1862 - 1937
პირველი პროფესიონალი კომპოზიტორი ქუთაისთან ახლოს, სოფ. ბანოჯაში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. ძალიან ადრე აღეძრა მუსიკისადმი მისწრაფება.
ქუთაისშივე სწავლის დროს გაიცნო სანოტო ანბანი; გატაცებით იწერდა ხალხურ სიმღერებს. მან პირველმა გადაიღო ნოტებზე დღეს ყველასათვის ცნობილი სვანური სიმღერა «ლილე» და სხვა რაჭულ-სვანური ხალხური სიმღერები. ქუთაისური ქალაქური მუსიკალური ფოლკლორი ბავშვობიდანვე მთლიანად აითვისა. ეს მელოდიები შესანიშნავად გამოიყენა რომანსებისათვის - «ოდესაც გიცქერ», «შენ გეტრფი მარად», «ნანა» და სხვა.
ოცი წლისამ შექმნა მომღერალთა მცირერიცხოვანი გუნდი და 1882 წელს კონცერტების გამართვა დაიწყო.
მცირე ხნით თბილისის საოპერო სცენაზე მღეროდა, ხოლო შემდეგ, რამდენსამე წელს, ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსებული პირველი პროფესიონალური გუნდის დირიჟორი იყო.
მალე მუსიკალური ცოდნის გასაღრმავებლად პეტერბურგს გაემგზავრა. იქ, კონსერვატორიაში, ხანგრძლივად ეუფლებოდა მუსიკას ცნობილ კომპოზიტორ ნ. რიმსკი-კორსაკოვთან; ერთდროულად სწავლობდა აგრეთვე ვ. სამუსის სიმღერის კლასშიც. რიმსკი-კორსაკოვის წაქეზებით შეუდგა ქართული ოპერის წერას. თემად აკაკი წერეთლის ცნობილი დრამატული პოემა «თამარ ცბიერი» აირჩია. ამ ოპერის ერთი მოქმედების საჯარო მოსმენა- განხილვა პეტერბურგშივე მოეწყო 1897 წელს. მუსიკოსებმა და პეტერბურგში მცხოვრებმა ქართველებმა ოპერის ნაწყვეტები - არიები, დუეტები, ტრიოები - დადებითად შეაფასეს. დიდხანს წერდა ოპერას. ოცი წლის შემდეგ სამშობლოში გადმოსახლდა, აქაც განაგრძობდა ოპერაზე მუშაობას. ბოლოს 1926 წლის 16 აპრილს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობითა და სტოლერმანის დირიჟორობით დაიდგა მელიტონ ბალანჩივაძის სამმოქმედებიანი ოპერა «თამარ ცბიერი», რომელსაც შემდეგ «დარეჯან ცბიერი» შეერქვა. ამ უკვდავი ოპერის არიები, დუეტები და ტრიოები დღესაც წარმატებით სრულდება.
მან მშობლიურ ქუთაისში დააარსა დასავლეთ საქართველოში პირველი მუსიკალური სკოლა, სადაც მრავალი მუსიკოსი და მომღერალი აღზარდა. ეწეოდა საზოგადო მოღვაწეობასაც. კარგა ხანს მუშაობდა განათლების სამინისტროს მუსიკალური განყოფილების გამგედ; საგუნდო ოლიმპიადა-შეჯიბრებების ჟიურის თავჯდომარე და წევრი იყო.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის გაუმართეს იუბილე და რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიანიჭეს. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით. დაკრძალულია ქუთაისში.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, იმერეთი, კომპოზიტორი, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•