53 gaelveba, 53 გაელვება, blog, gaelveba, life, questions, qwelly, qwellyblog, salome dochia blog, years, ბლოგ, გაელვება, ინტერვიუ, კითხვები, სალომე დოჩიას ბლოგი, ქველი, ცხოვრება, წლები

53 გაელვება

     ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მკითხა რამდენი წლის ხარო და დაუფიქრებლად ვუპასუხე 52-ის მეთქი. რამდენიმე წამში გავიაზრე, რომ მოვიტყუე. საკუთარი ასაკის დამალვა არ მიცდია, არც ისე ბებერი ვარ, (თუმცაა 80 წლის ასაკშიც ასე ვიტყვი ალბათ) უბრალოდ დამავიწყდა, რომ ერთი წლით გავიზარდე. იქნება არც გავზრდილვარ, უბრალოდ ასაკის აღმნიშვნელ გრაფაში 52-ის ნაცვლად 53 ჩაიწერა.


     - კარგა ხანია ძილისწინ ინტერვიუ არ მოგიცია ჩემთვის. გეშინია რომ დაგცინებ?

     - უკვე იმდენჯერ დაგიცინია ჩემთვის, რომ მაგის ალბათ ყველაზე ნაკლებად მეშინია ცხოვრებაში. თანაც ინტერვიუ მუდამ ინტერვიუერის ინიციატივაა.

     - ეს ის შემთხვევაა, როცა ეს ჰიპოთეზა ამ კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამება, მაგრამ სრულყოფისთვის დამატებას საჭიროებს - ინტერვიუერი ინიციატივას მხოლოდ რესპონდენტის სურვილის შემთხვევაში იჩენს.

     - გიყვარს ჩახლართვა

     - ისევე, როგორც შენ

     - მზად გაქვს კითხვები?

     - შენ მოემზადე, წინ გრძელი ღამე გველოდება

     - ბოლოს როდის ვისაუბრეთ ასე?

     - ალბათ წლების წინ

     - დიდი დრო გასულა, არა?

     - არც ისე. რამდენიმე წელიწადი? არც ისე დიდი დროა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი წელიწადი ერთი წამია, ერთი ამოსუნთქვაა, ერთი გაელვებაა, ერთ ღამეს სიზმრად ნანახი ერთი ამბავია.

     - გამოდის რამდენიმე წამი გამოვტოვე მხოლოდ შენი ცხოვრების. შეიცვალე?

     - ასე გამოდის. არ ვიცი, მაგრამ ისევ ისევე მჯერა, რომ მზე დიდია და კეთილი. რომ ბოროტება ქვეყნად კი არ არსებობს, არამედ ჩვენ მოვიგონეთ. რომ ცუდი ადამიანები არ არსებობენ. რომ არსებობს მხოლოდ თეთრი ფერი და ყველა დანარჩენი ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. ჩემეული ოპტიმიზმი ისევეა მუდამ მზადყოფნაში, რომ წამოდგომაში დამეხმაროს და ისეთივე ხასხასა ფერებშია. ისევ ისევე ხარხარით ვიცინი, რომ ადამიანებს ბედნიერი, უდარდელი და არასერიოზული ვეგონო. ისევ ბავშვს მეძახიან სიცოცხლით სავსეს, რომელიც სერიოზულ თემებზე საუბარს მუდამ იუმორით იგერიებს. შევიცვალე?

     - კითხვებს ინტერვიუერი სვამს, შენ მხოლოდ პასუხი უნდა გასცე მათ!

     - ცივი ხარ.

     - შენი აზრით სითბო და სიყვარული ღიმილსა და თბილ საუბარში გამოიხატება? შენი აზრით თუ ადამიანებს გაუღიმებ ამით მათ სიკეთეს გაუკეთებ?

     - ამით მათ სიხარულს და ბედნიერებას მივანიჭებ და სურვილს გავუჩენ, რომ მათაც გაიღიმონ. ღიმილით ხომ ბევრი რამ იწყება?

     - შენ თვითონ თუ გჯერა მაგის? ღიმილით მხოლოდ საუბარი იწყება და მთავრდება. რა მოგიტანა ღიმილმა?

     - სხვა ადამიანების ღიმილი და პატივისცემა.

     - და ბევრი ტკივილიც ამასთან, მაგრამ სხვებს? სხვებს რა მოუტანა შენმა ღიმილმა?

     - ტკივილი ღიმილს არ მოუტანია. სხვებს არ ვიცი რა მისცა ჩემმა ღიმილმა, მაგრამ ცუდი არაფერი ყოველ შემთხვევაში.

     - რითი იყავი დაკავებული ეს წლები? რა სარგებელი მოუტანე კაცობრიობას? თუკი მაგდენს ვერ გაწვდი, შენთან ყველაზე ახლოს მდგომ სოციუმს… მეგობარს, მშობელს, ახლობელს, ნათესავს, ნაცნობს ან თუნდაც უცნობს, უბრალოდ ადამიანს? გაუღიმე? ამით შემოიფარგლება შენი ზოგადსაკაცობრიო საქმიანობა? ერთადერთ კითხვაზე მიპასუხე, რაში დახარჯე შენი ცხოვრების 53 გაელვება?


{გაგრძელება}

ნახვა: 251

ტეგები: 53 gaelveba, 53 გაელვება, blog, gaelveba, life, questions, qwelly, qwellyblog, salome dochia blog, years, მეტი...ბლოგ, გაელვება, ინტერვიუ, კითხვები, სალომე დოჩიას ბლოგი, ქველი, ცხოვრება, წლები

khatuna zitanishvili: ივნისი 12, 2015||10:20pm

დასაფიქრებელი კითხვაა ნამდვილად!(((

salome: ივნისი 13, 2015||12:20am

ხათუნა, გაგრძელებასაც დავდებ მოგვიანებით ;)

Kakha: ივნისი 14, 2015||12:25pm

53 გაელვებას მე შოტლანდიის დამოუკიდებლობაში დავხარჯავდი :DD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ორი ოპოზიცია, ჰესი საპროტესტო ტალღა და პრეზიდენტის აქტიურობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2021.
საათი: 11:05pm 0 კომენტარი

      სითბოსთან ერთად აქციების ანონსები ისმის, მაგრამ რეალურად დღეს მხოლოდ სამი ძირითადი მიმართულება გვქონდა - ოპოზიცია, ძველი, ტრადიციული სახეებითა და ტრადიციული ულტიმატუმებით, ჯერ კიდევ ოპოზიციად ვერ შერაცხული და არ ჩამოყალიბებული ახალი შეკრება გახარიას გარშემო და ცხადია, ნამახვანი ჰესის პრობლემატიკა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 292244, ბოლო დღე-ღამეში - 1030, გამოჯანმრთელებული - 279389,…

გაგრძელება

კედელი შუა გზაზე, პროტესტი ქუთაისში და თბილისში, ოცნებიდან გამოსული დეპუტატები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 14, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      აქციები დაიწყო და კიდევ უფრო დიდი აქციები იქნებაო. დილით, სოფელ გუმათში რკინის კედლები დახვდა მოსახლეობას. ჯერ კარვები დაუშალეს, ახლა კი გზა გადაუკეტეს. ამიტომ დიდი აქცია ქუთაისში გაიმართა. რაც შეეხება პოლიტიკას თბილისში - ოცნებიდან წამოსული დეპუტატები ოპოზიციის სკამებზე გადაჯდნენ და გახარიას მოსვლა დააანონსეს. დღეს დედაენის დღეა! კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 291214, ბოლო დღე-ღამეში - 1085, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

არეულობა გუმათში და ციხეში დატოვებული მელია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რამდენიმე დღიანი გამოდარება, აპრილის დასაწყისში რომ გვქონდა, გეყოფათო ბუნებამ - ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნამახვანი ჰესის ირგვლივ ისევ აქციები იმართება და გუმათში კვლავ არეულობაა, ამ წუთებში ენკას ბაზასთან დაპირისპირებაა. დღის ამბავი კი მელიას სასამართლო იყო და ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური ამბები. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 290129, ბოლო დღე-ღამეში - 1374, გამოჯანმრთელებული - 278251, ბოლო…

გაგრძელება

ჰესის საწინააღმდეგო აქციების დაშლა და კვლავ მედიაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2021.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      სპეცრაზმი ნამახვანში - დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. კარვების დაშლა და აქციების ჩაშლი ან როგორც სამართალდამცავები ამბობენ, კომპანიისთვის საკუთარი საქმიანობის მშვიდ, დაცულ გარემოში ჩატარების უფლების უზრუნველყოფაო. მოკლედ, ნამახვანის ამბავი ძალიან მწვავდება. ოპოზიციასა და პოზიციას ისევ მედიაცია სჭირდება და გირჩებს კიდევ მიზეზი პარლამენტში შესასვლელად. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 288755, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters