მაკიაველის როლი შუა საუკუნეების აზროვნებაში ფასდაუდებელია,მისმა ნაშრომებმა საუკუნეებს გაუძლეს და დღემდე მოაღწიეს უდანაკარგოდ და დღესაც ძალიან აქტიურად გამოიყენება ეს ტრაქტატები,მაკიაველის რთულ პირობებში მოიწია ცხოვრება და ყველაზე ძალიან რასაც იგი განიცდის არის ის რომ მისი ქვეყანა დანაწევრებულია, მას იმედი აქვს ხელისუფლების რომ ისინი შეცვლიან და გააერთიანებენ, მაგრამ როგორც ეს ბოლოს აღმოჩნდება ისინი მაკიაველის რჩევებს არაფრად არ ჩააგდებენ.

       შუა  საუკუნეების  წიაღში  დიდხანს  მწიფდებოდა  ახალი მსოფლმხედველობა. ეს პროცესი გამოიხატა პადუის უნივერსიტეტში გაბატონებულ არისტოტელიზმში, ასევე პლეთონის და  მისი  მოწაფეების  მცდელობაში  პლატონის  საფუძველზე ბერძნული მითოლოგიის აღორძინებისა, კუზანელის მიერ „განსწავლული არცოდნის და „დაპირისპირებულთა ერთიანობის, ასევე უსასრულობის კატეგორიის ახლებურ გაგებაში, მათემატიკის გამოყენებით, ჰუმანიზმის გაბატონებაში ევროპულ კულტურაში (განსაკუთრებით, იტალიელი ფილოლოგების წყალობით). ყველაფერ ამას დაემატა საერთოდ ქრისტიანული სამყაროს დიდი კრახი  კონსტანტინეპოლის აღება თურქეთის სულთან მაჰმუდ II მიერ  1453  წელს. მუსლიმანურ სამყაროში ეს აღქმული იქნა, როგორც  1099 წელს ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის  აღების  საპასუხო  ქმედება.  თანაც  ამ  აქტის იდეოლოგიურ გამართლებასაც შეეცადნენ, თითქოს თურქთა ტომებმა საკუთარი, ძველი ბერძნების მიერ მიტაცებული სამშობლო დაიბრუნეს. ერთ-ერთ საბუთად ჰომეროსის (XII ს.-დან VII ს.-მდე ძვ. წ.) „ილიადაზეც მიუთითებდნენ. იტალიისა და ხმელთაშუა ზღვის სხვა სახელმწიფოები სავაჭრო გზებზე გაბატონების უშუალო მოგებით დაბრმავებულნი, ბიზანტიის დახმარების მაგიერ, ხელსაც უწყობდნენ ამ კატასტროფას. მას შემდეგ, რაც აღორძინებამ, როგორც ახალი და უფრო მაღალი  ღირებულების  ეპოქის  მომზადების  და  დასაწყისის სახელი დაისაკუთრა კაცობრიობის კულტურაში, სხვადასხვა რეგიონულ  კულტურაში  ისტორიულად  განხორციელებულმა სიახლეებმა მეტ-ნაკლებად დასაბუთებული პრეტენზია განაცხადეს ამ ღირსებაზე. როგორც ცნობილია, ბიზანტიის კულტურაში ხუთ რენესანსს ასახელებენ. შალვა ნუცუბიძის აღმოსავლური რენესანსის გამოძახილის სახით წამოაყენეს სომხურ, აზერბაიჯანულ,  რუსულ  და  ჩინურ  რენესანსთა  თეორიები.  ამ ძიებებისას მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული  ვითარება  გაირკვა,  რითაც  რენესანსის  ღირებულება, მისი შინაგანობა საკაცობრიო კულტურისათვის უფრო ნათლად გამოიკვეთა. რენესანსის ცნების შესატყვისი რეალობების ძიებისას, როგორც წესი, ფლორენციის პლატონურ აკადემიას მიმართავენ. მარსილიო ფიჩინოს მიერ პლატონის სხვა შრომებთან ერთად, „სახელმწიფოს ლათინური თარგმანი, უტოპიური სახელმწიფოს თეორიების [თომას მორი (1478- 1535), ტომაზო კამპანელა (1568-1639)  და  სხვა]  გარდა,  სახელმწიფოს  ანტიუტოპიური თეორიების შექმნის სტიმულადაც იქცა. ასე დაიწყო ახალი, ასე ვთქვათ, შეულამაზებელი რეალობის ანალიზის ფილოსოფია. ამ ახალი პოლიტიკის ფილოსოფიის მამამთავარი იყო მაშინდელი იტალიის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და ისტორიკოსი ნიკოლო მაკიაველი. მისი ძირითადი შრომებია: „მთავარი (დაიწერა 1513   წ., გამოიცა  1532 წ.), „განაზრებანი (1527), „ომის ხელოვნება (1519/1520), „ფლორენციის ისტორია (8 წიგნად. 1520-1525 წწ.), „დიალოგი ენის შესახებ (1514), კომედია „მანდრაგორა (1518) და სხვა. მისი  ცხოვრების  პირველი  ნახევარი  ძალზე  საინტერესო, მაგრამ, ამავე დროს, ქვეყნისათვის ტრაგიკული მოვლენებით აღინიშნა. მაკიაველი, მედიჩების გვარის ბატონობისას, ოპოზიციონერთა რიგებში იყო და რაიმე სახელმწიფო თანამდებობის იმედი არც ჰქონია. კიდევ უფრო დამძიმდა მისთვის, და საერთოდ იტალიისათვის, ვითარება, როცა  594 წელს, მედიჩების განდევნის  შემდეგ,  ფლორენციას  დაეპატრონა  ადგილობრივი დომინიკელთა მონასტრის წინამძღვარი, სასტიკი ასკეტი  სავონაროლა.  იგი  ერთნაირი  შეურიგებლობით  ებრძოდა, როგორც მედიჩებს, ისე რომის პაპს. ორივეს ამქვეყნიური ღირებულებებით და ფუფუნებით გატაცებაში სდებდა ბრალს, რაშიც  სავსებით  მართალი  იყო,  მაგრამ  თავად  მისმა  ფანატიზმმაც დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას. მან რიგი მნიშვნელოვანი ხელოვნების ნაწარმოები საჯაროდ დააწვევინა. ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ თვით ბოტიჩელი და მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564) ცდილობდნენ, მათ ქმნილებებში უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო რელიგიური სული. სავონაროლა კატეგორიულად მოითხოვდა ეკლესიის რეფორმას და პირვანდელი ქრისტიანობის იდეალებით ცხოვრებას. მისი გაძლება მალე არც სასულიერო და არც საერო ხელისუფლებას არ შეეძლო. ხალხის ფართო მასებსაც, რომლებიც თავდაპირველად უპირობოდ უჭერდნენ მას მხარს და გააბატონეს კიდეც, აღარ მოსწონდათ მისი გაუმართლებელი სისატიკე და რადიკალიზმი. სხვა საშინელ ღონისძიებათა შორის მან შემოიღო მოსახლეობის კონტროლის ახალი სახე: ბავშვებს აიძულებდა ჯაშუშობას მშობლების ზნეობის თაობაზე. ეს მეთოდი მოგვიანებით ჟან კალვინმა (1509-1564) გამოიყენა ჟენევაში. 1597 წელს სავონაროლა რომ ნეოპლატონიკოსებს აკრიტიკებდა, მარტო ძაგებით არ კმაყოფილდებოდა. თავის ტრაქტატში „მეცნიერებათა ნაწილები და მათი ღირსება (გამოიცა 1534 წ.) იგი მიუთითებდა, რომ ვითომც პლატონის ერთგული ფილოსოფოსები, პოლიტიკოსები და ხელოვანნი არ აქცევენ ყურადღებას პლატონის აშკარა უარყოფით დამოკიდებულებას საგმირო და ეროტიკული ხელოვნებისადმი. პლატონი ხომ თავად ჰომეროსის გაძევებასაც მოითხოვდა თავისი იდეალური სახელმწიფოდან. სავონაროლა ეკლესიიდან განკვეთეს, პაპი ალექსანდრე ბორჯას (1431-1503)  მცდელობით.  ერთი  წლის  შემდეგ  კი სიკვდილით დასაჯეს. ამავე  1498 წელს მაკიაველის შესთავაზეს, მნიშვნელოვანი თანამდებობა მთავრობაში (ე. წ. ათთა კოლეგიის მდივნობა). იგი ფლორენციის საშინაო, საგარეო და საომარი ვითარებების კურატორი იყო. ამ მნიშვნელოვან პოსტზე მან დიდი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა. როგორც ჩანს, იგი ერთგული რესპუბლიკელი იყო და რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, როცა მედიჩებმა დაბრუნება შესძლეს, მაკიაველიმ თავისი პოსტი დაკარგა. ეს იყო 1512  წელს; იგი გადაასახლეს საკუთარ მამულში. ერთი წლის შემდეგ დაამთავრა მან თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საქმე  დაწერა „მთავარი. მაკიაველიმ იგი მიუძღვნა ლორენცო ბრწყინვალეს შვილიშვილს, ლორენცო მედიჩის, როგორც პატიების თავისებური თხოვნა და მისი მზადყოფნა სამსახურისათვის. ახალგაზრდა მედიჩის ეს წიგნი არ წაუკითხავს და არც მისი ავტორისადმი გამოუჩენია რაიმე ყურადღება. ეს საერთოდ დიდი დაპირისპირებების პერიოდი იყო. არა მარტო ძველსა და ახალს შორის, არამედ ახლისათვის მებრძოლთა შორისაც: ერაზმ როტერდამელსა (1466-1536) და მარტინ ლუთერს (1483 -1546), თომას მორსა და ჰენრი VIII (1491- 1547), ლუთერსა და სებასტიან ფრანკს (1499-1542), სავონაროლასა და მედიჩებს, საერთოდ, ინტერნაციონალიზმსა და ნაციონალიზმს შორის. მაკიაველიმ  თავისი  თეორიის  მიზნად  დაისახა  რეალურ სახელმწიფოში მოქმედი კონკრეტული ადამიანების ნამდვილი მიზნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოენახა ქმედითი გზა ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად. ერთ რაიმეში იგი სავსებით ეთანხმებოდა პლატონს: სახელმწიფოს ინტერესებს  პიროვნების  ინტერესებთან  მიმართებაში  სრული უპირატესობა აქვს. იმაშიც ეთანხმებოდა, რომ ადამიანი სახელმწიფოს გარეშე ვერ იცხოვრებს ადამიანურად. ეს კი ნიშნავს იცხოვრო სხვა ადამიანების გვერდით და მაინც შეინარჩუნო საკუთარი პიროვნულობა, შეგეძლოს საკუთარი ინტერესების რაღაცნაირი განხორციელება. რაც შეეხება პიროვნების ნამდვილ მამოძრავებელს, ამაში მაკიაველი პლატონისაგან პრინციპულად განსხვავებულ პოზიციაზე იდგა. მისთვის უეჭველი იყო,  რომ  პიროვნების  და  ისტორიის  მამოძრავებელი  ძალა არის საკუთრების შეძენა და შეძენილის დაცვა და გადიდება. პლატონისათვის  ადამიანური  არსებობა  ნიშნავდა  ზნეობრივ არსებობას. მაკიაველი კი დარწმუნებული იყო, რომ სახელმწიფოს ინტერესები, პრინციპულად უფრო მაღლა დგანან, ვიდრე თუნდაც ზნეობა, ტრადიცია თუ რელიგია. ხოლო იმას, თუ როგორია ეს ინტერესები, ამის განსაზღვრის სრული უფლება აქვს სახელმწიფოს მეთაურს. მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა გზით მოხვდება იგი სახელმწიფოს სათავეში. მაკიაველის არ აწუხებს არა მარტო სახელმწიფოს მეთაურის ზნეობრივი სახე, არამედ არც მისი მიმართება მოქმედ სამართალთან. არც მათი სისასტიკე და გარყვნილება აწუხებს. თუმცა ძალიან კარგად იცის, რა არის კარგი და რა ცუდი. პირადადაც არ იყო მიდრეკილი ცუდისა და სისასტიკისაკენ. იგი დარწმუნებული იყო, რომ ექიმივით იქცევა, რომელიც მხოლოდ იმას ადგენს, თუ რა გააძლიერებს მის პაციენტს (სახელმწიფოს). იგი რჩევასაც აძლევს გარეწარს, თუ როგორ გამოიყენოს სისატიკე ძალაუფლების შესანარჩუნებლად. „როგორ იყენებენ სისატიკეს ავად თუ კარგად? (თუკი ბოროტების მიმართ შეიძლება ითქვას  „კარგადო)  მაშინ როცა ერთხელ მიმართავენ მას, როგორც თავდაცვის აუცილებელ საშუალებას, შემდეგ კი, ხელს იღებენ მასზე და მხოლოდ იმას ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანონ თავის ქვეშემდგომთ. ავად იყენებენ მაშინ, როცა თავდაპირველად მხოლოდ ნაწილობრივ ავლენენ სისასტიკეს, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, თანდათან ზრდიან... აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ სახელმწიფოს  ხელში  ჩაგდებისას  დამპყრობელმა  ერთბაშად,  ერთი დაკვრით, უნდა გამოიჩინოს მთელი სისასტიკე, რათა შემდეგ ყოველდღიურად არ დასჭირდეს მისი გამოყენება და ამრიგად შესძლოს ხალხის დაშოშმინება და ქველმოქმედების წყალობით მისი გულის მოგება. მაკიაველის რჩევანი ეხება დაქირავებული ჯარის და მათი მეთაურების (კონდოტიორების) მორჩილებაში ყოლას, რთულ სიტუაციებში უმცირესი ბოროტების ამორჩევას, კარისკაცების გონებრივი უნარების მიხედვით არჩევას, პირმოთნეთა გამოცნობას და სხვას . როგორც ყველა მნიშვნელოვან მოაზროვნეს, მაკიაველისაც ჰყავდა წინამორბედები და მიმდევრები. ასეთები მრავალია, მაგრამ ევროპული აზროვნების ისტორიაში მისი ადგილის გამოსაკვეთად, უპრიანია ორ მოაზროვნეზე მითითება: წარსულიდან ასეთია პლატონი, მომდევნო პერიოდის მოაზროვნეთაგან  ფრიდრიხ ნიცშე (1844- 1900). პლატონის „სახელმწიფოს I და II წიგნებში სამართლიანობის  საკითხია  განხილული.  როგორც  პლატონის  დიალოგთა უმრავლესობაში,  აქაც  პლატონის  პოზიციას  სოკრატე  გადმოსცემს. იგი ამტკიცებს, რომ სამართლიანობა, როგორც სიკეთე, თავისთავადი ღირებულებაა და სჯობს უსამართლოდ დაისაჯო, ვოდრე სხვის მიმართ უსამართლოდ მოიქცე. სოფისტი თრაზიმახე (დაახლ. 459-400) კი უმტკიცებს სოკრატეს, რომ  სამართლიანია  ის,  რაც  ძლიერისათვისაა  სასარგებლო („სახელმწიფო, 43 დ).  სოკრატე  ადვილად  უჩვენებს,  რომ თრაზიმახეს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ძლიერი, როგორც ასეთი. მან არც ის იცის, რაა ეს სამართლიანობა, არის თუ არა იგი სიკეთე. მაგალითად, კრივში გამარჯვებული, ცხადია, ძლიერია და მისთვის სასარგებლოა საქონლის ხორცის ჭამა. არის ეს სამართლიანობა ანდა სიკეთე? სოფისტი ხედავს სიძნელეს, მაგრამ უკან არ იხევს, სოკრატე მაინც აიძულებს ეს აღიაროს. მაკიაველი კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცხადია, კარგია, როცა ადამიანი შინაგანად ზნეობრივია, მაგრამ თუ ეს ზნეობრიობა კონკრეტულ ვითარებაში სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, მის ღირებულებას მნიშვნელობა არა აქვს. ნებისმიერი უსამართლობა და მზაკვრობა გამართლებულია. ხოლო იმ საკითხს, მართლა ეწინააღმდეგება ეს სახელმწიფოს ინტერესებს თუ არა, გადაწყვეტს სახელმწიფოს მეთაური. თავად სახელმწიფოს შესაძლებელ ფორმებს შორის მაკიაველის უმჯობესად დემოკრატიული რესპუბლიკა მიაჩნია, მაგრამ მის აუცილებლობას არ იცავს. მაკიაველის არ აწუხებდა არც უდანაშაულობის და არც, მით უმეტეს, მორალურობის პრეზუმფცია. იგი რეალისტი იყო და გამოდიოდა არა იქიდან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, არამედ იქიდან, თუ როგორ იქცევიან ისინი და რა მიზნები აქვთ მათ სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ თავის მიზნად. ზოგი მკვლევრის აზრით, მაკიაველის „მთავარისათვის შეიძლებოდა გვეწოდებინა: „როგორ უნდა გახდე დიქტატორი და შეინარჩუნო ეს მდგომარეობა. სახელმწიფოს რაობის პრინციპების დასდგენად, მაკიაველი  ცდილობდა,  ბუნებისმეტყველთათვის  მიებაძა,  ე.  ი.  მხოლოდ გარეგანი გამოცდილების მონაცემებს დამყარებოდა, ამ  ფაქტების  ანალიზით  დაედგინა  წესები.  ისევე,  როგორც მათი საერთო აუცილებლობა, მათი უცვლელი კანონი. როგორც, მაგალითად, შემდეგ გალილეიმ დაკვირვების მონაცემების განზოგადებით დაადგინა მატერიის მუდმივობის კანონი. თუმცა გამოცდილების მონაცემები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება კანონის საყოველთაობის გარანტია, მაკიაველი მაინც იმედოვნებდა, რომ უეჭველი და ურყევი კანონები დაადგინა ადამიანის და მისი საზოგადოების შესახებ. მაგალითად, ის, რომ ყოველი ცოცხალი იბადება, ვითარდება და კვდება. მიუხედავად ადამიანისათვის ამ დებულების მთელი უეჭველობისა, ჩვენ მის საყოველთაობასა და აუცილებლობას ვერასგზით ვერ დავასაბუთებთ. იგი მაღალი დონის ჰიპოთეზაა, რომლის საბოლოო საფუძველი მაინც ჩვენი რწმენაა. ასევე საალბათო დაშვებაა მაკიაველის მეორე პრინციპი: ადამიანის ბუნება ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივეა. მათ ყველა ეპოქაში ერთნაირი მიზნები და ვნებანი ამოძრავებენ. ამიტომ გასული საზოგადოებების გამოცდილების გამოყენება სამართლიანია და სასარგებლო.  მაკიაველიმ,  მართლაც,  კარგად  გამოიყენა,  მის მიერ ძველი რომის იმპერიის ისტორიის ანალიზი. იგი ემყარებოდა ტიტუს ლივიუსის (დაახლ. ძვ. წ. 59  ახ. წ.17) 142  წიგნიანი „რომის ისტორიის შემორჩენილი ნაწილებიდან პირველი  10 წიგნის ანალიზს. კიდევ ერთი დებულება, რომელიც მაკიაველის წამოწყებული  საქმისათვის  მნიშვნელოვანია  და  გარკვეული გარანტიაა მისი დასკვნების ქმედითობისათვის: ყოველი რეალური ადამიანი კარგიცაა და ცუდიც, მაგრამ ადამიანის ქცევებიდან მისი პოლიტიკური ორიენტაციის გასაგებად, უმჯობესია, ისინი მივიჩნიოთ თავისთავად ცუდებად. ამ მიზნით, მაკიაველი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ „ადამიანები მზაკვრები არიან და თუ არ აიძულებ, რომ იყვნენ კეთილნი, ისინი აუცილებლად ბოროტებად იქცევიან. ამგვარი იძულების საშუალებას მხოლოდ სახელმწიფო იძლევა. როგორც აღინიშნა, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ყველა ემპირისტი მაინც გამოცდილების, ე. ი. ემპირიის გარეთ  გადის.  შესაბამისად,  მაკიაველის  მიერ  წამოყენებული ზემოაღნიშნული პრინციპებიც გამოცდილებისთვის მიღმურს ემყარებიან. ყველაზე მეტად ეს ჩანს მის მიერ საზოგადოების  პროგრესის  არსებობის  პრინციპის  წამოყენებაში.  ცხადია, ვერავითარი გამოცდილებით ვერ დამტკიცდება ის დებულება, რომ ადამიანთა ნებისმიერი ბოროტი და მზაკვრული მოქმედება, საბოლოო ჯამში, მაინც პროგრესის სამსახურში ჩადგება, ე. ი., რომ კაცობრიობა მიდის არათავისუფლებიდან თავისუფლებისაკენ და სისასტიკიდან ჰუმანიზმისაკენ. ასეთი დაშვება მხოლოდ პეტიტიო პრინციპიი, ე. ი. სასურველის უკვე დასაბუთებულად მიჩნევა, შეიძლება იყოს. მაკიაველის, პლატონის მსგავსად, მიაჩნდა, რომ კერძო საკუთრების, ძალიან მდიდრების და ძალიან ღარიბების არსებობა, სახელმწიფოს სტაბილურობის მტერია. იგი აჯანყებებს და მმართველობის ფორმათა ცვლილებებს იწვევს სახელმწიფოში. ის სასურველად საშუალო ფენებს მიიჩნევს, მაგრამ „მთავარში სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გარეწარი ადამიანი, ჩეზარე ბორჯა (1475-1527) მიიჩნია სამაგალითოდ. კიდევ ერთი ძირითადი დებულება, რომელსაც მაკიაველი იცავდა,  არის  ის,  რომ ადამიანის ნება თავისუფალია.  მისი თავისუფალი ნების გადაწყვეტილების შედეგებიც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად პროგრესს ემსახურება. მაკიაველის მიმდევარი ინგლისელი ფილოსოფოსის თომას ჰობსის(1588-1679) ტერმინებით  რომ  ვთქვათ,  ადამიანები  იმ  მდგომარეობიდან გამოსვლის ძიებაში, რომელსაც ეწოდება „ბრძოლა ყველასი ყველას წინააღმდეგ, საკუთარი თავისუფალი ნებით იღებენ გადაწყვეტილებას სამშვიდობო ხელშეკრულების სასარგებლოდ. ისინი ამ დროს სულაც არ ხელმძღვანელობდნენ ზნეობრივი კანონებით, მაგრამ შედეგი იყო პროგრესული და ზნეობრივიც  სახელმწიფოს წარმოშობა. ამრიგად, ბედმა ბოროტება სიკეთის სამსახურში ჩააყენა. აქ ბუნებრივად წამოიჭრება საკითხები: რა როლი აქვს ამ საქმეში თავისუფალ ნებას? ხომ არ არის ადამიანი უბრალო იარაღი საკუთარი ბედის გადაწყვეტისას? მაკიაველი ცდილობს, რომ როგორმე მოაწესრიგოს ეს საკითხი. მას არ უნდა ბედის საერთო განმსაზღვრელი როლის უარყოფა, მაგრამ იცის, რომ ადამიანი ყველა ღირსებას დაკარგავს, თუ მას თავისუფალი ნება არ ექნა. იგი ირწმუნება, რომ ადამიანები უძლურები არ არიან ბედის (ფორტუნას) წინააღმდეგ. როგორც პარაცელსს, მასაც შესაძლებლად მიაჩნია ადამიანის ნების ზემოქმედება საკუთარ ისტორიაზე. იგი საკმაოდ უხეშად, მაგრამ გასაგებად გამოთქვამს თავის აზრს: ფორტუნა ქალია, და თუ გინდა კარგად იყო მასთან, იგი უნდა ცემო და აპანღურო. (პარაცელსი კი პლანეტებზე ჩვენი ნების ძალით ზემოქმედებაზე, მათ დასჯაზე მსჯელობდა). მაკიაველიმ, ცხადია, იცის, რომ სახელმწიფოში კამათის და დაპირისპირების აცილების ორი გზა არსებობს: სამართლებრივად მოწესრიგებული ქცევა და ძალმომრეობა. ზოგადად რომ ავიღოთ, პირველს იყენებენ ადამიანები, მეორეს მხეცები. რამდენადაც პირველი ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ იძლევა, ადამიანები იძულებულნი არიან ძალმომრეობის გზას დაადგნენ. რაც შეეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას, აქ მაკიაველის ისიც არ სურს, რომ მათ შორის გულრწფელი და ზნეობრივი ურთიერთობა სასურველ იდეალად მაინც ჩათვალოს. იგი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ შიშველი ძალადობაა.იოჰან ედუარდ ერდმანის (1805- 1889 )  აზრით,  დიპლომატად დაბადებულ და გაზრდილ მაკიაველის ეყო ძალა ქვეყანას გამოტყდომოდა იმაში, რასაც ყველა დროის დიპლომატი, მხოლოდ თავისი ქცევით ამჟღავნებდა. მაკიაველის ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ სახელმწიფოს მეთაურის განუსაზღვრელი უფლებები მავანს შეიძლება უსამართლოდ გამოეყენებინა. თავადაც ხომ სანიმუშოდ მიიჩნია ბორჯების ყველაზე სახელგატეხილი გვარის, ყველაზე სახელგატეხილი წარმომადგენელი  ჩეზარე ბორჯა. ევროპის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე უზნეო ადამიანი იყო პაპ ალექსანდრე VI შვილი და ფერარის მხარის ჰერცოგი ქალის, ლუკრეცია ბორჯას ძმა. ცნობილია, რომ ჩეზარე ბორჯა არავითარი დემოკრატი არ იყო და არც ზნეობრივ პრინციპებს თვლიდა პატივისცემის ღირსად. ამის ილუზია არც მაკიაველის ჰქონია, მაგრამ მაშინდელი იტალიის დაქუცმაცებულობის და შიდა ომების გადამლახავი გაერთიანებისათვის ეს პიროვნება ჩათვალა საიმედო კანდიდატად. ალბათ,  საჭიროა,  თანამედროვე  მკითხველმა  გააცნობიეროს, რას ნიშნავდა ბორჯების გვარის წევრობა, რათა მაკიაველის არჩევანის რისკის ხარისხი გასაგები გახდეს. ეს იმის გაგებაშიც დაგვეხმარება, თუ რა სიბინძურიდან ამოიზარდა (ანდა მასთან ერთად იზრდებოდა) აღორძინების დიადი ხელოვნება და დიადი იდეები. ლეონარდო და ვინჩი (1452-1519) ჩეზარე ბორჯასთან მუშაობდა სამხედრო ინჟინრად. გარყვნილი და ცოდვილი ხელისუფალნი უკვეთავდნენ რაფაელს და მიქელანჯელოს იმ  ქმნილებებს,  რომლებიც  მსოფლიო  კულტურის  სიამაყეს წარმოადგენენ. მაკიაველიმ ძალიან კარგად იცოდა ამ ოჯახის საქმეები, მაგრამ მაინც ამართლებდა. მეტიც, აქებდა კიდეც ალექსანდრეს და ჩეზარეს საქციელს. მათ მარცხს კი გაუთვალისწინებელი შემთხვევითი გარემოებებით ხსნიდა, თუმცა თავად ისეთ შეცდომებზე მიუთითებდა, რომელიც ამგვარ ბრძოლაში ჩაბმულ ადამიანებს არ უნდა მოსვლოდათ. როგორც ლოსევი თავის „აღორძინების ესთეტიკაში (45,  9) გადმოგვცემს: ამ ოჯახის მეთაური პაპი ალექსანდრე VI ბორჯა თავის თავში აერთიანებდა, პატივმოყვარეობას, ანგარებას და გარყვნილებას, ბრწყინვალე უნარებთან და ენერგიასთან.  იგი  ვაჭრობდა  თანამდებობებით,  წყალობებით, ცოდვათა მიტევებით. მის დროს არც ერთი კარდინალი არ დანიშნულა დიდი ფულის გადახდის გარეშე. თანამედროვეები იმასაც გვაუწყებენ, რომ იგი ცხოვრობდა თავის ქალიშვილ ლუკრეციასთან, რომელიც ასევე თავისი ძმის, ჩეზარე ბორჯას საყვარელი იყო. გაურკვეველი დარჩა, ამ ლუკრეციამ ბავშვი თავისი მამისაგან შობა თუ ძმისგან. ეს ქალი, პოლიტიკური თუ დინასტიური მოსაზრებებით, ოთხჯერ გაათხოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთები მარტო ბორჯები არ იყვნენ. გაბატონებულ  ფენებში  მსხვერპლნი,  ისევე,  როგორც  მათი ჯალათნი, როგორც წესი, ერთმანეთს ჰგავდნენ. ამგვარ საზოგადოებაში მცხოვრები მაკიაველი მაინც ფიქრობს, რომ ევროპული ცივილიზაციის და ევროპული ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია და ამ მიზნისათვის ყველა საშუალება კარგია. მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა ნიცშე. დაინახა რა ევროპული ცივილიზაციის, მისი აზრით, ტოტალურად ყალბი საფუძველი, გაბატონებული ნიჰილიზმის დასაძლევად ნიცშემ გაცილებით რადიკალური საშუალება ჩათვალა საჭიროდ: კერძოდ, თანამედროვე ადამიანის მიერ საკუთარი თავის დაძლევა და ზეკაცად ქცევა. მაკიაველის და ნიცშეს ბევრი აქვთ საერთო. ესაა ადამიანის ეგოისტური საწყისის წამოწევა,  ძალაუფლების  ნება,  ფემინიზმის  მიზნების  ნეგატიური შეფასება. ორივეს საერთო მტრები ჰყავს: ერთია, ადამიანის გაიდიალება და მეორე, ადამიანზე ხელის ჩაქნევა. ორივესთვის ევროპული ცივილიზაციის ისტორია სიყალბის ისტორიაა, მაგრამ მაკიაველისათვის ისტორია მაინც პროგრესს ემორჩილება. ნიცშესთვის კი უეჭველია მარადიული გამეორება იგივესი. მაკიაველი არ მოითხოვს მისი თანამედროვე ადამიანის არსებით ცვლილებას. ნიცშეს აზრით, ეს აუცილებელია, მაგრამ ურთულესი პროცესია საჭირო ამ ცვლილებისათვის (მაგ., ლომის მოთამაშე ბავშვად ქცევა, როგორც გზა ზეკაცისაკენ. საჭიროა, ასევე, სახელმწიფოს გაუქმება). ნიცშე ადამიანის ზეკაცად ქცევას შესაძლებლად თვლის და ელოდება მას, როგორც დიდი ხნის ავდრის შემდეგ გამოდარებას. მაკიაველი ადამიანის შესაძლებელ პროგრესულ გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს უტოვებს ბედს (ფორტუნას). თუმცა ადამიანის თავისუფლებაზე უარის თქმა არასგზით არ სურს. ადამიანის ზეკაცად ქცევას იგი არ ელოდება. ამ ასპექტით მაკიაველი უფრო ახლოს დგას კანტთან. თუმცა ისიც ცნობილია, რომ კანტს მაკიაველი არ უყვარდა. მაკიაველი და კანტი ორივე პავლე მოციქულის პრინციპს ემყარებოდნენ, რომ ადამიანში ყოველთვის არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. რაგინდ ძალა დაკარგოს ბოროტებამ, იგი ადამიანში არასდროს არ ქრება, კაცი ზეკაცი ვერასოდეს ვერ გახდება, უსასრულოდ კი შეიძლება მიუახლოვდეს მას. მაკიაველის იტალიის გაერთიანება სურდა და ამიტომ სახელმწიფო ინტერესებს პიროვნების უფლებებზე და ინტერესებზე  უდავო  უპირატესობას  ანიჭებდა.  მისი  თანამედროვე ჰუგო გროციუსი (1583-1645)   საერთაშორისი  სამართლის ერთერთი  ფუძემდებელი  სახელმწიფოზე  მაღლა სამართალს აყენებდა. იგი გაერთიანებულ და ძლიერ სავაჭრო სახელმწიფოში ჰოლანდიაში ცხოვრობდა და სხვა პრობლემები აწუხებდა. ეს მისი ძირითადი შრომების სათაურებიდანაც ჩანს: „თავისუფალი ზღვა, „ომისა და მშვიდობის შესახებ. მაკიაველის მრავალი კრიტიკოსი ჰყავდა, მაგრამ თანამედროვეთაგან  მის  მთავარ  ნაკლზე  ერაზმ  როტერდამელმა მიუთითა.1516 წელს, როცა იმპერატორმა კარლოს V (1500-1558) ერაზმი სასახლეში მიიწვია, ერაზმმა დაწერა წიგნი „ქრისტიანი თავადის აღზრდა. სათაურშივე „ქრისტიანის ხაზგასმა ერაზმის მიერ სამი წლით ადრე დაწერილ მაკიაველის „მთავარზე მინიშნება იყო. ერაზმის პრინციპი იყო: განათლების და აღზრდის არც ერთი ფორმა არაა იმაზე ღირებული, რომელიც ასწავლის, თუ როგორ უნდა მართო ზნეობრივად.

ნახვა: 1927

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters