ილია კარგარეთელი • Ia Kargareteli

ია კარგარეთელი, ილია კარგარეთელი, ia kargareteli, ilia kargareteli, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, ქართლი, kartli

1867 - 1939

      ია კარგარეთელი (ილია კარგარეთელი) დაიბადა სოფელ ერთაწმინდაში (კასპის რაიონი) 1867 წელს. ბავშვობაში მღეროდა სიონის ეკლესიის მგალობლებთან ერთად, აგრეთვე ­ ლადო აღნიაშვილის გუნდში. სიმღერაში ამეცადინებდა ქართული გუნდის ხელმძღვანელი იოსებ რატილი.

      მოსკოვის ფილარმონიასთან არსებულ მუსიკალურ­დრამატულ სასწავლებელში სწავლის დროს ია კარგარეთელმა დააფუძნა ქართული მუსიკის საღამოები (გამოდიოდა როგორც მომღერალი და გუნდის ლოტბარი). 1891 წელს მოსკოვში გამოსცა ნაშრომი ქართული მუსიკის რაობა და ქართული მუსიკალური საკრავები.

      სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1896 წლიდან ია კარგარეთელი ხდება თბილისის საოპერო ტეატრის პირველი ქართველი სოლისტი მომღერალი (შემდგომ იმავე თეატრში რეჟისორად მუშაობდა). ია კარგარეთელმა ქართულად თარგმნა 12 ცნობილინოპერის ლიბრეტო. როსინის სევილიელი დალაქი თბილისის საოპერო ტეატრის სცენაზე ქართულად მისი დადგმით აჟღერდა.

      ია კარგარეთელს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ფილარმონიული საზოგადოებბის შექმნაში (1903წ). 1910 წელს ჩამოაყალიბა ქართული საგუნდო საზოგადოება.

      ია კარგარეთელი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

      სხვადასხვა წლებში (1890, 1909, 1912) გამოაქვეყნა ქართული ხალხური სიმღერების სამი კრებული.

      ია კარგარეთლის შესანიშნავი რომანსები (მშვენიერთა ხელმწიფევ, არაგვი, შევიშრობ ცრემლსა, ორთავ თვალის სინათლევ, შენ გეტრფი მარად, და სხვ.) დღესაც ამ ჟანრის კლასიკად მიიჩნევა.

      ია კარგარეთელმა ერთ­ერთმა პირველმა ჩაწერა ფირფიტაზე 8 ქართული რომანსი და რამდენიმე საგუნდო სიმღერა

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, ფოლკლორი, ქართლი, ქველი

ნახვა: 1815

გამოხმაურებები!

ვიდრე არ ავკრიფე, მთელ ტექსტში მეც სულ კართაგენელს ვკითხულობდი :D 

Kakha_მ თქვა:

კართაგენელი რომ ყოფილიყო? ))

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters