1860 - 1904
წარმოშობით კახელი იყო, სოფელ შილდიდან. ისწავლა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ გორის საოსტატო სემინარია დაასრულა და 1881 წლიდან თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მოეწყო მასწავლებლად. ბოლო წლებში დიდმა ილიამ სათავადაზნაურო ბანკში მიიწვია სამუშაოდ.
ლიტერატორობასაც ეწეოდა. შეადგინა რუსული ენის სახელმძრვანელო "Первый шаг", გამოსცა "ზღაპრების კრებული" და "უბის ლექსიკონი". "ქართული წიგნის გამომცემლობათა ამხანაგობის" ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი იყო. სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც წელიწადნახევარი დაჰყო, შეადგინა და გამოაქვეყნა ნარკვევი "სპარსეთი და იქაური ქართველნი", გამოსცა წიგნი "ქართული ხოროს დაარსება".
დიდი ენერგიის პატრონი დაბრკოლებებს არ შეუშინდა და საქართველოში პირველად ჩამოაყალიბა პროფესიული გუნდი. გუნდის ხელმძღვანელად იოსებ რატილი მიიწვია; პირველი კონცერტი 1886 წლის 15 ნოემბერს გამართა; მეორე კონცერტი - 26 დეკემებრს.
ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე კონცერტებს პრესა გამოეხმაურა. "ივერიამ" აღფრთოვანებით აღნიშნა ეს მოვლენა. "მოვისმინე რატილის ქართული მომღერალთა გუნდი და პირველად ვიგრძნე ქართული ოპერის სურნელებაო", - უთქვამს დიდ ილია ჭავჭავაძეს.
მომდევნო წლებში კონცერტები როგორც საქართველოში, ისე მის გარეთაც იმართებოდა. ბოლო წლებში გუნდში უმღერიათ ივანე და ზაქარია ფალიაშვილებს, ვანო სარაჯიშვილს, სანდრო კავსაძეს, ნიკო გოცირიძეს; დიმიტრი არაყიშვილს გუნდი უკვე ხელმეორედ ალექსანდრე ბერიძის ლოტბარობით არმავირში მოუსმენია და აღფრთოვანებულა.
საინტერესოა გუნდის შემადგენლობა; თავდაპირველად მასში 32 მომღერალი იყოწარმოდგენილი. აი, მათი სრული სია:
პირველი ტენორები: ლეო ცისკარიშვილი, ტატო ფეიქრიშვილი, გიორგი ჩაგუნავა, კორნელი მაღრაძე, ნიკოლოზ ჩახნაშვილი, ილია (ია) კარგარეთელი, ვასო ბაგრატიონი, კოტე დვალი.
მეორე ტენორები: სერგო მამალაძე, სიკო აღნიაშვილი, გრიგოლ ჭკუასელი, კოტე კუხიანიძე, ალ. მათურელი, როსტომ ჩიკვაიძე, მოლოტოვი.
პირველი ბანები: სანდრო გოცირიძე, საშა ბერიძე, ბასილაშვილი, მათე იანქოშვილი, მიხ. ავალიანი, მოსე კაპანაძე, სოსო ჩიჯავაძე, ექვთიმე ბურჯანაძე.
მეორე ბანები: ნიკ. წინამძღვრიშვილი, წიკლაური, ევსევი ბაბილუა, ჩიჩუა, კლიმენტი ჭანტურაია, იოსებ ჭირაქაძე, აპ. გოდერძიშვილი, ლავრენტი მათიკაშვილი, დავით გაგუნოვი.
ძნელი პირობების გამო, სამწუხაროდ, 1890 წლიდან პირველმა პროფესიულმა ანსამბლმა მუშაობა შეწყვიტა.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•