პ ლ ა ტ ო ნ ი

(ზოგადი მიმოხილვა)

როგორც სათაურშიც აღინიშნა, ტექსტი წარმოადგენს მოხსენებას, ამიტომ მიმართვის ფორმებსა ან მცირე მინიშნებებად ჩაწერილ სიტყვებს თუ შეხვდებით, ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ და ვეცდები გიპასუხოთ კომენტარებში. ტექსტი დაწერილია შთას და ლევან გიგინეიშვილის ვიდეო ლექციის საშუალებით

        ბიზანტიაში არსებობდა ასეთი წესი: ვიდრე ბიბლიას აიღბდნენ წასაკითხად, მანამდე საგუდაგულოს იბანდნენ ხელებს... სწორედ, ბიზანტიელი ფილოსოფოსი მიქელ ფსელოსი ამბობდა, რომ დაუბანელი ხელით პლატონიც არ უნდა გადაშალოო. პლატონის პიროვნება იმდენად დიდია, იგი იმდენად საზოგადო ფიგურა იყო რომ მას იცნობენ, პოეტები, დურგლები, ექიმები, შამანები, პოლიტიკოსები, ხარაზები, ხაბაზები, თერძები, ე.წ. „სტაიანჩიკებიც“ კი...

       პლატონი არ გახლდათ ბავშობიდან დიადი მოაზროვნე. როგორც ამბობნენ, კოჭებში მას სულაც არაფერი ეტყობოდა ფილოსოფოსობისა. მან მრავალ ასპარეზზე სცადა საკუთარი ადგილის დამკვიდრება, ის იყო მხატვარი, დრამატურგი, სპორტსმენი. პლატონი გახლდათ ოლიმპიური ჩემპიონი არც მეტი არც ნაკელი ჭიდაობაში. (მისი სახელიც სწორედ მის აღნაგობას უკავშირდება...) ის იყო პოეტი, საკმაოდ კარგი პოეტიც. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ გოგონას, დღესაც კი მოეწონება მასზედ გამიჯნურებულმა ვაჟმა რომ უთხრას ის, რაც პლატონმა თავის სატრფოს მიუძღვნა: ნეტავ ცა ვიყო, რათა იმდენი თვალით გიყურებდე, რამდენი ვარსკვლავიც არის ცაზე!

       მოკლედ ასე მრავალმხრივი ადამიანი ოცი წლის ასაკში უმოწაფდება სოკრატეს... რთულია სოკრატე ახსენო და მასზე არ ისაუბრო, მით უფრო, რომ შეუძლებელიც კია პლატონის გაგება სოკრატეს გარეშე. ამიტომ მოდით, კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ სოკრატეს.

       ვინ იყო სოკრატე? დიდი ათენელი, ფეხშველამოსიარულე ფილოსოფოსი, რომელიც დადიოდა ათენში, გააჩერებდა რომელიმე ქუჩაში მოხეტიალე წყნარ ბერძენს, დაუსვამდა მარტივ მაგრამ სინამდვილეში ჩამჭრელ შეკითხვას და მერე მასთან ერთად ეძებდა პასუხს.

       და როგორ გახდა ის ფილოსოფოსი. მასთან მივიდა მისი მეგობარი რომელმაც უთხრა რომ, მე ვიყავი აპოლონის ტაძარში და იქ დელფოს ორაკულს ვკითხე ვინ არის ათენში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, მან მიპასუხა რომ ეს შენ იყავი, სოკრატე. მაშინ სოკრატეს გაუკვირდება, მე არ ვარ ყველაზე ჭკვიანი. აი, მაგალითად პოეტები ჩემზე ჭკვიანები არიან. და სოკრატეც მიდის პოეტებთან სასაუბროთ, სამწუხაროდ აღმოაჩენს რომ პოეტებზე მეტი იცის, იმ მხრივ რომ ისინი ვერ წვდებიან საკუთარ აზრებს, ისინი ვერ ხსნიან პოეზიას, რაც შეუძლია სოკრატეს. მაშინ მან იფიქრა, რომ პოეტები უბრალოდ პოეზიას ქმნიან რაღაცით შთაგონებულები და სინამდვილეში არ იციან რაზეც საუბრობენ. ამას იგი არ ჯერდება, მიდის პოლიტიკოსებთან რათა დაამტკიცოს რომ მასზე ჭკვიანები არსებობენ. ეკითხება პოლიტიკოსებს კანონების, პოლიტიკის არსს და მათანაც ვერ ღებულობს იმაზე მეტს ვიდრე თავად იცის, ხშირედ იმდენსაც ვერა. ამიტომ სოკრატე მიხვდა თუ რატომ არის ის ყველაზე ჭკვიანი. მე ყველაზე ჩკვიანი ვარ, იმიტომ რომ ვიცი მაგრამ მგონია რომ არ ვიცი, ხოლო მათ არ იციან და ფიქრობენ რომ იციან. მაშინ დაიბადა მისი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი...

       სოკრატეს ცხოვრება იყო მხილება ათენელებისა... იგი, თავმომწონე, „მცოდნე“ ათენელებს ამხელდა უმეცრებაში. მაგ: ის გაგაჩერებდა ქუჩაში და გკითხავდა: იცი რა არის სათნოება? პასუხს უმალ უბრუნებ: რა თქმა უნდა, რა შენ არ იცი სოკრატე? სინამდვილეში კი, როცა ის მოგთხოვდა ამიხსენი რა არის ღირსება, სათნოება? შენ არ შეგეძლო ზუსტად განგემარტა მისი რაობა... აი, მაშინ დაჯდებოდა და შენთან ერთად ეძიებდა პასუხს ამ კითხვებზე.

       აპორეტიკული დიალოგები რომელიც ახასიათებდა სოკრატეს, სწორედ ხდებოდა მიზეზი იმისა, რომ ადამიანებს ეაზროვნათ ფილოსოფიურად. როგორც განმარტავენ ამ ბერძნულ სიტყვას, „აპორია“ - ესაა უღონობა, ძალის უქონლობა, შეჭირვება... ანუ აპორეტიკული დიალოგის ბოლო ყოველთვის იყო ბოლომდე ვერ გამოთქმა იმისა რაც არის მაგალითად ღირსების, სათნოების არსი, მისი რაობა. ანუ რაღაც ეტაპზე ჩერდები, უღონობაში ხარ, მეტად აღარ ძალუძს სიტყვას, მეტად აღარ შეგიძლია რაციონალურად გამოთქვა აზრი. და სწორედ აქ იწყებოდა ფილოსოფია, იმიტომ რომ ფილოსოფიის სივრცე იხშვება მაშინ თუკი ამბობ რომ მე ეს ვიცი. თუკი იცი, იქ ფილოსოფია ზედმეტია. აი, სადაც არ იცი, იქ იწყებ აზროვნებას და იქ ხარობს ფილოსოფიაც.

       გვახსოვს მისი ტრაგიკული ბედი. მას გაასამართლებენ ახალგაზრდობის გარყვნისთვის (თითქოს მამათმავლობის სიყვარულს უნერგავდა მის მოწაფეებს) და სხვა ღმერთების შემოყვანისთვის. სინამდვილეში მიზეზი უფრო მარტივია, ნებისმიერი საზოგადოება გარიყვას ისეთ ადამიანს რომელიც მათ ამხელს, ანდა მათგან გასნხვავებულია, ჩაცმით, ქცევით და მით უფრო თუ აზროვნებით. თავად სოკრატე საკუთარ თავს ადარებდა ბზიკს, ხოლო ათენს - ლამაზ, კეთილშობილ ცხენს. თუმცა ეს ცხენი არის ზარმაცი, უყვარს წოლა, ნებივრობა, ამიტომ საჭიროებს, რომ ვიღაცამ გამოაფხიზლოს, ერთ-ორი გადაჰკრას, უკბინოს და მე ვარ ის ბზიკი რომელიც არ აცლის ამ ცხენს გაჩერებას და ვკბენ მას, რომ მან კარგად ირბინოს. მე მიყვარს ათენი და ამიტომ.

       არსებობს იესოსა და სოკრატეს შორის რაღაც მისტიური კავშირის შესახებ მსჯელობები. როგორც გვახსოვს 30_მა ხმამ განაპირობა სოკრატესადმი სიკვილით დასჯის ბრალდების გამოტანა, რაც გვახსენებს იესოს 30 ვერცხლად გაყიდვასთან... ამას გარდა, თითქმის ერთნაირი მიზეზით კლავენ ორივეს, საზოგადოების მხილებისთვის, ადამიანების ვნებების, პოლიტიკური კარიერის გამო, იმიტომ რომ სოკრატეც ამბობდა, მთავარია ჭეშმარიტებისადმი სცრაფვა, რომელიც მაღლა დგას ყოველგვარ პოლიტიკურ ამბიციაზე, ადამიანების ვნებებზე და სურვილებზე. ამის გამო მას მოუწია სიკვდილით დასჯა, რაც უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა ათენისთვის - ათენში მოკლედ ფილოსოფოსი. (არისტოტელე...)

       მოკლედ, ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე. როგორც ზემოდ ვთქვი, ოცი წლის პლატონი უმოწაფდება სოკრატეს. მრავალასპარეზიანი მიმართულებების შემდეგ, პლატონი ხვდება რომ მისი საქმე არის ფილოსოფია და გვერძე გადადებს ყველა სხვა საქმიანობას.

       სოკრატეს გასამართლების დღეს, აღშფოთებული პლატონი მოისურვებს სიტყვით გამოსვლას, თუმცა მას ტრიბუნიდან ჩამოაბუნძჲლებენ...

       ბედის ირონიაა მაგრამ დემოკრატიულ ათენში, სჯიან ყველაზე დემოკრად ადამიანს იმ დროის საბერძნეთში, ფილოსოფოს სოკრატეს და მას იცავს არისტოკრატი პლატონი. დიახ, პლატონი გახლდათ საბერძნეთის ბოლო მეფის პირდაპირი შთამომავალი. მისი ნამდვილი სახელი იყო არისტოკლე, ხოლო პლატონი როგორც ზემოდ ვთქვი იყო ფილოსოფიური წოდება.

       პლატონის ბიოგრაფიაში გამოტოვებულია რამდენიმე წელი სოკრატეს სიკვდილით დასჯის შემდეგ. ანუ არ ვიცით სად იყო ის. ერთ-ერთი ვარაუდით, ის გახლდათ ეგვიპტეში, ვინაიდან ბერძნებს უყვარდათ ეგვიპტური სიბრძნეების შემეცნება და სიძველეებში ქექვა. ნეტარი ავგუსტინეს გამოთქვამს დაუდასტურებელ ვარაუდს, რომ სწორედ ეგვიპტეში იგებს პლატონი უხილავი ღმერთის არსებობის შესახებ. მოგეხსენებათ ეს ის პერიოდია როცა ეგვიპტე ბატონობს ებრაელ ხალხზე.

       პლატონი ბრუნდება საბერძნეთში და იწყებს გამოკვლევას იმისა თუ როგორ შეიძლება საბრძნეთი შეცვალოს, იმიტომ რომ საშინელებაა როცა ასეთი დონის დემოკრატიულ ქალაქში კლავენ ფილოსოფოსს. და აქ უკვე იწყება პლატონის სახელმწიფო მოდელი. ის ამბობს, როგორ შევცვალოთ მართველობა ისე რომ ათენში ბედნიერებამ დაისადგუროს? ამის ორი საშუალება არსებობს. ან ფილოსოფოსი უნდა მოვიდეს მმართველად, ანარადა რაიმე სასწაულით ხელისუფალნი უნდა გაფილოსოფოსდნენ. ამ მეორე საშუალებაში პლატონმა იმხელა ირონია ჩადო რომ იმთავითვე საცნაური იყო - ეს შეუძლებელიცკია. პლატონის თვლის რომ, ისეთი ხალხი მოდის ხელისუფლებაში, ისეთი სურვილებით და მისწრაფებებით, რომ შუძლებელია ისინი ოდესმე ფილოსოფოსები გახდნენ.

       ჩვენებური ანდაზა - ზოგი ჭირი მარგებელიაო, ანტიკურ ფილოსოფოსზეც გამართლდა. პლატონს მიიწვევენ სირაკუზაში. იგი ჩადის იქ, რათა დიონისე მათი მეფე განსწავლოს ფილოსოფიით, მაგრამ რეალურად ხვდება ის ფაქტი რომ დიონისეს მისი ჩაყვანა არა იმიტომ სურდა რომ ფილოსოფია ესწავლა, არამედ უბრალოდ სახელის მოხვეჭის გამო, პირადი რეკლამისთვის... პლატონი დიონისეს ამხელს, მას როგორც ცუდ მმართველს, უსამართლოს, უმეცარს და დიონისე მოინდომებს მის მოკვლას. 

       საბერძნეთში დაბრუნებული პლატონი, ამ თანხით პლატონი იყიდის მიწას, და დაარსებს აკადემიას. სწორედ ამ დორიდან იღებს ეს სიტყვაც სათავეს. იყო ერთი ასეთი ბერძენი ჯარისკაცი აკადემნოსი, რომლის სახელობის ბაღის ნაწილსაც იყიდის პლატონი მისთვის დაბრუნებული თანხით, იქ გახსნილ სკოლასაც უწოდებს სწორედ პლატონის აკადემიას. სკოლის დაარსების აზრს პლატონი ხედავდა იმაში, რომ ვინაიდან მართველები ვერ ხდებიან ფილოსოფოსები, იმიტომ რომ მათ ბუნებაში ეს უკვე აღარაა, მაშინ ეგებ, აქ გაზრდილი ფილოსოფოსები გახდნენ შემდეგში მართველები, ღირსეული მოქალაქეები (რაც გამოიხატებოდა იმაში რომ თუკი ხარ ღირსეული ადამიანი, მაშინ შენ უნდა იყო შენი პოლისის განვითარებაში აქტიურად ჩაბმული.)

       ჩვენებურად რომ ვთქვათ მოსწავლეთა მისაღები გამოცდები, გნებავთ „ქასტინგი“ დავარქვათ, პლატონს საკმაოდ მარტივი ჰქონდა - სკოლას გარედან წააწერა: „ვინც არ არის გეომეტრია, ნუ შემოვა აქ.“ (გეომეტრიის შესახებ)

       როდესაც პლატონს ახსენებთ, ძალაუნებურად გახსენდება მისი იდეების თეორიები. რა არის იდეების თეორია? პლატონის აზრით თუკი არსებობს სრულყოფილი შემეცნება, ის უნდა არსებობდეს ისეთი საგნების რომელიც არის უცვლელი და სრულყოფილი. და მიმოიხედა მან მის გარშემო, რეალობაში. ჩვენი გადმოსახდიდანაც, აი, მაგალითად მე ვხედავ მერხს, დაფას მაგრამ ისინი არის უცვლელი. ანუ შეიძლება შევღებოთ, რამე წავაწეროთ, ფეხი მოვატეხოთ J ანუ მერხი ისვლის ფორმას, ის იცვლება და შესაბამისად ჩემი ცოდნაც ამ მერხის შესახებ, იცვლება. ანუ პლატონი ეძებს რაიმე ისეთს რაზეც მას ექნება მყარი ცოდნა, უცვლელი. და სადაა ის? ასეთი უცვლელი ცოდნა უნდა ვეძიოთ იდეალებში. მაგალითად ჩვენ ვხედავთ დაფას რომელსაც აქვს მართკუთხედის ფორმა, ჩვენ ვხედავთ რომ ის არის მართკუთხედი. მაგრამ თჲ კარგად შევისწავლით მას, მიკროსკოპულად დავაკვირდებით და ა.შ. ჩვენ ვნახავთ რომ ის სინამდვილეში სულაც არ არის ”მართ-კუთხედი.” მაშ, თუკი არაფრით არ შემიძლია შევქმნა ზუსტი ფიგურა, დღევანდელობაში თვით ლაზერის სხივებითაც კი ვერ შევქმნი ზუსტ მართკუთხედს  იმიტომ რომ უბრალოდ არ შეუძლებელია თჲნდაც სივრცეში ზუსთი, სწორი ხაზების გავლება, მაშ სადაა იდეალური ფორმები. პლლატონმა თქვა: ”ისინი არის ჩემს შემეცნებაში”. მას ჰქონდა იდეები, მაგ: წრის იდეა,   იგივე მართკუთხედის, თუნდაც სამკუთხედის იდეა, (სამკუთხედის იდეა) და ამით მანიპულირებდა. ანუ ის რაც არის სრულყოფილი, არამატერიალური, ჩემი იდეები, არ შეიძლება იყოს მეორადი იმასთან შედარებით რაც არის არასრულყოფილი, ანუ მატერიალური. სწორედ იმ სრულყოფილი იდეებიდან გამომდინარე აფასებდა რეალობას. ანალოგიურად ხდება შეფასება ისეთი ცნებებისა როგორიცაა სათნოება, სიკეთე, სამართლიანობა. ანუ უნდა გვქონდეს იდეალის რაობა, რომელიც შეუძლება განუხორციელებელიც იყოს, მაგრამ უნდა გვქონდეს, რათა მასზე გვქონდეს სწორება. ის ამბობდა: ”მე ვერ მივხვდები რა არის უსამართლო, თუკი მე არ მექნება ფუნდამენტური ცოდნა სამართლიანობისა”. და ფილოსოფიის არსადაც პლატონი სწორედ ამას გვისახავს, რომ მან უნდა აღმოაჩინოს იდეალური ფორმები ცნებებისა, ფილოსოფოისსთვის აქაური სამყარო არის ერთგვარი ტრამპლინი, რათ ავიდეს იმ არამატერიალურ, ზემატერიალურ ცნებებზე რომელიც უფრო ფუნდამენტურია და რომლებიც არიან საწყისები აქ მყოფი მატერიალური აჩრდილებისა - რეალური სამყაროსი. ფილოსოფია ჰგავს ერთგვარ მედიტაციას, რომ შენ ხილულიდან გახვიდე უხილავში. აქვე პლატონი ყოფს, მკაფიოდ ასხვავებს ერთმანეთისგან ორი ტიპის შემეცნებას: ერთი ჩვენი შეხედულებები და აზრები რეალურ სამყროზე, რომელიც არ არის ჭეშმარიტი ვინაიდან როგორც უკვე ვთქვით რეალურ სამყაროში ყოველივე წარმავალია, ასეთ შემეცნებას პლატონი უწოდებს დოქსა, მეორე ხოლო მეორე სახის ცოდნა არის იმ არამატერიალურ, მაგრამ მყარ და მარადიულ იდეებზე, რასაც ის უწოდებს ეპისტემეს. არისტოტელე სწორედ აქ გაემიჯნა პლატონს, ვინაიდან ის ამ იდეებს არა სადღაც შორს, ზეციურ სამყაროში მოიაზრებდა, არამედ აქვე ხილულ დედამიწაზე.

       პლატონის სწავლებაში საკმაო დიდი გავლენა აქვს სოკრატეს, და ის შეიძლება ითქვას მისი სწავლების კურსს მიჰყვება როცა ამბობს, რომ ფილოსოფოსის არსი არის შემეცნება საკუთარი თავისა, პოვნა სულისა ბინისა რომელიც გამოიხატება ჭეშმარიტების ჭვრეტაში და შემდეგ იქიდან გამომდინარე სამყაროს შემეცნებაში. პლატონის სწავლება თუ უფრო მისტიურ, ჭვრეტით ხასიათს ატარებს, არისტოტელე სამყაროს სწავლობს მეცნიერულად, საბოლოო ჯამში ისიც მეტაფიზიკამდე ადის, თუმცა მეთოდი შესწავლისა უფრო მეცნიერულია.

       პლატონის იდეების თეორიამ მოუტანა ფილოსოფიას არსი ფილოსოფიისა. სწორედ ამ იდეიდან იბადება ცნობილი პლატონისეული მითი გამოქვაბულის შესახებ (მითის არწერა - ცეცხლი, წინ კედელი, უკან ჩავლილი ფიგურები, და ჭეშმარიტი ნათელი). ამი მითში პლატონს აქვს ფილოსოფოსის გაზრდის საფეხურები. მაგ: როგორც უკვე ვთქვი თავის შემობრუნება ტკივილთანაა დაკაშირებული, მაგრამ ამ ტკივილს ცნობიერების ცოტა უფრო მაღალ სფეხურზე აჰყავხარ, გარეთ გასვლისას ჯერ მზეს ვერ უყურებ, მაგრამ მის ანარეკლს ხედავ წყალში და ამის შემდეგ უკვე შეგიძლია მზესაც გაუსწორო თვალი. ანუ თანდათანობით შენ ადიხარ მატერიალურიდან, ფიზიკურიდან - მეტაფიზიკურზე. მზე იმიტომ რომ პლატონისთვის მზე არის სიკეთის იდეა, შეიძლება ითქვას პლატონისეული ღმერთი. შეიძლება აქედან გამომდინარეც ვარაუდობდნენ რომ პლატონმა რამდენიმე წელი გაატარა ეგვიტპეში, მოგეხსენებათ ეგვიპტური რალიგიაში ერთ-ერთი უზენაესი ღმერთი იყო რა - მზის ღმერთი. მოკლედ პლატონისთვის ის სიკეთის იდეაა. ანუ ის არ ამბობს რომ მზე არის ღმერთი რომელზეც შეგიძლია ილოცო, მაგრამ იგი იმდაგვარი ღმერთია რომ სიკეთის იდეის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ რომელიმე სხვა იდეაზე ვიმსჯელოთ, სხვა რაიმეს იდეა შევიმეცნოთ როგორც არ შეგვიძლია მატერიალური მზის გარეშე რაიმე დავინახოთ. მისთვის სიკეთის იდეა, ხანდახან ცდება იდეის ფარგლებს და ის ამბობს რომ ეს არის რაღაც მიღმიერი, ტრანსცედენტული.

       მაგრამ პლატონის ფილოსოფოსი არ არის ეგოისტი. მისი მთავარი არსი სწორედ ისაა რომ ამ მზის, სიკეთის იდეის შეცნობის შემდეგ, დაბრუნდეს უკან გამოქვაბულში და აუხსნას იქ მყოფთ რომ ისინიც გავიდნენ ამ არაჭეშმარიტი სამყაროდან და დაადგნენ ჭეშმარიტები შემეცნების გზას. ვინაიდან სულის მთავარი არსი გამოიხატება იმაში რომ ის უნდა ჭვრეტდეს სიკეთეს, ჭეშმარიტებას. ფილოსოფოსი კი უნდა დაეხმაროს მათ ამ გზის განვლაში. შეიძლება მოკლენ სოკრატეს მსგავსად, გარიყონ, ჯვარს აცვან, მაგრამ ის მაინც უნდა ეცადოს სხვათა შემეცნებას. პლატონი მაინც გამოდის იმ მოსაზრებიდან რომ უნდა მოახერხოს და შეცვალოს ხელისუფლების აზროვნება და ის აქციოს ფილოსოფიურად, იმიტომ რომ ჭეშმარიტების ჩვრეტაში მყოფი ადამიანი, სიკეთის არსის შეცნობის მსურველი, ამ ჭეშმარიტებიდან გამომდინარე დააწესებს ეთიკურ ნორმებს, რომლითაც იქნება მოწყობილი პოლისის ცხოვრება, პოლიტიკა. ანუ სიკეთი იდეის თეორია აღმოჩნდება საფუძველი ადამიანი ქცევის ნორმების ჩამოყალიბებისა, რომელიც თავის მხრივ იქნება ობიექტური და ჭეშმარიტად სწორი, გეომეტრიის მსგავსად.

       დაუსრულებლად შეიძლება პლატონზე საუბარი და ძალიან რთულია ერთ მოხსენებაში სრულად ჩატიო მისი თეორიები, მით უფრო რომ უფრო სახელმწიფოს შესახებ საუბრისას მრავალფეროვანია მისი სწავლება მისთვის უზენაესის - სულის შესახებ. თუ როგორ იყოფა სული, უნდა მოწესრიგდეს მისი იერარქია რათა დამყარდეს ადამიანში, სამართლიანობა რომელიც თავისთავშივე განაპირობებს მშვიდობას და ბედნიერებას. სწორედ სულის კატეგორიებადვე უპირებს დაყოფას სახელმწიფოს მართვის მოდელს რაც კიდევ უფრო ხანგძლივ საუბარს მოითხოვს ჩემგან, ამიტომ მე აქ დავასრულებ ჩემს გამოსვლას. საერთოდ პლატონს ახასიათებდა შემდეგი თვისება, ის სხვებზე ადრე ხვდებოდა თავისი თეორიების ნაკლს. ამიტომ, მოხსენების ბოლოს მოვიშველიებ პლატონს და ვიტყვი რომ ყოველივე ზემოთ თქმული, მისი მოდელი სახელმწიფოს მოწყობისა, ადამიანების კეთილდღეობისა, პლატონმა ჩათვალა უტოპიად რომლის მიღწევაც შეუძლებელია. თუმცა დამეთანხმებით ალბათ რომ ძალზედ სასურველი.

ტეგები: Qwelly, არისტოტელე, გიგინეიშვილი, მოხსენება, პლატონი, სახელმწიფო, სოკრატე, ფილოსოფია

ნახვა: 9474

გამოხმაურებები!

Giorgi Chekurishvili მადლობა :D 

Giorgi Chekurishvili_მ თქვა:

ბრავო

Kakha ორივენიცა :D 

Kakha_მ თქვა:

ლაშა ბრავოს გამო უხდი მადლობას თუ??? (ფილოსოფია რომ შეიყვარა ჩეკიმ?)

Giorgi Chekurishvili შეიძლება კანტი გავიგოთ, ჰეგელი, კირკეგორი... ლეიბნიცი, მაგრამ შენი ფილოსოფიის გაგებას სპეც. კურსები სჭირდება :D

Giorgi Chekurishvili_მ თქვა:

ყოველთვის მიყვარდა,უბრალოდ თქვენ ჩემს ფილოსოფიას ვერ იგებდით და ვერ იგებთ.

Giorgi Chekurishvili მომხსენებლები აქაურები იქნებიან თუ გერმანიიდან იწვევ? :D 

Giorgi Chekurishvili_მ თქვა:

გაზფხულის სემესტრიდან იხსნება და შეგიძლია დაესწრო :D

Giorgi Chekurishvili ფიცხელ არს სიტყვა შენი, ვის ძალუძს მისი ტვირთვა :) :D 

Giorgi Chekurishvili_მ თქვა:

რად მინდა მომხსენებლები,ფილოსოფიურ გადატრიალებას მარტოც მოვახერხებ 

Kakha და მერე ჩეკის რა უნდა ვუწოდოთ? გიორგი პეტრიწთა წარმომჩენი? :)))))) 

Kakha_მ თქვა:

 ლაშა  მე უფრო მაგარი ვიცი გერმანია რა საჭიროა, ერთი ორი ჩეკის თეზისი და მერე იმდენი კომენტატორი გამოჩნდება პეტრიწის მერე რო არ ყოლია საქართველოს :D:D

ლაშა_მ თქვა:

Giorgi Chekurishvili მომხსენებლები აქაურები იქნებიან თუ გერმანიიდან იწვევ? :D 

Giorgi Chekurishvili_მ თქვა:

გაზფხულის სემესტრიდან იხსნება და შეგიძლია დაესწრო :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters