაგრძელება© 2024 George. •