ყოველთა მყოფთა დასაბამი და მიზეზი უპირატესი კეთილობაჲ არს. ვინაჲ უკუეთუ ერთისა მიზეზისა მიერ იწარმოებიან მყოფნი, ამის უკუე მიზეზისა ანუ კეთილად ხამს თქუმაჲ ანუ უმჯობეს კეთილობისა. ხოლო უკუეთუ უმჯობეს კეთილობისა, რაჲ უკუე წარმოვლოს რამანმეა პირველისა მისგან მიზეზისა მყოფთადმი ანუ არა? და თუ არა, იყოს უჯერო; რამეთუ არა დაუცავთ მას წესსა მიზეზისასა, რამეთუ სათანადო არს, რაჲთა წარმოვლიდეს რაჲმე მიზეზისგან მიზეზოანთადმი, და უფროჲს ხოლო მის უპირატესისგან, რომლისადმი ყოველი აღკრულ არს და რომლისა მიერ იარსებს თითოეული მყოფთაჲ. ხოლო თუ არს თანმიარსებაჲ მისი მყოფთადმი ვითარ და კეთილობისაჲ, იყოს ვიდრემე უმჯობეს კეთილობასა შორის მყოფთასა, წარმომვლელი პირველისა მიზეზისგან; რამეთუ უმჯობესი კეთილობისაჲ და უზესთაესი არ თან მისცემს თჳს-გამო მიზეზოანთა უდარეს კეთილობისა რათავე შემდგომთა თჳს-გამოთადმი. მაგრა რაჲმც იყო უმჯობეს კეთილობისა? ვინაჲ და თჳთ მას უმჯობესობასა უმეტესისა კეთილობისა ვიტყჳ თანმიმღებელად და მზიარებელად, რომლისათჳსცა არცა თუ უმჯობეს ითქუა არ კეთილობაჲ კეთილობისა. უკუანაჲსკნელ უკუე და შემდგომ კეთილობისა არ კეთილობაჲ. ხოლო თუ მყოფნი ყოველნი კეთილობისა არიან მეტრფე რამეთუ უკუეთუ იწადებს მას, რად უფრო ეტრფობის კეთილობასა? ხოლო თუ არ ეტრფობის, ვითარ ყოველთა მიზეზსა არ ეტრფოს წარმოჩენილი მისგან? ხოლო თუ კეთილობაჲ არს, რომლისადმი ყოველნი მყოფნი აღკრულ არიან, იყოს დასაბამი და მიზეზი უპირატესი ყოველთაჲ კეთილობაჲ.

იოანე პეტრიწი

წიგნიდან: კავშირნი

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თეოლოგია, კავშირნი, პეტრიწი, პროკლე, ფილოსოფია

ნახვა: 702

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters