ახალი ეპოქის მოთხოვნები თავს იჩენდა არა მარტო პროგრესულად განწყობილ მოაზროვნეებში, არამედ იმათშიც, ვინც ყოველ ღონეს ხმარობდა ძველის გადასარჩენად. ისინი ძალაუნებურად ემსახურებოდნენ პროგრესს და ეს ახლის ძალის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება იყო. თომაზო კამპანელა დომინიკელი ბერი იყო და პაპის ძალაუფლების აბსოლუტიზაციაზე ოცნებობდა. ციხეში  27 წელი მან პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გაატარა. მართალია, გალილეის იცავდა, მაგრამ ასტროლოგობაზეც დებდა თავს. მის ნატურფილოსოფიაში დიდი ადგილი უკავია მისტიკასა და მაგიას. მიუხედავად ამისა, მისი დამსახურებაა ის, რომ ემპირიზმით საყოველთაო გატაცების პერიოდში მიუთითა ემპირიზმისა და სკეპტიციზმის შინაგან კავშირზე და სკეპტიციზმის გადალახვის საფუძველი შინაგან გამოცდილებაში, ადამიანის მიერ საკუთარ სულიერ პროცესებზე დაკვირვებაში დაინახა, რითაც იგი დეკარტის წინამორბედი გახდა. კამპანელას უტოპიური ნაწარმოები „მზის ქალაქი“, მართალია, თომას მორისეული უტოპიის გაკათოლიკურების  შთაბეჭდილებას  ტოვებს კამპანელა  რომის  პაპის, ურბან II (1568-1644) მეგობარი იყო], მაგრამ კუნძულ „ტაპრობანზე“  საკუთრების უარყოფა, საყოველთაო შრომა, ოთხსაათიანი სამუშაო დღე, ამასთან სახელმწიფოს მეცნიერების საფუძველზე მართვის ქადაგება, ისტორიულად პროგრესული მოვლენა იყო. თუმცა რელიგიური ფანატიზმი (რომელსაც ეს დიდი  ნიჭის  ადამიანი,  როგორღაც  „ათანხმებდა" მოწინავე მეცნიერულ იდეებთან) მას პიროვნების სახელმწიფოსადმი სრული დაქვემდებარების გამართლებამდე მიიყვანს, რაც იმის პირდაპირ საწინააღმდეგო იყო, რისთვისაც ფლორენციელმა აკადემიკოსებმა პლატონის მოძღვრება წამოსწიეს. კამპანელას „მზის ქალაქი“, მაკიაველის   მთავარის გვერდით, ანტიუტოპიის ერთ-ერთი სახეა. ამიტომ მის მოძღვრებას ზოგი მკვლევარი რენესანსის ღალატად მიიჩნევს. კამპანელას ძირითადი ფილოსოფიური შრომებია:  „უნივერსალური ფილოსოფია" და „ გრძნობადი შემეცნების უპირატესობის შესახებ`. ისინი წარმოგვიდგენენ მოაზროვნეს, რომელსაც არც ძველი ემეტება და არც ახლის შეუფასებლობა შეუძლია. მისთვის ფიზიკას და თეოლოგიას შუა დგას მეტაფიზიკა, რომელიც `ფილოსოფოსთა ბიბლიაა`. მან არა მარტო მეცნიერება, არამედ პოლიტიკა და კანონმდებლობაც უნდა დააფუძნოს და ყველაფერი თეოლოგიას დაუმორჩილოს. კამპანელას აზრით, ჩვენი ცოდნის შინაარსი ორნაირ ჭეშმარიტებას გვიჩვენებს. რწმენა თეოლოგიის წყაროა, აღქმა ფილოსოფიის და საერთოდ მეცნიერების. ჭეშმარიტება ჩვენ ორნაირად გვეცხადება: ადამიანმა უნდა იცოდეს ბიბლია და უნდა იცოდეს ბუნება. ჯოვანი დომენიკო კამპანელა, რომელმაც ბერობაში თომას სახელი მიიღო, დაიბადა კალაბრიაში. ბიოგრაფები მიუთითებენ მისი ცხოვრების იმ შემთხვევით ვითარებაზე, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. 15 წლის კამპანელა უკვე დომინიკელთა მონასტერში იყო. ამ დროს კოზენტინელმა ფრანცისკანელებმა დისპუტში გამოიწვიეს დომინიკელები. ბერი, რომელიც ყველაზე ძლიერ თეოლოგად ითვლებოდა, ავად გახდა. იძულებულნი გახდნენ 15 წლის ბავშვი გაეგზავნათ, თუნდაც იმიტომ, რომ ამბავი მოეტანა. ეს ბავშვი გაბედულად ჩაერთო კამათში და ბრწყინვალედ გაიმარჯვა. გაკვირვებული თეოლოგები  ირწმუნებოდნენ,  რომ  მასში  ტელეზიოს  სული გადავიდა  (ტელეზიო  კოზენტინელი  იყო).  ყმაწვილიც,  ამის შემდეგ, ტელეზიოს მიიჩნევდა თავის იდეალად. თუმცა პირადად ვერ გაიცნო. 20 წლის კამპანელას პირველი წიგნი ამ განწყობის გამოხატულებაა. როგორც მირანდოლას, კამპანელასაც არ აპატიეს დიდი ნიჭი. ხმები დაუყარეს, ვინმე მოხუცმა ებრაელმა კაბალაში გაწვრთნა და ამ გზით მოიპოვა ზებუნებრივი ცოდნაო. მოგვიანებით, „სამი ცრუმოძღვარის` ავტორობაც დააბრალეს. კამ- პანელა კი ისე გაწვრთნილიყო ტრადიციულად მიღებული ფაქტების უარყოფაში, რომ რაღაც მონაცემებზე დაყრდნობით, თვით კარლოს დიდის (747-814) არსებობაშიც შეიტანა ეჭვი. მისი პირველი წიგნის გამოცემის საბაბი გახდა ვინმე ი. ა. მარტის წიგნი, რომელიც 1587 წელს გამოვიდა და ტელეზიოს მიერ არისტოტელეს კრიტიკის უსუსურობას ამტკიცებდა. საპასუხო წიგნში  „გრძნობებით დასაბუთებული ფილოსოფია" კამპანელამ წარმატებით დაიცვა ტელეზიო და შესაძლებელ ოპონენტებსაც  კამათის  ხალისი  დაუკარგა. 1591  წელს  მან ნეაპოლში გამოსცა წიგნი „საგანთა შეგრძნების შესახებ`. აქ იგი უკვე სცილდება ტელეზიოს, რადგან იყენებს ბუნებრივ მაგიას და ასტროლოგიას, რომელთაც ტელეზიო უარყოფდა. ეს სიახლე განპირობებული იყო ცნობილი ნეაპოლელი თეოლოგი პორტას  წიგნით  „ბუნებრივი  მაგია",  რომელმაც  დააფუძნა „ბუნების საიდუმლოებათა აკადემია“. მაგრამ კამპანელა აქვე აღნიშნავდა,  რომ  თავის  მასწავლებელზე  უარის  თქმა  არც უფიქრია. კამპანელამ მოისურვა, რომ აზროვნების სფეროში მიღწეული გაბედულება სოციალურ პრაქტიკაში გადაეტანა. გამოსცა  წიგნი  „მიმართვა  იტალიელი  თავადებისადმი`;  მოუწოდებდა დაეპყროთ ესპანეთი და პაპის მსოფლიო მონარქია შეექმნათ. ჩანს, რომ მას მომხრეებიც ჰყავდა. აჯანყების ორგანიზება თავად იკისრა. დღეც დანიშნა  1599 წელს 10 სექტემბერი. დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში დაწერა შრომები „მზის ქალაქი", „გალილეის დაცვა" და „როგორ შეუძლიათ ადამიანებს ვარსკვლავებიდან ნაუწყებ ბედს გაექცნენ?`. ასტროლოგიით გატაცებული პაპი ურბან VIII, 25 წლის პატიმრობის შემდეგ, ათავისუფლებს კამპანელას. მაგრამ მას იტალიაში არ დაედგომებოდა: საფრანგეთში გაიქცა, სადაც პ. გასენდი ყოველმხრივ ეხმარებოდა. ბუნებაში კამპანელასათვის ყველაფერი გასულიერებულია. ყველაფერს ახასიათებს გრძნობა, ე. ი. ცნობიერებისა და ძალის ერთიანობა. აღქმა და ცოდნა ემთხვევა ერთმანეთს. მოგონება, მსჯელობა, დასკვნა აღქმის მოდიფიკაციებია. ამ თანამიმდევრული ემპირიზმის პოზიციებიდან კამპანელა უარყოფს ბრუნოს მიერ შემეცნებაში გონებისათვის დამოუკიდებელი როლის მინიჭებას. მაგრამ მანვე დაინახა, რომ ამ საფუძველზე შემეცნების ვერავითარ საყოველთაობას ვერ დავასაბუთებთ, რომ აბსოლუტური სკეპტიციზმი გარდაუვალია. კამპანელა ეძებს გამოსავალს. მისი აზრით, სრული სკეპტიციზმი გარდაუვალია, თუ გარეგანი გამოცდილებიდან გამოვალთ; მაგრამ, თუ შინაგან გამოცდილებას დავემყარებით, ვნახავთ რიგ უეჭველ დებულებებს და შემდეგ ანალოგიის საშუალებით გადავიტანთ უეჭველობას გარეგან საგნებზეც. შინაგანი გამოცდილების ურყევი მონაცემებია:  . „ჩვენ ვართ`;  „ჩვენ ვართ, ვიცით და გვსურს`;  . „ჩვენ ვიცით, რომ გარეგანით ვართ განსაზღვრული"; 4. „ვიცით და გვსურს არა მარტო აწმყო, არამედ მომავალიც". ამგვარი საფუძვლის მოპოვების შემდეგ, კამპანელა მიმართავს ღმერთის იდეას, როგორც თანშობილს, რომლის სრულყოფილება არ გვაძლევს უფლებას იგი ნაკლოვანი ადამიანების მიერ შექმნილად ჩავთვალოთ. ამ იდეის გაგება ღმერთის უშუალო ჭვრეტას ნიშნავს. მივიდა რა ეჭვიდან ღმერთამდე, კამპანელა ცდილობს ნეოპლატონური ემანაციის თეორიის დახმარებით გაიაზროს საერთოდ არსებული: ღმერთი;  . იდეალური სამყარო;  . სულთა (ადამიანის სულის ჩათვლით) სამყარო; 4. მათემატიკური სამყარო (გეომეტრიის საგანი); 5. სხეულებრივი სამყარო (დროში და სივრცეში არსებული საგნის პირველადი თვისებები); 6. ემპირიული სამყარო, ანუ საგანთა წარმოდგენა მეორადი თვისებებით. ყოველი საგანი (მატერიის ჩათვლით) მოძრაობს, მოძრაობა არის არაცნობიერი სწრაფვა თვითშენახვისაკენ, ე. ი. მარადიულობისაკენ, ე. ი. ღმერთისაკენ. კამპანელა  მათემატიკას  ფიზიკის  მსახურად  აცხადებდა. ცდილობდა ახალი გეოგრაფიული აღმოჩენები გამოეყენებინა მსოფლმხედველობრივი საკითხების გააზრებისას. იგი წერდა: „ავგუსტინე უარყოფდა დედამიწის სფერულობას ზოგად არგუმენტებით, კოლუმბმა კი ფაქტიურად დაამტკიცა, რომ დედამიწა მრგვალია. აქ ჭეშმარიტება მოგვეცა გრძნობადად, რაც გამორიცხავს კამათს`. ამავე ნაშრომში იგი ადამიანს `სა- მყაროს ქვაკუთხედად` აცხადებს, რამდენადაც იგი ცნობიერად ისწრაფის ღმერთისაკენ. აქ თითქოს ახალი დროის ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ ახალი ფილოსოფიის დამაარსებლებისაგან, იგი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ კამპანელასათვის გრძნობადი ჭეშმარიტება გამორიცხავს კამათს, დეკ- არტისათვის ყველაზე ნათელი გრძობადი მოცემულობაც კი საეჭვოა, რადგან ნათელი, სიზმრის და სიფხიზლეში რაიმეს ნათლად დანახვას შორის განმასხვავებელი ლოგიკური კრიტერიუმი არ შეიძლება არსებობდეს. ისიც გასახსენებელია, რომ ახალი ფილოსოფიის მეორე დიდი მამამთავარი, ფრ. ბეკონიც, ემპირიზმის დიდი დამცველი, არავითარ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდებოდა რაგინდ ნათლად დაენახა რაიმე. არსებულის ჭეშმარიტების დასასაბუთებლად იგი თავის ცხრილებს და ჯვრის ექსპერიმენტს მიმართავდა. კამპანელა ყურადღებას არ აქცევდა იმას, რომ „ფაქტი` თავადაა ინტერპრეტაცია. კოლუმბს რომ ამერიკა ინდოეთი ეგონა, ესეც „უეჭველი ფაქტი` იყო. კამპანელასაგან განსხვავებით, ამ მოაზროვნეებს ადამიანის ბუნებაზე გაბატონებაც განსხვავებულად ესმოდათ. ცნობილია, რომ ბიბლიაზე დამყარებული რელიგიების წარმომადგენლებისათვის, ღმერთმა ადამიანს ბუნებაზე ბატონობა დაავალა. ღმერთის ეს სიტყვები მოწმობს, რომ ბუნება მზად იყო დამორჩილებოდა ადამიანს. ფრ. ბეკონისა და დეკარტესათვის კი ადამიანი არ არის დედამიწის ბატონი, არამედ უნდა გახდეს ასეთი, მეცნიერების დახმარებით. მან უნდა დაიმორჩილოს ბუნება. ესაა ახალი ფილოსოფიის არა მარტო რაციონალიზმის, არამედ „რაციონალიზმის ყაიდაზე გამოჭრილი“ (ჰაიდეგერი) ევროპული ირაციონალიზმის და ემპირიზმის მიზანი, რის შედეგებსაც XX საუკუნეში განმანათლებლობის დიალექტიკის მექანიზმით ახსნიან. ეს დიალექტიკა გულისხმობს, რომ ადამიანის გონების დიდი წარმატებები, რომლითაც კაცობრიობა ამაყობს და რომლის ძალაც ტექნიკაში ყველაზე ნათლად ჩანს (ატომური ენერგია, გენეტიკა, კომპიუტერიზაცია), პიროვნების, საზოგადოების დიქტატის ქვეშ მოქცევის არნახულ შესაძლებლობებს ქმნის და ახალი დიდი კრიზისის წინაშე აყენებს კაცობრიობას. გალილეისთან ვატიკანის გამწვავებული ურთიერთობა იყოს იმის მიზეზი, რომ კათოლიციზმის ერთგული დამცველი კამპანელა მოგვიანებით გალილეის არ ახსენებს. არ ახსენებს მას არც „მზის ქალაქის` მეორე გამოცემაში, როცა გალილეიმ მის მიერვე აგებული ტელესკოპით ოთხი პლანეტა აღმოაჩინა; ეს ტელესკოპი 30 ჯერ ადიდებდა საგანს. ეს უცნაური ფაქტი კაცს გაახსენებს იმასაც, რომ დიდი ასტრონომი და მათემატიკოსი  კეპლერიც,  ტელესკოპის  გამოგონებისათვის, ჟანბატისტა პორტას აქებდა და არა გალილეის. თუმცა ისინი იცნობდნენ ერთმანეთს. გალილეი თავად წერდა კეპლერს, რომ  მისი  თხოვნის  მიუხედავად, უნივერსიტეტის  ფილოსოფოსებს ტელესკოპში ჩახედვა კი არა, მისი დანახვაც არ უნდათ. კამპანელას  „მზისქალაქი",პლატონის „სახელმწიფოში" წარმოდგენილი  უტოპიის  კათოლიკური  ეკლესიის  მიზნებისათვის დაქვემდებარების ცდაა. ამ ნაშრომში დიალოგი მიმდინარეობს  გენუელ  მეზღვაურსა  და  კათოლიკური  მონასტრის სასტუმროს მამასახლისს შორის. ფაქტიურად ორივეს უნდა უჩვენოს, თუ როგორ გამოადგება კათოლიკურ ეკლესიას დაქვმდებარებულ სამყაროში, აქამდე უცნობი კუნძულ ტაპრობანის (ზოგის აზრით, ეს ცეილონია) რელიგია, ასტროლოგია, მეცნიერება, ტექნიკა და განათლების ორგანიზაცია კაცობრიობას. ეს კუნძული კაცობრიობის გამაერთიანებელი სახელმწიფოს  თავისებური  მოდელია.  ამიტომაა,  რომ  სახელმწიფოს მეთაურის, ანუ მეტაფიზიკოსის (ასე უწოდებს მას კამპანელა) არჩევისას, მეცნიერებათა და ტექნიკის გვერდით, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მის მიერ ყველა ხალხის რელიგიის და ისტორიის ცოდნას. ცხადია, ამ კაცს ღმერთიც ნაწვდომი უნდა ჰყავდეს, რამდენადაც ეს მოკვდა- ვისათვის შესაძლებელია. საინტერესოა, რომ ყოველივე ამის ცოდნის შემთხვევაშიც, 35 წლამდე მისი არჩევა არ შეიძლება, განსხვავებით პლატონისაგან, რომელიც ამისათვის 50 წელს მიიჩნევდა აუცილებლად. რაც შეეხება ქვეყნად უბედურების არსებობას, კამპანელა პლატონის და, კიდევ მეტად, ბოეციუსის  კვალად  იმეორებს,  რომ  ბოროტ  ადამიანთა  წარმატება ამქვეყნად ოდენ მოჩვენებითი ბედნიერებაა. კამპანელა ვრცლად მსჯელობს იმაზე, რომ ასტროლოგია არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას. პლანეტების ზემოქმედება ადამიანთა ბედზე მისთვის უეჭველი ფაქტია. იგი ფიქრობს, რომ არც რიცხვთა მაგიას ეწინააღმდეგება თეოლოგია. ღმერთმა ყველაფერი  რიცხვით,  ზომით  და  წონით  შექმნა.  მზის  ქალაქელებმა შექმნეს საფრენი მანქანები და უიალქნო და უნიჩბო ხომალდები. ყოველივე ამისკენ ჩვენ ღმერთი წაგვმართავს, მაგრამ არა ძალდატანებით. ადამიანი თავისუფალი არსებაა, იმდენად, რომ მას ღმერთზე ცილისწამებაც შეუძლია. კამპანელა  ცდილობს  თავისი  ოპტიმისტური  მოლოდინი  კათოლიციზმის მომავალ ტრიუმფზე, ასტროლოგიაზე დაამყაროს; ის ესპანელების მიერ გენუელების დიდი გმირის, კოლუმბის მცდელობით ამერიკის აღმოჩენას ღვთის ნიშნად მიიჩნევს. ესპანელები ოქროს ეძებდნენ, მაგრამ ღმერთმა ისინი გაცილებით დიდი მიზნებისათვის მიიყვანა იქ. ეს მიზანი ქრისტიანობის მთელს მსოფლიოზე გაბატონებაა. ოპტიმიზმის საფუძველს, კამპანელას აზრით, იძლევა ისიც, რომ იმ საუკუნეში გამოგონილ იქნა წიგნის ბეჭდვა, თოფის წამალი, კომპასი. „მზის ქალაქში` სახელმწიფოს, მეცნიერების და ფილოსოფიის  მიმართებაც  იდეალურათაა  მოწესრიგებული  მამასახლისი მეტაფიზიკოსის  ხელმძღვანელობით:  ფიზიკა  აუცილებელია სახელმწიფოსათვის  ბუნებასთან ტექნიკის საშუალებით წარმატებული დამოკიდებულებისათვის. მათემატიკა არის ფიზიკის მსახური. ფიზიკა აუცილებელია ასევე ფილოსოფიისათვის. მეტაფიზიკა ფიზიკასა და თეოლოგიას შუა დგას. ის თავის მხრივ, მსახურია თეოლოგიის. კამპანელას  „მზის  ქალაქში“  ჩვეულებრივ  თომას  მორის „უტოპიის`  იდეების  კათოლიკური  ეკლესიის  მიზნებისათვის გამოყენებას ხედავენ. მართალია ლოსევი, როცა ამტკიცებს, რომ ნამდვილი ანტიკური პლატონიზმი ამ ნაშრომში უფრო მეტია, ვიდრე ინგლისელ უტოპისტთან. უფრო მნიშვნელოვანია, ლოსევის მიერ იმის ხაზგასმა, რომ აქ კამპანელა პლატონს იტალიური რენესანსისათვის დამახასიათებელ ტიტანიზმზე და ეგოცენტრიზმზე უარის სათქმელად იყენებს. პლატონთან, საერთოდ, განსაკუთრებით, მის სახელმწიფოში პიროვნება და მისი ინტერსები ხომ სავსებით ექვემდებარდება სახელმწიფოს ინტერსებს? რენესანსის მიზანი კი სულ სხვა იყო. ლოსევისავე ტერმინებით რომ ვთქვათ, კამპანელასთან ჩვენ გვაქვს ტიტანიზმის საფრთხის გააზრება და კვლავ პიროვნების მიმართ საზოგადოებისა და ღმერთის პრიმატისაკენ მიბრუნება.

ტეგები: Qwelly, თეოლოგია, კამპანელა, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 632

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters