ინფორმაცია

სოციოლოგია

სოციოლოგია

საზოგადოების, სოციალური ჯგუფებისა და ურთიერთობების, სოციუმის ცხოვრების შემსწავლელი მეცნიერება

საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: მეცნიერება
წევრები: 108
უკანასკნელი აქტიურობა: პარასკევს

ფორუმი

დემოგრაფიული სტატისტიკა (გარდაცვალება)

ავტორი ლაშა, სექტემბერი 19. 0 გამოხმაურება

      სტატისტიკა მეცნიერებაა, რომელიც გვთავაზობს ინტერპრეტირული დასკვნების ფართო არჩევანს. პანდემიის პერიოდში სტატისტიკა ძალიან პოპულარული გახდა - ყოველდღიურად ტელევიზიით, ინტერნეტით ისმოდა ინფიცირებულების, გარდაცვლილების და გამოჯანმრთელებულების სტატისტიკური მონაცემები. ამ მონაცემების წყალობით ხან „შეგვზღუდეს“ და ხანაც „გაგვათავისუფლეს“. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული აქცენტი კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობაზე კეთდებოდა. ამ მხრივ, ვფიქრობ, საინტერესოა ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების წარმოდგენა.რამდენიმე შენიშვნა:მონაცემები, 1995-2013 წლებში წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს; 2014 წლიდან კი ეყრდნობა რეგისტრირებულ მონაცემებს;*2020 წელს, კორონავირისული ინფექციით გარდაიცვალა: 2528 ადამიანი; საშუალოდ, დღიურად გარდაიცვალა: 8 ადამიანი;**2021 წელს, პირველ 6 თვეში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა 2799 ადამიანი; საშუალოდ, დღიურად გარდაიცვალა: 15 ადამიანი.გაგრძელება

ტეგები: Qwelly, სოციოლოგია, გარდაცვალება, სტატისტიკა, დემოგრაფია

მრავალგანზომილებიანი გაზომვა და ფაქტორული ანალიზი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 19, 2018. 1 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 25 ნაწილი Iშესავალი      როგორი შეზღუდულიც არ უნდა იყოს ჩვენი ცოდნა ასტრონომიაში, ბევრი ჩვენგანი მაინც ახერხებს ჩრდილოეთის ცის ვარსკვლავთა უსასრულობიდან ვარსკვლავების გარკვეული დაჯგუფებების გამორჩევას და მათში კარგად ნაცნობი ირმის ნახტომის, ორიონისა და დიდი დათვის თანავარსკვლავედების ამოცნობას. რამდენიმე ჩვენგანი თუ შეძლებდა სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე თანავარსკვლავედების ამოცნობას, რომელთაც დანახვისთანავე ცნობენ ავსტრალიის მცხოვრებნი.      ცხოვრების შემადგენელი რთული და კომპლექსური ელემენტების გამარტივებისკენ მიდრეკილება ვარსკვლავებზე დაკვირვებით არ შემოიფარგლება. თითოეული ჩვენგანი უამრავი სხვადასხვა გზით ცდილობს ფორმებისა და ტენდენციების დანახვას ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებში, რათა უკეთ გავარკვიოთ მათი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არც განათლების სფეროს მკვლევრები არიან გამონაკლისნი.      ადამიანის მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროს კვლევისას, საკვლევი ცვლადები ხშირად იმაზე რთული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს კვლევის დაწყებამდე…გაგრძელება

ტეგები: გაზომვა, ანალიზი, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, Qwelly

განსხვავების გაზომვა და საშუალოები, t კრიტერიუმი და დისპერსიული ანალიზი

ავტორი ლაშა, თებერვალი 21, 2018. 0 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 24 ნაწილი IVჯგუფთა შორის განსხვავების გაზომვა და საშუალოები      მკვლევრებს ზოგჯერ აინტერესებთ, განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ორი ან მეტი ჯგუფი/ქვეშერჩევა და პასუხობენ, მაგალითად, ასეთ კითხვებს: „გოგონებისა და ვაჟების მიერ შესრულებულ დავალებას შორის თუ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება?“; „მნიშვნელოვნად განსხვავებულია თუ არა შერეული უნარების მქონე მოსწავლეებისგან შემდგარი ოთხი მსგავსი კლასის ტესტში მიღებული ქულები, რომლებიც ერთი და იგივე პროგრამით სწავლობენ?“; „მნიშვნელოვნად განსხვავებული სტრესის დონე ახასიათებთ თუ არა A და B სკოლების მეექვსე კლასის მოსწავლეებს?“ ასეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად განსხვავების გაზომვაა საჭირო. წინამდებარე ქვეთავში განსხვავების საზომებს და განსხვავების გამოთვლის გზებს წარმოგიდგენთ. პროცესი ნულოვანი ჰიპოთეზიდან იწყვება, რომელიც ამტკიცებს, რომ „არ არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ორ ჯგუფს შორის“ ან “არ არსებობს სტატისტიკურად მნშვნელოვანი განსხვავება ოთხ ჯგუფს შორის” და თუ ნულოვანი ჰიპოთეზა არ იქნება…გაგრძელება

ტეგები: დისპერსია, გადახრა, სოციოლოგია, კორელაცია, კვლევის_მეთოდები

შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის გავლენა შვილების სოციალიზაციისა და რეალიზაციის პროცესებზე საქართველოში

ავტორი ლიკა კაპანაძე, თებერვალი 19, 2018. 0 გამოხმაურება

სამაგისტრო ნაშრომი - ლიკა კაპანაძესამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისადპროგრამა: სოციოლოგია სამეცნიერო ხელმძღვანელი: ანა კირვალიძე, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2018აბსტრაქტი      საერთაშორისო შრომითი მიგრაცია გლობალური მოვლენაა. საქართველოსთვის ეს პროცესი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მისი მასშტაბებიდან და ინტენსიურობიდან გამომდინარე, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ემიგრირებული მოსახლეობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან უმრავლესობა არალეგალურად არის წასული და ვერ ხდება მათი საკონსულო აღრიცხვა.      ტერმინი „შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია“ გამიყენება 80-იანი წლებიდან და გულისხმობს შრომით მიგრაციაში ქალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი, როგორც სამუშაო ძალის წინა პლანზე წამოწევას მსოფლიო მასშტაბით.      საკმაოდ რთული ამოცანაა ქალთა შრომითი მიგრაციის დადებითი და უარყოფითი ასპექტების შეფასება. რატომღაც…გაგრძელება

ტეგები: სოციალიზაცია, მიგრაცია, ფემინიზაცია, ნაშრომები, სოციოლოგია

მცირე საზოგადოების კაპიტალის ფორმები ვირტუალურ ქსელში

ავტორი ლაშა, თებერვალი 18, 2018. 0 გამოხმაურება

სამაგისტრო ნაშრომი - ლაშა ჩილინდრიშვილისამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისადპროგრამა: სოციოლოგია სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიგი თევზაძე, პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2018აბსტრაქტი      გლობალური ელექტრონული ქსელის დინამური განვითარება და მისი ინტეგრირება ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უსწრებს ამ სფეროში მიმდინარე პროცესების მეცნიერულ გააზრებას. არადა, ისეთ მასშტაბური მოვლენა, როგორიცაა ინტერნეტი, რომელმაც მოახდინა მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია, აუცილებელ შესწავლას მოითხოვს და სოციოლოგიის თვალთახედვით, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ვირტუალური საზოგადოებების კვლევა. ინტერნეტის ფენომენის წყალობით არა მხოლოდ ახალი საკომუნიკაციო საშუალება გაჩნდა, არამედ ახალი ტიპის საზოგადოების კრეაციის შესაძლებლობაც. ნაშრომში გამოკვლეულია ვირტუალურ საზოგადოებაში არამატერიალური კაპიტალის გავლენა, ვირტუალური ველის მაგალითად კი…გაგრძელება

ტეგები: სამაგისტრო, სოციოლოგია, ნაშრომები, კვლევა, ინტერნეტი

იქს-კვადრატი, ურთიერთკავშირის გაზომვა, კორელაცია და რეგრესული ანალიზი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, იანვარი 22, 2019. 1 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 24 ნაწილი IIIიქს-კვადრატი (χ2 )      განსხვავების შემოწმება მნიშვნელოვანი ოპერაციაა მონაცემებში გარკვევისას და ამ საკითხს მოგვიანებით უფრო სრულად განვიხილავთ. ჩვენ განსხვავების გამოსავლენად სტატისტიკური ტესტის ჩატარება შეგვიძლია. ამ კრიტერიუმს იქს-კვადრატი (χ2) ეწოდება. ვიწყებთ ნულოვანი ჰიპოთეზით, რომელიც ამტკიცებს, რომ არ არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, ვთქვათ, მამაკაცებსა და ქალებს შორის, თუ რამდენად მოსწონთ მათემატიკა და მონაცემების დანიშნულებაა, რომ ამ მტკიცებას არ დაუჭიროს მხარი. ვირჩევთ მნიშვნელოვნობის დონეს (α), რომელსაც გამოვიყენებთ ნულოვანი ჰიპოთეზის მხარდასაჭერად, ან მისთვის მხარის არ დასაჭერად. მაგალითად, შეგვიძლია, ვთქვათ, „დავუშვათ, α= 0.05“.      იქს-კვადრატი ზომავს სტატისტიკურად გამოთვლილ მოსალოდნელ შედეგსა და რეალურ შედეგს შორის განსხვავებას იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა მათ შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, ანუ, ვნახულობთ, მნიშვნელოვანია თუ არა მიღებული სიხშირეები. ეს არის მოსალოდნელი და რეალურად…გაგრძელება

ტეგები: უკუკავშირი, კორელაცია, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, Qwelly

სტატისტიკური მნიშვნელოვნობა, ჰიპოთეზის შემოწმება და ეფექტის ზომა

ავტორი ლაშა, იანვარი 3, 2018. 0 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 24 ნაწილი IIსტატისტიკური მნიშვნელოვნობა      სტატისტიკური ანალიზის უდიდესი ნაწილი სტატისტიკური მნიშვნელოვნების ცნებაზეა დამოკიდებული. კირკი (1999: 337) მიუთითებს, რომ „სტატისტიკურად მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც ვერ აიხსნება შემთხვევითობით“. ჰიპოთეტურ-დედუქციურ ტიპის კვლევა ხშირად იწყება ერთი ან რამდენიმე ჰიპოთეზით. ეს რაოდენობრივ კვლევაში ჰიპოთეზის შემოწმების არსია. ჩვეულებრივ, ორი ტიპის ჰიპოთეზა არსებობს. ნულოვანი, ძირითადი ტიპის ჰიპოთეზა აცხადებს, რომ, მაგალითად, არ არსებობს კავშირი ორ ცვლადს შორის, ან არაფერი შეცვლილა მონაწილეებში პრე-ტესტსა და პოსტ-ტესტს შორის დროის მონაკვეთში, ან სამი სკოლა არ განსხვავდება ერთმანეთისგან გამოცდის შედეგების მიხედვით, ან ქალები და მამაკაცები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ამა თუ იმ პასუხების მიხედვით. ნულოვანი ჰიპოთეზა კარგად ერგება პოპერის პოზიციას, რომლის თანახმადაც, მეცნიერების არსი მის (ჰიპოთეზის) აუცილებელ ფალსიფიცირებაში მდგომარობს.      საქმე ისაა, რომ ჰიპოთეზის ნულოვანი ფორმით წამოყენება მკვლევრისგან იმის…გაგრძელება

ტეგები: სოციოლოგია, კვლევის_მეთოდები, თვისებრივი_კვლევა, Qwelly

რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი

ავტორი ლაშა, დეკემბერი 14, 2017. 0 გამოხმაურება

კვლევის მეთოდები განათლებაში თავი 24 ნაწილი Iშესავალი      რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის პერსპექტივა ბევრ დამწყებ მკვლევარს აშინებს, რომლებიც არა მარტო თავს არიდებენ სტატისტიკაზე ფიქრს, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან კიდეც იმას, რასაც ისინი „ბუნების მათემატიზაციას“ უწოდებენ (Horkheimer 1972). ზოგი შემოგვედავება, რომ განათლების სფეროში ცნებათა დიდი ნაწილი, რიცხობრივ ანალიზზე უბრალოდ არ დაიყვანება. ისინი ამტკიცებენ, რომ სტატისტიკა დახვეწილი პროცესისა და დაუმუშავებელი ცნების კომბინაციაა.      ჩვენ არცერთ ამ მოსაზრებას არ ვემხრობით. რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი, თვისებრივ ანალიზთან შედარებით, არც მეტად მნიშვნელოვანია და არც ნაკლებად. მისი გამოყენება მთლიანად მიზნისთვის შესატყვისობაზეა დამოკიდებული. რაოდენობრივი ანალიზის მიზანმიმართულად უარყოფა არაფერია, თუ არა იდეოლოგია ან ცრუწრმენა.      რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი კვლევის მძლავრი ფორმაა, რომელიც, ნაწილობრივ, პოზიტივისტური ტრადიციიდან მომდინარეობს. ის ხშირად მსხვილმასშტაბიან კვლევას უკავშირდება, თუმცა მისი გამოყენება…გაგრძელება

ტეგები: თვისებრივი_კვლევა, Qwelly, ფსიქოლოგია, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

კომენტარების დაფა

Kakha: იანვარი 5, 2015||10:37pm

მახსენდება იორგენ ვაიტი (სოციოლოგიის უგვირგვინო აზნაური) - რომელმაც 3 ბედუინი დაუბრუნა მშობიულ კერას! ეს არის სრულიად საქართველოს გამარჯვება :D

Kakha: აპრილი 21, 2015||10:56am

სრულიად სოციოლოგიას ვულოცავ მაქს ვებერის დაბ.დღეს ალბათ სრულიად სოციოლოგები დღეს ალბათ რაიმე დიდ სტატისტიკას (ან კვლევას) მიუძღვნიან ვებერის სულის საპატივცემულოდ :D

Mariami: თებერვალი 27, 2018||11:54pm

გამარჯობაა შეგუძლიათ რომ სადუპლომოსთვის თემის არჩევაში დამეხმაროთ  წინასწარ გიხდით მადლობას <3

Mariami: თებერვალი 28, 2018||1:53pm

გთხოვთ დამეხმარეთ საბაკალავრო ნაშრომისთვის თემის მოფიქრებაში

Kakha: დეკემბერი 27, 2019||9:50pm

მე: განწყობა მაქვს რომ რაიმე დიდი სტატისტიკური კვლევა დაიდება

რეალობა: 9 წელში ერთხელ შემოდის დაკარგული პინგვინი და ამბობს საბაკალავროს წერაში დამეხმარეთ მუზა არ მაქვსო (ამას ისე ამბობს რო არ გამოჩნდეს მთელი 4 წელი ივენთები და ტუსოვკები არ გამოუტოვებია და ეხლა 240 ქულის დაწერას ცდილობას) :D

დიდი მოლოდინები მქონდა რატო ჩამოიშალა ასე ასეთი აწყობილი სტრუქტურა :D

Kakha: ივლისი 7, 2020||10:05pm

სოციოლოგია: განმანათლებლობის როლი შეუცვლელია, ვამეცადინოთ ადამიანი ვასწავლოთ და ვუჩიჩინოთ და ის აღარ მოიპარავს, აღარ გაანადგურებს გარემოს, აღარ მოკლავს, ქრთამს არ აიღებს!

21 საუკუნე:კაპიტალისტური მოწყობის მსოფლიო, სადაც ყველა ფულის დაგროვებას ცდილობს, მოიპაროს (ქრთამი გადაიხადე, კლავს, გარემოს ანადგურებს) და დააგროვოს ფული!

ამხელა სოციოლოგია ხარ, ასეთი ცოდნა დაგაბერტყა თავზე ვებერმა და გამოჩენილმა კორიფეებმა, რატო კოჭლობს ეს თემა? :D

Kakha: პარასკევს

ჯგერენაია არსად ჩანს, რა მოუვიდა ამ კაცს, წერა ხო უყვარდა :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ სოციოლოგია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (108)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სასამართლო, პარლამენტი და განათლების სისტემური მომავალი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2021.
საათი: 11:40pm 0 კომენტარი

      ეს ზამთარიც მოვიდა და არც ისე ცივი პირველი დღე გვქონდა. ნიუსებში მთავარი იყო კოვიდ საქართველო, განათლების მინისტრი პარლამენტში და მისი ვრცელი გამოსვლა თავისი კომენტარებით, ცხადია აქტუალურია მიშა, სასამართლო ბედი და პარლამენტის დაკომპლექტების კანონებიც. დოლარის ღირებულება - 3.1279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

     …

გაგრძელება

ასოცირებული შეხვედრები და ბარიერები მომავალი არჩევნებისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

სამი გზა - კლასიკა გამარჯვებისკენ

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Final Fantasy XIV players have many things to do in the game, such as completing a wonderful storyline, participating in PvP and so on. At the same time, they also have a decent quality of life, and this requires players to have some FFXIV Gil to embark on a journey in this fantastic land. FFXIV Gil is the currency in Final Fantasy XIV. Just like the British Pound or Japanese Yen, FFXIV Gil is the basis for all legal transactions in Final Fantasy XIV.

FFXIV Gil has too many functions,…

გაგრძელება

ომიკრონი მსოფლიოში, სააკაშვილი საქართველოში და აზარტის მართვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 29, 2021.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      ბერძნული ანბანის სიდიადე ვირუსსმა გაისიგრძეგანა - მსოფლიო კოვიდვირუსის ახალმა შტამმა დაზაფრა - ომიკრონი. ჩვენთან კი მიხეილ სააკაშვილის პროცესს უფრო დიდი გამოხმაურება აქვს, ვიდრე სხვა ყველაფერ დანარჩენს. დღეს სასამართლოს დამნაშავე პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით მიმართა მოსახლეობას. დღე სულ მას მიეძღვნა და ასევე აზარტული თამაშების აკრზალვას. რაც შეეხება მოახლოებულ ზამთარს - საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. დოლარის ღირებულება -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters