1857-1932
ხალხური სიმღერის ოსტატი ბავშვობიდანვე თავადების წრეში მოექცა; ასკანაში მოუხერხებია დაწყებითი განათლების მიღება, ხოლო სიმღერები დათა გუგუნავასგან უსწავლია.
ბესო ინწკირველთან, ილარიონ ჩავლეიშვილთან და ლადიკო დოლიძესთან ერთად პირველად მოაწყო საჯარო გამოსვლები, რამაც დიდი პოპულარობა მოუხვეჭა. ამ მოწაფეებს შემდეგში შემოურთდნენ ალექსანდრე მახარაძე, სამუელ ჩხიკვიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, ნიჟა ლომინაძე, ერმალო სიხარულიძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, დათა მამაკაშვილი, ილიკო ნინიძე, ბებურ ჩხაიძე, ვახტანგ სიხარულიძე და სხვა.
ადრე 1906 წელს საჯარო კონცერტები იმართებოდა ჭიათურაში, ხოლო უფრო გვიან, გასაბჭოების გარიჟრაჟზე, ხალხი აღტაცებით ხვდება გურული სიმღერების ოსტატებს.
სამუელ ჩავლეიშვილის გუნდმა მონაწილეობა მიიღო 1913 წელს ქუთაისში ვაჟა-ფშაველას ჩამოსვლისას გამართულ კონცერტში; მანვე იმღერა ქუთაისში აკაკის იუბილეზე. სამუელ ჩავლეიშვილის სახელი ცნობილი გახდა მთელს საქართველოში; მან შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა ძუკუ ლოლუასთან, სანდრო და მიხეილ კავსაძეებთან, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშილთან; ამ უკანასკნელის ხელშეწყობით და მეცენატ ნოე სიხარულიძის მატერიალური დახმარებით 1917 წელს სამუელ ჩავლეიშვილმა შესანიშნავი კონცერტი გამართა თბილისში. აქ მისმა თვითმყოფადმა ხელოვნებამ ზენიტს მიაღწია. ზაქარია ფალიაშვილისა და სხვა კომპოზიტორთა ყურადღება დაიმსახურა.
თბილისში 1927 წლის მაისში გადაიხადეს მისი უანგარო მუშაობისა და მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, რომელსაც შურა დუდუჩავა მეთაურობდა. საიუბილეო კომისიაში შედიოდნენ სანდრო ახმეტელი, ალექსანდრე წუწუნავა, მელიტონ ბალანჩივაძე, კოტე ფოცხვერაშვილი და სხვები. მაშინ კიდევ ერთხელ გაიელვა სამუელის ბრწყინვალე პირველმა ხმამ. ბზარი არ გაჩენია სამოცდაათი წლის მოხუცის ხმას. მრავალი საჩუქარი და ქების ფურცელი მიიღო მან დაწესებულებისა და კერძო პირებისაგან.
სიმღერის ოსტატების მასწავლებელი, განთქმული მომღერალი, უანგარო მოღვაწე, დაკრძალულია სოფ. ოქროსქედში, საკუთარი სახლის ეზოში (მოგვიანებით იგი გადმოასვენეს ოზურგეთში), ამჟამად მისი საფლავი დაკარგულია
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•